საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დავით ოქიტაშვილის პასუხი რობერტ სტურუას "სამარცხვინო, მბჟუტავ ვარსკვლავებთან" დაკავშირებით
დავით ოქიტაშვილის პასუხი რობერტ სტურუას "სამარცხვინო, მბჟუტავ ვარსკვლავებთან" დაკავშირებით

მას შემ­დეგ, რაც რე­ჟი­სორ­მა რო­ბერტ სტუ­რუ­ამ, ქარ­თუ­ლი თე­ატ­რის დღეს, "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე თე­ატ­რე­ბის წინ ვარ­სკვლა­ვის გახ­სნის შე­სა­ხებ თა­ვი­სი უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ხა­ტა, "ამ­ბე­ბი.გე" კულ­ტუ­რის პა­ლა­ტის პრე­ზი­დენტს და ვარ­სკვლა­ვე­ბის გახ­სნის ცე­რე­მო­ნი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტორს, და­ვით ოქი­ტაშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და და კო­მენ­ტა­რი სთხო­ვა:

- ნე­ბის­მი­ე­რი ადა­მი­ა­ნის აზრს მი­ვე­სალ­მე­ბი, მაგ­რამ უნდა გი­თხრათ, რომ არც ერთი ვარ­სკვა­ლა­ვი თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლებ­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე არ გაგ­ვიხ­სნია. ინი­ცი­ა­ტი­ვა ყო­ველ­თვის მათ­გან მო­დი­ო­და. ჩვენ მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ვი­ყა­ვით და ვართ. ეს რომ ასეა, ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი არა­ერ­თი დო­კუ­მენ­ტი მაქვს და შე­მიძ­ლია, წარ­მო­გიდ­გი­ნოთ. დიახ, მოგ­ვმარ­თავს თე­ატ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბა და მათ თხოვ­ნას შემ­დგომ ჩვენ ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ. თე­ატ­რე­ბის ად­მი­ნის­ტრა­ცია ვარ­სკვლა­ვის გახ­სნას უმე­ტე­სად ამა თუ იმ ღვაწლ­მო­სი­ლი ადა­მი­ა­ნის სა­ი­უ­ბი­ლეო თა­რიღს ამ­თხვევს ხოლ­მე.

- ე.ი. თქვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­სკვლა­ვი არ გახ­სნი­ლა?

- ვი­მე­ო­რებ, ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­სკვლა­ვი არ გახ­სნი­ლა, ჩვენ მხო­ლოდ შემ­სრუ­ლებ­ლე­ბი ვართ. ბა­ტონ რო­ბერტს აქვს თა­ვი­სი მო­საზ­რე­ბა და ყვე­ლა გან­სხვა­ვე­ბულ აზრს მი­ვე­სალ­მე­ბი. თუკი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ ეს ყვე­ლა­ფე­რი პრო­ვინ­ცი­ა­ლიზ­მია, შე­უძ­ლი­ათ, რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რის წინ აღარ გახ­სნან ვარ­სკვლა­ვი. თუმ­ცა ღმერ­თმა გვიმ­რავ­ლოს ნი­ჭი­ე­რი და გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, ისე­თე­ბი, ვი­საც ჩვენ­ში ვარ­სკვლა­ვი გა­ეხ­სნათ. რო­გორ გგო­ნი­ათ, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის, კარ­ლო სა­კან­დე­ლი­ძის, გუ­რამ სა­ღა­რა­ძის, მე­დეა ჩა­ხა­ვას სურ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ გა­იხ­სნა მათი ვარ­სკვლა­ვე­ბი?

სა­ერ­თოდ, ყვე­ლა ვარ­სკვლა­ვი მათ სი­ცო­ცხლე­შია გახ­სნი­ლი. ერ­თა­დერ­თი შემ­თხვე­ვა იყო გა­მო­ნაკ­ლი­სი, როცა გარ­დაც­ვა­ლე­ბის შემ­დეგ, "რუს­თა­ვე­ლის" კი­ნო­თე­ატ­რის წინ ნატო ვაჩ­ნა­ძის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნა. ვი­ნა­ი­დან მისი საფ­ლა­ვი არ არ­სე­ბობს, მის ვარ­სკვლავს რა­ღაც სიმ­ბო­ლუ­რი დატ­ვირ­თვა მი­ე­ნი­ჭა. თან, "რუს­თა­ვე­ლის" კი­ნო­თე­ატ­რი ხომ მის სა­ხელს უკავ­შირ­დე­ბა.

- ვარ­სკვლა­ვე­ბის გახ­სნის პრო­ცე­სი კვლა­ვაც გაგ­რძელ­დე­ბა?

- დიახ, 22 იან­ვარს თე­მურ წიკ­ლა­უ­რის ვარ­სკვლა­ვი გა­იხ­სნე­ბა. ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თხოვ­ნით კომ­პო­ზი­ტორ­თა კავ­შირ­მა მოგ­ვმარ­თა. არა­სო­დეს ავი­ღებ ჩემს თავ­ზე იმას, რომ თვი­თონ გა­დავ­წყვი­ტო, ვის გა­ეხ­სნას სა­ქარ­თვე­ლო­ში ვარ­სკვლა­ვი და ვის - არა. ერ­თა­დერ­თი, რაც სა­კუ­თარ თავ­ზე ავი­ღე, ეს ნინო რა­მიშ­ვი­ლის ვარ­სკვლა­ვი იყო (ფი­ლარ­მო­ნი­ას­თან), როცა სა­ერ­თოდ სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ამ ცე­რე­მო­ნი­ას. ნინო რა­მიშ­ვილს რა, ან ვისი წე­რი­ლი სჭირ­დე­ბო­და?..

რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძის სა­ხეს კი ვე­რას­დროს და­ვი­ვი­წყებ. უბედ­ნი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნი გახ­ლდათ, რო­დე­საც მისი ვარ­სკვლა­ვი ნახა. რო­გორ გგო­ნია, თე­ატ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ვარ­სკვლავს რო­ბერტ სტუ­რუ­ას­თან შე­თან­ხმე­ბის გა­რე­შე ვინ გახ­სნი­და? თუ არ უნ­დო­და და არ მოს­წონ­და, მა­შინ აეკ­რძა­ლა ეს ყვე­ლა­ფე­რი.

- ის თა­ვის წე­რილ­ში ამ­ბობს, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ვიბ­რძო­დი ამის წი­ნა­აღ­მდე­გო...

- ვი­მე­ო­რებ, მისი სურ­ვი­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ვის რა უფ­ლე­ბა ჰქონ­და, რუს­თვე­ლის თე­ატ­რის წინ ვარ­სკვლა­ვი გა­ეხ­სნა.

ასე­ვე იხი­ლეთ: რო­ბერტ სტუ­რუ­ას ვარ­სკვლა­ვებ­ზე ას­ფალ­ტის გა­დას­ხმის სურ­ვი­ლი აქვს

ლალი ფა­ცია, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დავით ოქიტაშვილის პასუხი რობერტ სტურუას "სამარცხვინო, მბჟუტავ ვარსკვლავებთან" დაკავშირებით

დავით ოქიტაშვილის პასუხი რობერტ სტურუას "სამარცხვინო, მბჟუტავ ვარსკვლავებთან" დაკავშირებით

მას შემდეგ, რაც რეჟისორმა რობერტ სტურუამ, ქართული თეატრის დღეს, "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე თეატრების წინ ვარსკვლავის გახსნის შესახებ თავისი უარყოფითი დამოკიდებულება გამოხატა, "ამბები.გე" კულტურის პალატის პრეზიდენტს და ვარსკვლავების გახსნის ცერემონიის ორგანიზატორს, დავით ოქიტაშვილს დაუკავშირდა და კომენტარი სთხოვა:

- ნებისმიერი ადამიანის აზრს მივესალმები, მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არც ერთი ვარსკვალავი თეატრის ხელმძღვანელებთან შეთანხმების გარეშე არ გაგვიხსნია. ინიციატივა ყოველთვის მათგან მოდიოდა. ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვიყავით და ვართ. ეს რომ ასეა, ამის დამადასტურებელი არაერთი დოკუმენტი მაქვს და შემიძლია, წარმოგიდგინოთ. დიახ, მოგვმართავს თეატრის ხელმძღვანელობა და მათ თხოვნას შემდგომ ჩვენ ვახორციელებთ. თეატრების ადმინისტრაცია ვარსკვლავის გახსნას უმეტესად ამა თუ იმ ღვაწლმოსილი ადამიანის საიუბილეო თარიღს ამთხვევს ხოლმე.

- ე.ი. თქვენი ინიციატივით საქართველოში ვარსკვლავი არ გახსნილა?

- ვიმეორებ, ჩვენი ინიციატივით საქართველოში ვარსკვლავი არ გახსნილა, ჩვენ მხოლოდ შემსრულებლები ვართ. ბატონ რობერტს აქვს თავისი მოსაზრება და ყველა განსხვავებულ აზრს მივესალმები. თუკი მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი პროვინციალიზმია, შეუძლიათ, რუსთაველის თეატრის წინ აღარ გახსნან ვარსკვლავი. თუმცა ღმერთმა გვიმრავლოს ნიჭიერი და გამოჩენილი ადამიანები, ისეთები, ვისაც ჩვენში ვარსკვლავი გაეხსნათ. როგორ გგონიათ, რამაზ ჩხიკვაძის, კარლო საკანდელიძის, გურამ საღარაძის, მედეა ჩახავას სურვილის წინააღმდეგ გაიხსნა მათი ვარსკვლავები?

საერთოდ, ყველა ვარსკვლავი მათ სიცოცხლეშია გახსნილი. ერთადერთი შემთხვევა იყო გამონაკლისი, როცა გარდაცვალების შემდეგ, "რუსთაველის" კინოთეატრის წინ ნატო ვაჩნაძის ვარსკვლავი გაიხსნა. ვინაიდან მისი საფლავი არ არსებობს, მის ვარსკვლავს რაღაც სიმბოლური დატვირთვა მიენიჭა. თან, "რუსთაველის" კინოთეატრი ხომ მის სახელს უკავშირდება.

- ვარსკვლავების გახსნის პროცესი კვლავაც გაგრძელდება?

- დიახ, 22 იანვარს თემურ წიკლაურის ვარსკვლავი გაიხსნება. ამასთან დაკავშირებით, თხოვნით კომპოზიტორთა კავშირმა მოგვმართა. არასოდეს ავიღებ ჩემს თავზე იმას, რომ თვითონ გადავწყვიტო, ვის გაეხსნას საქართველოში ვარსკვლავი და ვის - არა. ერთადერთი, რაც საკუთარ თავზე ავიღე, ეს ნინო რამიშვილის ვარსკვლავი იყო (ფილარმონიასთან), როცა საერთოდ საფუძველი ჩაეყარა ამ ცერემონიას. ნინო რამიშვილს რა, ან ვისი წერილი სჭირდებოდა?..

რამაზ ჩხიკვაძის სახეს კი ვერასდროს დავივიწყებ. უბედნიერესი ადამიანი გახლდათ, როდესაც მისი ვარსკვლავი ნახა. როგორ გგონია, თეატრის ტერიტორიაზე ვარსკვლავს რობერტ სტურუასთან შეთანხმების გარეშე  ვინ გახსნიდა? თუ არ უნდოდა და არ მოსწონდა, მაშინ აეკრძალა ეს ყველაფერი.

- ის თავის წერილში ამბობს, რომ წლების განმავლობაში ვიბრძოდი ამის წინააღმდეგო...

- ვიმეორებ, მისი სურვილი რომ არ ყოფილიყო, ვის რა უფლება ჰქონდა, რუსთველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაეხსნა.

ასევე იხილეთ: რობერტ სტურუას ვარსკვლავებზე ასფალტის გადასხმის სურვილი აქვს

ლალი ფაცია, Ambebi.ge

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება