პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დათო ფორჩხიძე: "ოდნავადაც არ მრცხვენია, რომ კონკურსი ჩემმა კონკურსანტმა მოიგო"
დათო ფორჩხიძე: "ოდნავადაც არ მრცხვენია, რომ კონკურსი ჩემმა კონკურსანტმა მოიგო"

"ახა­ლი ხმის" კონ­კურ­სის II სე­ზო­ნი დას­რულ­და. გა­ი­მარ­ჯვა მარი ჩა­ჩხი­ან­მა, დათო ფორჩხი­ძის გუნ­დის წევ­რმა. სა­ქარ­თვე­ლო­ში ამ შოუს არ­სე­ბო­ბის მან­ძილ­ზე პრო­ექ­ტი ჯერ სხვა მწვრთნე­ლის კონ­კურ­სანტს არ მო­უ­გია. ამი­ტომ ბევ­რმა გუ­შინ­დე­ლი ფი­ნა­ლუ­რი შოუს შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს "ახალ ხმას" "და­თოს პრო­ექ­ტიც" კი უწო­და..."ამ­ბე­ბი.გე" დათო ფორჩხი­ძეს და­უ­კავ­შირ­და.

- მი­ხა­რია, ბედ­ნი­ე­რი ვარ და ოდ­ნა­ვა­დაც არ მრცხვე­ნია, რომ კი­დევ ჩემ­მა კონ­კურ­სან­ტმა მო­ი­გო შოუ... ძა­ლი­ან ბევ­რი ვი­მუ­შა­ვე. რთუ­ლი გრა­ფი­კი მქონ­და და მყავ­და 5 ისე­თი კონ­კურ­სან­ტი, რო­მელ­საც "ბრმა კას­ტინგზე" 4-ვე მწვრთნე­ლი მო­უტ­რი­ალ­და. კი­დევ 2 კონ­კურ­სან­ტი იყო, ვი­საც სამი მო­უბ­რუნ­და. ძა­ლი­ან ძლი­ე­რი ბავ­შვე­ბი იყ­ვნენ და მათ­გან ერთ-ერ­თით რომ გა­მე­მარ­ჯვა, რა გა­საკ­ვი­რია? ვფიქ­რობ, რომ ჩემი მომ­ღე­რა­ლიც მა­გა­რი იყო. სხვა ბავ­შვე­ბიც და მწვრთნე­ლე­ბიც მაგ­რე­ბი იყ­ვნენ, მაგ­რამ ეს კონ­კურ­სია და ასე ხდე­ბა ხოლ­მე. რა ვთქვა, არც ვიცი...

- დათო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გუ­შინ­დე­ლი გა­მარ­ჯვე­ბა­ზე სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი კო­მენ­ტა­რი იწე­რე­ბა. ერ­თგან ასე­თი ფრა­ზა ამო­ვი­კი­თხე: "მა­გან ბინა გა­ყი­და და პრო­ექ­ტი მო­ი­გოო". რას იტყვი ამ კო­მენ­ტარ­ზე?

- პრო­ექ­ტის მო­გე­ბა თუნ­დაც იმი­ტომ არ მრცხვე­ნია, რომ ჩემი კონ­კურ­სან­ტი ნა­ქი­რა­ვებ­ში ცხოვ­რობს და ბინა არ აქვს. "ბრმა კას­ტინგზე" მა­რის ყვე­ლა მწვრთნელ­მა უთხრა, რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო მას­შტა­ბებს და­ი­პყრობ­და, თუ რო­მე­ლი­მეს­თან წა­ვი­დო­და. მე კი ვუ­თხა­რი: ისე­თი მა­გა­რი გოგო ხარ, ვის­თა­ნაც უნდა წახ­ვი­დე, ალ­ბათ მა­ინც მო­ი­გებ-მეთ­ქი. წი­ნას­წარ­მე­ტყვე­ლი არ ვარ, მაგ­რამ მარი მაგ­რად მღე­რის და ეს მო­მა­ვალ­შიც დამ­ტკიც­დე­ბა. შარ­შან სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძე­ზეც დარ­ბაზ­ში ყვი­როდ­ნენ, - გა­აგ­დეო. პა­ტა­რა რე­ზი­კო­ზეც ამ­ბობ­დნენ, რომ არ ვარ­გო­და... მოკ­ლედ, ხალ­ხმა რაც უნდა ის ილა­პა­რა­კოს, მე ჩემი შრო­მის ფასი ვიცი. გარ­და ამი­სა, ვიცი, რომ პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი და საქ­მის მცოდ­ნე ვარ. ვმუ­შა­ობ, ვწვა­ლობ და მინ­და, რომ შრო­მა და­მი­ფას­დეს.

- ისე, თიკო მო­სემღვდლიშ­ვილ­საც ეკუთ­ვნო­და გა­მარ­ჯვე­ბა, რად­გა­ნაც ძლი­ე­რი კონ­კურ­სან­ტი იყო.…

- მა­შინ და­ე­მე­სი­ჯე­ბი­ნათ მის­თვის. კარ­გი გო­გოა და მო­ე­გო, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ ჩემი ვო­კა­ლის­ტი ჯო­ბია, თუმ­ცა­ღა არ ვამ­ბობ იმას, რომ ის არ ვარ­გა. ძა­ლი­ან მომ­წონს და გა­უ­მარ­ჯოს მა­საც და მის ნი­ჭ­საც. გუ­ში­ნაც ვე­უბ­ნე­ბო­დი, კარ­გი გოგო ხარ-მეთ­ქი. თუ ვინ­მე ჩემი წარ­მა­ტე­ბით და ჩემი საქ­მის კე­თე­ბით დავ­ღა­ლე, პრობ­ლე­მა არ არის. ალ­ბათ, ეს ჩემი ბოლო შოუა.

- ასე ფიქ­რობ?

- მინ­და, რომ წა­ვი­დე, თუმ­ცა ამ საქ­ცი­ე­ლით არ მინ­და, იმ შო­უ­ში მოღ­ვა­წე ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ უმა­დუ­რი აღ­მოვ­ჩნდე... ამი­ტომ უნდა დავ­რჩე, რომ მერე ეპა­ტა­ჟუ­რად წა­ვა­გო. მოკ­ლედ, თუ დარ­ჩე­ნა ძა­ლი­ან მთხო­ვეს და ეს შოუ გაგ­რძელ­და, მა­გა­საც გა­ვა­კე­თებ, მაგ­რამ ამით ამ შო­უ­საც გა­ვა­ფუ­ჭებ... არა­და, ბავ­შვი იქ იმის­თვის მო­დის, რომ მო­ი­გოს, შენ კი ხელი უნდა შე­უ­წყო. გვერ­დით არ დავ­დგო­მო­დი? არ მე­მუ­შა­ვა? კონ­კურ­სან­ტებ­მა ამირ­ჩი­ეს და მი­მაჩ­ნია, რომ შო­უ­ში სა­უ­კე­თე­სო ნომ­რე­ბი დავ­დე. ჩემი გუნ­დე­ლე­ბი დღეს­დღე­ო­ბით და­საქ­მე­ბუ­ლე­ბი არი­ან. მათ ბა­რებ­სა და კლუ­ბებ­ში იწ­ვე­ვენ. ეს ყვე­ლა­ფე­რი ხომ ჰა­ე­რი­დან არ მო­დის? შრო­მის შე­დე­გია.

- შენ კონ­კურ­სან­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­მო­მავ­ლოდ რა­ი­მე გეგ­მე­ბი ხომ არ გაქვს?

- მაქვს და მინ­და, რომ ეს საქ­მე პირ­ველ­მა მე გა­ვა­კე­თო. კონ­კურ­სის შემ­დეგ რომ არ და­ი­კარ­გონ ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნე­ბი, მაქვს იმის პერ­სპექ­ტი­ვა, რომ ისი­ნი სე­რი­ო­ზულ ხმის ჩამ­წერ სტუ­დი­ა­ში შევ­კრი­ბო და მათ­თან ვი­მუ­შაო. პირ­ველ რიგ­ში სა­ლო­მე ქა­თა­მა­ძით და­ვი­წყებ. მუ­შა­ო­ბას მალე შე­ვუდ­გე­ბით და ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნა­ხავს. სამ­წუ­ხა­როა, რომ ზო­გი­ერთს არ უნდა და­ი­ჯე­როს, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში ვი­ღაც შრო­მობს, წვა­ლობს და საქ­მეს გუ­ლით აკე­თებს.

- დათო ფი­ნა­ლურ შო­უ­ზე, გუ­შინ სცე­ნა­ზე შენი გუნ­დის წევ­რე­ბი იდ­გნენ და ნომ­რის შეს­რუ­ლე­ბა­ში გეხ­მა­რე­ბოდ­ნენ... ეს შენი იდეა იყო?

- კი, ჩემი გუნ­დის ბავ­შვე­ბი გა­მო­ვიყ­ვა­ნე, ვამ­ღე­რე და ყვე­ლას ვაჩ­ვე­ნე, რომ რა მა­გა­რი გუნ­დი მყავ­და! მათი პი­ა­რის­თვის იყო ის ნო­მე­რი მომ­ზა­დე­ბუ­ლი, აბა, მე აქ­ტი­უ­რი სას­ცე­ნო საქ­მი­ა­ნო­ბა 13 წლის წინ შე­ვა­ჩე­რე. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, სუ­ლით და გუ­ლით ვარ და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, რომ ახალ თა­ო­ბას­თან ვი­მუ­შაო. ძა­ლი­ან მომ­წონს იგი­ვე ნიკა ლა­ზა­რი­აშ­ვი­ლი, სტე­ფა­ნეს გუნ­დის წევ­რი და შე­იძ­ლე­ბა, სტე­ფა­ნეს­თან ერ­თად, რა­ღაც მა­საც შევრთა­ვა­ზო.

- ისე, იმ­დე­ნი და­ვი­და­რა­ბის შემ­დეგ შენ და მაია დარსმე­ლი­ძემ ფი­ნალ­ში ერ­თობ­ლი­ვი სიმ­ღე­რა შეს­თა­ვა­ზეთ მა­ყუ­რებლს; შე­რიგ­დით?

- მაია უნი­ჭი­ე­რე­სი ადა­მი­ა­ნია და ამ ნომ­რის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას ხელი ძა­ლი­ან შე­ვუ­წყე, - ბო­ლოს სცე­ნა­ზე ერ­თად და ასე მე­გობ­რუ­ლად რომ ვმდგა­რი­ყა­ვით, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ თა­ვი­დან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა გვქონ­და.

- ბო­ლო­ში რო­გორც ჩანს, და­ათ­ბეთ ურ­თი­ერ­თო­ბა...

- დიახ, სა­ზო­გა­დო­ე­ბას უნდა და­ე­ნა­ხა ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა. მე და მა­ი­ამ ვფიქ­რობ, ახალ­გაზ­რდებს მა­გა­ლი­თი მი­ვე­ცით, თუ რო­გო­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა უნდა ჰქონ­დეთ ადა­მი­ა­ნებს ერ­თმა­ნეთ­თან კონ­კუ­რენ­ცი­ის პი­რო­ბებ­ში. ამი­ტომ მომ­წონს მისი კონ­კურ­სან­ტიც და მა­ი­ა­საც პა­ტივს ვცემ. მო­მა­ვალ­შიც ყვე­ლას ვა­ნახ­ვებ, რომ ჩემს კო­ლე­გებ­თან ვი­მუ­შა­ვებ და ვი­მე­გობ­რებ. ამ შო­უ­ში ჩემი მუ­შა­ო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო არ ვარ. ვიშ­რო­მე, ვიწ­ვა­ლე, სწო­რი სვლე­ბი გა­ვა­კე­თე და ყვე­ლა­ფე­რი სწო­რად და­ვა­ლა­გე, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ყვე­ლა მაკ­რი­ტი­კებ­და და ჩემი გუნ­დის სა­კი­თხებს გა­ნი­ხი­ლავ­და.

მთავ­რია, რაც ძა­ლი­ან მოგ­წონს, ის ისე გა­ა­კე­თო, რომ ხალ­ხსაც მო­ა­წო­ნო. დიახ, მა­შინ ხარ მა­გა­რი...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

იხი­ლეთ ვი­დეო: "ახა­ლი ხმა" მა­რი­ამ ჩა­ჩხი­ა­ნი გახ­და

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

დათო ფორჩხიძე: "ოდნავადაც არ მრცხვენია, რომ კონკურსი ჩემმა კონკურსანტმა მოიგო"

დათო ფორჩხიძე: "ოდნავადაც არ მრცხვენია, რომ კონკურსი ჩემმა კონკურსანტმა მოიგო"

"ახალი ხმის" კონკურსის II სეზონი დასრულდა. გაიმარჯვა მარი ჩაჩხიანმა, დათო ფორჩხიძის გუნდის წევრმა. საქართველოში ამ შოუს არსებობის მანძილზე პროექტი ჯერ სხვა მწვრთნელის კონკურსანტს  არ მოუგია. ამიტომ ბევრმა გუშინდელი ფინალური შოუს შემდეგ საქართველოს "ახალ ხმას" "დათოს პროექტიც" კი უწოდა..."ამბები.გე" დათო ფორჩხიძეს დაუკავშირდა.

- მიხარია, ბედნიერი ვარ და ოდნავადაც არ მრცხვენია, რომ კიდევ ჩემმა კონკურსანტმა მოიგო შოუ... ძალიან ბევრი ვიმუშავე. რთული გრაფიკი მქონდა და მყავდა 5 ისეთი კონკურსანტი, რომელსაც "ბრმა კასტინგზე" 4-ვე მწვრთნელი მოუტრიალდა. კიდევ 2 კონკურსანტი იყო, ვისაც სამი მოუბრუნდა. ძალიან ძლიერი ბავშვები იყვნენ და მათგან ერთ-ერთით რომ გამემარჯვა, რა გასაკვირია? ვფიქრობ, რომ ჩემი მომღერალიც მაგარი იყო. სხვა ბავშვებიც და მწვრთნელებიც მაგრები იყვნენ, მაგრამ ეს კონკურსია და ასე ხდება ხოლმე. რა ვთქვა, არც ვიცი...

- დათო, სოციალურ ქსელში გუშინდელი გამარჯვებაზე სხვადასხვანაირი კომენტარი იწერება. ერთგან ასეთი ფრაზა ამოვიკითხე: "მაგან ბინა გაყიდა და პროექტი მოიგოო". რას იტყვი ამ კომენტარზე?

- პროექტის მოგება თუნდაც იმიტომ არ მრცხვენია, რომ ჩემი კონკურსანტი ნაქირავებში ცხოვრობს და ბინა არ აქვს. "ბრმა კასტინგზე" მარის ყველა მწვრთნელმა უთხრა, რომ საერთაშორისო მასშტაბებს დაიპყრობდა, თუ რომელიმესთან წავიდოდა. მე კი ვუთხარი: ისეთი მაგარი გოგო ხარ, ვისთანაც უნდა წახვიდე, ალბათ მაინც მოიგებ-მეთქი. წინასწარმეტყველი არ ვარ, მაგრამ მარი მაგრად მღერის და ეს მომავალშიც დამტკიცდება. შარშან სალომე ქათამაძეზეც დარბაზში ყვიროდნენ, - გააგდეო. პატარა რეზიკოზეც ამბობდნენ, რომ არ ვარგოდა... მოკლედ, ხალხმა რაც უნდა ის ილაპარაკოს, მე ჩემი შრომის ფასი ვიცი. გარდა ამისა, ვიცი, რომ პროფესიონალი და საქმის მცოდნე ვარ. ვმუშაობ, ვწვალობ და მინდა, რომ შრომა დამიფასდეს.

- ისე, თიკო მოსემღვდლიშვილსაც ეკუთვნოდა გამარჯვება, რადგანაც ძლიერი კონკურსანტი იყო.…

- მაშინ დაემესიჯებინათ მისთვის. კარგი გოგოა და მოეგო, მაგრამ მიმაჩნია, რომ ჩემი ვოკალისტი ჯობია, თუმცაღა არ ვამბობ იმას, რომ ის არ ვარგა. ძალიან მომწონს და გაუმარჯოს მასაც და მის ნიჭსაც. გუშინაც ვეუბნებოდი, კარგი გოგო ხარ-მეთქი. თუ ვინმე ჩემი წარმატებით და ჩემი საქმის კეთებით დავღალე, პრობლემა არ არის. ალბათ, ეს ჩემი ბოლო შოუა.

- ასე ფიქრობ?

- მინდა, რომ წავიდე, თუმცა ამ საქციელით არ მინდა, იმ შოუში მოღვაწე ადამიანების მიმართ უმადური აღმოვჩნდე... ამიტომ უნდა დავრჩე, რომ მერე ეპატაჟურად წავაგო. მოკლედ, თუ დარჩენა ძალიან მთხოვეს და ეს შოუ გაგრძელდა, მაგასაც გავაკეთებ, მაგრამ ამით ამ შოუსაც გავაფუჭებ... არადა, ბავშვი იქ იმისთვის მოდის, რომ მოიგოს, შენ კი ხელი უნდა შეუწყო. გვერდით არ დავდგომოდი? არ მემუშავა? კონკურსანტებმა ამირჩიეს და მიმაჩნია, რომ შოუში საუკეთესო ნომრები დავდე. ჩემი გუნდელები დღესდღეობით დასაქმებულები არიან. მათ ბარებსა და კლუბებში იწვევენ. ეს ყველაფერი ხომ ჰაერიდან არ მოდის? შრომის შედეგია.

- შენ კონკურსანტებთან დაკავშირებით სამომავლოდ რაიმე გეგმები ხომ არ გაქვს?

- მაქვს და მინდა, რომ ეს საქმე პირველმა მე გავაკეთო. კონკურსის შემდეგ რომ არ დაიკარგონ ნიჭიერი ადამიანები, მაქვს იმის პერსპექტივა, რომ ისინი სერიოზულ ხმის ჩამწერ სტუდიაში შევკრიბო და მათთან ვიმუშაო. პირველ რიგში სალომე ქათამაძით დავიწყებ. მუშაობას მალე შევუდგებით და ამას საზოგადოება ნახავს. სამწუხაროა, რომ ზოგიერთს არ უნდა დაიჯეროს, რომ ამ ქვეყანაში ვიღაც შრომობს, წვალობს და საქმეს გულით აკეთებს.

- დათო ფინალურ შოუზე, გუშინ სცენაზე შენი გუნდის წევრები იდგნენ და ნომრის შესრულებაში გეხმარებოდნენ... ეს შენი იდეა იყო?

- კი, ჩემი გუნდის ბავშვები გამოვიყვანე, ვამღერე და ყველას ვაჩვენე, რომ რა მაგარი გუნდი მყავდა! მათი პიარისთვის იყო ის ნომერი მომზადებული, აბა, მე აქტიური სასცენო საქმიანობა 13 წლის წინ შევაჩერე. აქედან გამომდინარე, სულით და გულით ვარ დაინტერესებული, რომ ახალ თაობასთან ვიმუშაო. ძალიან მომწონს იგივე ნიკა ლაზარიაშვილი, სტეფანეს გუნდის წევრი და შეიძლება, სტეფანესთან ერთად, რაღაც მასაც შევრთავაზო.

- ისე, იმდენი დავიდარაბის შემდეგ შენ და მაია დარსმელიძემ ფინალში ერთობლივი სიმღერა შესთავაზეთ მაყურებლს; შერიგდით?

- მაია უნიჭიერესი ადამიანია და ამ ნომრის განხორციელებას ხელი ძალიან შევუწყე, - ბოლოს სცენაზე ერთად და ასე მეგობრულად რომ ვმდგარიყავით, მიუხედავად იმისა, რომ თავიდან დაძაბული ურთიერთობა გვქონდა.

- ბოლოში როგორც ჩანს, დაათბეთ ურთიერთობა...

- დიახ, საზოგადოებას უნდა დაენახა ჩვენი ურთიერთობა. მე და მაიამ ვფიქრობ, ახალგაზრდებს მაგალითი მივეცით, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ ადამიანებს ერთმანეთთან კონკურენციის პირობებში. ამიტომ მომწონს მისი კონკურსანტიც და მაიასაც პატივს ვცემ. მომავალშიც ყველას ვანახვებ, რომ ჩემს კოლეგებთან ვიმუშავებ და ვიმეგობრებ. ამ შოუში ჩემი მუშაობით უკმაყოფილო არ ვარ. ვიშრომე, ვიწვალე, სწორი სვლები გავაკეთე და ყველაფერი სწორად დავალაგე, მიუხედავად იმისა, რომ ყველა მაკრიტიკებდა და ჩემი გუნდის საკითხებს განიხილავდა.

მთავრია, რაც ძალიან მოგწონს, ის ისე გააკეთო, რომ ხალხსაც მოაწონო. დიახ, მაშინ ხარ მაგარი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო: "ახალი ხმა" მარიამ ჩაჩხიანი გახდა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება