სპორტი
სამხედრო
პოლიტიკა

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარსკვლავების სხეულის ნაწილები, რომელთაც სახელი გაითქვეს
ვარსკვლავების სხეულის ნაწილები, რომელთაც სახელი გაითქვეს

ხან­და­ხან ცნო­ბი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბი მათ მფლო­ბელ­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი ხდე­ბა. ვარ­სკვლა­ვე­ბის თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მსა­ხი­ო­ბე­ბის ფეხს, ხელს ან კი­დევ რო­მე­ლი­მე, ცაკ­ლე აღე­ბულ სხე­უ­ლის ნა­წილს სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვერ­დსაც კი უხ­სნი­ან.

ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე და­სა­მახ­სოვ­რე­ბე­ლი 2012 წლის "ოს­კა­რის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ფეხი გახ­და. საქ­მე ის არის, რომ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე ფო­ტოგ­რა­ფე­ბის წინ პო­ზი­რე­ბი­სას, სა­ღა­მოს გრძელ, შავ კა­ბა­ში გა­მო­წყო­ბილ­მა ჯო­ლიმ მარ­ჯვე­ნა ფეხი კა­ბი­დან ყვე­ლას და­სა­ნა­ხად "გა­მო­ყო". ასეთ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში მსა­ხი­ო­ბი არა მხო­ლოდ წი­თელ ხა­ლი­ჩა­ზე, არა­მედ ცე­რე­მო­ნი­ის დროს სცე­ნა­ზეც იდგა.

შე­დე­გად, მისი ფეხი დიდი ინ­ტე­რე­სი­სა და მრა­ვა­ლი ხუმ­რო­ბის მი­ზე­ზი გახ­და. ცე­რე­მო­ნი­ა­ლის შემ­დეგ მსა­ხი­ო­ბის ფეხი "ტვი­ტერ­ში" და­ა­რე­გის­ტრი­რეს.

ან­ჯე­ლი­ნა ჯო­ლის ფე­ხის შარ­შან­დე­ლი ბედი გა­ი­ზი­ა­რა მსა­ხი­ობ ენ ჰე­თე­ვე­ის მკერდმა. Twitter-ში მიკ­რობ­ლო­გი გაჩ­ნდა, რო­მელ­საც ენ ჰე­თე­ვე­ის მკერ­დის სა­ხე­ლით მარ­თა­ვენ.

ჰო­ლი­ვუ­დის ვარ­სკვლა­ვი "ოს­კა­რის" გა­და­ცე­მის ცე­რე­მო­ნი­ა­ზე ღია ვარ­დის­ფე­რი Prada-ს კა­ბით მი­ვი­და. წი­ნი­დან კაბა ძა­ლი­ან ლა­კო­ნუ­რად გა­მო­ი­ყუ­რე­ბა - არა­ვი­თა­რი ზედ­მე­ტი დე­ტა­ლი. მაგ­რამ მკერდთან წყვილ­მა ნა­კეც­მა სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფან­ტა­ზი­ას გა­სა­ქა­ნი მის­ცა. შე­დე­გად, ინ­ტერ­ნეტ-მომ­ხმა­რებ­ლებ­მა ან­გა­რი­ში HathawayNipple შექ­მნეს და იქ სხვა­დას­ხვა ხუმ­რო­ბებს წე­რენ.

მომ­ღე­რა­ლი რი­ა­ნა სა­კუ­თა­რი სხე­უ­ლის გა­მო­ჩე­ნის შანსს ხე­ლი­დან არ უშ­ვებს. ამი­ტომ "ტვი­ტერ­ში" მისი ფე­ხე­ბის გვერ­დი არ­სე­ბობს: "შენ ჩვენ ფაქ­ტობ­რი­ვად გა­მუდ­მე­ბით გვხე­დავ". ეს სი­მარ­თლეა, რი­ა­ნა რე­გუ­ლა­რუ­ლად აქ­ვეყ­ნებს თა­მამ ფო­ტო­ებს, ამას­თან, ქვე­და ნა­წი­ლი ხში­რად მთლი­ა­ნად მო­შიშ­ვლე­ბუ­ლია.

ადრე, სხე­უ­ლის ნა­წი­ლე­ბის უდა­ვო ლი­დე­რი ჯე­ნი­ფერ ლო­პე­სის საჯ­დო­მი იყო, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ბუ­ნებ­რი­ვი არაა. მაგ­რამ ბოლო დროს იგი კიმ კარ­და­ში­ა­ნის საჯ­დომ­მა დაჩ­რდი­ლა. მა­საც სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სა­კუ­თა­რი გვერ­დი აქვს, სა­დაც კარ­და­ში­ა­ნის დუნ­დუ­ლე­ბის სა­ხე­ლით სა­სა­ცი­ლო პოს­ტე­ბი ჩნდე­ბა: "დღეს სპორტდარ­ბაზ­ში ვე­ლოტ­რე­ნა­ჟორ­ზე ვარ­ჯი­ში გა­დავ­წყვი­ტეთ. უნდა აღ­ვნიშ­ნოთ, რომ კიმს ვე­ლო­სი­პე­დის ფუ­ლის გა­დახ­და მო­უ­წევს, რად­გან ჩვენ იგი სა­დი­ლად გა­დავყლა­პეთ".

მომ­ღე­რალ ბი­ონ­სეს მოკ­ლე ვარ­ცხნი­ლო­ბას სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში არა მხო­ლოდ გვერ­დი გა­უხ­სნეს, არა­მედ გა­მოთ­ქმაც მი­უ­ძღვნეს: "ბი­ონ­სეს თმა­ზე მოკ­ლე ტე­ი­ლორ სვიფ­ტის ახა­ლი ურ­თი­ერ­თო­ბე­ბია" და ა.შ.

ბრი­ტა­ნე­ლი მო­დე­ლი კირა დე­ლე­ვი­ნი სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში თით­ქმის მთლი­ა­ნად და­ა­ნა­წევ­რეს. შექ­მნეს მისი ფე­ხე­ბის, წამ­წა­მე­ბის, თე­ძო­ე­ბის გვერ­დე­ბი. ხოლო ყვე­ლა­ზე მეტი გა­მომ­წე­რი მისი წარ­ბე­ბის გვერდს ჰყავს. ხუმ­რო­ბენ, რომ მათი და­ნახ­ვა კოს­მო­სი­და­ნაც შე­იძ­ლე­ბა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია starslife.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

ვარსკვლავების სხეულის ნაწილები, რომელთაც სახელი გაითქვეს

ვარსკვლავების სხეულის ნაწილები, რომელთაც სახელი გაითქვეს

ხანდახან ცნობილი ადამიანების სხეულის ნაწილები მათ მფლობელზე პოპულარული ხდება. ვარსკვლავების თაყვანისმცემლები მსახიობების ფეხს, ხელს ან კიდევ რომელიმე, ცაკლე აღებულ სხეულის ნაწილს სოციალურ ქსელში გვერდსაც კი უხსნიან.

ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი 2012 წლის "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე ანჯელინა ჯოლის ფეხი გახდა. საქმე ის არის, რომ წითელ ხალიჩაზე ფოტოგრაფების წინ პოზირებისას, საღამოს გრძელ, შავ კაბაში გამოწყობილმა ჯოლიმ მარჯვენა ფეხი კაბიდან ყველას დასანახად "გამოყო". ასეთ მდგომარეობაში მსახიობი არა მხოლოდ წითელ ხალიჩაზე, არამედ ცერემონიის დროს სცენაზეც იდგა.

შედეგად, მისი ფეხი დიდი ინტერესისა და მრავალი ხუმრობის მიზეზი გახდა. ცერემონიალის შემდეგ მსახიობის ფეხი "ტვიტერში" დაარეგისტრირეს.

ანჯელინა ჯოლის ფეხის შარშანდელი ბედი გაიზიარა მსახიობ ენ ჰეთევეის მკერდმა. Twitter-ში მიკრობლოგი გაჩნდა, რომელსაც ენ ჰეთევეის მკერდის სახელით მართავენ.

ჰოლივუდის ვარსკვლავი "ოსკარის" გადაცემის ცერემონიაზე ღია ვარდისფერი Prada-ს კაბით მივიდა. წინიდან კაბა ძალიან ლაკონურად გამოიყურება - არავითარი ზედმეტი დეტალი. მაგრამ მკერდთან წყვილმა ნაკეცმა საზოგადოების ფანტაზიას გასაქანი მისცა. შედეგად,  ინტერნეტ-მომხმარებლებმა ანგარიში HathawayNipple შექმნეს და იქ სხვადასხვა ხუმრობებს წერენ.

მომღერალი რიანა საკუთარი სხეულის გამოჩენის შანსს ხელიდან არ უშვებს. ამიტომ "ტვიტერში" მისი ფეხების გვერდი არსებობს: "შენ ჩვენ ფაქტობრივად გამუდმებით გვხედავ". ეს სიმართლეა, რიანა რეგულარულად აქვეყნებს თამამ ფოტოებს, ამასთან, ქვედა ნაწილი ხშირად მთლიანად მოშიშვლებულია.

ადრე, სხეულის ნაწილების უდავო ლიდერი ჯენიფერ ლოპესის საჯდომი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ბუნებრივი არაა. მაგრამ ბოლო დროს იგი კიმ კარდაშიანის საჯდომმა დაჩრდილა. მასაც სოციალურ ქსელში საკუთარი გვერდი აქვს, სადაც კარდაშიანის დუნდულების სახელით სასაცილო პოსტები ჩნდება: "დღეს სპორტდარბაზში ველოტრენაჟორზე ვარჯიში გადავწყვიტეთ. უნდა აღვნიშნოთ, რომ კიმს ველოსიპედის ფულის გადახდა მოუწევს, რადგან ჩვენ იგი სადილად გადავყლაპეთ".

მომღერალ ბიონსეს მოკლე ვარცხნილობას სოციალურ ქსელებში არა მხოლოდ გვერდი გაუხსნეს, არამედ გამოთქმაც მიუძღვნეს: "ბიონსეს თმაზე მოკლე ტეილორ სვიფტის ახალი ურთიერთობებია" და ა.შ.

ბრიტანელი მოდელი კირა დელევინი სოციალურ ქსელებში თითქმის მთლიანად დაანაწევრეს. შექმნეს მისი ფეხების, წამწამების, თეძოების გვერდები. ხოლო ყველაზე მეტი გამომწერი მისი წარბების გვერდს ჰყავს. ხუმრობენ, რომ მათი დანახვა კოსმოსიდანაც შეიძლება.

მომზადებულია starslife.ru-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება