პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

29

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მესამე დღე დაიწყება 05:58-ზე, მთვარე კირჩხიბშია – ენერგიული დღეა. მოქმედების დროა, ხელსაყრელია მძიმე ფიზიკური დატვირთვა. მოერიდეთ აგრესიის ნებისმიერ გამოვლინებას. გამოიჩინეთ მონდომება და გამძლეობა. არ არის რეკომენდებული ფინანსური საკითხების მოგვარება, შესაძლებელია ფულადი დანაკარგები. შეგიძლიათ წახვიდეთ სამოგზაუროდ ან მივლინებაში. რაც შორს წახვალთ, მით უფრო წარმატებული იქნება მოგზაურობა. გაზრდილია ემოციურობა, კარგია დიპლომატიის დემონსტრირება. გამოიძინეთ.
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სკანდალური საიდუმლო დოკუმენტი კეზერაშვილის ოფშორულ ფირმებსა და ანგარიშებზე
სკანდალური საიდუმლო დოკუმენტი კეზერაშვილის ოფშორულ ფირმებსა და ანგარიშებზე

ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ირ­გვლივ სკან­და­ლი პიკს აღ­წევს, საფ­რან­გეთ­ში მცხოვ­რებ­მა გავ­ლე­ნი­ან­მა წყა­რომ "ალი­ას" კე­ზე­რაშ­ვი­ლის ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბის ან­გა­რი­შე­ბის შე­სა­ხებ სა­ი­დუმ­ლო დო­კუ­მენ­ტი მი­ა­წო­და.

კვლე­ვა აწარ­მოა მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბილ­მა აუ­დი­ტო­რულ­მა კომ­პა­ნია deloitte-მ. ცნო­ბის­თვის, ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი ფირ­მე­ბის ან­გა­რი­შე­ბის შე­მოწ­მე­ბის უფ­ლე­ბა მსოფ­ლი­ოს რამ­დე­ნი­მე ლი­ცენ­ზი­რე­ბულ აუ­დი­ტო­რულ კომ­პა­ნი­ას აქვს. დო­კუ­მენ­ტი­დან კი ირ­კვე­ვა, სად და რო­მელ კომ­პა­ნი­ა­ში ილე­ქე­ბო­და კე­ზე­რაშ­ვი­ლის კო­რუფ­ცი­უ­ლი საქ­მი­ა­ნო­ბით მი­ღე­ბუ­ლი ფული, რო­მე­ლიც ოფ­შო­რულ კუნ­ძუ­ლებ­ზეა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი, სწო­რედ ამ კომ­პა­ნი­ის მეშ­ვე­ო­ბით შე­მო­დი­ო­და სა­ქარ­თვე­ლო­ში უკვე გა­თეთ­რე­ბუ­ლი ფული, რო­მე­ლიც უცხო­უ­რი კა­პი­ტა­ლის სა­ხე­ლით ფიქ­სირ­დე­ბო­და, რაც სა­ხელ­მწი­ფოს ეთ­ვლე­ბო­და ინ­ვეს­ტი­ცი­ის გაზ­რდა­ში, ხოლო კე­ზე­რაშ­ვი­ლის ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ ტენ­დერებ­ში, თავ­დაც­ვის მი­მარ­თუ­ლე­ბით, მათ შო­რის ია­რა­ღის შე­ძე­ნა­ში. ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბი­დან "შავ სა­ლა­რო­ში" მი­ლი­არ­დე­ბი რჩე­ბო­და და ეს ფული ირი­ცხე­ბო­და თა­ვი­სუ­ფალ სა­ვაჭ­რო ზო­ნებ­ში და­რე­გის­ტრი­რე­ბულ კომ­პა­ნი­ებ­ში. ოფ­შო­რუ­ლი ზო­ნე­ბის ხიბ­ლი სწო­რედ ისაა, რომ თან­ხე­ბის ბრუნ­ვა კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლუ­რია და ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­პო­ვე­ბა ხდე­ბა ძა­ლი­ან რთუ­ლად. სირ­თუ­ლის მი­უ­ხე­და­ვად, ჩვენ ხელ­ში ჩაგ­ვი­ვარ­და იმ კომ­პა­ნი­ის დო­კუ­მენ­ტის მო­ნა­ცე­მე­ბი, რო­მე­ლიც უშუ­ა­ლოდ და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს ეკუთ­ვნის და "ალია" მზა­დაა, და­ინ­ტე­რე­სე­ბის შემ­თხვე­ვა­ში დო­კუ­მენ­ტი გა­დას­ცეს პრო­კუ­რა­ტუ­რას. დო­კუ­მენ­ტის მი­ხედ­ვით ირ­კვე­ვა, რომ Future products company-ს შვი­ლო­ბი­ლი ერთ-ერთი კომ­პა­ნი­აა, "FPC"-ის 100-პრო­ცენ­ტი­ა­ნი დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და მე­წი­ლე არის კე­ზე­რაშ­ვი­ლი. 2009 წლი­დან 2012 წლის ჩათ­ვლით სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე კე­ზე­რაშ­ვი­ლის კუთ­ვნი­ლი კომ­პა­ნი­ის ან­გა­რი­შებ­ზე კა­პი­ტა­ლის ბრუნ­ვამ შე­ად­გი­ნა 1 მი­ლი­არ­დი დო­ლა­რი. შვი­ლო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ე­ბი და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო გიბ­რალ­ტა­რის, ბა­ჰა­მი­სა და სხვა კუნ­ძუ­ლებ­ზე. მას შემ­დეგ, რაც 2009 წელს "FPC"-მა და­ი­წყო საქ­მი­ა­ნო­ბა, მის­მა ბრუნ­ვამ 870 228 დო­ლა­რი შე­ად­გი­ნა, ამა­ვე წელს თან­ხე­ბის ბრუნ­ვა 103 311 883 დო­ლა­რამ­დე გა­ი­ზარ­და და 2010 წელს 795 245 102 დო­ლარს მი­აღ­წია.

ეს დო­კუ­მენ­ტი ამ­ყა­რებს ეჭვს იმ ვერ­სი­ა­ზე, რომ კე­ზე­რაშ­ვილ­მა 2008 წლის აგ­ვის­ტოს ომის შემ­დეგ, გა­ა­აქ­ტი­უ­რა ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა და მის­მა თან­ხებ­მაც კო­ლო­სა­ლურ ციფ­რებს მი­აღ­წია. კე­ზე­რაშ­ვი­ლით, რო­მე­ლიც საფ­რან­გე­თის ცი­ხე­ში გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბის ქვეშ იმ­ყო­ფე­ბა, ოთხი ქვეყ­ნის სპეც­სამ­სა­ხუ­რია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. სა­ვა­რა­უ­დოდ, მისი საქ­მი­ა­ნო­ბა ამე­რი­კის სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა გა­შიფ­რეს და მისი აყ­ვა­ნა უკავ­შირ­დე­ბა ამე­რი­კის შპი­ო­ნა­ჟის საქ­მეს, როცა ტო­ტა­ლუ­რი მოს­მე­ნე­ბი გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს აშშ-ს სპეც­სამ­სა­ხუ­რებ­მა ირან­სა და სი­რი­ა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლი ომის და­წყე­ბის წინ. არის ეჭვი, რომ კე­ზე­რაშ­ვილს კავ­ში­რე­ბი ჰქონ­და "ალ-ქა­ი­დას­თან", რო­მელ­საც ის ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და, ასე­ვე სა­უ­ბა­რია სი­რი­ა­ში ბა­შარ ალ ასა­დის რე­ჟიმ­თან მის სა­ეჭ­ვო კავ­ში­რებ­ზე.

კე­ზე­რაშ­ვი­ლი ასე­თი სქე­მით მოქ­მე­დებ­და: ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვა ხდე­ბო­და, ფაქ­ტობ­რი­ვად, სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, შემ­დეგ ფორმ­დე­ბო­და ფორ­მა­ლუ­რი ტრან­ზი­ტი და გა­დი­ო­და მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში. იმ მე­სა­მე ქვეყ­ნებ­ში ხდე­ბო­და უკვე გა­და­ყიდ­ვა ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­ზე.

აი, რას წერს სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შე­სა­ხებ ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა "ლე მონ­დი": "და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილ­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი პი­რია, მისი და­კა­ვე­ბა საპ­რე­ზი­დენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ორი კვი­რით ადრე ორ ქვე­ყა­ნას შო­რის პო­ლი­ცი­ის სფე­რო­ში თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ნა­წი­ლია. თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი იყო 2008 წლის ბო­ლომ­დე. ამ პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბის შემ­დეგ და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი ბიზ­ნე­სით და­კავ­და. არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია Transparency International-ის სა­ქარ­თვე­ლოს გან­ყო­ფი­ლე­ბა არა­ერ­თხელ უს­ვამ­და ხაზს მისი აქ­ტი­ვე­ბის და­უდ­გე­ნელ წარ­მო­მავ­ლო­ბას, რომ­ლე­ბიც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი იყო ოფ­შო­რულ ზო­ნებ­ში. 2013 წლის იან­ვრის ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლოს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხურ­მა მას ბრა­ლი დას­დო 12 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის ქრთა­მის სა­ხით აღე­ბა­ში, რის სა­ნაც­ვლო­დაც 2007-2012 წლის პე­რი­ოდ­ში ის პრო­ტექ­ცი­ას უწევ­და კონ­ტრა­ბან­დუ­ლი ალ­კოჰო­ლის ტრა­ფიკს უკ­რა­ი­ნი­დან. მაგ­რამ, მის საქ­მე­ში მთა­ვა­რი ბრალ­დე­ბა ეხე­ბა 2008 წელს და ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედს". თა­ვის დრო­ზე, მან აი­ძუ­ლა მთა­ვა­რი აქ­ცი­ო­ნე­რი, ჯო­ზეფ ქეი ტე­ლე­კომ­პა­ნია 10 მი­ლი­ო­ნი დო­ლა­რის სა­ნაც­ვლოდ და­ეთ­მო. და­კა­ვე­ბამ­დე ცოტა ხნით ადრე, კე­ზე­რაშ­ვი­ლი საფ­რან­გეთ­ში ლონ­დო­ნი­დან ჩა­მო­ვი­და, სა­დაც მან ერთი თვე ყო­ველ­გვა­რი შე­ფერ­ხე­ბე­ბის გა­რე­შე გა­ა­ტა­რა. რო­გორც ის­რა­ე­ლის პას­პორ­ტის მქო­ნე ადა­მი­ან­მა, მან სა­ქარ­თვე­ლო 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის შემ­დეგ და­ტო­ვა. და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლი უზ­რუნ­ველ­ყოფ­და პარ­ტი­ის და­ფი­ნან­სე­ბას და ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას კერ­ძო სექ­ტო­რის მსხვილ მე­წარ­მე­ებ­თან". - წერს ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მა.

კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­პა­ტიმ­რე­ბის­თა­ნა­ვე, საფ­რან­გეთ­ში მისი ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ვო­ი­ა­ჟე­ბით ასე­ვე და­ინ­ტე­რეს­დნენ სხვა ცნო­ბი­ლი ფრან­გუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბიც. ფრან­გუ­ლი მე­დი­ის ცნო­ბით, კე­ზე­რაშ­ვი­ლი საფ­რან­გე­თის ქა­ლაქ ნი­ცა­დან ალ­ბა­ნე­თის დე­და­ქა­ლაქ ტი­რა­ნა­ში გაფ­რე­ნას გეგ­მავ­და. შე­საძ­ლოა, მისი მარ­შრუ­ტი უმ­ნიშ­ვნე­ლოდ მო­ეჩ­ვე­ნოს ვინ­მეს, რომ არა ერთი დე­ტა­ლი - კე­ზე­რაშ­ვი­ლი ჯერ კი­დევ გა­სულ წლებ­ში ია­რა­ღით უკა­ნო­ნოდ ვაჭ­რო­ბა­ში იყო შემ­ჩნე­უ­ლი, რის გა­მოც, ამე­რი­კუ­ლი მხა­რე, "ეფ­ბი­ა­ის" ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით, სე­რი­ო­ზულ შეშ­ფო­თე­ბას გა­მოთ­ქვამ­და. - წე­რენ ფრან­გი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი. კე­ზე­რაშ­ვილს ბულ­გა­რე­ლე­ბიც და­უ­პი­რის­პირ­დნენ. მას ბულ­გა­რუ­ლი კომ­პა­ნია "არ­სე­ნა­ლი" თან­ხის მით­ვი­სე­ბა­ში ადა­ნა­შა­უ­ლებს და უახ­ლო­ეს პე­რი­ოდ­ში მის წი­ნა­აღ­მდეგ სა­მარ­თლებ­რი­ვი ბრძო­ლის და­წყე­ბას გეგ­მა­ვენ. "არ­სე­ნა­ლი" კე­ზე­რაშ­ვილს 100 მი­ლი­ონ დო­ლარს ედა­ვე­ბა. მათი მტკი­ცე­ბით, ქარ­ხნის პრო­დუქ­ცია ქარ­თულ­მა მხა­რემ 2008 წელს შე­ის­ყი­და, თუმ­ცა, თან­ხის დიდი ნა­წი­ლი, და­ახ­ლო­ე­ბით 100 მი­ლი­ო­ნი, აღარ გა­და­უ­ხა­და. ბოლო ინ­ფორ­მა­ცი­ით, კე­ზე­რაშ­ვილ­თან კო­რუფ­ცი­უ­ლი გა­რი­გე­ბის გამო, ბულ­გა­რეთ­ში და­ა­კა­ვეს გავ­ლე­ნი­ა­ნი ჩი­ნოვ­ნი­კი, რომ­ლის შე­სა­ხე­ბაც დე­ტა­ლე­ბი არ ხმა­ურ­დე­ბა.

კე­ზე­რაშ­ვი­ლი მსოფ­ლიო მე­დი­ის ყუ­რა­დღე­ე­ბის ქვეშ სწო­რედ რომ სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლის გამო მო­ექ­ცა, ამე­რი­კულ ონ­ლა­ინ გა­მო­ცე­მა New Eastern Outlook-ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ სკან­და­ლურ სტა­ტი­ა­ში ნათ­ქვა­მია: "კე­ზე­რაშ­ვი­ლი აგ­ვის­ტოს ომსა და ქარ­თვე­ლი ადა­მი­ა­ნე­ბის სი­ცო­ცხლეს იმის­თვის იყე­ნებ­და, რომ და­უს­ჯე­ლად ექურ­და და და­ეც­ვა სა­კუ­თა­რი თა­ნა­გუნ­დე­ლე­ბი. სა­ქარ­თვე­ლო­ში კე­ზე­რაშ­ვი­ლის სა­ხელს ყვე­ლა­ზე ხში­რად ნარ­კო­ტი­კე­ბი­თა და უკა­ნო­ნო ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას უკავ­ში­რე­ბენ. 2004-2006 წლამ­დე კე­ზე­რაშ­ვი­ლი ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის უფ­რო­სი იყო. ის წყვეტ­და, რო­მე­ლი მე­წარ­მე და­ე­ჭი­რათ, რა და­ე­ხუ­რათ და ასე შემ­დეგ. ამის შემ­დეგ ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, მას ამ სფე­რო­ში გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და. ის "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" სჭირ­დე­ბო­და იმის გამო, რომ მჭიდ­რო კავ­ში­რი ჰქონ­და ის­რა­ელ­თან და თა­ვი­სუფ­ლად მე­ტყვე­ლებ­და ივ­რით­ზე. ცნო­ბი­ლია, რომ ის­რა­ელ­ში ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბის ყვე­ლა­ზე შავი ბა­ზა­რი არ­სე­ბობს. კე­ზე­რაშ­ვი­ლი ამ­ყა­რებს ურ­თი­ერ­თო­ბებს ამ კრი­მი­ნა­ლურ სფე­რო­შიც. მას ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჰქონ­და არა მარ­ტო ის­რა­ელ­თან, არა­მედ ია­რა­ღის სერბ მწარ­მო­ებ­ლებ­თა­ნაც. მათ გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში შე­დის, აგ­რეთ­ვე, ავი­ა­გა­და­ზიდ­ვის რამ­დე­ნი­მე კომ­პა­ნია, რომ­ლე­ბიც მსოფ­ლი­ოს ცხელ წერ­ტი­ლებ­ში ტვირ­თის გა­და­ზიდ­ვა­ზე მუ­შა­ო­ბენ. მრა­ვა­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ნო­ნი და კონ­ვენ­ცია კრძა­ლავს ია­რა­ღით ვაჭ­რო­ბას მათ­თვის, ვინც შე­იძ­ლე­ბა ეს ია­რა­ღი გა­მო­ი­ყე­ნოს არა­კა­ნო­ნი­ე­რი საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის. ამის მი­უ­ხე­და­ვად, ტე­რო­რის­ტუ­ლი დაჯ­გუ­ფე­ბე­ბი ყალ­ბი სერ­ტი­ფი­კა­ტე­ბით ყო­ველ­თვის შო­უ­ლო­ბენ ია­რაღს. ქარ­თვე­ლე­ბი იღებ­დნენ ია­რაღს, რო­გორც ქვე­ყა­ნა რომ­ლის ჯარ­საც შე­ი­ა­რა­ღე­ბა კა­ნო­ნი­ე­რი მიზ­ნე­ბის­თვის სჭირ­დე­ბო­და. ის, რომ ია­რაღს არ ყი­დუ­ლობ­დნენ მხო­ლოდ ჯა­რის­თვის, ცნო­ბი­ლი გახ­და 2008 წელს, რო­დე­საც ქარ­თველ ახალ­გაზ­რდა ჯა­რის­კა­ცებს ხელ­ცა­რი­ელს უშ­ვებ­დნენ რუ­სეთ­თან სა­ომ­რად. არის ვა­რა­უ­დი, რომ ჯა­რის­თვის გან­კუთ­ვნი­ლი ია­რა­ღი ტე­რო­რის­ტებს ურიგ­დე­ბო­დათ.

ბევ­რი მი­ნის­ტრი მო­ა­შო­რეს, მაგ­რამ კე­ზე­რაშ­ვი­ლი ხე­ლუხ­ლე­ბე­ლი იყო. ის ძა­ლი­ან დიდ ინ­ფორ­მა­ცი­ას ფლობ­და და ყვე­ლა იმ კრი­მი­ნა­ლურ საქ­მი­ა­ნო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და, რაც სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს ხდე­ბო­და. ის სა­ა­კაშ­ვი­ლის ბი­ძას­თან, თე­მურ ალა­სა­ნი­ას­თან ია­რა­ღით უკა­ნო­ნოდ ვაჭ­რო­ბა­ში თა­ნამ­შრომ­ლობ­და. ქარ­თვე­ლი ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის­თვის მალე გახ­და ცნო­ბი­ლი, რომ ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნოს­ნე­ბი სა­ზღვრებ­თან ია­რაღს უკა­ნო­ნოდ არი­გებ­დნენ, რათა ამ ია­რა­ღის გა­მო­ყე­ნე­ბა რუ­სებს დაჰბ­რა­ლე­ბო­დათ. მა­ლე­ვე გახ­მა­ურ­და ია­რა­ღის ბიზ­ნეს­ში ცნო­ბი­ლი ალექ­სან­დრე ის­მა­ი­ლო­ვის საქ­მე. ის დას­თან­ხმდა, სა­ქარ­თვე­ლო­ში უსარ­გებ­ლო სამ­ხედ­რო ია­რა­ღი­სა და ტექ­ნი­კის შე­მო­ტა­ნას. ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გახ­და მათი სა­ხე­ლე­ბიც, ვინც ალა­სა­ნია-კე­ზე­რაშ­ვი­ლის ბინ­ძურ და სის­ხლი­ან ბიზ­ნეს­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­და". - წერს ამე­რი­კუ­ლი გა­მო­ცე­მა.

და­ვით კე­ზე­რაშ­ვილს, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს, თე­მურ ალა­სა­ნი­ას, ია­რა­ღით უკა­ნო­ნო ვაჭ­რო­ბა­ში, აფხა­ზე­თის ომის ვე­ტე­რა­ნი, საბ­რძო­ლო ქვე­და­ნა­ყოფ "ავა­ზას" მე­თა­უ­რი, აგ­ვის­ტოს ომის მო­ნა­წი­ლე, ყო­ფი­ლი პო­ლიტ­პა­ტი­მა­რი, გე­ნე­რა­ლი ტრის­ტან წი­თე­ლაშ­ვი­ლიც ადა­ნა­შა­უ­ლებს. მისი მტკი­ცე­ბით, კე­ზე­რაშ­ვი­ლი აქ­ტი­ურ კავ­შირ­ში იყო ია­რა­ღით უკა­ნო­ნოდ მო­ვაჭ­რე სა­ერ­თა­შო­რი­სო დამ­ნა­შა­ვე ვიქ­ტორ ბუ­ტის­თან. მისი თქმით, სა­ქარ­თვე­ლო ია­რაღს უკ­რა­ი­ნის­გან ყი­დუ­ლობ­და, თუმ­ცა, ისე­თი ტი­პის სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კაა შე­ძე­ნი­ლი, რო­მე­ლიც რუ­სე­თის გა­რე­შე სა­ქარ­თვე­ლო­ში ვერ მოხ­ვდე­ბო­და. უკ­რა­ი­ნის "უკს­პე­ცექ­სპორ­ტს", რო­მე­ლიც ია­რაღს ყი­დის, პირ­და­პი­რი კავ­ში­რი აქვს "როს­ვა­ა­რუ­ჟე­ნი­ას­თან". შე­სა­ბა­მი­სად, "როს­ვა­ა­რუ­ჟე­ნი­ას­თან" თან­ხმო­ბის გა­რე­შე, უკ­რა­ი­ნა სა­ქარ­თვე­ლოს შე­ი­ა­რა­ღე­ბას ვერ მი­ყიდ­და. კე­ზე­რაშ­ვი­ლის მი­ნის­ტრო­ბის დროს უშუ­ა­ლოდ სა­ა­კაშ­ვილ­მა და­ამ­ყა­რა კავ­ში­რე­ბი იუშ­ჩენ­კოს მეშ­ვე­ო­ბით "უკს­პე­ცექ­სპორტთან", რომ­ლის ხელ­მძღვა­ნე­ლიც ბონ­დარ­ჩუ­კია. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ დო­კუ­მენ­ტუ­რად გა­ფორმ­და ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი ია­რა­ღი არ შე­მო­სუ­ლა. თე­მურ ალა­სა­ნია ამ ია­რა­ღით ამა­რა­გებ­და იმ ქვეყ­ნებს, რომ­ლებ­საც აკ­რძა­ლუ­ლი ჰქონ­დათ რო­მე­ლი­მე კონ­კრე­ტუ­ლი ტი­პის ია­რა­ღის შე­ძე­ნა. ეს ქვეყ­ნე­ბია: სი­რია, ირა­ნი, ლა­თი­ნო­ა­მე­რი­კუ­ლი ქვეყ­ნე­ბი.

წი­თე­ლაშ­ვი­ლი "ალი­ას­თან" იმ მა­ქი­ნა­ცი­უ­რი სქე­მის შე­სა­ხებ სა­უბ­რობს, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, უკ­რა­ი­ნა­ში შე­ძე­ნი­ლი სამ­ხედ­რო ტექ­ნი­კა გაქ­რა. "არის ფირ­მა "ბელ თრე­ინ­გი", რო­მე­ლიც და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლია სე­ი­შე­ლის კუნ­ძუ­ლებ­ზე, ოფ­შო­რულ ზო­ნა­ში. თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ბი­უ­ჯე­ტი­დან თან­ხე­ბი ირი­ცხე­ბო­და "ბელ თრე­ინ­გში", იქი­დან კი - "უკს­პე­ცექ­სპორ­ტში". თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს შე­ეძ­ლო პირ­და­პი­რი წე­სით თან­ხე­ბი უკ­რა­ი­ნა­ში ამ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის გა­და­ე­რი­ცხა, მაგ­რამ თან­ხის პირ­და­პი­რი გა­და­რი­ცხვით ფულს ვერ გა­ა­კე­თებ­დნენ. მა­გა­ლი­თად, "ბელ თრე­ინ­გში" ჩა­ი­რი­ცხა 100 მი­ლი­ო­ნი, 80 მი­ლი­ო­ნი რე­გის­ტრირ­დე­ბო­და ოფ­შორ­ში რე­გის­ტრი­რე­ბულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში, 20 მლი­ო­ნი კი ირი­ცხე­ბო­და "უკს­პე­ცექ­სპორ­ტში". ია­რა­ღის შეს­ყიდ­ვა უკ­რა­ი­ნი­დან მარ­თლაც ხდე­ბო­და, მაგ­რამ ამის შემ­დგომ სა­ქარ­თვე­ლო ამ ია­რაღს სი­რი­ა­სა და ირან­ზე ყიდ­და.

სა­ქარ­თვე­ლოს თავ­დაც­ვის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის, და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მეს მალე საფ­რან­გე­თის სა­სა­მარ­თლოს სა­ერ­თა­შო­რი­სო გან­ყო­ფი­ლე­ბა გა­ნი­ხი­ლავს. კე­ზე­რაშ­ვილს ცნო­ბილ რუს მა­ფი­ოზ­თან, მეტ­სა­ხე­ლად "სიკ­ვდი­ლით მო­ვაჭ­რე ვიქ­ტორ ბუტ­თან" კავ­შირ­შიც ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. ვიქ­ტორ ბუტს, რო­მელ­საც დუ­ბა­ი­ში ჰქონ­და სა­თა­ვო ოფი­სი, "ნა­ცე­ლი­ტა" ხში­რად სტუმ­რობ­და, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი­სა და და­ვით კე­ზე­რაშ­ვი­ლის ლი­დე­რო­ბით. სხვა­თა შო­რის, არის ინ­ფორ­მა­ცია, რომ დუ­ბა­ი­დან ჩე­მოდ­ნე­ბით ფული დღემ­დე მი­ე­დი­ნე­ბა სა­ა­კაშ­ვი­ლამ­დე. ვიქ­ტორ ბუტს ამე­რი­კის სა­სა­მარ­თლომ ამე­რი­კე­ლე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ შეთ­ქმუ­ლე­ბი­სა და ტე­რო­რის­ტულ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 25-წლი­ა­ნი პა­ტიმ­რო­ბა მი­უ­სა­ჯა. ბუ­ტის ად­ვო­კა­ტე­ბი გა­ნა­ჩე­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბას აპი­რებ­დნენ აშშ-ს სა­ა­პე­ლა­ციო სა­სა­მარ­თლო­ში, თუმ­ცა კე­ზე­რაშ­ვი­ლის და­კა­ვე­ბის შემ­დეგ მათ სარ­ჩე­ლი უკან გა­მო­ი­ტა­ნეს.

ფრან­გუ­ლი მხა­რე 16 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­დან და­მა­ტე­ბით დო­კუ­მენ­ტებს ელო­დე­ბა და­ვით კე­ზე­რაშ­ვილ­ზე, რომ­ლის სა­სა­მარ­თლოც 23 იან­ვარს არის ჩა­ნიშ­ნუ­ლი, შე­ი­წი­რავს თუ არა სა­ერ­თა­შო­რი­სო და­ნა­შა­უ­ლი ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლი კე­ზე­რაშ­ვი­ლის საქ­მე სა­ა­კაშ­ვილს და მის ბი­ძას, ამას პრო­ცე­სი დაგ­ვა­ნახ­ვებს.

ნინო სამ­ხა­რა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

სკანდალური საიდუმლო დოკუმენტი კეზერაშვილის ოფშორულ ფირმებსა და ანგარიშებზე

სკანდალური საიდუმლო დოკუმენტი კეზერაშვილის ოფშორულ ფირმებსა და ანგარიშებზე

იარაღით უკანონო ვაჭრობაში ეჭვმიტანილი თავდაცვის ექსმინისტრის, დავით კეზერაშვილის ირგვლივ სკანდალი პიკს აღწევს, საფრანგეთში მცხოვრებმა გავლენიანმა წყარომ "ალიას" კეზერაშვილის ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული კომპანიების ანგარიშების შესახებ საიდუმლო დოკუმენტი მიაწოდა.

კვლევა აწარმოა მსოფლიოში ცნობილმა აუდიტორულმა კომპანია deloitte-მ. ცნობისთვის, ოფშორულ ზონებში დარეგისტრირებული ფირმების ანგარიშების შემოწმების უფლება მსოფლიოს რამდენიმე ლიცენზირებულ აუდიტორულ კომპანიას აქვს. დოკუმენტიდან კი ირკვევა, სად და რომელ კომპანიაში ილექებოდა კეზერაშვილის კორუფციული საქმიანობით მიღებული ფული, რომელიც ოფშორულ კუნძულებზეა დარეგისტრირებული, სწორედ ამ კომპანიის მეშვეობით შემოდიოდა საქართველოში უკვე გათეთრებული ფული, რომელიც უცხოური კაპიტალის სახელით ფიქსირდებოდა, რაც სახელმწიფოს ეთვლებოდა ინვესტიციის გაზრდაში, ხოლო კეზერაშვილის ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებული კომპანიები მონაწილეობდნენ ტენდერებში, თავდაცვის მიმართულებით, მათ შორის იარაღის შეძენაში. იარაღით უკანონო ვაჭრობიდან "შავ სალაროში" მილიარდები რჩებოდა და ეს ფული ირიცხებოდა თავისუფალ სავაჭრო ზონებში დარეგისტრირებულ კომპანიებში. ოფშორული ზონების ხიბლი სწორედ ისაა, რომ თანხების ბრუნვა კონფიდენციალურია და ინფორმაციის მოპოვება ხდება ძალიან რთულად. სირთულის მიუხედავად, ჩვენ ხელში ჩაგვივარდა იმ კომპანიის დოკუმენტის მონაცემები, რომელიც უშუალოდ დავით კეზერაშვილს ეკუთვნის და "ალია" მზადაა, დაინტერესების შემთხვევაში დოკუმენტი გადასცეს პროკურატურას. დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ Future products company-ს შვილობილი ერთ-ერთი კომპანიაა, "FPC"-ის 100-პროცენტიანი დამფუძნებელი და მეწილე არის კეზერაშვილი. 2009 წლიდან 2012 წლის ჩათვლით სეიშელის კუნძულებზე კეზერაშვილის კუთვნილი კომპანიის ანგარიშებზე კაპიტალის ბრუნვამ შეადგინა 1 მილიარდი დოლარი. შვილობილი კომპანიები დარეგისტრირებული იყო გიბრალტარის, ბაჰამისა და სხვა კუნძულებზე. მას შემდეგ, რაც 2009 წელს "FPC"-მა დაიწყო საქმიანობა, მისმა ბრუნვამ 870 228 დოლარი შეადგინა, ამავე წელს თანხების ბრუნვა 103 311 883 დოლარამდე გაიზარდა და 2010 წელს 795 245 102 დოლარს მიაღწია.

ეს დოკუმენტი ამყარებს ეჭვს იმ ვერსიაზე, რომ კეზერაშვილმა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, გაააქტიურა იარაღით უკანონო ვაჭრობა და მისმა თანხებმაც კოლოსალურ ციფრებს მიაღწია. კეზერაშვილით, რომელიც საფრანგეთის ციხეში განსაკუთრებული მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება, ოთხი ქვეყნის სპეცსამსახურია დაინტერესებული. სავარაუდოდ, მისი საქმიანობა ამერიკის სპეცსამსახურებმა გაშიფრეს და მისი აყვანა უკავშირდება ამერიკის შპიონაჟის საქმეს, როცა ტოტალური მოსმენები განახორციელეს აშშ-ს სპეცსამსახურებმა ირანსა და სირიაში მოსალოდნელი ომის დაწყების წინ. არის ეჭვი, რომ კეზერაშვილს კავშირები ჰქონდა "ალ-ქაიდასთან", რომელსაც ის იარაღით ამარაგებდა, ასევე საუბარია სირიაში ბაშარ ალ ასადის რეჟიმთან მის საეჭვო კავშირებზე.

კეზერაშვილი ასეთი სქემით მოქმედებდა: იარაღის შესყიდვა ხდებოდა, ფაქტობრივად, საქართველოსთვის, შემდეგ ფორმდებოდა ფორმალური ტრანზიტი და გადიოდა მესამე ქვეყნებში. იმ მესამე ქვეყნებში ხდებოდა უკვე გადაყიდვა ტერორისტულ ორგანიზაციებზე.

აი, რას წერს საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის დაკავების შესახებ ცნობილი ფრანგული გამოცემა "ლე მონდი": "დავით კეზერაშვილი მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია, მისი დაკავება საპრეზიდენტო არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ორ ქვეყანას შორის პოლიციის სფეროში თანამშრომლობის ნაწილია. თავდაცვის მინისტრი იყო 2008 წლის ბოლომდე. ამ პოლიტიკური გამოცდილების შემდეგ დავით კეზერაშვილი ბიზნესით დაკავდა. არასამთავრობო ორგანიზაცია Transparency International-ის საქართველოს განყოფილება არაერთხელ უსვამდა ხაზს მისი აქტივების დაუდგენელ წარმომავლობას, რომლებიც დარეგისტრირებული იყო ოფშორულ ზონებში. 2013 წლის იანვრის ბოლოს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მას ბრალი დასდო 12 მილიონი დოლარის ქრთამის სახით აღებაში, რის სანაცვლოდაც 2007-2012 წლის პერიოდში ის პროტექციას უწევდა კონტრაბანდული ალკოჰოლის ტრაფიკს უკრაინიდან. მაგრამ, მის საქმეში მთავარი ბრალდება ეხება 2008 წელს და ტელეკომპანია "იმედს". თავის დროზე, მან აიძულა მთავარი აქციონერი, ჯოზეფ ქეი ტელეკომპანია 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ დაეთმო. დაკავებამდე ცოტა ხნით ადრე, კეზერაშვილი საფრანგეთში ლონდონიდან ჩამოვიდა, სადაც მან ერთი თვე ყოველგვარი შეფერხებების გარეშე გაატარა. როგორც ისრაელის პასპორტის მქონე ადამიანმა, მან საქართველო 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ დატოვა. დავით კეზერაშვილი უზრუნველყოფდა პარტიის დაფინანსებას და ურთიერთობების განვითარებას კერძო სექტორის მსხვილ მეწარმეებთან". - წერს ფრანგული გამოცემა.

კეზერაშვილის დაპატიმრებისთანავე, საფრანგეთში მისი ბოლოდროინდელი ვოიაჟებით ასევე დაინტერესდნენ სხვა ცნობილი ფრანგული გამოცემებიც. ფრანგული მედიის ცნობით, კეზერაშვილი საფრანგეთის ქალაქ ნიცადან ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში გაფრენას გეგმავდა. შესაძლოა, მისი მარშრუტი უმნიშვნელოდ მოეჩვენოს ვინმეს, რომ არა ერთი დეტალი - კეზერაშვილი ჯერ კიდევ გასულ წლებში იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში იყო შემჩნეული, რის გამოც, ამერიკული მხარე, "ეფბიაის" ინფორმაციაზე დაყრდნობით, სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამდა. - წერენ ფრანგი ჟურნალისტები. კეზერაშვილს ბულგარელებიც დაუპირისპირდნენ. მას ბულგარული კომპანია "არსენალი" თანხის მითვისებაში ადანაშაულებს და უახლოეს პერიოდში მის წინააღმდეგ სამართლებრივი ბრძოლის დაწყებას გეგმავენ. "არსენალი" კეზერაშვილს 100 მილიონ დოლარს ედავება. მათი მტკიცებით, ქარხნის პროდუქცია ქართულმა მხარემ 2008 წელს შეისყიდა, თუმცა, თანხის დიდი ნაწილი, დაახლოებით 100 მილიონი, აღარ გადაუხადა. ბოლო ინფორმაციით, კეზერაშვილთან კორუფციული გარიგების გამო, ბულგარეთში დააკავეს გავლენიანი ჩინოვნიკი, რომლის შესახებაც დეტალები არ ხმაურდება.

კეზერაშვილი მსოფლიო მედიის ყურადღეების ქვეშ სწორედ რომ საერთაშორისო დანაშაულის გამო მოექცა, ამერიკულ ონლაინ გამოცემა New Eastern Outlook-ში გამოქვეყნებულ სკანდალურ სტატიაში ნათქვამია: "კეზერაშვილი აგვისტოს ომსა და ქართველი ადამიანების სიცოცხლეს იმისთვის იყენებდა, რომ დაუსჯელად ექურდა და დაეცვა საკუთარი თანაგუნდელები. საქართველოში კეზერაშვილის სახელს ყველაზე ხშირად ნარკოტიკებითა და უკანონო იარაღით ვაჭრობას უკავშირებენ. 2004-2006 წლამდე კეზერაშვილი ფინანსური პოლიციის უფროსი იყო. ის წყვეტდა, რომელი მეწარმე დაეჭირათ, რა დაეხურათ და ასე შემდეგ. ამის შემდეგ ის თავდაცვის სამინისტროში გადაიყვანეს, თუმცა, მას ამ სფეროში გამოცდილება არ ჰქონდა. ის "ნაციონალურ მოძრაობას" სჭირდებოდა იმის გამო, რომ მჭიდრო კავშირი ჰქონდა ისრაელთან და თავისუფლად მეტყველებდა ივრითზე. ცნობილია, რომ ისრაელში იარაღით ვაჭრობის ყველაზე შავი ბაზარი არსებობს. კეზერაშვილი ამყარებს ურთიერთობებს ამ კრიმინალურ სფეროშიც. მას ურთიერთობები ჰქონდა არა მარტო ისრაელთან, არამედ იარაღის სერბ მწარმოებლებთანაც. მათ განკარგულებაში შედის, აგრეთვე, ავიაგადაზიდვის რამდენიმე კომპანია, რომლებიც მსოფლიოს ცხელ წერტილებში ტვირთის გადაზიდვაზე მუშაობენ. მრავალი საერთაშორისო კანონი და კონვენცია კრძალავს იარაღით ვაჭრობას მათთვის, ვინც შეიძლება ეს იარაღი გამოიყენოს არაკანონიერი საქმიანობისთვის. ამის მიუხედავად, ტერორისტული დაჯგუფებები ყალბი სერტიფიკატებით ყოველთვის შოულობენ იარაღს. ქართველები იღებდნენ იარაღს, როგორც ქვეყანა რომლის ჯარსაც შეიარაღება კანონიერი მიზნებისთვის სჭირდებოდა. ის, რომ იარაღს არ ყიდულობდნენ მხოლოდ ჯარისთვის, ცნობილი გახდა 2008 წელს, როდესაც ქართველ ახალგაზრდა ჯარისკაცებს ხელცარიელს უშვებდნენ რუსეთთან საომრად. არის ვარაუდი, რომ ჯარისთვის განკუთვნილი იარაღი ტერორისტებს ურიგდებოდათ.

ბევრი მინისტრი მოაშორეს, მაგრამ კეზერაშვილი ხელუხლებელი იყო. ის ძალიან დიდ ინფორმაციას ფლობდა და ყველა იმ კრიმინალურ საქმიანობაში მონაწილეობდა, რაც სააკაშვილის დროს ხდებოდა. ის სააკაშვილის ბიძასთან, თემურ ალასანიასთან იარაღით უკანონოდ ვაჭრობაში თანამშრომლობდა. ქართველი ჟურნალისტებისთვის მალე გახდა ცნობილი, რომ ყოფილი მაღალჩინოსნები საზღვრებთან იარაღს უკანონოდ არიგებდნენ, რათა ამ იარაღის გამოყენება რუსებს დაჰბრალებოდათ. მალევე გახმაურდა იარაღის ბიზნესში ცნობილი ალექსანდრე ისმაილოვის საქმე. ის დასთანხმდა, საქართველოში უსარგებლო სამხედრო იარაღისა და ტექნიკის შემოტანას. ყველასთვის ცნობილი გახდა მათი სახელებიც, ვინც ალასანია-კეზერაშვილის ბინძურ და სისხლიან ბიზნესში მონაწილეობდა". - წერს ამერიკული გამოცემა.

დავით კეზერაშვილს, მიხეილ სააკაშვილს, თემურ ალასანიას, იარაღით უკანონო ვაჭრობაში, აფხაზეთის ომის ვეტერანი, საბრძოლო ქვედანაყოფ "ავაზას" მეთაური, აგვისტოს ომის მონაწილე, ყოფილი პოლიტპატიმარი, გენერალი ტრისტან წითელაშვილიც ადანაშაულებს. მისი მტკიცებით, კეზერაშვილი აქტიურ კავშირში იყო იარაღით უკანონოდ მოვაჭრე საერთაშორისო დამნაშავე ვიქტორ ბუტისთან. მისი თქმით, საქართველო იარაღს უკრაინისგან ყიდულობდა, თუმცა, ისეთი ტიპის სამხედრო ტექნიკაა შეძენილი, რომელიც რუსეთის გარეშე საქართველოში ვერ მოხვდებოდა. უკრაინის "უკსპეცექსპორტს", რომელიც იარაღს ყიდის, პირდაპირი კავშირი აქვს "როსვაარუჟენიასთან". შესაბამისად, "როსვაარუჟენიასთან" თანხმობის გარეშე, უკრაინა საქართველოს შეიარაღებას ვერ მიყიდდა. კეზერაშვილის მინისტრობის დროს უშუალოდ სააკაშვილმა დაამყარა კავშირები იუშჩენკოს მეშვეობით "უკსპეცექსპორტთან", რომლის ხელმძღვანელიც ბონდარჩუკია. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტურად გაფორმდა ძვირადღირებული იარაღის შესყიდვა, საქართველოში ძვირადღირებული იარაღი არ შემოსულა. თემურ ალასანია ამ იარაღით ამარაგებდა იმ ქვეყნებს, რომლებსაც აკრძალული ჰქონდათ რომელიმე კონკრეტული ტიპის იარაღის შეძენა. ეს ქვეყნებია: სირია, ირანი, ლათინოამერიკული ქვეყნები.

წითელაშვილი "ალიასთან" იმ მაქინაციური სქემის შესახებ საუბრობს, რომლის მიხედვითაც, უკრაინაში შეძენილი სამხედრო ტექნიკა გაქრა. "არის ფირმა "ბელ თრეინგი", რომელიც დარეგისტრირებულია სეიშელის კუნძულებზე, ოფშორულ ზონაში. თავდაცვის სამინისტროს ბიუჯეტიდან თანხები ირიცხებოდა "ბელ თრეინგში", იქიდან კი - "უკსპეცექსპორტში". თავდაცვის სამინისტროს შეეძლო პირდაპირი წესით თანხები უკრაინაში ამ ორგანიზაციისთვის გადაერიცხა, მაგრამ თანხის პირდაპირი გადარიცხვით ფულს ვერ გააკეთებდნენ. მაგალითად, "ბელ თრეინგში" ჩაირიცხა 100 მილიონი, 80 მილიონი რეგისტრირდებოდა ოფშორში რეგისტრირებულ ორგანიზაციაში, 20 მლიონი კი ირიცხებოდა "უკსპეცექსპორტში". იარაღის შესყიდვა უკრაინიდან მართლაც ხდებოდა, მაგრამ ამის შემდგომ საქართველო ამ იარაღს სირიასა და ირანზე ყიდდა.

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის საქმეს მალე საფრანგეთის სასამართლოს საერთაშორისო განყოფილება განიხილავს. კეზერაშვილს ცნობილ რუს მაფიოზთან, მეტსახელად "სიკვდილით მოვაჭრე ვიქტორ ბუტთან" კავშირშიც ადანაშაულებენ. ვიქტორ ბუტს, რომელსაც დუბაიში ჰქონდა სათავო ოფისი, "ნაცელიტა" ხშირად სტუმრობდა, მიხეილ სააკაშვილისა და დავით კეზერაშვილის ლიდერობით. სხვათა შორის, არის ინფორმაცია, რომ დუბაიდან ჩემოდნებით ფული დღემდე მიედინება სააკაშვილამდე. ვიქტორ ბუტს ამერიკის სასამართლომ ამერიკელების წინააღმდეგ შეთქმულებისა და ტერორისტულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ბრალდებით 25-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ბუტის ადვოკატები განაჩენის გასაჩივრებას აპირებდნენ აშშ-ს სააპელაციო სასამართლოში, თუმცა კეზერაშვილის დაკავების შემდეგ მათ სარჩელი უკან გამოიტანეს.

ფრანგული მხარე 16 იანვარს საქართველოდან დამატებით დოკუმენტებს ელოდება დავით კეზერაშვილზე, რომლის სასამართლოც 23 იანვარს არის ჩანიშნული, შეიწირავს თუ არა საერთაშორისო დანაშაული ეჭვმიტანილი კეზერაშვილის საქმე სააკაშვილს და მის ბიძას, ამას პროცესი დაგვანახვებს.

ნინო სამხარაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა