სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს
თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს

თბი­ლის­ში, რუს­თა­ვე­ლის 8-ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა შე­საძ­ლოა, ქუ­თა­ისს გა­და­ე­ცეს და ტე­რი­ტო­რი­აც, რო­მელ­ზეც პარ­ლა­მენ­ტის ის­ტო­რი­უ­ლი შე­ნო­ბაა გან­თავ­სე­ბუ­ლი, ქუ­თა­ი­სის გახ­დეს.

არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სა­პარ­ლა­მენ­ტო საქ­მი­ა­ნო­ბის თბი­ლის­ში გა­ნახ­ლე­ბის მიზ­ნით მმარ­თველ­მა გუნ­დმა სწო­რედ ასე­თი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღოს, რად­გან კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში და­ფიქ­სი­რე­ბულ ჩა­ნა­წერს, რომ პარ­ლა­მენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლი ქუ­თა­ი­სია, შეც­ვლის პერ­სპექ­ტი­ვა ჯერ არ აქვს.

რო­გორც "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სის­თვის" გახ­და ცნო­ბი­ლი, პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის ერთ-ერთ ვა­რი­ან­ტად რუს­თა­ვე­ლის #8-ის ქუ­თა­ი­სის­თვის მი­კუთ­ვნე­ბა გა­ნი­ხი­ლე­ბა.

აღ­ნიშ­ნულ თე­მა­ზე ღიად სა­უბ­რობს პარ­ლა­მენ­ტის დარ­გობ­რი­ვი ეკო­ნო­მი­კის და ეკო­ნო­მი­კუ­რი პო­ლი­ტი­კის თავ­მჯდო­მა­რე ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძე, რომ­ლის გან­მარ­ტე­ბი­თაც, ასე­თი ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლია, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლო­ში, ასე­ვე ზო­გა­დად, სა­ერ­თა­შო­რი­სო პრაქ­ტი­კა­ში. ტყე­მა­ლა­ძის თქმით, პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის­თვის ასე­თი სქე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა პი­რა­დად მისი იდე­აა.

"პირ­ველ რიგ­ში გე­ტყვით, რომ პარ­ლა­მენ­ტის ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში გად­მო­ტა­ნა არა მხო­ლოდ მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბის, არა­მედ პარ­ლა­მენ­ტის უმ­რავ­ლე­სო­ბის სურ­ვი­ლია. "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წარ­მო­მად­გენ­ლებს აკ­ვი­ა­ტე­ბა უშ­ლით ხელს, რომ შე­სა­ბა­მისს სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბებს მხა­რი და­უ­ჭი­რონ. ეს იყო აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი იდეა, აკ­ვი­ა­ტე­ბუ­ლი აზრი, როცა ქუ­თა­ის­ში პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა აა­შე­ნეს და კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლეს ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლის მი­ხედ­ვით, პარ­ლა­მენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლად ჯერ თბი­ლი­სი და ქუ­თა­ი­სი გა­ნი­სა­ზღვრა, შემ­დეგ ცვლი­ლე­ბე­ბი ისევ გან­ხორ­ცი­ელ­და და მხო­ლოდ ქა­ლა­ქი ქუ­თა­ი­სი ჩა­ი­წე­რა. მინ­და გი­თხრათ, რომ ქუ­თა­ი­სის შე­ნო­ბაც ისე დაპ­რო­ექტდა, რომ პარ­ლა­მენ­ტი უნდა ყო­ფი­ლი­ყო რო­გორც ქუ­თა­ის­ში, ასე­ვე თბი­ლის­ში. გარ­და ამი­სა, პარ­ლა­მენ­ტის ბა­ლანსზეა თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა და მის ბა­ლანსზე არ არის ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბა. ეს ასეა არა იმი­ტომ, რომ პარ­ლა­მენტს ამის სურ­ვი­ლი არ აქვს, არა­მედ იმი­ტომ, რომ სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ას ქუ­თა­ის­ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბა ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბუ­ლი არ აქვს. კი­დევ ერთხელ ვამ­ბობ, რომ ჩვენ ვარ­ღვევთ ყო­ველ­გვარ კა­ნონს და ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ას იმ შე­ნო­ბას ვუ­წევთ, რო­მე­ლიც არ არის არა თუ პარ­ლა­მენ­ტის, არა­მედ არ არის სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბა და შე­სა­ბა­მი­სი აქ­ტით მისი ექ­სპლუ­ა­ტა­ცი­ა­ში მი­ღე­ბა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლი არ არის.

პა­რა­დოქ­სია, რომ პარ­ლა­მენ­ტი მუ­შა­ობს ქუ­თა­ის­ში და შე­ნო­ბა პარ­ლა­მენტს არ ეკუთ­ვნის, ხოლო თბი­ლის­ში არის პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა, რო­მე­ლიც ეკუთ­ვნის პარ­ლა­მენტს და იქ ვერ ვმუ­შა­ობთ. და­ვარ­ქვათ ამ შე­ნო­ბის ტე­რი­ტო­რი­ას ქუ­თა­ი­სის ნა­წი­ლი. მა­გა­ლი­თად, გუ­და­უ­რი ჩვენს წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­კუთ­ვნე­ბუ­ლი ჰქონ­და თბი­ლი­სის­თვის – გუ­და­უ­რი არ იყო თბი­ლის­ში, მაგ­რამ თბი­ლი­სი იყო. ასე­თი ბევ­რი მა­გა­ლი­თი არ­სე­ბობს, თუნ­დაც სა­ელ­ჩო­ე­ბი, რო­მელ­თა ზღურ­ბლსაც რომ გა­და­ლა­ხავ, სხვა ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ხარ. არი­ან ქვეყ­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ერთ ქა­ლაქ­ში არი­ან გან­თავ­სე­ბუ­ლი, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ქვეყ­ნე­ბი არი­ან. ასე­თი ბევ­რი მა­გა­ლი­თია. თბი­ლის­ში მდე­ბა­რე შე­ნო­ბა შე­იძ­ლე­ბა იყოს ქუ­თა­ი­სის გამ­გე­ო­ბა­ში, ხოლო ის ერთი ჰექ­ტა­რი მიწა, რო­მელ­ზეც გან­თავ­სე­ბუ­ლია ეს შე­ნო­ბა, ქუ­თა­ი­სის ტე­რი­ტო­რია და შე­ვალთ თუ არ იქ, შე­ვალთ ქუ­თა­ის­ში. ასე­თია პი­რა­დად ჩემი მო­საზ­რე­ბა, რო­მე­ლიც შე­იძ­ლე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბა­მაც გან­სა­ჯოს – ზოგ­მა შე­იძ­ლე­ბა ხუმ­რო­ბა­შიც ჩა­მით­ვა­ლოს, მაგ­რამ ისეთ ხუმ­რო­ბას რა ვუ­თხა­რი, სა­დაც ნა­ხე­ვა­რი მარ­თა­ლი არ არის", - გა­ნუ­ცხა­და "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" ზუ­რაბ ტყე­მა­ლა­ძემ.

დღეს სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცია ამ­ბობს, რომ პარ­ლა­მენ­ტის ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლია ქუ­თა­ი­სი, ხოლო ად­გილ­სამ­ყო­ფე­ლის შეც­ვლა და­საშ­ვე­ბია დრო­ე­ბით - მხო­ლოდ სა­გან­გე­ბო და სა­ო­მა­რი მდგო­მა­რე­ო­ბის დროს. მმარ­თვე­ლი უმ­რავ­ლე­სო­ბა წე­ლი­წად­ზე მე­ტია, კონ­სტი­ტუ­ცი­ი­დან აღ­ნიშ­ნუ­ლი მუხ­ლის ამო­ღე­ბას ცდი­ლობს, თუმ­ცა ხმე­ბის არა­საკ­მა­რი­სო­ბის გამო ეს ვერც 2/3-იანი კვო­რუ­მის პი­რო­ბებ­ში შეს­ძლო და მით უფრო სირ­თუ­ლეს წარ­მო­ად­გენს ახლა, როცა კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის შე­ტა­ნას პარ­ლა­მენ­ტის სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბის 3/4 სჭირ­დე­ბა და თან გარ­თულ­და კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი პრო­ექ­ტის დამ­ტკი­ცე­ბის პრო­ცე­დუ­რაც.

იმავდრო­უ­ლად, თბი­ლის­ში მდე­ბა­რე პარ­ლა­მენ­ტში რამ­დე­ნი­მე თვეა, სა­სე­სიო და სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მა­თა დარ­ბა­ზე­ბის აღ­დგე­ნის პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს, ქუ­თა­ი­სი­დან თბი­ლის­ში ინ­ვენ­ტა­რის ნა­წი­ლი გად­მო­ი­ტა­ნეს, ავე­ჯის ნა­წი­ლის შე­სა­ძე­ნად ჩა­ტარ­და ტენ­დე­რი და შე­ნო­ბა სა­ვა­რა­უ­დოდ მარ­ტის­თვის სა­მუ­შა­ოდ მზად იქ­ნე­ბა.

პარ­ლა­მენ­ტის თბი­ლის­ში დაბ­რუ­ნე­ბის პერ­სპექ­ტი­ვა­ზე სა­უბ­რი­სას, მმარ­თველ უმ­რავ­ლე­სო­ბა­ში იმა­საც ამ­ბო­ბენ, რომ პარ­ლა­მენ­ტი თავ­და­პირ­ვე­ლად იმუ­შა­ვებს რო­გორც თბი­ლის­ში, ასე­ვე ქუ­თა­ის­ში. კერ­ძოდ კი, ქუ­თა­ის­ში დე­პუ­ტა­ტე­ბი მხო­ლოდ პლე­ნა­რუ­ლი სხდო­მე­ბის­თვის ჩავ­ლენ, ხოლო სა­კო­მი­ტე­ტო სხდო­მე­ბი თბი­ლის­ში გა­ი­მარ­თე­ბა და სა­ვა­რა­უ­დოდ, მას გას­ვლი­თი სხდო­მე­ბი და­ერ­ქმე­ვა, რის შე­საძ­ლებ­ლო­ბა­საც პარ­ლა­მენ­ტის რეგ­ლა­მენ­ტი იძ­ლე­ვა.

ამ თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით ბოლო გან­ცხა­დე­ბა პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რემ და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა გა­სუ­ლი წლის ბო­ლოს გა­ა­კე­თა. მან თქვა, რომ "კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შეც შე­საძ­ლე­ბე­ლია, რომ თბი­ლის­ში პარ­ლა­მენ­ტის მუ­შა­ო­ბა მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს", თუმ­ცა დე­ტა­ლე­ბის და­კონ­კრე­ტე­ბის­გან თავი შე­ი­კა­ვა და ამ კონ­ტექ­სტში მხო­ლოდ ის აღ­ნიშ­ნა, რომ სა­კი­თხი სა­მარ­თლებ­რი­ვი კუ­თხით სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ბის დას­რუ­ლე­ბის კვალ­დაკ­ვალ გა­და­წყდე­ბა და გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

"რუს­თა­ველ­ზე მდე­ბა­რე შე­ნო­ბის იმ კონ­დი­ცი­ამ­დე მი­საყ­ვა­ნად, რომ იქ მუ­შა­ო­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი გახ­დეს, სა­მუ­შა­ო­ე­ბი გრძელ­დე­ბა და და­მამ­თავ­რე­ბელ ეტაპ­ზეა. ძი­რი­თა­დად ტექ­ნი­კუ­რი სა­კი­თხე­ბია დარ­ჩე­ნი­ლი, მიმ­დი­ნა­რე­ობს დარ­ბა­ზე­ბის მო­წყო­ბა. სა­ვა­რა­უ­დოდ, თე­ბერ­ვლის ბო­ლოს - მარ­ტის და­სა­წყის­ში სა­მუ­შა­ო­ე­ბი დას­რულ­დე­ბა. ამ დრო­ი­დან გვექ­ნე­ბა კონ­კრე­ტუ­ლი გეგ­მა და კონ­კრე­ტუ­ლი პა­სუ­ხე­ბი იმა­ზე, რა რე­ჟი­მით ვუ­მუ­შა­ვებთ. სა­კონ­სტი­ტუ­ციო უმ­რავ­ლე­სო­ბა რომც გვქონ­დეს, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბი მარ­ტში­ვე შევა, რად­გან ახა­ლი მო­დე­ლის მი­ხედ­ვით, თუკი კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა მარ­ტში და­ი­წყე­ბა, ყვე­ლა­ზე ახ­ლოს სექ­ტემ­ბერ­ში დას­რულ­დე­ბა, მაგ­რამ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ცვლი­ლე­ბე­ბის გა­რე­შეც არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, რომ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად გა­უმ­ჯო­ბეს­დეს ჩვე­ნი მუ­შა­ო­ბა თბი­ლის­ში. დე­ტა­ლებ­ზე ახლა არ და ვერ ვი­სა­უბ­რებ, მაგ­რამ პარ­ლა­მენ­ტის შე­ნო­ბა­ში სა­რე­მონ­ტო სა­მუ­შა­ო­ე­ბის დას­რუ­ლე­ბის კვა­ლო­ბა­ზე მო­ვახ­სე­ნებ სა­ზო­გა­დო­ე­ბას ძა­ლი­ან კონ­კრე­ტულ სქე­მას იმის თა­ო­ბა­ზე, თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს პარ­ლა­მე­ტი მუ­შა­ო­ბას. ცხა­დია, ეს იქ­ნე­ბა კონ­სტი­ტი­ცი­ის და სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის ჩარ­ჩო­ებ­ში. არ ვა­პი­რებთ კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიღ­მა გას­ვლას, მაგ­რამ არც იმას ვა­პი­რებთ, რომ ვი­ყოთ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ახი­რე­ბის მძე­ვა­ლი", - გა­ნა­ცხა­და და­ვით უსუ­ფაშ­ვილ­მა.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს

თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს

თბილისში, რუსთაველის 8-ში მდებარე პარლამენტის შენობა შესაძლოა, ქუთაისს გადაეცეს და ტერიტორიაც, რომელზეც პარლამენტის ისტორიული შენობაა განთავსებული, ქუთაისის გახდეს.

არ არის გამორიცხული, საპარლამენტო საქმიანობის თბილისში განახლების მიზნით მმართველმა გუნდმა სწორედ ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს, რადგან კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ჩანაწერს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელი ქუთაისია, შეცვლის პერსპექტივა ჯერ არ აქვს.

როგორც "ინტერპრესნიუსისთვის" გახდა ცნობილი, პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში დაბრუნების ერთ-ერთ ვარიანტად რუსთაველის #8-ის ქუთაისისთვის მიკუთვნება განიხილება.

აღნიშნულ თემაზე ღიად საუბრობს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის თავმჯდომარე ზურაბ ტყემალაძე, რომლის განმარტებითაც, ასეთი ტიპის გადაწყვეტილებები აპრობირებულია, როგორც საქართველოში, ასევე ზოგადად, საერთაშორისო პრაქტიკაში. ტყემალაძის თქმით, პარლამენტის თბილისში დაბრუნებისთვის ასეთი სქემის გამოყენება პირადად მისი იდეაა.

"პირველ რიგში გეტყვით, რომ პარლამენტის ქუთაისიდან თბილისში გადმოტანა არა მხოლოდ მმართველი უმრავლესობის, არამედ პარლამენტის უმრავლესობის სურვილია. "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს აკვიატება უშლით ხელს, რომ შესაბამისს საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი დაუჭირონ. ეს იყო აკვიატებული იდეა, აკვიატებული აზრი, როცა ქუთაისში პარლამენტის შენობა ააშენეს და კონსტიტუციაში განახორციელეს ცვლილებები, რომლის მიხედვით, პარლამენტის ადგილსამყოფელად ჯერ თბილისი და ქუთაისი განისაზღვრა, შემდეგ ცვლილებები ისევ განხორციელდა და მხოლოდ ქალაქი ქუთაისი ჩაიწერა. მინდა გითხრათ, რომ ქუთაისის შენობაც ისე დაპროექტდა, რომ პარლამენტი უნდა ყოფილიყო როგორც ქუთაისში, ასევე თბილისში. გარდა ამისა, პარლამენტის ბალანსზეა თბილისში მდებარე პარლამენტის შენობა და მის ბალანსზე არ არის ქუთაისში მდებარე შენობა. ეს ასეა არა იმიტომ, რომ პარლამენტს ამის სურვილი არ აქვს, არამედ იმიტომ, რომ სახელმწიფო კომისიას ქუთაისში მდებარე შენობა ექსპლუატაციაში მიღებული არ აქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენ ვარღვევთ ყოველგვარ კანონს და ექსპლუატაციას იმ შენობას ვუწევთ, რომელიც არ არის არა თუ პარლამენტის, არამედ არ არის სახელმწიფო ქონება და შესაბამისი აქტით მისი ექსპლუატაციაში მიღება დადასტურებული არ არის.

პარადოქსია, რომ პარლამენტი მუშაობს ქუთაისში და შენობა პარლამენტს არ ეკუთვნის, ხოლო თბილისში არის პარლამენტის შენობა, რომელიც ეკუთვნის პარლამენტს და იქ ვერ ვმუშაობთ. დავარქვათ ამ შენობის ტერიტორიას ქუთაისის ნაწილი. მაგალითად, გუდაური ჩვენს წინა ხელისუფლებას გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიკუთვნებული ჰქონდა თბილისისთვის – გუდაური არ იყო თბილისში, მაგრამ თბილისი იყო. ასეთი ბევრი მაგალითი არსებობს, თუნდაც საელჩოები, რომელთა ზღურბლსაც რომ გადალახავ, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე ხარ. არიან ქვეყნები, რომლებიც ერთ ქალაქში არიან განთავსებული, მაგრამ დამოუკიდებელი ქვეყნები არიან. ასეთი ბევრი მაგალითია. თბილისში მდებარე შენობა შეიძლება იყოს ქუთაისის გამგეობაში, ხოლო ის ერთი ჰექტარი მიწა, რომელზეც განთავსებულია ეს შენობა, ქუთაისის ტერიტორია და შევალთ თუ არ იქ, შევალთ ქუთაისში. ასეთია პირადად ჩემი მოსაზრება, რომელიც შეიძლება საზოგადოებამაც განსაჯოს – ზოგმა შეიძლება ხუმრობაშიც ჩამითვალოს, მაგრამ ისეთ ხუმრობას რა ვუთხარი, სადაც ნახევარი მართალი არ არის", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" ზურაბ ტყემალაძემ.

დღეს საქართველოს კონსტიტუცია ამბობს, რომ პარლამენტის ადგილსამყოფელია ქუთაისი, ხოლო ადგილსამყოფელის შეცვლა დასაშვებია დროებით - მხოლოდ საგანგებო და საომარი მდგომარეობის დროს. მმართველი უმრავლესობა წელიწადზე მეტია, კონსტიტუციიდან აღნიშნული მუხლის ამოღებას ცდილობს, თუმცა ხმების არასაკმარისობის გამო ეს ვერც 2/3-იანი კვორუმის პირობებში შესძლო და მით უფრო სირთულეს წარმოადგენს ახლა, როცა კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას პარლამენტის სრული შემადგენლობის 3/4 სჭირდება და თან გართულდა კონსტიტუციური პროექტის დამტკიცების პროცედურაც.

იმავდროულად, თბილისში მდებარე პარლამენტში რამდენიმე თვეა, სასესიო და საკომიტეტო სხდომათა დარბაზების აღდგენის პროცესი მიმდინარეობს, ქუთაისიდან თბილისში ინვენტარის ნაწილი გადმოიტანეს, ავეჯის ნაწილის შესაძენად ჩატარდა ტენდერი და შენობა სავარაუდოდ მარტისთვის სამუშაოდ მზად იქნება.

პარლამენტის თბილისში დაბრუნების პერსპექტივაზე საუბრისას, მმართველ უმრავლესობაში იმასაც ამბობენ, რომ პარლამენტი თავდაპირველად იმუშავებს როგორც თბილისში, ასევე ქუთაისში. კერძოდ კი, ქუთაისში დეპუტატები მხოლოდ პლენარული სხდომებისთვის ჩავლენ, ხოლო საკომიტეტო სხდომები თბილისში გაიმართება და სავარაუდოდ, მას გასვლითი სხდომები დაერქმევა, რის შესაძლებლობასაც პარლამენტის რეგლამენტი იძლევა.

ამ თემასთან დაკავშირებით ბოლო განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა გასული წლის ბოლოს გააკეთა. მან თქვა, რომ "კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშეც შესაძლებელია, რომ თბილისში პარლამენტის მუშაობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს", თუმცა დეტალების დაკონკრეტებისგან თავი შეიკავა და ამ კონტექსტში მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საკითხი სამართლებრივი კუთხით სარემონტო სამუშაობის დასრულების კვალდაკვალ გადაწყდება და გახდება ცნობილი.

"რუსთაველზე მდებარე შენობის იმ კონდიციამდე მისაყვანად, რომ იქ მუშაობა შესაძლებელი გახდეს, სამუშაოები გრძელდება და დამამთავრებელ ეტაპზეა. ძირითადად ტექნიკური საკითხებია დარჩენილი, მიმდინარეობს დარბაზების მოწყობა. სავარაუდოდ, თებერვლის ბოლოს - მარტის დასაწყისში სამუშაოები დასრულდება. ამ დროიდან გვექნება კონკრეტული გეგმა და კონკრეტული პასუხები იმაზე, რა რეჟიმით ვუმუშავებთ. საკონსტიტუციო უმრავლესობა რომც გვქონდეს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ კონსტიტუციაში ცვლილებები მარტშივე შევა, რადგან ახალი მოდელის მიხედვით, თუკი კონსტიტუციაში ცვლილებების მიღება მარტში დაიწყება, ყველაზე ახლოს სექტემბერში დასრულდება, მაგრამ კონსტიტუციაში ცვლილებების გარეშეც არის შესაძლებელი, რომ მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს ჩვენი მუშაობა თბილისში. დეტალებზე ახლა არ და ვერ ვისაუბრებ, მაგრამ პარლამენტის შენობაში სარემონტო სამუშაოების დასრულების კვალობაზე მოვახსენებ საზოგადოებას ძალიან კონკრეტულ სქემას იმის თაობაზე, თუ როგორ გააგრძელებს პარლამეტი მუშაობას. ცხადია, ეს იქნება კონსტიტიციის და საქართველოს კანონმდებლობის ჩარჩოებში. არ ვაპირებთ კონსტიტუციის მიღმა გასვლას, მაგრამ არც იმას ვაპირებთ, რომ ვიყოთ "ნაციონალური მოძრაობის" ახირების მძევალი", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა