"რომპეტროლის" გათამაშებაში გამარჯვებულ იღბლიან მომხმარებელს - წალკის რაიონის სოფელ ხანდოში მცხოვრებ, სკოლის დირექტორს, ოთარ ვანაძეს ავტომობილი "ტოიოტა კოროლა" საზეიმო ვითარებაში გადაეცა.
ავტომობილის გასაღები მას რომპეტროლის გენერალურმა დირექტორმა ნურკენ მურზაგალიევმა აღმაშენებლის ხეივნის მეცხრე კილომეტრზე მდებარე კომპანიის განახლებულ ავტოგასამართ სადგურზე გადასცა. იქვე ნურკენ მურზაგალიევმა მედიის წინაშე გასული წლის შედეგები შეაჯამა და 2014 წლის სტრატეგიაზე ისაუბრა.
"რომპეტროლის" წამახალისებელი აქცია საქართველოს მასშტაბით 44 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მომხმარებელი კომპანიის ქსელში ჩასხმულ ყოველ 20 ლიტრ საწვავზე გათამაშების 1 ბილეთს იღებდა. გათამაშებაში მონაწილეობა 200 000-ზე მეტმა ბილეთმა მიიღო. გამარჯვებულ ოთარ ვანაძეს გათამაშების 14 ბილეთი ჰქონდა, რომლიდანაც ერთ-ერთი მომგებიანი აღმოჩნდა. იღბლიანმა მომხმარებელმა, ბილეთები რომპეტროლის ახალციხის და ახალქალაქის ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შეძენისას მიიღო.
"რომპეტროლი" ხშირად მართავს სხვადასხვა წამახალისებელ აქციებს, ავტომობილი კი პირველად გავათამაშეთ, შემდგომში ჩვენ კიდევ გვექნება მსგავსი ტიპის აქციები. ვულოცავ ოთარ ვანაძეს გამარჯვებას და ვუსურვებ ბედნიერ მგზავრობას. რომპეტროლის ერთგულ მომხმარებლებს კი მაღალი ხარისხის საწვავის მიწოდებასთან ერთად მომავალშიც ვპირდებით საინტერესო პროექტებს", - აცხადებს ნურკენ მურზაგალიევი.
"აქამდე არაფერი მომიგია და არც მჯეროდა, რომ მოგება საერთოდ არსებობდა. საწვავს ძირითადად "რომპეტროლში" ვასხამ მიუხედავად იმისა, რომ ამ კომპანიის ავტოგასამართი სადგური ჩვენი სოფლიდან 100 კილომეტრის მანძილზეა. Efix-ის საწვავი საუკეთესოა. თბილისიდან ვბრუნდებოდი, უკვე სოფელში ავდიოდი როდესაც დამირეკეს. აღარ ვიცოდი რა მექნა, სხვის სახლში შევედი და ვთხოვე თელევიზორი ჩაერთოთ. ისე გავოგნდი ხმას ვეღარ ვიღებდი. დიდი მადლობა ამ შესანიშნავ კომპანიას, რომ ამ საოცნებო ავტომობილის მეპატრონე გამხადა", - განაცხადა ოთარ ვანაძემ.
კომპანიის მენეჯმენტის შეფასებით, გასული წელი რომპეტროლისთვის წარმატებული იყო - ბაზარზე საწვავის მოხმარების შემცირების მიუხედავად, "რომპეტროლის" წლიური გაყიდვები 2013 წელს 8%-ით გაიზარდა. რომპეტროლის მიერ ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხამ 83 520 463 ლარი შეადგინა. ასევე გასულ წელს კომპანიამ, საქართველოში შემოიტანა და ბაზარზე წარმატებით დანერგა ახალი პროდუქტი "Efix S ევრო 98", რომელიც სუპერის ტიპის საწვავს წარმოადგენს და მისი გაყიდვებიც 2012 წელთან შედარებით 30%-ით გაიზარდა.
"2013 წელს ჩვენ სახელმწიფოს ვამარაგებდით საქართველოს ბაზარზე ყველაზე პოპულარული და სენსიტიური პროდუქტით Euro Regular-ით და წარმატებით შევასრულეთ ჩვენი ვალდებულება. ასევე საგრძნობლად გაიზარდა კორპორატიული კლიენტების რაოდენობაც. კომპანიამ გასულ წელს 7 ახალი სადგური გახსნა, ავტომატიზაცია განახორციელა 10 სადგურზე და თანამშრომლების რაოდენობა 130 ადამიანით გაზარდა. ამჟამად "რომპეტროლ საქართველოს" ქსელი ქვეყნის მასშტაბით 72 ავტოგასამართ სადგურს აერთიანებს", - განაცხადა კომპანიის კომერციულმა დირექტორმა თენგიზ ჭიჭინაძემ.
რაც შეეხება კომპანიის სამომავლო გეგმებს, მიმდინარე წელს კომპანია კვლავ აპირებს სტაბილურად და წარმატებით განვითარებას, ქსელის გაფართოებას და სადგურების განახლებას. "2014 წლის სტრატეგიის ფარგლებში თხუთმეტამდე ახალი ავტოგასამართი სადგურის გახსნას ვაპირებთ, მათ შორის ერთ-ერთი თბილისის ცენტრში, დანარჩენი კი საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონებში განთავსდება. სოლიდური ინვესტიცია ჩაიდება ასევე სადგურების რებრენდინგში. ასევე, ჩვენი კომპანია სახელმწიფო უწყებებს მთელი წლის განმავლობაში დიზელით მოამარაგებს. რაც მთავარია, მომხმარებელს საწვავზე დემოკრატიულ ფასებს ვპირდებით", - განაცხადა ნურკენ მურზაგალიევმა.
ტრანსნაციონალური კომპანია "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე ევრო სტანდარტის საწვავის უმსხვილეს მომწოდებელს წარმოადგენს. "რომპეტროლ ჯგუფის" მთავარი ოფისი ამსტერდამში მდებარეობს და ამჟამად მსოფლიოში 50-მდე კომპანიას აერთიანებს. ამჟამად "რომპეტროლი" საქართველოს ბაზარზე 5 ტიპის საწვავს ყიდის. სამი ტიპის ბენზინს - Euro Regular, Efix Euro Premium, Efix S და ორი სახეობის დიზელს - Efix Euro Diesel და Euro Diesel.
R