სპორტი
Faceამბები
მსოფლიო
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
დაპირისპირება - რით დაემუქრა მაია დარსმელიძე თაკო ოქროპირიძეს
დაპირისპირება - რით დაემუქრა მაია დარსმელიძე თაკო ოქროპირიძეს

"ახა­ლი ხმის" წლე­ვან­დელ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალს სკან­და­ლის გა­რე­შე არ ჩა­უვ­ლია. მაია დარსმე­ლი­ძეს თა­ვის ჯგუ­ფის წევრთან, თაკო ოქ­რო­პი­რი­ძეს­თან უთან­ხმო­ე­ბა, რო­გორც თა­ვად აღ­ნიშ­ნა, რე­პერ­ტუ­ა­რის გამო მო­უ­ვი­და. ამ­დე­ნად მაომ მის გა­მოს­ვლა­ზე ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა და როცა ჯერი მის არ­ჩე­ვან­ზე დად­გა, 100 %-დან მხო­ლოდ 1% და­უ­წე­რა თა­კოს, და­ნარ­ჩე­ნი 99% კი მის კონ­კუ­რენტს მის­ცა. ასე და­ტო­ვა პრო­ექ­ტი 31 წლის პი­ა­ნის­ტმა, რო­მე­ლიც ადრე "ნუ­ცას სკო­ლა­ში" მო­ნა­წი­ლე­ობ­და და ასე­ვე ალექ­სან­დრე ბა­სი­ლა­ი­ას მიერ შექ­მნი­ლი კვინ­ტე­ტის ერთ-ერთი წევ­რი გახ­ლდათ.

ყვე­ლაფ­რის მი­უ­ხე­და­ვად, "ახა­ლი ხმის" ნა­ხე­ვარ­ფი­ნა­ლი თა­კოს­თვის იღ­ბლი­ა­ნი აღ­მოჩ­ნდა. კონ­ცერ­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ მას შეყ­ვა­რე­ბულ­მა და­უ­რე­კა და ცო­ლო­ბა სთხო­ვა. თაკო მე­ო­რე დღეს რე­დაქ­ცი­ა­ში მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გვეს­ტუმ­რა.

- თაკო, რო­დის და­ი­წყო უთან­ხმო­ე­ბა შენ­სა და მა­ი­ას შო­რის?

- არა­ნა­ი­რი უთან­ხმო­ე­ბა არ ყო­ფი­ლა.

- აბა, რას უკავ­ში­რებ, რომ მა­ი­ამ ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში შენს გა­მოს­ვლა­ზე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მო­იხ­სნა?

- ამას ვე­რა­ვინ ვერ ხსნის და მათ შო­რის ვერც მე. ბრმა კას­ტინ­გი, რინ­გი, ნო­კა­უ­ტი, ორი ლა­ივ­კონ­ცერ­ტი ფან­ტას­ტი­კუ­რი ურ­თი­ერ­თო­ბით მო­ვი­ა­რეთ. მე და თიკო მისი კო­ზი­რე­ბი ვი­ყა­ვით. ასე ამ­ბობ­და თვი­თონ, ჩემი ჯო­კე­რე­ბი ხარ­თო. მერე რა მოხ­და, არ ვიცი. მე­ო­რე ლა­ივ­ზე ესე­მეს­ლი­დე­რი ვი­ყა­ვი, ხალ­ხმა ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში გა­და­მიყ­ვა­ნა. მე­ო­რე ლა­ივ­კონ­ცერ­ტის და­წყე­ბამ­დე ნა­ხე­ვა­რი სა­ა­თით ადრე მა­ი­ამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, - ესე­მეს­ლი­დე­რი ხარ, არ ვიცი, ვინ გი­მე­სი­ჯებს, მაგ­რამ გა­ა­ჩე­რე შენი გულ­შე­მატ­კი­ვა­რი, თო­რემ ესე­მე­სებს და­გიბ­ლო­კა­ვო. ელდა მეცა, ვე­რა­ფერს მივ­ხვდი. ცხვი­რი­დან სის­ხლის დენა და­მე­წყო. იმის კი­თხვაც ვერ მო­ვას­წა­რი, რა მოხ­და, აღარ ვარ შენი ჯო­კე­რი-მეთ­ქი? მეჩ­ქა­რე­ბაო, მო­მა­ძა­ხა და ტე­ლე­ფო­ნი გა­მი­თი­შა. ბავ­შვე­ბი რომ მე­კი­თხე­ბოდ­ნენ, რა გჭირ­სო, ვუ­თხა­რი. იდ­გნენ და ამე­სი­ჯებ­დნენ ჩემს ნო­მერ­ზე, აბა, ვნა­ხოთ, რო­გორ და­გიბ­ლო­კავ­სო. მა­ი­ამ შემ­დეგ "ფე­ის­ბუ­ქის" სა­კუ­თარ გვერ­დზე აღი­ა­რა კო­მენ­ტა­რებ­ში, რომ მე­სი­ჯე­ბის დაბ­ლოკ­ვით და­მე­მუქ­რა. ამის ფაქ­ტე­ბი არ­სე­ბობს.

- მა­ი­ამ სა­ი­დან იცო­და, შენ რომ ესე­მეს­ლი­დე­რი იყა­ვი?

- ეს მა­ი­ას ჰკი­თხეთ, თვი­თონ უკეთ გი­პა­სუ­ხებთ.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის გაგ­რძე­ლე­ბა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

დაპირისპირება - რით დაემუქრა მაია დარსმელიძე თაკო ოქროპირიძეს

დაპირისპირება - რით დაემუქრა მაია დარსმელიძე თაკო ოქროპირიძეს

''ახალი ხმის'' წლევანდელ ნახევარფინალს სკანდალის გარეშე არ ჩაუვლია. მაია დარსმელიძეს თავის ჯგუფის წევრთან, თაკო ოქროპირიძესთან უთანხმოება, როგორც თავად აღნიშნა, რეპერტუარის გამო მოუვიდა. ამდენად მაომ მის გამოსვლაზე ნახევარფინალში პასუხისმგებლობა მოიხსნა და როცა ჯერი მის არჩევანზე დადგა, 100 %-დან მხოლოდ 1% დაუწერა თაკოს, დანარჩენი 99% კი მის კონკურენტს მისცა. ასე დატოვა პროექტი 31 წლის პიანისტმა, რომელიც ადრე ''ნუცას სკოლაში'' მონაწილეობდა და ასევე ალექსანდრე ბასილაიას მიერ შექმნილი კვინტეტის ერთ-ერთი წევრი გახლდათ.

ყველაფრის მიუხედავად, ''ახალი ხმის'' ნახევარფინალი თაკოსთვის იღბლიანი აღმოჩნდა. კონცერტის დამთავრების შემდეგ მას შეყვარებულმა დაურეკა და ცოლობა სთხოვა. თაკო მეორე დღეს რედაქციაში მეუღლესთან ერთად გვესტუმრა.

- თაკო, როდის დაიწყო უთანხმოება შენსა და მაიას შორის?

- არანაირი უთანხმოება არ ყოფილა.

- აბა, რას უკავშირებ, რომ მაიამ ნახევარფინალში შენს გამოსვლაზე პასუხისმგებლობა მოიხსნა?

- ამას ვერავინ ვერ ხსნის და მათ შორის ვერც მე. ბრმა კასტინგი, რინგი, ნოკაუტი, ორი ლაივკონცერტი ფანტასტიკური ურთიერთობით მოვიარეთ. მე და თიკო მისი კოზირები ვიყავით. ასე ამბობდა თვითონ, ჩემი ჯოკერები ხართო. მერე რა მოხდა, არ ვიცი. მეორე ლაივზე ესემესლიდერი ვიყავი, ხალხმა ნახევარფინალში გადამიყვანა. მეორე ლაივკონცერტის დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე მაიამ დამირეკა და მითხრა, - ესემესლიდერი ხარ, არ ვიცი, ვინ გიმესიჯებს, მაგრამ გააჩერე შენი გულშემატკივარი, თორემ ესემესებს დაგიბლოკავო. ელდა მეცა, ვერაფერს მივხვდი. ცხვირიდან სისხლის დენა დამეწყო. იმის კითხვაც ვერ მოვასწარი, რა მოხდა, აღარ ვარ შენი ჯოკერი-მეთქი? მეჩქარებაო, მომაძახა და ტელეფონი გამითიშა. ბავშვები რომ მეკითხებოდნენ, რა გჭირსო, ვუთხარი. იდგნენ და ამესიჯებდნენ ჩემს ნომერზე, აბა, ვნახოთ, როგორ დაგიბლოკავსო. მაიამ შემდეგ ''ფეისბუქის'' საკუთარ გვერდზე აღიარა კომენტარებში, რომ მესიჯების დაბლოკვით დამემუქრა. ამის ფაქტები არსებობს.

- მაიამ საიდან იცოდა, შენ რომ ესემესლიდერი იყავი?

- ეს მაიას ჰკითხეთ, თვითონ უკეთ გიპასუხებთ.

იხილეთ სტატიის გაგრძელება

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება