მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

24

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 03:34-ზე, მთვარე კუროში გადაბრძანდება 21:35-ზე – კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად; ქორწინებისა და ნიშნობისათვის. ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
წიგნები
საზოგადოება
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რის დამტკიცებას სთხოვენ გიორგი ბარბაქაძეს თინეიჯერი გოგონები
რის დამტკიცებას სთხოვენ გიორგი ბარბაქაძეს თინეიჯერი გოგონები

გი­ორ­გი ბარ­ბა­ქა­ძე პრო­ექ­ტში - "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ხალ­ხის რჩე­უ­ლი მო­ნა­წი­ლის - ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლის მე­წყვი­ლე გახ­ლდათ. ხალ­ხი გულ­გრი­ლი არც გი­ორ­გის და­უ­ტო­ვე­ბია: ის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით სუს­ტი სქე­სის წარ­მო­მად­გენ­ლებ­ში სარ­გებ­ლობს. ფი­ნა­ლურ ტურ­ში მოხ­ვედ­რილ მო­ცეკ­ვა­ვეს თურ­მე, სა­კუ­თა­რი თავი უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად მი­აჩ­ნდა.

- ახა­ლი წლის დღე­სას­წა­უ­ლი კომ­პი­უ­ტერ­თან, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­გი­ტა­რე­ბია?

- არა­სო­დეს. 2005 წლი­დან სულ სა­ა­ხალ­წლო კონ­ცერ­ტებ­ზე ვარ და ახალ წელს სცე­ნა­ზე ვხვდე­ბი. ოჯა­ხის წევ­რებს დამ­დეგს 2 სა­ა­თით ადრე ვუ­ლო­ცავ. წელს ახა­ლი წლის დღე­სას­წა­ულს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" სცე­ნა­ზე შევ­ხვდი. ეს კარ­გია - სცე­ნა და­მე­ბე­და.

- პრო­ექ­ტში შენი და ქე­თის წყვი­ლის გა­მარ­ჯვე­ბა შენ­თვის რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი იყო?

- მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფი­ნალ­ში ყოფ­ნა იყო. ზო­გა­დად, კონ­კურ­სში გა­მარ­ჯვე­ბა სა­სი­ხა­რუ­ლოა, მაგ­რამ ფი­ნალ­ში მოხ­ვედ­რილს სა­კუ­თა­რი თავი უკვე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლად მი­მაჩ­ნდა. ბედ­ნი­ე­რი ვარ, რომ ჩემს მე­წყვი­ლეს იმე­დი გა­ვუ­მარ­თლე. გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის წი­ნა­შე პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა მქონ­და, რომ მათი მხარ­და­ჭე­რა გა­მე­მარ­თლე­ბი­ნა. იცი, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კი­დევ რა­ტომ ვარ? ძი­რი­თა­დად, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ლა­თი­ნუ­რი ცეკ­ვის პრო­ექ­ტად მი­იჩ­ნე­ვა, მე კი თა­ნა­მედ­როვე ცეკ­ვის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი ვარ. ამი­ტომ პრო­ექ­ტი ჩემ­თვის­აც სი­ახ­ლე იყო - ქე­თის­თან ერ­თად ვსწავ­ლობ­დი. ჩვე­ნი წყვი­ლი შედ­გა.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში რო­დის ჩა­ერ­თე?

- ალ­ბათ 3 წე­ლია, რაც "ფე­ის­ბუკ­ის" მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვარ. მას­ში უკ­რა­ი­ნი­დან დაბ­რუ­ნე­ბის შე­მ­დეგ ჩა­ვერ­თე... თავ­და­პირ­ვე­ლად, "ოდ­ნოკ­ლას­ნიკ­ში" დავ­რე­გის­ტრირ­დი, მაგ­რამ ვერ გა­ვერ­კვიე. შემ­დეგ გა­უქ­მე­ბა მინ­დო­და, მაგ­რამ ვერ მივ­ხვდი, ეს რო­გორ ხდე­ბო­და. ამი­ტომ ჩემი მო­ნა­ცე­მე­ბი წავ­შა­ლე. მერე მირ­ჩი­ეს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩავ­რთუ­ლი­ყა­ვი, ეს სა­ზღვარ­გა­რეთ მყოფ მე­გობ­რებ­თან, ოჯა­ხის წევ­რებ­თან, ნა­თე­სა­ვებ­თან სა­კონ­ტაქ­ტოდ გა­მო­გად­გე­ბაო. ცხა­დია, მათ­თან ყო­ველ­დღე ტე­ლე­ფო­ნით ურ­თი­ერ­თო­ბა ძვი­რი და­მიჯ­დე­ბო­და. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის წყა­ლო­ბით კი ახ­ლობ­ლებს ფო­ტო­ებს, ვი­დე­ო­ებ­საც გა­დავ­ცემ. უფრო მე­ტიც - და­კარ­გუ­ლი მე­გობ­რე­ბი ვი­პო­ვე. სა­ერ­თოდ, არ მიყ­ვარს, როცა ვინ­მეს ვკარ­გავ. ვინც ჩემ­თან ერ­თად გა­ი­ზარ­და, მან შეძ­ლო, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გვარ-სა­ხე­ლით მო­ვე­ძებ­ნე. ერ­თმა­ნე­თი ვი­პო­ვეთ, გა­ვიხ­სე­ნეთ... სა­ხა­ლი­სო და კარ­გია, როცა ისეთ ადა­მი­ანს პო­უ­ლობ, რო­მელ­თან ერ­თა­დაც რამ­დე­ნი­მე წელი გა­ა­ტა­რე.

- დღის გან­მავ­ლო­ბა­ში სო­ცი­ა­ლურ ქსელს რამ­დენ დროს უთ­მობ?

- ხან­და­ხან ჩარ­თულს ვტო­ვებ. ბოლო 3 თვე სო­ცი­ა­ლურ ქსელს ყუ­რა­დღე­ბას ვერ ვაქ­ცევ­დი, რად­გან შინ ღა­მით მივ­დი­ო­დი. ნუ, თუ ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი არ ვი­ყა­ვი, ძი­რი­თა­დად, გულ­შე­მატ­კივ­რე­ბის­თვის მად­ლო­ბის გა­დახ­დით შე­მო­ვი­ფარ­გლე­ბო­დი. სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარგ კო­მენ­ტა­რებს, კომ­პლი­მენ­ტებს მწერ­დნენ, რაც მგო­ნი, "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" დამ­სა­ხუ­რე­ბაა. სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი მეხ­მა­რე­ბა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­სა და უცხო­ე­თის შე­სა­ხებ მრა­ვალ ინ­ფორ­მა­ცი­ას გა­ვეც­ნო.

- კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბი­სას სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლი რაში გეხ­მა­რე­ბო­და?

- ალ­ბათ ეს პი­ა­რის ერთ-ერთი სა­შუ­ა­ლე­ბაა: ხალ­ხმა პრო­ექ­ტის შე­სა­ხებ უფრო მეტი ინ­ფორ­მა­ცია შე­ი­ტყო. ვინც გა­და­ცე­მას და­ნიშ­ნულ დროს ვერ ნა­ხავ­და, მე­კი­თხე­ბო­და, - პრო­ექ­ტი­დან ვინ გა­ვარ­და? რა მოხ­დაო? დაწ­ვრი­ლე­ბით ვე­რა­ვის ვე­რა­ფერს მო­ვუყ­ვე­ბო­დი, ჰო­და, მათ კონ­კურ­სის ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დის არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას ვაწ­ვდი­დი.

- ორი ფი­ნა­ლის­ტის გა­მოვ­ლე­ნის შემ­დეგ, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ამ­ბობ­დნენ: პრო­ექტს "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" ჰქვია, მაგ­რამ ფი­ნალ­ში არც ერთი "ვარ­სკვლა­ვი" არ არი­სო.

- მე ამ პრო­ექ­ტის ერთ-ერთი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვი­ყა­ვი, სა­კუ­თარ საქ­მეს ვას­რუ­ლებ­დი და ამ ყვე­ლაფ­რის შე­სა­ხებ ნაკ­ლე­ბი მეთ­ქმის, მაგ­რამ მა­ინც გე­ტყვით: "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" თუ კარ­გად აქვთ "შეს­წავ­ლი­ლი", ისიც ეცო­დი­ნე­ბათ, რომ მას­ში სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში მო­მუ­შა­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი მო­ნა­წი­ლე­ობ­დნენ. ვინც თე­ატ­რში არ და­დის, მის­თვის თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი "ვარ­სკვლა­ვი" ვერ იქ­ნე­ბა; თუკი სპორ­ტი არ აინ­ტე­რე­სებთ, არ ეცო­დი­ნე­ბათ, ვინ არის მსოფ­ლიო თუ ევ­რო­პის ჩემ­პი­ო­ნი და ა.შ. ჩემი მე­წყვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში, "ბი­ბი­სიმ" პირ­ვე­ლად და­უშ­ვა გა­მო­ნაკ­ლი­სი და პრო­ექ­ტის მე­ცა­მე­ტე მო­ნა­წი­ლე ხალ­ხმა შე­არ­ჩია. ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი ხალ­ხის შერ­ჩე­უ­ლი რომ არ ყო­ფი­ლი­ყო, ის თა­ვის სა­მუ­შაო სფე­რო­ში მა­ინც "ვარ­სკვლა­ვი" გახ­ლდათ. სა­ქარ­თვე­ლო­ში სპორ­ტსმე­ნე­ბი ცნო­ბი­ლე­ბი იშ­ვი­ა­თად არი­ან - ჩვენ­თან სპორ­ტს ნაკ­ლე­ბად აპი­ა­რე­ბენ. რო­გორც ტან­მო­ვარ­ჯი­შეს, ქე­თის დიდი მიღ­წე­ვე­ბი აქვს. მგო­ნი, ბევ­რმა ახლა გა­ი­გო, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში მხატ­ვრუ­ლი ტან­მო­ვარ­ჯი­შე­ე­ბი გვყავს... უარ­ყო­ფით კო­მენ­ტა­რებს რაც შე­ე­ხე­ბა, ასე­თი - ერ­თა­დერ­თი ვნა­ხე და სი­მარ­თლე გი­თხრა, სუ­ლაც არ გავ­ღი­ზი­ა­ნე­ბულ­ვარ. კონ­კუ­რენტს თა­ვი­სი გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი ჰყავს და მათ შო­რის ვინ­მემ შე­იძ­ლე­ბა, სუ­ბი­ექ­ტუ­რი აზრი გა­მო­ხა­ტოს. დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, ნა­ხე­ვარ­ფი­ნალ­ში ჩვენ რომ გავ­ვარ­დნი­ლი­ყა­ვით, ჩვე­ნი გულ­შე­მატ­კი­ვა­რიც იტყო­და: - ფი­ნალ­ში სხვე­ბი რა­ტომ გა­და­ვიდ­ნე­ნო?

- რა სა­ხის ინ­ფორ­მა­ცია, ფოტო ან ვი­დეო გა­ღი­ზი­ა­ნებს?

- გაც­ნო­ბი­ე­რე­ბუ­ლი მაქვს, რომ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში სხვა­დას­ხვა აზ­რის მქო­ნე ხალ­ხია და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი. ვინ­მეს გან­სჯის უფ­ლე­ბა არ მაქვს. ხან­და­ხან ბმუ­ლებ­ზე მო­ნიშ­ვნა ("და­თაგ­ვა") არ მსი­ა­მოვ­ნებს. ზოგ­ჯერ "ფე­ის­ბუ­კის" მომ­ხმა­რებ­ლე­ბი ვირუ­სულ აპ­ლი­კა­ცი­ებ­ში შე­დი­ან. მა­გა­ლი­თად, აპ­ლი­კა­ცია შე­იქ­მნა, - "ვინ გინ­და, რომ შენ­თან მეკვლედ მო­ვი­დეს"? და­ა­ჭე­რენ ხელს და რო­მე­ლი­მე "ფრენ­დს" "ამო­აგ­დებს". ბმულ­ზე 5000 მე­გობ­რი­დან 200 რომ "მთა­გავს", ჩემ­თვის სა­ინ­ტე­რე­სო ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბის წა­კი­თხვას ვე­ღარ ვა­ხერ­ხებ - თვალს ვე­ღარ ვაწ­ვდენ. არა­და, ხალ­ხის აზრი მა­ინ­ტე­რე­სებს. პრო­ექ­ტში ცეკ­ვა ჩვენ­თვის ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი იყო. პირ­და­პირ ეთერ­ში კო­მენ­ტა­რის გა­კე­თე­ბი­სას შე­იძ­ლე­ბო­და, სი­ტყვე­ბი აგ­ვრე­ო­და, რბი­ლი "ლ"-თი გვე­ლა­პა­რა­კა... "ფე­ის­ბუ­კის" ერთ-ერ­თმა მომ­ხმა­რე­ბელ­მა და­მი­წე­რა: კარ­გი ბიჭი ხარ, მაგ­რამ ეს რბი­ლი "ლ" არ გიხ­დე­ბაო. ვუ­პა­სუ­ხე: - მად­ლო­ბა, აუ­ცი­ლებ­ლად გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებ-მეთ­ქი. მე­ტყვე­ლე­ბა გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, როცა ამ­დენ ადა­მი­ანს მი­მარ­თავ.

- გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი პი­რად შე­ტყო­ბი­ნე­ბებ­საც გწე­რენ?

- რა თქმა უნდა, თა­ნაც - ბევ­რს (იცი­ნის)... იმ­დე­ნი ადა­მი­ა­ნი მწერს, რომ გული მწყდე­ბა - ყვე­ლა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მას ვერ ვას­წრებ. მო­სულ შე­ტყო­ბი­ნე­ბებს სუ­რათს ვუ­ღებ და სტა­ტუ­სად ვა­წერ: დიდი მად­ლო­ბა და ბო­დი­ში, რომ ყვე­ლას პი­რა­დად ვერ გწერთ-მეთ­ქი. იმე­დია, ამ სტა­ტუსს ყვე­ლა ნა­ხუ­ლობს. დე­კემ­ბერ­ში და­ბა­დე­ბის დღე მქონ­და. სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ჩემი გვერ­დი რომ გავ­ხსე­ნი, 630 წე­რი­ლი დამ­ხვდა. შე­უძ­ლე­ბე­ლია, 630 წე­რილს და­უჯ­დე და ყვე­ლას ცალ-ცალ­კე უპა­სუ­ხო. ამი­ტომ მად­ლო­ბა ყვე­ლას ერ­თად გა­და­ვუ­ხა­დე.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ძი­რი­თა­დად, რას გწე­რენ?

- ცუდს არა­ფერს. მი­აჩ­ნი­ათ, რომ წარ­მა­ტე­ბას ვიმ­სა­ხუ­რებ. მწე­რენ, რომ მეც და ქე­თი­საც მე­წყვი­ლე­ში გაგ­ვი­მარ­თლა. ძა­ლი­ან უკ­ვირთ და უხა­რი­ათ, როცა მათ მე­გობ­რე­ბის სი­ა­ში ვი­მა­ტებ. მე­კი­თხე­ბი­ან, - ნამ­დვი­ლად შენ ხარო? სხვა­თა შო­რის, "ფე­ის­ბუკ­ზე" ჩემი და ქე­თის სა­ხე­ლით კი­დევ რამ­დე­ნი­მე გვერ­დია გახ­სნი­ლი.

- რო­მან­ტი­კულ წე­რი­ლებს არ გიგ­ზავ­ნი­ან?

- კი, ასე­თე­ბიც მხვდე­ბა (იცი­ნის). ვიდ­რე რო­მან­ტი­კულ თე­მა­ზე გა­დავ­ლენ, ასაკს მე­კი­თხე­ბი­ან. როცა შე­ი­ტყო­ბენ, რომ 30 წლის ვარ, მათი მხრი­დან პირ­ვე­ლი სი­ტყვაა - "უი". მერე მე­უბ­ნე­ბი­ან, - რა კარ­გად გა­მო­ი­ყუ­რე­ბიო და ა.შ. თუ შე­ტყო­ბი­ნე­ბას არ ვპა­სუ­ხობ, მწე­რენ: შენ­ზე "ვა­ფა­ნა­ტებ", შევ­ხვდეთ, ერ­თმა­ნე­თი გა­ვიც­ნო­თო... ბევ­რი მათ­გა­ნი შოუს ეს­წრე­ბო­და, მერე კი მწერ­და: გახ­სოვს, ჩვენ ერ­თმა­ნეთს იქ შევ­ხვდით, გა­დავ­კოც­ნე­თო. ასე­თი წე­რი­ლის ავ­ტო­რებს რა ვუ­პა­სუ­ხო, აღარ ვიცი. ზო­გა­დად, ადა­მი­ა­ნებ­თან თბი­ლი და მე­გობ­რუ­ლი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა მაქვს. ისე­თი პი­როვ­ნე­ბა არ ვარ, რომ ვინ­მეს ზურ­გი შე­ვაქ­ციო, მაგ­რამ პრო­ექ­ტის დროს გა­ხა­რე­ბუ­ლი იმ­დენს ვკოც­ნი და ვეხ­ვე­ვი, რომ შე­უძ­ლე­ბე­ლია, ყვე­ლა და­მა­მახ­სოვ­რდეს. ხან­და­ხან ჩემ­თან და ქე­თის­თან ერ­თად გა­და­ღე­ბულ სუ­რათს დე­ბენ ხოლ­მე და მწე­რენ, - აი, ეს ვარ, გა­მიხ­სე­ნეო (იცი­ნის)?

- როცა ვერ იხ­სე­ნებ, არ ბრა­ზო­ბენ?

- ამის გამო, მხო­ლოდ მცი­რე ასა­კის გო­გო­ნე­ბი თუ გაბ­რაზ­დე­ბი­ან. პა­ტა­რე­ბი მე­უბ­ნე­ბი­ან, - გეხ­ვე­წე­ბი, შენი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი მომ­წე­რე. კლა­სი­დან უნდა და­გირ­ე­კო, იმის და­სამ­ტკი­ცებ­ლად, რომ ნამ­დვი­ლად შენ გი­რე­კავ. მარ­ტო ხმა ამო­ი­ღე, "გა­მარ­ჯო­ბა" მი­თხა­რიო. ბავ­შვებ­თან, გო­გო­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა ძა­ლი­ან მომ­წონს. ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბას ვე­რა­ნა­ი­რი წარ­მა­ტე­ბა ვერ შე­მიც­ვლის. თავ­ში არას­დროს ამი­ვარ­დე­ბა. ვცდი­ლობ, ყვე­ლას­თან ობი­ექ­ტუ­რი, მარ­თა­ლი ვიყო.

ეთო ყორ­ღა­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა

რის დამტკიცებას სთხოვენ გიორგი ბარბაქაძეს თინეიჯერი გოგონები

რის დამტკიცებას სთხოვენ გიორგი ბარბაქაძეს თინეიჯერი გოგონები

გიორგი ბარბაქაძე პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" ხალხის რჩეული მონაწილის - ქეთი ხატიაშვილის მეწყვილე გახლდათ. ხალხი გულგრილი არც გიორგის დაუტოვებია: ის განსაკუთრებული პოპულარობით სუსტი სქესის წარმომადგენლებში სარგებლობს. ფინალურ ტურში მოხვედრილ მოცეკვავეს თურმე, საკუთარი თავი უკვე გამარჯვებულად მიაჩნდა.

- ახალი წლის დღესასწაული კომპიუტერთან, სოციალურ ქსელში გაგიტარებია?

- არასოდეს. 2005 წლიდან სულ საახალწლო კონცერტებზე ვარ და ახალ წელს სცენაზე ვხვდები. ოჯახის წევრებს დამდეგს 2 საათით ადრე ვულოცავ. წელს ახალი წლის დღესასწაულს "ცეკვავენ ვარსკვლავების" სცენაზე შევხვდი. ეს კარგია - სცენა დამებედა.

- პროექტში შენი და ქეთის წყვილის გამარჯვება შენთვის რამდენად მნიშვნელოვანი იყო?

- მნიშვნელოვანი ფინალში ყოფნა იყო. ზოგადად, კონკურსში გამარჯვება სასიხარულოა, მაგრამ ფინალში მოხვედრილს საკუთარი თავი უკვე გამარჯვებულად მიმაჩნდა. ბედნიერი ვარ, რომ ჩემს მეწყვილეს იმედი გავუმართლე. გულშემატკივრების წინაშე პასუხისმგებლობა მქონდა, რომ მათი მხარდაჭერა გამემართლებინა. იცი, გამარჯვებული კიდევ რატომ ვარ? ძირითადად, "ცეკვავენ ვარსკვლავები" ლათინური ცეკვის პროექტად მიიჩნევა, მე კი თანამედ­როვე ცეკვის პროფესიონალი ვარ. ამიტომ პროექტი ჩემთვის­აც სიახლე იყო - ქე­თის­თან ერთად ვსწავლობდი. ჩვენი წყვილი შედგა.

- სოციალურ ქსელში როდის ჩაერთე?

- ალბათ 3 წელია, რაც "ფეისბუკ­ის" მომხმარებელი ვარ. მასში უკრაინი­დან დაბრუნების შე­მ­დეგ ჩავერთე... თავდა­პირველად, "ოდ­ნოკ­ლასნიკში" დავრეგისტრირდი, მაგრამ ვერ გავერკვიე. შემდეგ გა­უქმება მინდოდა, მაგრამ ვერ მივხვდი, ეს როგორ ხდებოდა. ამიტომ ჩემი მონაცემები წავშალე. მერე მირჩიეს, რომ სოციალურ ქსელში ჩავრთულიყავი, ეს საზღვარგარეთ მყოფ მეგობრებთან, ოჯახის წევრებთან, ნათესავებთან საკონტაქტოდ გამოგადგებაო. ცხადია, მათთან ყოველდღე ტელეფონით ურთიერთობა ძვირი დამიჯდებოდა. სოციალური ქსელის წყალობით კი ახ­ლობლებს ფოტოებს, ვიდეოებსაც გადავცემ. უფრო მეტიც - დაკარგული მეგობრები ვიპოვე. საერთოდ, არ მიყვარს, როცა ვინმეს ვკარგავ. ვინც ჩემთან ერთად გაიზარდა, მან შეძლო, სოციალურ ქსელში გვარ-სახელით მოვეძებნე. ერთმანეთი ვიპოვეთ, გავიხსენეთ... სახალისო და კარგია, როცა ისეთ ადამიანს პოულობ, რომელთან ერთადაც რამდენიმე წელი გაატარე.

- დღის განმავლობაში სოციალურ ქსელს რამდენ დროს უთმობ?

- ხანდახან ჩართულს ვტოვებ. ბოლო 3 თვე სოციალურ ქსელს ყურადღებას ვერ ვაქცევდი, რადგან შინ ღამით მივდიოდი. ნუ, თუ ძალიან დაღლილი არ ვიყავი, ძირითადად, გულშემატკივრებისთვის მადლობის გადახდით შემოვიფარგლებოდი. სხვა­თა შორის, ძალიან კარგ კომენტარებს, კომპლიმენტებს მწერდნენ, რაც მგონი, "ცეკვავენ ვარსკვლავების" დამ­სახურებაა. სოციალური ქსელი მეხმარება, რომ საქართველოსა და უცხოეთის შესახებ მრავალ ინფორმაციას გავეცნო.

- კონკურსში მონაწილეობისას სოციალური ქსელი რაში გეხმარებოდა?

- ალბათ ეს პიარის ერთ-ერთი საშუალებაა: ხალხმა პროექტის შესახებ უფრო მეტი ინფორმაცია შეიტყო. ვინც გადაცემას დანიშნულ დროს ვერ ნახავდა, მეკითხებოდა, - პროექტიდან ვინ გავარდა? რა მოხდაო? დაწვრილებით ვერავის ვერაფერს მოვუყვებოდი, ჰო­და, მათ კონკურსის ოფიციალური გვერდის არსებობის შესახებ ინფორმაციას ვაწვდიდი.

- ორი ფინალისტის გამოვლენის შემდეგ, სოციალურ ქსელში ამბობდნენ: პროექტს "ცეკვავენ ვარსკვლავები" ჰქვია, მაგრამ ფინალში არც ერთი "ვარსკვლავი" არ არისო.

- მე ამ პროექტის ერთ-ერთი თანამშრომელი ვიყავი, საკუთარ საქმეს ვასრულებდი და ამ ყველაფრის შესახებ ნაკლები მეთქმის, მაგრამ მაინც გეტყვით: "ცეკვავენ ვარსკვლავები" თუ კარგად აქვთ "შესწავლილი", ისიც ეცოდინებათ, რომ მასში სხვადასხვა სფეროში მომუშავე წარმატებული ადამიანები მონაწილეობდნენ. ვინც თეატრში არ დადის, მისთვის თეატრის მსახიობი "ვარსკვლავი" ვერ იქნება; თუკი სპორტი არ აინტერესებთ, არ ეცოდინებათ, ვინ არის მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონი და ა.შ. ჩემი მეწყვილის შემთხვევაში, "ბიბისიმ" პირველად დაუშვა გამონაკლისი და პროექტის მეცამეტე მონაწილე ხალხმა შეარჩია. ქეთი ხატიაშვილი ხალხის შერჩეული რომ არ ყოფილიყო, ის თავის სამუშაო სფეროში მაინც "ვარსკვლავი" გახლდათ. საქართველოში სპორტსმენები ცნობილები იშვიათად არიან - ჩვენთან სპორტს ნაკლებად აპიარებენ. როგორც ტანმოვარჯიშეს, ქეთის დიდი მიღწევები აქვს. მგონი, ბევრმა ახლა გაიგო, რომ საქართველოში მხატვრული ტანმოვარჯიშეები გვყავს... უარყოფით კომენტარებს რაც შეეხება, ასეთი - ერთადერთი ვნახე და სიმართლე გითხრა, სულაც არ გავღიზიანებულვარ. კონკურენტს თავისი გულშემატკივრები ჰყავს და მათ შორის ვინმემ შეიძლება, სუბიექტური აზრი გამოხატოს. დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში ჩვენ რომ გავვარდნილიყავით, ჩვენი გულშემატკივარიც იტყოდა: - ფინალში სხვები რატომ გადავიდნენო?

- რა სახის ინფორმაცია, ფოტო ან ვიდეო გაღიზიანებს?

- გაცნობიერებული მაქვს, რომ სოციალურ ქსელში სხვადასხვა აზრის მქონე ხალხია დარეგისტრირებული. ვინმეს განსჯის უფლება არ მაქვს. ხანდახან ბმულებზე მონიშვნა ("დათაგვა") არ მსიამოვნებს. ზოგჯერ "ფეისბუკის" მომხმარებლები ვირუსულ აპლიკაციებში შედიან. მაგალითად, აპლიკაცია შეიქმნა, - "ვინ გინდა, რომ შენთან მეკვლედ მოვიდეს"? დააჭერენ ხელს და რომელიმე "ფრენდს" "ამოაგდებს". ბმულზე 5000 მეგობრიდან 200 რომ "მთაგავს", ჩემთვის საინტერესო ინფორმაციების წაკითხვას ვეღარ ვახერხებ - თვალს ვეღარ ვაწვდენ. არადა, ხალხის აზრი მა­ინტერესებს. პროექტში ცეკვა ჩვენ­თვის ძალიან ემოციური იყო. პირდაპირ ეთერში კომენტარის გაკეთებისას შეიძლებოდა, სიტყვები აგვრეოდა, რბილი "ლ"-თი გველაპარაკა... "ფეისბუკის" ერთ-ერთმა მომხმარებელმა დამიწერა: კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ ეს რბილი "ლ" არ გიხდებაო. ვუპასუხე: - მადლობა, აუცილებლად გავითვალისწინებ-მეთქი. მეტყველება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, როცა ამდენ ადამიანს მიმართავ.

- გულშემატკივრები პირად შეტყობინებებსაც გწერენ?

- რა თქმა უნდა, თანაც - ბევრს (იცინის)... იმდენი ადამიანი მწერს, რომ გული მწყდება - ყველაზე პასუხის გაცემას ვერ ვასწრებ. მოსულ შეტყობინებებს სურათს ვუღებ და სტატუსად ვაწერ: დიდი მადლობა და ბოდიში, რომ ყველას პირადად ვერ გწერთ-მეთქი. იმედია, ამ სტატუსს ყველა ნახულობს. დეკემბერში დაბადების დღე მქონდა. სოციალურ ქსელში ჩემი გვერდი რომ გავხსენი, 630 წერილი დამხვდა. შეუძლებელია, 630 წერილს დაუჯდე და ყველას ცალ-ცალკე უპასუხო. ამიტომ მადლობა ყველას ერთად გადავუხადე.

- სოციალურ ქსელში ძირითადად, რას გწერენ?

- ცუდს არაფერს. მიაჩნიათ, რომ წარმატებას ვიმსახურებ. მწერენ, რომ მეც და ქეთისაც მეწყვილეში გაგვიმართლა. ძალიან უკვირთ და უხარიათ, როცა მათ მეგობრების სიაში ვიმატებ. მეკითხებიან, - ნამდვილად შენ ხარო? სხვათა შორის, "ფეისბუკზე" ჩემი და ქეთის სახელით კიდევ რამდენიმე გვერდია გახსნილი.

- რომანტიკულ წერილებს არ გიგზავნიან?

- კი, ასეთებიც მხვდება (იცინის). ვიდრე რომანტიკულ თემაზე გადავლენ, ასაკს მეკითხებიან. როცა შეიტყობენ, რომ 30 წლის ვარ, მათი მხრიდან პირველი სიტყვაა - "უი". მერე მეუბნებიან, - რა კარგად გამოიყურებიო და ა.შ. თუ შეტყობინებას არ ვპასუხობ, მწერენ: შენზე "ვაფანატებ", შევხვდეთ, ერთმანეთი გავიცნოთო... ბევრი მათგანი შოუს ესწრებოდა, მერე კი მწერდა: გახსოვს, ჩვენ ერთმანეთს იქ შევხვდით, გადავკოცნეთო. ასეთი წერილის ავტორებს რა ვუპასუხო, აღარ ვიცი. ზოგადად, ადამიანებთან თბილი და მეგობრული დამოკიდებულება მაქვს. ისეთი პიროვნება არ ვარ, რომ ვინმეს ზურგი შევაქციო, მაგრამ პროექტის დროს გახარებული იმდენს ვკოცნი და ვეხვევი, რომ შეუძლებელია, ყველა დამამახსოვრდეს. ხანდახან ჩემთან და ქეთისთან ერთად გადაღებულ სურათს დებენ ხოლმე და მწერენ, - აი, ეს ვარ, გამიხსენეო (იცინის)?

- როცა ვერ იხსენებ, არ ბრაზობენ?

- ამის გამო, მხოლოდ მცირე ასაკის გოგონები თუ გაბრაზდებიან. პატარები მეუბნებიან, - გეხვეწები, შენი ტელეფონის ნომერი მომწერე. კლასიდან უნდა დაგირეკო, იმის დასამტკიცებლად, რომ ნამდვილად შენ გირეკავ. მარტო ხმა ამოიღე, "გამარჯობა" მითხარიო. ბავშვებთან, გოგონებთან ურთიერთობა ძალიან მომწონს. ადამიანების მიმართ დამოკიდებულებას ვერანაირი წარმატება ვერ შემიცვლის. თავში არასდროს ამივარდება. ვცდილობ, ყველასთან ობიექტური, მართალი ვიყო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება