პოლიტიკა
Faceამბები
საზოგადოება

2

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეხუთე დღე დაიწყება 07:57-ზე, მთვარე ტყუპშია მოერიდეთ ახალი საქმეების დაწყებას, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვა სხვა დღისთვის გადადეთ. არ გირჩევთ საქმეების, ურთიერთობის გარჩევას. მშვიდად აკეთეთ თქვენი საქმე. ნუ განიხილავთ ახალ პროექტებს. ივარჯიშეთ.ცუდი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის. მოერიდეთ ცხოველური საკვებს. ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. მოწევის ადგილებს. გაანიავეთ ოთახი. შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
მსოფლიო
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
თანამედროვეთა თვალით აღქმული ფიროსმანი - პრიმიტივიზმით გადმოცემული გენიალობა
თანამედროვეთა თვალით აღქმული ფიროსმანი - პრიმიტივიზმით გადმოცემული გენიალობა

"ჩემი ცხოვ­რე­ბა ჯვარ­ცმაა, რა­საც ვე­წა­მე­ბი. სას­ტი­კად ვი­ტან­ჯე­ბი ყვე­ლა მე­დუქ­ნის, კინ­ტო­სა და სხვა ნა­ძი­რა­ლის თვით­ნე­ბო­ბის­გან. მე ვიც­ნობ ჩემი ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ას, ვიც­ნობ რუს­თა­ველს, ილი­ას, ვა­ჟას... მე მათ ჩე­მე­ბუ­რად ვხა­ტავ. დაე, სხვებ­მა გა­ი­ცი­ნონ ჩემს ნა­მუ­შევ­რებ­ზე, მაგ­რამ მე ჩემი გზით მივ­დი­ვარ..." - ეს სი­ტყვე­ბი 1915 წელს უკვე და­უძ­ლუ­რე­ბულ­მა ფი­როს­მან­მა ლადო გუ­დი­აშ­ვილს უთხრა. მა­შინ, მხატ­ვარ­თა კავ­ში­რის თხოვ­ნით, ლა­დომ ნიკო დი­დუ­ბე­ში, პა­ტა­რა სახ­ლის კი­ბის ქვეშ იპო­ვა - სურ­და, მის­თვის მცი­რე­დი თან­ხა გა­და­ე­ცა. რო­გორც ჩანს, ფი­როს­მანს რიგი ადა­მი­ა­ნე­ბის წი­ნა­შე თა­ვის სი­ცო­ცხლე­შიც უწევ­და სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბის შე­სა­ხებ ახ­სნა-გან­მარ­ტე­ბე­ბის მი­ცე­მა...

2013 წელს ნიკო ფი­როს­მა­ნის დაბა­დე­ბი­დან 150 წელი შეს­რულ­და. რო­გორ აფა­სე­ბენ მი­ლი­ო­ნე­ბად ღი­რე­ბულ, თუმ­ცა, ამა­ვე დროს, ქვეყ­ნის­თვის თა­ვი­სი მნიშ­ვნე­ლო­ბით შე­უ­ფა­სე­ბელ სა­გან­ძურს ახალ­გაზ­რდა ქარ­თვე­ლი ხე­ლო­ვა­ნე­ბი - სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტებს ფი­როს­მა­ნის ნა­წარ­მო­ე­ბე­ბი­სად­მი მათი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის შე­სა­ხებ ვკი­თხეთ...

დი­ა­ნა ტა­ტე­ვო­სო­ვა, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი:

- პი­რა­დად ჩემ­თვის ფი­როს­მა­ნი მე­ტად და­სა­ფა­სე­ბე­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რია. თა­ვი­სე­ბუ­რი, გა­მორ­ჩე­უ­ლი, ექ­სკლუ­ზი­უ­რი ნა­მუ­შევ­რე­ბი აქვს. ვერ გე­ტყვით, რომ ფი­როს­მა­ნი სწავ­ლის პე­რი­ოდ­ში ძირ­ფეს­ვი­ა­ნად გა­ვი­ა­რეთ, მაგ­რამ ზო­გა­დად შე­ვე­ხეთ მის შე­მოქ­მე­დე­ბას, ვარ­ჩევ­დით და ვა­ფა­სებ­დით ნა­ხა­ტებს.

ხვთი­სო ტუ­რ­ძი­ლა­ძე, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი:

- ბოლო დროს ფი­როს­მა­ნის მი­მართ უარ­ყო­ფი­თი და გა­და­მე­ტე­ბუ­ლად შემ­ფა­სებ­ლუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­იკ­ვე­თა, ძი­რი­თა­დად, ჩვე­ნი თა­ო­ბის მხრი­დან. ამ გე­ნი­ა­ლურ მხატ­ვარს პრი­მი­ტი­ვიზ­მში "სდე­ბენ ბრალს". ეს მხო­ლოდ იმი­ტომ ხდე­ბა, რომ უბ­რა­ლოდ, ვერ აღიქ­ვა­მენ მის შე­მოქ­მე­დე­ბას. არა­და, სწო­რედ მის პრი­მი­ტი­ვიზ­მშია გე­ნი­ა­ლო­ბა. აქვე და­ვა­მა­ტებ­დი, რომ სწო­რედ თა­ნა­მედ­რო­ვე ხე­ლოვ­ნე­ბაა ზო­გა­დად, პრი­მი­ტი­ვიზ­მით გაჟ­ღენ­თი­ლი, იმ პრი­მი­ტი­ვიზ­მით, რო­მელ­საც გე­ნი­ა­ლურ­თან არა­ნა­ი­რი კავ­ში­რი არ აქვს...

გვან­ცა მა­ჭა­რაშ­ვი­ლი, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი:

- ფი­როს­მა­ნი ერთ-ერთი გა­მორ­ჩე­უ­ლი და უაღ­რე­სად სა­ინ­ტე­რე­სო მხატ­ვა­რია. მას არა მხო­ლოდ მხატ­ვრო­ბა­ში, არა­მედ სა­კუ­თა­რი შე­მოქ­მე­დე­ბით სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლის პო­პუ­ლა­რი­ზა­ცი­ა­ში მი­უ­ძღვის დიდი წვლი­ლი. ის ხომ მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი მხატ­ვა­რია! მო­გეხ­სე­ნე­ბათ, თვით­ნას­წავ­ლი შე­მოქ­მე­დი იყო და ისე­თი ხა­სი­ა­თი და ხელ­წე­რა ჰქონ­და, რო­მე­ლიც მსოფ­ლი­ო­ში აღარ გა­მე­ო­რე­ბუ­ლა.

ბექა ბუ­ა­ძე, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის სტუ­დენ­ტი:

- ფი­როს­მან­სა და მის შე­მოქ­მე­დე­ბას ძა­ლი­ან ვა­ფა­სებ, თუმ­ცა გე­ტყვით იმას, რომ არა მხო­ლოდ რო­გორც მხატ­ვა­რი, არა­მედ ჩემ­თვის ის სა­ინ­ტე­რე­სოა ასე­ვე, რო­გორც პი­როვ­ნე­ბა, სა­კუ­თა­რი ცხოვ­რე­ბის წე­სი­თა და შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით. მარ­თა­ლია, ზოგს მე­ტად მოს­წონს მისი შე­მოქ­მე­დე­ბა, ზოგს - ნაკ­ლე­ბად, მაგ­რამ ეს მხო­ლოდ გე­მოვ­ნე­ბის სა­კი­თხია...

მახო გე­გია, სამ­ხატ­ვრო აკა­დე­მი­ის კურსდამ­თავ­რე­ბუ­ლი:

- იცით, ალ­ბათ არა­პო­პუ­ლა­რულ რა­მეს ვი­ტყვი, მაგ­რამ მგო­ნია, რომ ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბი წინა თა­ო­ბე­ბის­გან მომ­დევ­ნო თა­ო­ბე­ბი­სათ­ვის თავ­სმოხ­ვე­უ­ლი "არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ხე­ლოვ­ნე­ბა" უფ­როა, ვიდ­რე ჭეშ­მა­რი­ტად მა­ღა­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა. მე პი­რა­დად, ვერ აღ­ვიქ­ვამ ფი­როს­მა­ნის გე­ნი­ა­ლო­ბას. თუმ­ცა სა­კუ­თა­რი გა­ნუ­მე­ო­რე­ბე­ლი ად­გი­ლი მის შე­მოქ­მე­დე­ბას ჩვენს ეროვ­ნულ მემ­კვიდ­რე­ო­ბა­ში ნამ­დვი­ლად აქვს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, ამ ადა­მი­ა­ნის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა ჩემ­თვის ბევ­რად უფრო სა­ინ­ტე­რე­სოა, ვიდ­რე მისი ნა­მუ­შევ­რე­ბი.

თინა ბი­თა­ძე, ეროვ­ნუ­ლი მუ­ზე­უ­მის გა­ლე­რე­ის ზე­დამ­ხედ­ვე­ლი:

- ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის გა­მო­ფე­ნე­ბი მუ­ზე­უმ­ში კონ­კრე­ტულ თა­რი­ღებ­თან და­კავ­ში­რე­ბით ეწყო­ბა. სხვა ქარ­თვე­ლი მხატ­ვრე­ბის ნა­მუ­შევ­რე­ბის სა­ნა­ხა­ვად მო­სულ დამ­თვა­ლი­ე­რე­ბელ­თა რა­ო­დე­ნო­ბას თუ შე­ვა­და­რებთ, ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის სა­ნა­ხა­ვად ყვე­ლა­ზე მეტი ხე­ლოვ­ნე­ბის დამ­ფა­სე­ბე­ლი მო­დის. ეს ის მხატ­ვა­რია, რომ­ლის ნა­მუ­შევ­რე­ბის ნახ­ვაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა თა­ო­ბის ადა­მი­ანს სურს. სა­ბავ­შვო ბა­ღის ბავ­შვე­ბიც ხში­რად მოჰ­ყავთ და თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, დიდი ინ­ტე­რე­სით ათ­ვა­ლი­ე­რე­ბენ... ფი­როს­მა­ნის ნა­ხა­ტე­ბის სა­ნა­ხა­ვად დამ­თვა­ლი­ე­რე­ბე­ლი სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნი­დან მო­დის, ყვე­ლა­ზე ხში­რად კი - რუ­სე­თი­დან და უკ­რა­ი­ნი­დან. ამას წი­ნათ, სპე­ცი­ა­ლუ­რად ფი­როს­მა­ნის გა­მო­ფე­ნის სა­ნა­ხა­ვად, უკ­რა­ი­ნი­დან ქალ­ბა­ტო­ნი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად ჩა­მო­ვი­და, თუმ­ცა, სამ­წუ­ხა­როდ, გა­მო­ფე­ნას ვერ მო­უს­წრო. ძა­ლი­ან გვთხო­ვა, როცა სუ­რა­თებს გა­მო­ფენთ, აუ­ცი­ლებ­ლად შე­მა­ტყო­ბი­ნე­თო.

- მისი ნა­ხა­ტე­ბის ას­ლებს ხში­რად აკე­თე­ბენ?

- დიახ. სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ და­ამ­თავ­რა ერ­თმა ახალ­გაზ­რდა მხატ­ვარ­მა ფი­როს­მა­ნის სუ­რა­თის ას­ლის და­ხატ­ვა. ნა­ხა­ტე­ბის გა­სა­ტა­ნად ეროვ­ნულ მუ­ზე­უმს ხში­რად მი­მარ­თა­ვენ სხვა ქვეყ­ნე­ბის მუ­ზე­უ­მე­ბი და ისი­ნი სხვა­დას­ხვა გა­მო­ფე­ნა­ზე გა­აქვთ.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვლადიმირ პუტინმა სამხედრო სამსახურში საგაზაფხულო გაწვევის შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა

თანამედროვეთა თვალით აღქმული ფიროსმანი - პრიმიტივიზმით გადმოცემული გენიალობა

თანამედროვეთა თვალით აღქმული ფიროსმანი - პრიმიტივიზმით გადმოცემული გენიალობა

"ჩემი ცხოვრება ჯვარცმაა, რასაც ვეწამები. სასტიკად ვიტანჯები ყველა მედუქნის, კინტოსა და სხვა ნაძირალის თვითნებობისგან. მე ვიცნობ ჩემი ქვეყნის ისტორიას, ვიცნობ რუსთაველს, ილიას, ვაჟას... მე მათ ჩემებურად ვხატავ. დაე, სხვებმა გაიცინონ ჩემს ნამუშევრებზე, მაგრამ მე ჩემი გზით მივდივარ..." - ეს სიტყვები 1915 წელს უკვე დაუძლურებულმა ფიროსმანმა ლადო გუდიაშვილს უთხრა. მაშინ, მხატვართა კავშირის თხოვნით, ლადომ ნიკო დიდუბეში, პატარა სახლის კიბის ქვეშ იპოვა - სურდა, მისთვის მცირედი თანხა გადაეცა. როგორც ჩანს, ფიროსმანს რიგი ადამიანების წინაშე თავის სიცოცხლეშიც უწევდა საკუთარი შემოქმედების შესახებ ახსნა-განმარტებების მიცემა...

2013 წელს ნიკო ფიროსმანის დაბა­დებიდან 150 წელი შესრულდა. როგორ აფასებენ მილიონებად ღირებულ, თუმცა, ამავე დროს, ქვეყნისთვის თავისი მნიშვნელობით შეუფასებელ საგანძურს ახალგაზრდა ქართველი ხელოვანები - სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს ფიროსმანის ნაწარმოებებისადმი მათი დამოკიდებულების შესახებ ვკითხეთ...

დიანა ტატევოსოვა, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი:

- პირადად ჩემთვის ფიროსმანი მეტად დასაფასებელი ქართველი მხატვარია. თავისებური, გამორჩეული, ექსკლუზიური ნამუშევრები აქვს. ვერ გეტყვით, რომ ფიროსმანი სწავლის პერიოდში ძირფესვიანად გავიარეთ, მაგრამ ზოგადად შევეხეთ მის შემოქმედებას, ვარჩევდით და ვაფასებდით ნახატებს.

ხვთისო ტურძილაძე, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული:

- ბოლო დროს ფიროსმანის მიმართ უარყოფითი და გადამეტებულად შემფასებლური დამოკიდებულება გამოიკვეთა, ძირითადად, ჩვენი თაობის მხრიდან. ამ გენიალურ მხატვარს პრიმიტივიზმში "სდებენ ბრალს". ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ უბრალოდ, ვერ აღიქვამენ მის შემოქმედებას. არადა, სწორედ მის პრიმიტივიზმშია გენიალობა. აქვე დავამატებდი, რომ სწორედ თანამედროვე ხელოვნებაა ზოგადად, პრიმიტივიზმით გაჟღენთილი, იმ პრიმიტივიზმით, რომელსაც გენიალურთან არანაირი კავშირი არ აქვს...

გვანცა მაჭარაშვილი, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი:

- ფიროსმანი ერთ-ერთი გამორჩეული და უაღრესად საინტერესო მხატვარია. მას არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ საკუთარი შემოქმედებით საქართველოს სახელის პოპულარიზაციაში მიუძღვის დიდი წვლილი. ის ხომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქართველი მხატვარია! მოგეხსენებათ, თვითნასწავლი შემოქმედი იყო და ისეთი ხასიათი და ხელწერა ჰქონდა, რომელიც მსოფლიოში აღარ გამეორებულა.

ბექა ბუაძე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტი:

- ფიროსმანსა და მის შემოქმედებას ძალიან ვაფასებ, თუმცა გეტყვით იმას, რომ არა მხოლოდ როგორც მხატვარი, არამედ ჩემთვის ის საინტერესოა ასევე, როგორც პიროვნება, საკუთარი ცხოვრების წესითა და შეხედულებებით. მართალია, ზოგს მეტად მოსწონს მისი შემოქმედება, ზოგს - ნაკლებად, მაგრამ ეს მხოლოდ გემოვნების საკითხია...

მახო გეგია, სამხატვრო აკადემიის კურსდამთავრებული:

- იცით, ალბათ არაპოპულარულ რამეს ვიტყვი, მაგრამ მგონია, რომ ფიროსმანის ნახატები წინა თაობებისგან მომდევნო თაობებისათვის თავსმოხვეული "არაჩვეულებრივი ხელოვნება" უფროა, ვიდრე ჭეშმარიტად მაღალი ხელოვნება. მე პირადად, ვერ აღვიქვამ ფიროსმანის გენიალობას. თუმცა საკუთარი განუმეორებელი ადგილი მის შემოქმედებას ჩვენს ეროვნულ მემკვიდრეობაში ნამდვილად აქვს. სიმართლე გითხრათ, ამ ადამიანის პირადი ცხოვრება ჩემთვის ბევრად უფრო საინტერესოა, ვიდრე მისი ნამუშევრები.

თინა ბითაძე, ეროვნული მუზეუმის გალერეის ზედამხედველი:

- ფიროსმანის ნახატების გამოფენები მუზეუმში კონკრეტულ თარიღებთან დაკავშირებით ეწყობა. სხვა ქართველი მხატვრების ნამუშევრების სანახავად მოსულ დამთვალიერებელთა რაოდენობას თუ შევადარებთ, ფიროსმანის ნახატების სანახავად ყველაზე მეტი ხელოვნების დამფასებელი მოდის. ეს ის მხატვარია, რომლის ნამუშევრების ნახვაც აბსოლუტურად ყველა თაობის ადამიანს სურს. საბავშვო ბაღის ბავშვებიც ხშირად მოჰყავთ და თქვენ წარმოიდგინეთ, დიდი ინტერესით ათვალიერებენ... ფიროსმანის ნახატების სანახავად დამთვალიერებელი სხვადასხვა ქვეყნიდან მოდის, ყველაზე ხშირად კი - რუსეთიდან და უკრაინიდან. ამას წინათ, სპეციალურად ფიროსმანის გამოფენის სანახავად, უკრაინიდან ქალბატონი მეუღლესთან ერთად ჩამოვიდა, თუმცა, სამწუხაროდ, გამოფენას ვერ მოუსწრო. ძალიან გვთხოვა, როცა სურათებს გამოფენთ, აუცილებლად შემატყობინეთო.

- მისი ნახატების ასლებს ხშირად აკეთებენ?

- დიახ. სულ რამდენიმე დღის წინ დაამთავრა ერთმა ახალგაზრდა მხატვარმა ფიროსმანის სურათის ასლის დახატვა. ნახატების გასატანად ეროვნულ მუზეუმს ხშირად მიმართავენ სხვა ქვეყნების მუზეუმები და ისინი სხვადასხვა გამოფენაზე გააქვთ.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია