მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მსხვერპლიანი დიდთოვლობა საქართველოში - რა პრობლემები შექმნა უამინდობამ რეგიონებში
მსხვერპლიანი დიდთოვლობა საქართველოში - რა პრობლემები შექმნა უამინდობამ რეგიონებში

აჭა­რის რე­გი­ონ­ში უა­მინ­დო­ბას მსხვერ­პლი მოყ­ვა. მა­ჭა­ხე­ლას ხე­ო­ბა­ში, "ნი­ვის" მარ­კის ავ­ტო­მო­ბი­ლის გზი­დან გა­და­ვარ­დნას 80 წლის მა­მა­კა­ცი ემსხვერ­პლა. რო­გორც აჭა­რის სა­გან­გე­ბო და გა­და­უ­დე­ბე­ლი სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის მარ­თვის სა­ა­გენ­ტოს ხელ­მძღვა­ნე­ლის მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბელ­მა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა უა­მინ­დო­ბამ და ძლი­ერ­მა ქარ­მა გა­მო­იწ­ვია.

"მე­წყე­რი ჩა­მოწ­ვა ხუ­ლო­სა და ქე­და­ში, რა­მაც ბა­თუ­მი-ადი­გე­ნის ცენ­ტრა­ლუ­რი მა­გის­ტრა­ლის პა­რა­ლი­ზე­ბა გა­მო­იწ­ვია. უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და მა­ჭა­ხე­ლა­ში. გზი­დან გა­და­ვარ­და "ნივა". ოთხი მგზავ­რი­დან ერთი, 80 წლის ამი­რან ზა­ქა­რა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი მგზავ­რე­ბის სი­ცო­ცხლეს საფრ­თხე არ ემუქ­რე­ბა", - აღ­ნიშ­ნა მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, ბა­თუ­მი-ადი­გე­ნის მა­გის­ტრა­ლი ცალ­მხრი­ვად გვი­ან ღა­მით გა­იხ­სნა, დღეს კი გაწ­მენ­დი­თი სა­მუ­შა­ო­ე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს.

მა­მუ­კა თურ­მა­ნი­ძის გან­მარ­ტე­ბით, აჭა­რის რე­გი­ონ­ში ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში 15 გა­მო­ძა­ხე­ბა და­ფიქ­სირ­და მათ შო­რის მე­წყე­რის ჩა­მო­წო­ლის და უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვის შე­სა­ხებ.

მი­სი­ვე თქმით, ქარ­ბუ­ქი იყო ხუ­ლოს მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში, ხოლო აჭა­რის სხვა რა­ი­ო­ნებ­ში - ძლი­ე­რი წვი­მა და ქარი. ამას­თან, მა­ხინ­ჯა­ურ­ში ძლი­ერ­მა ქარ­მა ორ სა­ცხოვ­რე­ბელ სახ­ლს სა­ხუ­რა­ვი გა­და­ხა­და.

უა­მინ­დო­ბამ პრობ­ლე­მე­ბი ჭი­ა­თუ­რის მო­სახ­ლე­ო­ბა­საც შე­უქ­მნა. დიდ­თოვ­ლო­ბამ ჭი­ა­თუ­რა­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ი­სა და გა­ზის პრობ­ლე­მე­ბი წარ­მოქ­მნა. რო­გორც psnews.ge წერს, წუ­ხან­დე­ლი თო­ვის გამო, რე­გი­ონ­ში შიდა გზე­ბი ჩა­ი­კე­ტა, ხოლო სოფ­ლე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბას ელექტრო­ე­ნერ­გია არ მი­ე­წო­დე­ბა. ამ­ჟა­მად მიმ­დი­ნა­რე­ობს გზის სა­ფა­რის გაწ­მენ­და ჭი­ა­თუ­რა-ზეს­ტა­ფო­ნის მი­მარ­თუ­ლე­ბით. ვა­რა­უ­დო­ბენ, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­წო­დე­ბა და გზე­ბის გახ­სნა ხვა­ლის­თვის მო­ხერ­ხდე­ბა.

ამას­თან, იმე­რე­თის გუ­ბერ­ნა­ტორ­მა სამ­ხა­რეო ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში სა­გან­გე­ბო შტა­ბი შექ­მნა. ამის შე­სა­ხებ topnews.com.ge წერს. იმე­რე­თის სა­გან­გე­ბო სი­ტუ­ა­ცი­ე­ბის სამ­სა­ხურ­ში აცხა­დე­ბენ, რომ შტაბ­ში რე­გი­ო­ნის 11 მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში თოვ­ლის შე­დე­გად შექ­მნი­ლი გარ­თუ­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ას მი­ი­ღე­ბენ. თუმ­ცა სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლის, აკა­კი ტყა­ვა­ძის თქმით, ამ დრო­ი­სათ­ვის რა­ი­ო­ნე­ბი­დან დახ­მა­რე­ბის თხოვ­ნა შტაბ­ში არ შე­სუ­ლა.

უა­მინ­დო­ბის გამო შე­ზღუდ­ვე­ბი და­წეს­და სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზებ­ზეც. რი­კო­თის სა­უ­ღელ­ტე­ხი­ლო მო­ნაკ­ვეთ­ზე დი­ლის სა­ა­თებ­ში მოქ­მე­დი შე­ზღუდ­ვის რე­ჟი­მი შე­იც­ვა­ლა. სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის ინ­ფორ­მა­ცი­ით, დი­ლით ჩუ­მა­თე­ლე­თი-ზეს­ტა­ფო­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბი იყო მხო­ლოდ მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით.

ამ დრო­ის­თვის, ყვე­ლა სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის­თვის ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით მოძ­რა­ო­ბის რე­ჟი­მი ვრცელ­დე­ბა მხო­ლოდ - ჩუ­მა­თე­ლე­თი-შრო­შას მო­ნაკ­ვეთ­ზე. აღ­ნიშ­ნულ მო­ნაკ­ვეთ­ზე ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბის აკ­რძალ­ვის რე­ჟი­მი რჩე­ბა თბი­ლი­სი–სე­ნა­კი–ლე­სე­ლი­ძის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის 28–193კმ ნა­ტახ­ტა­რი-ზეს­ტა­ფო­ნის მო­ნაკ­ვეთ­ზე.

თოვ­ლი­სა და ლი­პყი­ნუ­ლის გამო, ქუ­თა­ი­სი-ტყი­ბუ­ლი-ამ­ბრო­ლა­უ­რის სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზის კმ36-კმ56 მო­ნაკ­ვეთ­ში (ნა­ქე­რა­ლას უღელ­ტე­ხი­ლი) აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი, ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტი­სა და 30 ად­გილ­ზე მეტი ტე­ვა­დო­ბის ავ­ტო­ბუ­სე­ბის მოძ­რა­ო­ბა. ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა და­საშ­ვე­ბია მო­ცუ­რე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო ჯაჭ­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით. ორი და მეტი წამ­ყვა­ნი ხი­დის მქო­ნე ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

ძლი­ე­რი თო­ვის გამო, ხა­შუ­რი-ახალ­ცი­ხე-ვა­ლეს სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო გზა­ზე (კმ1-კმ97) აკ­რძა­ლუ­ლია მი­საბ­მე­ლი­ა­ნი და ნა­ხევ­რად­მი­საბ­მე­ლი­ა­ნი ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი სა­ხის ავ­ტოტ­რან­სპორ­ტის მოძ­რა­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლია.

სი­ნოპ­ტი­კო­სე­ბის ცნო­ბით, ამა­ღამ ძლი­ე­რი ყინ­ვაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი. რო­გორც გა­რე­მოს ეროვ­ნუ­ლი სა­ა­გენ­ტოს მო­ნი­ტო­რინ­გი­სა და პროგ­ნო­ზი­რე­ბის ცენ­ტრის თა­ნამ­შრო­მელ­მა, სვეტ­ლა­ნა ნი­ო­რა­ძემ "ინ­ტერპრეს­ნი­უსს" გა­ნუ­ცხა­და, ამ მო­მენ­ტის­თვის თოვს: რი­კოთ­ზე, აგა­რა­ში, გორ­ში, ახალ­ქა­ლაქ­ში, ახალ­ცი­ხე­ში, გუ­და­ურ­ში, ბა­კუ­რი­ან­ში, თი­ა­ნეთ­ში, წალ­კა­ში, სტე­ფან­წმინ­და­ში, ფა­სა­ნა­ურ­ში, ასე­ვე და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. კერ­ძოდ, ქუ­თა­ის­ში, სა­დაც თოვ­ლის სა­ფა­რი 5 სმ-ია, ზეს­ტა­ფონ­ში - 18 სმ; სა­ჩხე­რე­ში - 10 სმ.

ძლი­ე­რი ქარი და­ფიქ­სირ­და გუ­შინ ბა­თუმ­სა და ქო­ბუ­ლეთ­ში, სა­დაც ქა­რის სიჩ­ქა­რე 20-30 მეტრს შე­ად­გენ­და. ასე­ვე - რი­კოთ­ზე -30 მეტ­რი წამ­ში, ბოლ­ნის­ში - 18 მეტ­რი წამ­ში, მარ­ნე­ულ­ში - 19 მეტ­რი წამ­ში.

დღეს, აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს უმე­ტეს რა­ი­ო­ნებ­ში გა­მო­ი­და­რა, და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს იმ რა­ი­ო­ნებ­ში, სა­დაც ამ­ჟა­მად თოვს, თოვ­ლის ნა­ლე­ქი სა­ღა­მომ­დე შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

15-16 იან­ვარს სა­ქარ­თვე­ლო­ში უნა­ლე­ქო, ცივი ამინ­დი იქ­ნე­ბა. 17 იან­ვარს კი კვლავ ნა­ლე­ქია მო­სა­ლოდ­ნე­ლი. არამ­დგრა­დი და ცვა­ლე­ბა­დი ამინ­დე­ბი რამ­დე­ნი­მე დღის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­ნარ­ჩუნ­დე­ბა.

ამა­ღამ ყინ­ვა გაძ­ლი­ერ­დე­ბა. და­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში, ღა­მით ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა იქ­ნე­ბა -4; მთა­ში -12; მა­ღალმთა­ში -18 გრა­დუ­სი. აღ­მო­სავ­ლეთ სა­ქარ­თვე­ლოს ბარ­ში -10; მთა­ში -15; მა­ღალ მთა­ში -18 გრა­დუ­სი. ღა­მით ყინ­ვე­ბი 15 იან­ვრის შემ­დეგ შე­და­რე­ბით შე­სუს­ტდე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, ტემ­პე­რა­ტუ­რა დღი­სი­თაც მო­ი­მა­ტებს.

15 იან­ვარს, სა­ქარ­თვე­ლოს დაბ­ლობ­ში დღი­სით 10 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა, მთა­ში მო­სა­ლოდ­ნე­ლია +5; მა­ღალმთა­ში +2; 16 იან­ვრი­დან სა­შუ­ა­ლოდ, ჰა­ე­რის ტემ­პე­რა­ტუ­რა +14; +10 და +5 გრა­დუ­სი იქ­ნე­ბა.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

მსხვერპლიანი დიდთოვლობა საქართველოში - რა პრობლემები შექმნა უამინდობამ რეგიონებში

მსხვერპლიანი დიდთოვლობა საქართველოში - რა პრობლემები შექმნა უამინდობამ რეგიონებში

აჭარის რეგიონში უამინდობას მსხვერპლი მოყვა. მაჭახელას ხეობაში, "ნივის" მარკის  ავტომობილის გზიდან გადავარდნას 80 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. როგორც აჭარის საგანგებო და გადაუდებელი სიტუაციების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა თურმანიძემ განაცხადა, უბედური შემთხვევა უამინდობამ და ძლიერმა ქარმა გამოიწვია.

"მეწყერი ჩამოწვა ხულოსა და ქედაში, რამაც ბათუმი-ადიგენის ცენტრალური მაგისტრალის პარალიზება გამოიწვია. უბედური შემთხვევა მოხდა მაჭახელაში. გზიდან გადავარდა "ნივა". ოთხი მგზავრიდან ერთი, 80 წლის ამირან ზაქარაძე გარდაიცვალა, ხოლო დანარჩენი მგზავრების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება", - აღნიშნა მამუკა თურმანიძემ.

მისივე თქმით, ბათუმი-ადიგენის მაგისტრალი ცალმხრივად გვიან ღამით გაიხსნა, დღეს კი გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მამუკა თურმანიძის განმარტებით, აჭარის რეგიონში ღამის განმავლობაში 15 გამოძახება დაფიქსირდა მათ შორის მეწყერის ჩამოწოლის და უბედური შემთხვევის შესახებ.

მისივე თქმით, ქარბუქი იყო ხულოს მუნიციპალიტეტში, ხოლო აჭარის სხვა რაიონებში - ძლიერი წვიმა და ქარი. ამასთან, მახინჯაურში ძლიერმა ქარმა ორ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა.

უამინდობამ პრობლემები ჭიათურის მოსახლეობასაც შეუქმნა. დიდთოვლობამ ჭიათურაში ელექტროენერგიისა და გაზის პრობლემები წარმოქმნა.  როგორც psnews.ge წერს,  წუხანდელი თოვის გამო, რეგიონში შიდა  გზები ჩაიკეტა, ხოლო სოფლების უმრავლესობას ელექტროენერგია არ მიეწოდება. ამჟამად მიმდინარეობს გზის საფარის გაწმენდა ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით. ვარაუდობენ, რომ მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მიწოდება და გზების გახსნა ხვალისთვის მოხერხდება.

ამასთან, იმერეთის გუბერნატორმა სამხარეო ადმინისტრაციაში საგანგებო შტაბი შექმნა. ამის შესახებ topnews.com.ge წერს. იმერეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, რომ შტაბში რეგიონის 11 მუნიციპალიტეტში თოვლის შედეგად შექმნილი გართულებების შესახებ ინფორმაციას მიიღებენ. თუმცა სამსახურის უფროსის მოადგილის, აკაკი ტყავაძის თქმით, ამ დროისათვის რაიონებიდან დახმარების თხოვნა შტაბში არ შესულა.

უამინდობის გამო შეზღუდვები დაწესდა საავტომობილო გზებზეც.  რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე დილის საათებში მოქმედი შეზღუდვის რეჟიმი შეიცვალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დილით ჩუმათელეთი-ზესტაფონის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვები იყო მხოლოდ მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ამ დროისთვის, ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის ჯაჭვების გამოყენებით მოძრაობის რეჟიმი ვრცელდება მხოლოდ - ჩუმათელეთი-შროშას მონაკვეთზე. აღნიშნულ მონაკვეთზე ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობის აკრძალვის რეჟიმი რჩება თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 28–193კმ ნატახტარი-ზესტაფონის მონაკვეთზე.

თოვლისა და ლიპყინულის გამო, ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ36-კმ56 მონაკვეთში (ნაქერალას უღელტეხილი) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტისა და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ძლიერი თოვის გამო, ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზაზე (კმ1-კმ97) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

სინოპტიკოსების ცნობით, ამაღამ ძლიერი ყინვაა მოსალოდნელი. როგორც გარემოს ეროვნული სააგენტოს მონიტორინგისა და პროგნოზირების ცენტრის თანამშრომელმა,  სვეტლანა ნიორაძემ ”ინტერპრესნიუსს” განუცხადა, ამ მომენტისთვის თოვს: რიკოთზე, აგარაში, გორში, ახალქალაქში, ახალციხეში, გუდაურში, ბაკურიანში, თიანეთში, წალკაში, სტეფანწმინდაში, ფასანაურში, ასევე დასავლეთ საქართველოში. კერძოდ, ქუთაისში, სადაც თოვლის საფარი 5 სმ-ია, ზესტაფონში - 18 სმ; საჩხერეში - 10 სმ.

ძლიერი ქარი დაფიქსირდა გუშინ  ბათუმსა და ქობულეთში, სადაც ქარის სიჩქარე 20-30 მეტრს შეადგენდა. ასევე - რიკოთზე -30 მეტრი წამში, ბოლნისში - 18 მეტრი წამში, მარნეულში - 19 მეტრი წამში.

დღეს, აღმოსავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონებში გამოიდარა, დასავლეთ საქართველოს იმ რაიონებში, სადაც ამჟამად თოვს, თოვლის ნალექი საღამომდე შენარჩუნდება.

15-16 იანვარს საქართველოში უნალექო, ცივი ამინდი იქნება. 17 იანვარს კი კვლავ ნალექია მოსალოდნელი. არამდგრადი და ცვალებადი ამინდები რამდენიმე დღის განმავლობაში შენარჩუნდება.

ამაღამ ყინვა გაძლიერდება. დასავლეთ საქართველოს ბარში, ღამით ჰაერის ტემპერატურა იქნება -4; მთაში -12; მაღალმთაში -18 გრადუსი. აღმოსავლეთ საქართველოს ბარში  -10; მთაში  -15; მაღალ მთაში  -18 გრადუსი. ღამით ყინვები 15 იანვრის შემდეგ შედარებით შესუსტდება. შესაბამისად, ტემპერატურა დღისითაც მოიმატებს.

15 იანვარს, საქართველოს დაბლობში დღისით 10 გრადუსი იქნება, მთაში მოსალოდნელია +5; მაღალმთაში +2; 16 იანვრიდან საშუალოდ, ჰაერის ტემპერატურა +14; +10 და +5 გრადუსი იქნება.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია