Faceამბები
სამართალი
საზოგადოება

4

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

4 ივნისი, ოთხშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 14:30-ზე, მთვარე სასწორში გადავა 17:41-ზე – დღის ენერგია უარყოფითად მოქმედებს ადამიანებზე. პროვოკაციების დღეა, უფრთხილდით მოტყუებას და ცდუნებებს, იყავით მოკრძალებული. ცოტა დაისვენეთ, აღიდგინეთ ძალა. მოუფრთხილდით პირად ნივთებს. იყავით თავშეკავებული და ტოლერანტული სამსახურში, კომუნიკაციაში, ეცადეთ არავის ანაწყენოთ. არ მიიღოთ მონაწილეობა სარისკო საქმიანობაში. არ არის რეკომენდებული ბიზნესის დაწყება, პრეზენტაციებსა და გასართობ ღონისძიებებზე დასწრება, ხელშეკრულებების გაფორმება. საბუთების შედგენა. აქტიური ორგანოებია: თირკმელები, შარდის ბუშტი, გამომყოფი სისტემა.
პოლიტიკა
მსოფლიო
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მსხვილი ენერგეტიკული პროექტების საკითხი კომპეტენტური კვლევების საფუძველზე უნდა წყდებოდეს და არა ემოციებზე დაყრდნობით"
"მსხვილი ენერგეტიკული პროექტების საკითხი კომპეტენტური კვლევების საფუძველზე უნდა წყდებოდეს და არა ემოციებზე დაყრდნობით"

არა­სამ­თავ­რო­ბო ორ­გა­ნი­ზა­ცია "სა­ქარ­თვე­ლოს ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის ინი­ცი­ა­ტი­ვამ" (სიპი) ხე­ლი­სუფ­ლე­ბას მი­მარ­თა ინი­ცი­ა­ტი­ვით, რომ 2014 წელი მას­შტა­ბუ­რი ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტე­ბის, კერ­ძოდ კი, "შაჰდე­ნი­ზი 2"-ის და "ხუ­დო­ნის" პრო­ექ­ტე­ბის წლად გა­მო­ა­ცხა­დოს. ამ სა­კი­თხზე "სიპი"-ს ხელ­მძღვა­ნელს, ექ­სპერტს ეკო­ნო­მი­კის სა­კი­თხებ­ში ლე­ვან კა­ლან­და­ძეს ვე­სა­უბ­რეთ.

- და მა­ინც, ბა­ტო­ნო ლე­ვან, რა­ტომ 2014 წლის "შაჰ-დე­ნი­ზის" და "ხუ­დო­ნის" წლად გა­მო­ცხა­დე­ბა?

- ამ პრო­ექ­ტე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე და იმ მო­სა­ლოდ­ნე­ლი ეფექ­ტე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რაც ამ და ამ ტი­პის პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბამ შე­იძ­ლე­ბა ქვე­ყა­ნას მო­უ­ტა­ნოს.

პირ­ვე­ლი, ეს არის ქვეყ­ნის ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის დო­ნის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ზრდა. ნუ დაგ­ვა­ვი­წყდე­ბა, რომ ჩვე­ნი ელექტრო და ზო­გა­დად ენერ­გო­ბა­ზა­რი ჯერ კი­დევ მნიშ­ვნე­ლოვ­ნად არის და­მო­კი­დე­ბუ­ლი რუ­სულ ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­სა და ენერ­გო­რე­სურ­სებ­ზე. და ამ თვალ­საზ­რი­სით, ენერ­გო­და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის და ენერ­გო­უ­საფრ­თხო­ე­ბის დო­ნის მა­ტე­ბა რამ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი შე­იძ­ლე­ბა იყოს სა­ქარ­თვე­ლოს­თვის, ამის­თვის უახ­ლო­ე­სი პე­რი­ო­დის უკ­რა­ი­ნუ­ლი მა­გა­ლი­თის და უკ­რა­ი­ნის­თვის რუ­სე­თის მხრი­დან შექ­მნი­ლი პრობ­ლე­მე­ბის გახ­სე­ნე­ბა იქ­ნე­ბა სრუ­ლი­ად საკ­მა­რი­სი.

მე­ო­რე, ეკო­ნო­მი­კუ­რი და სო­ცი­ა­ლუ­რი ფაქ­ტო­რი. "შაჰ-დე­ნი­ზის" და "ხუ­დო­ნის" პრო­ექ­ტე­ბის რე­ა­ლი­ზა­ცია, ერთი მხრივ სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა შე­იქ­მნას ახა­ლი სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, გაჩ­ნდეს შე­მო­სავ­ლე­ბის ახა­ლი, და­მა­ტე­ბი­თი წყა­რო­ე­ბი ბი­უ­ჯე­ტის­თვის, და მათ შო­რის, ად­გი­ლობ­რი­ვი ბი­უ­ჯე­ტე­ბის­თვის, და ამავდრო­უ­ლად, ქვე­ყა­ნას გა­უჩ­ნდეს ახა­ლი და რაც ყვე­ლა­ზე მთა­ვა­რია, იაფი გა­ზის და იაფი ელექტრო­ე­ნერ­გი­ის მი­ღე­ბის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო, და ამით კი­დევ უფრო შე­ვამ­ცი­როთ რუ­სულ ფაქ­ტორ­ზე ჩვე­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის ხა­რის­ხი.

"შაჰ-დე­ნი­ზი" სა­შუ­ა­ლე­ბას გვაძ­ლევს მილ­სა­დენ­ში გა­ტა­რე­ბუ­ლი 16 მი­ლი­არ­დი კუ­ბუ­რი მეტ­რი გა­ზი­დან სა­ხელ­მწი­ფომ 5% ექ­სკლუ­ზი­უ­რად და­ბა­ლი ტა­რი­ფით შე­ი­ძი­ნოს. ხოლო "ხუ­დო­ნ­ჰე­სის" აშე­ნე­ბის შემ­დეგ, ყო­ველ­გვა­რი და­მა­ტე­ბი­თი ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის და ძა­ლის­ხმე­ვის გა­რე­შე, 470 მი­ლი­ო­ნი კვტ/სა­ა­თით გავ­ზარ­დოთ "ენ­გურ­ჰე­სის" და "ვარ­დნილ­ჰე­სის" სიმ­ძლავ­რე, რო­მე­ლიც 1,18-თეთ­რი­ან უია­ფეს ელექტრო­ე­ნერ­გი­ას გა­მო­ი­მუ­შა­ვებს და ამავდრო­უ­ლად, "ენ­გურ­ჰე­სის" ექ­სპლო­ა­ტა­ცი­ის ვადა კი­დევ და­მა­ტე­ბით 20 წლით გავ­ზარ­დოთ.

- ამ პრო­ექ­ტებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით კი, ხუ­დო­ნის პრო­ექ­ტის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სა­კი­თხებ­ზე დღეს ბევ­რი კი­თხვა არ­სე­ბობს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში. სა­უბ­რო­ბენ, რომ არის შე­სა­ბა­მი­სი დას­კვნე­ბიც და კვლე­ვე­ბიც, რო­გორც და­დე­ბი­თი, ასე­ვე უარ­ყო­ფი­თი.

- მარ­თალს ბრძა­ნებთ, კი­თხვა ბევ­რია და ეს სავ­სე­ბით ბუ­ნებ­რი­ვია. მა­ღა­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ინ­ტე­რე­სი ამ პრო­ექ­ტე­ბი­სად­მი და გე­თან­ხმე­ბით, გან­სა­კუთ­რე­ბით ხუ­დო­ნის პრო­ექ­ტი­სად­მი, აუ­ცი­ლე­ბელს ხდის ერთი მხრივ ამ პრო­ცე­სის გამჭვირ­ვა­ლო­ბის მა­ღა­ლი ხა­რის­ხის უზ­რუნ­ველ­ყო­ფის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის სა­კითხს და მე­ო­რე მხრივ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის მაქ­სი­მა­ლურ ჩარ­თუ­ლო­ბას და მო­ნა­წი­ლე­ო­ბას მას­ში. ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ კო­მუ­ნი­კა­ცია სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან იყოს სწო­რი და მო­სახ­ლე­ო­ბამ ზედ­მი­წევ­ნით კარ­გად და სწო­რად გა­ი­გოს იმ სი­კე­თე­ე­ბის შე­სა­ხებ, რაც ამ პრო­ექ­ტმა შე­იძ­ლე­ბა მო­უ­ტა­ნოს სა­ხელ­მწი­ფოს და სა­ზო­გა­დო­ე­ბას ერთი მხრივ, და რა სირ­თუ­ლე­ე­ბი და პრობ­ლე­მე­ბი გვექ­ნე­ბა გა­და­სა­ლა­ხი და და­საძ­ლე­ვი მე­ო­რე მხრივ.

გე­თან­ხმე­ბით, რომ მრა­ვა­ლი პო­ზი­ტი­უ­რი და და­დე­ბი­თი კვლე­ვა და დას­კვნა არ­სე­ბობს ხუ­დო­ნის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით. მაგ­რამ ვერ და­გე­თან­ხმე­ბით იმა­ში, რომ არ­სე­ბობს რა­ი­მე სა­ხის უარ­ყო­ფი­თი დას­კვნა ან კვლე­ვა. ასე­თი არ არ­სე­ბობს. არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც გარ­კვე­ულ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას ან წი­ნა­აღ­მდე­გო­ბას გა­მო­ხა­ტა­ვენ ხუ­დო­ნის პრო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით, მაგ­რამ ეს უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა და წი­ნა­აღ­მდე­გო­ბა არა რა­ი­მე კონ­კრე­ტულ კვლე­ვას ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის დას­კვნას ეფუძ­ნე­ბა, არა­მედ წმინ­და ემო­ცი­ურ ფაქ­ტორს და შიშს, რომ თით­ქოს ხუ­დო­ნი და­აქ­ცევს და და­ღუ­პავს ქვე­ყა­ნას.

რაც შე­ე­ხე­ბა კომ­პე­ტენ­ტუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის დას­კვნებს, რამ­დე­ნი­მე მათ­გა­ნის შე­სა­ხებ მო­გახ­სე­ნებთ:

პირ­ვე­ლი ეს არის ჯერ კი­დევ 2008 წელს "მსოფ­ლიო ბან­კის" შეკ­ვე­თით სერ­ბულ-იტა­ლი­უ­რი ძა­ლი­ან კომ­პე­ტენ­ტუ­რი და სე­რი­ო­ზუ­ლი S.E.E.C.-ის მიერ ჩა­ტა­რე­ბუ­ლი კვლე­ვა "სა­ქარ­თვე­ლოს ენერ­გო­სექ­ტო­რის გან­ვი­თა­რე­ბის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის სტრა­ტე­გი­უ­ლი შე­ფა­სე­ბა". ეს არის პრაქ­ტი­კუ­ლად ის სტან­დარ­ტი, რომ­ლი­თაც თა­ნა­მედ­რო­ვე ევ­რო­პა­ში ხდე­ბა ამა თუ იმ ენერ­გე­ტი­კუ­ლი პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის სა­კი­თხის დად­გე­ნა. ამ კვლე­ვით გან­სა­ზღვრუ­ლია, რომ თუ სა­ქარ­თვე­ლო გან­ვი­თა­რე­ბის შემ­დგომ წლებ­ში უზ­რუნ­ველ­ყოფს ყო­ველ­წლი­უ­რად მი­ნი­მუმ 3%-იან ეკო­ნო­მი­კურ ზრდას მა­ინც, ხუ­დო­ნის პრო­ექ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია გარ­და­უ­ვალ აუ­ცი­ლებ­ლო­ბას წარ­მო­ად­გენს და ამ თვალ­საზ­რი­სით, ხუ­დო­ნი პრაქ­ტი­კუ­ლად უალ­ტერ­ნა­ტი­ვოა. ანუ, მისი ჩა­ნაც­ვლე­ბა სხვა რამე ალ­ტერ­ნა­ტი­ვით პრაქ­ტი­კუ­ლად შე­უძ­ლე­ბე­ლი იქ­ნე­ბა.

მე­ო­რე კვლე­ვა "ხუ­დო­ნ­ჰე­სის პრო­ექ­ტის გა­რე­მო­ზე და სო­ცი­ა­ლუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა", ისევ "მსოფ­ლიო ბან­კის" შეკ­ვე­თით უკვე 2010 წელს ფრან­გულ-იტა­ლი­ურ­მა სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­სორ­ცი­უმ­მა BRL/Progetti S.P.A.-მ გა­ა­კე­თა.

მე­სა­მე და სა­ბო­ლოო კვლე­ვა "ხუ­დო­ნ­ჰე­სის პრო­ექ­ტის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­ფა­სე­ბა", 2013 წელს სა­ერ­თა­შო­რი­სო არა­სამ­თავ­რო­ბო გა­რე­მოს­დაც­ვი­თი ქსე­ლის CENN-ის მიერ არის მომ­ზა­დე­ბუ­ლი.

გარ­და ამი­სა, დღეს მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერ­თმა ყვე­ლა­ზე ცნო­ბილ­მა და კომ­პე­ტენ­ტურ­მა შვე­ი­ცა­რი­ულ­მა კომ­პა­ნი­ამ STUCKY, რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლი­ზე­ბუ­ლია სწო­რედ ასე­თი ტი­პის პრო­ექ­ტებ­ზე, ჩა­ა­ტა­რა ხუ­დო­ნის ჰიდ­რო­ე­ლექტრო­სად­გუ­რის მშე­ნებ­ლო­ბის ტექ­ნი­კურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი კვლე­ვა, გე­ო­ლო­გი­უ­რი, ჰიდ­რო­ლო­გი­უ­რი, სე­ის­მო­ლო­გი­უ­რი და სა­ინ­ჟინ­რო-გე­ო­ლო­გი­უ­რი კვლე­ვე­ბი.

ასე­ვე, მომ­ზა­დე­ბუ­ლია ძა­ლი­ან სა­ფუძ­ვლი­ა­ნი და დე­ტა­ლუ­რი სა­ფი­ნან­სო-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­ან­გა­რი­შე­ბე­ბი ასე­ვე საკ­მა­ოდ კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის მიერ - ერთი, ეს არის ავ­სტრი­უ­ლი "ფან­დრა­ი­ზინგ ჯგუ­ფი", ხოლო მე­ო­რე ძა­ლი­ან მსხვი­ლი და კომ­პე­ტენ­ტუ­რი სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ბან­კო-სა­ინ­ვეს­ტი­ციო კონ­სორ­ცი­უ­მი.

მე არ ვსა­უბ­რობ ემო­ცი­ე­ბით და ემო­ცი­ებ­ზე დაყ­რდნო­ბით. მე ვეყ­რდნო­ბი სა­ერ­თა­შო­რი­სო კომ­პე­ტენ­ტუ­რი კვლე­ვი­თი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბის ანა­ლიზს, დას­კვნებ­სა და რე­კო­მენ­და­ცი­ებს. და ეს არის სწო­რედ ის კვლე­ვე­ბი, რაზე დაყ­რდნო­ბი­თაც შე­საძ­ლე­ბე­ლია ვიმ­სჯე­ლოთ ამ პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის მი­ზან­შე­წო­ნი­ლო­ბის და აუ­ცი­ლებ­ლო­ბის შე­სა­ხებ, და რაზე დაყ­რდნო­ბი­თაც შეგ­ვიძ­ლია ვი­სა­უბ­როთ ამ პრო­ექ­ტის გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბი­სა და გავ­ლე­ნის მას­შტა­ბე­ბის შე­სა­ხებ. ეს კვლე­ვე­ბი კი მოწ­მობს, რომ გა­რე­მო­ზე ზე­მოქ­მე­დე­ბის მას­შტა­ბი და ხა­რის­ხი მი­ნი­მა­ლუ­რი იქ­ნე­ბა.

- რაც შე­ე­ხე­ბა სო­ცი­ა­ლურ და ეკო­ნო­მი­კურ ფონს სვა­ნე­თის რე­გი­ონ­ში, დღეს ამ მხრივ არ­ცთუ სა­ხარ­ბი­ე­ლო მდგო­მა­რე­ო­ბაა. სვა­ნე­თის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დაც­ლის პრობ­ლე­მაც მე­ტად აქ­ტუ­ა­ლუ­რი სა­კი­თხია.

- აბ­სო­ლუ­ტუ­რად გე­თან­ხმე­ბით. ეს ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი პრობ­ლე­მაა და არა მხო­ლოდ სვა­ნე­თის­თვის, მთე­ლი მთი­ა­ნე­თის­თვის. სვა­ნეთ­ში, სა­დაც მო­სახ­ლე­ო­ბა 24 ათა­სი კაცი იყო, დღეს მხო­ლოდ 14 ათა­სია დარ­ჩე­ნი­ლი და აქე­და­ნაც, 3 ათას­ზე მეტი სო­ცი­ა­ლუ­რად და­უც­ველ­თა კა­ტე­გო­რი­ას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. პრობ­ლე­მაც სწო­რედ ისაა, რომ დღეს არ­სე­ბუ­ლი მიდ­გო­მე­ბით, ჩვენ სვა­ნეთ­ში მო­სახ­ლე­ო­ბას ვერ ვი­ნარ­ჩუ­ნებთ. ამ ადა­მი­ა­ნებს არ აქვთ არც სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი და არც ეფექ­ტუ­რი სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი. ანუ, მთა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბის ეფექ­ტუ­რი მო­ტი­ვა­ცია დღეს რე­ა­ლუ­რად არ არ­სე­ბობს. და ხვალ ამ თვალ­საზ­რი­სით, კი­დევ უფრო სა­ვა­ლა­ლო მდგო­მა­რე­ო­ბა გვექ­ნე­ბა.

მე ერთი ევ­რო­პუ­ლი ტენ­დენ­ცი­ის შე­სა­ხებ მინ­და მო­გახ­სე­ნოთ. ევ­რო­პის სა­ხელ­მწი­ფო­ებ­შიც, გან­სა­კუთ­რე­ბით საფ­რან­გეთ­ში, იტა­ლი­ა­ში, ავ­სტრი­ა­ში, შვე­ი­ცა­რი­ა­ში სე­რი­ო­ზულ პრობ­ლე­მას წარ­მო­ად­გენს მთის მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცია და მთი­ა­ნი რე­გი­ო­ნე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბის­გან დაც­ლის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი საკ­მა­ოდ მა­ღა­ლია. შვე­ი­ცა­რი­ის, იტა­ლი­ის, საფ­რან­გე­თის მთი­ა­ნე­თის მხო­ლოდ იმ რა­ი­ო­ნებ­ში, ალ­პებს ვგუ­ლის­ხმობ, სა­დაც ბოლო წლებ­ში გან­ხორ­ცი­ელ­და მსხვი­ლი ინფრას­ტრუქ­ტუ­რუ­ლი პრო­ექ­ტე­ბი, მათ შო­რის კაშხლე­ბი­სა და ენერ­გე­ტი­კუ­ლი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა, შე­ნარ­ჩუ­ნე­ბუ­ლია მო­სახ­ლე­ო­ბის მიგ­რა­ცი­ის პრაქ­ტი­კუ­ლად ნუ­ლო­ვა­ნი მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ანუ, მხო­ლოდ ეს რა­ი­ო­ნე­ბია, სა­ი­და­ნაც მო­სახ­ლე­ო­ბა არ გა­ე­დი­ნე­ბა. მა­გა­ლი­თად, ძა­ლი­ან პა­ტა­რა რა­ი­ო­ნე­ბი - ვალ და აოს­ტა იტა­ლი­ა­ში, სა­დაც 10 კაშ­ხა­ლია, ტი­ჩი­ნო შვე­ი­ცა­რი­ა­ში, სა­დაც 4 ძა­ლი­ან დიდი (111 მეტ­რი­დან 225 მეტ­რამ­დე სი­მაღ­ლის) კაშ­ხა­ლია, ტრენ­ტი­ნო იტა­ლი­ა­ში, სა­დაც 37 კაშ­ხა­ლია. ეს ის რა­ი­ო­ნე­ბია, სა­დაც კაშხლე­ბის აშე­ნე­ბის შემ­დეგ მო­სახ­ლე­ო­ბის რა­ო­დე­ნო­ბა არა­თუ შემ­ცირ­და, პი­რი­ქით გა­ი­ზარ­და კი­დეც.

ახ­სნა ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია. ჰე­სე­ბის მშე­ნებ­ლო­ბამ ად­გი­ლობ­რი­ვი მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის მთი­ან რე­გი­ონ­ში დარ­ჩე­ნის მო­ტი­ვა­ცია შექ­მნა. გაჩ­ნდა სა­მუ­შაო ად­გი­ლე­ბი, გაჩ­ნდა ად­გი­ლობ­რივ ბი­უ­ჯეტ­ში შე­მო­სავ­ლე­ბი და საგ­რძნობ­ლად გა­უმ­ჯო­ბეს­და ამ რა­ი­ო­ნებ­ში ცხოვ­რე­ბის ელე­მენ­ტა­რუ­ლი ყო­ფი­თი პი­რო­ბე­ბი და სო­ცი­ალ-ეკო­ნო­მი­კუ­რი გა­რან­ტი­ე­ბი.

ნანა სამ­ხა­რა­ძე

R

"მსხვილი ენერგეტიკული პროექტების საკითხი კომპეტენტური კვლევების საფუძველზე უნდა წყდებოდეს და არა ემოციებზე დაყრდნობით"

"მსხვილი ენერგეტიკული პროექტების საკითხი კომპეტენტური კვლევების საფუძველზე უნდა წყდებოდეს და არა ემოციებზე დაყრდნობით"

არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს ინფრასტრუქტურული პროექტების ინიციატივამ" (სიპი) ხელისუფლებას მიმართა ინიციატივით, რომ 2014 წელი მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, კერძოდ კი, "შაჰდენიზი 2"-ის და "ხუდონის" პროექტების წლად გამოაცხადოს. ამ საკითხზე "სიპი"-ს ხელმძღვანელს, ექსპერტს ეკონომიკის საკითხებში ლევან კალანდაძეს ვესაუბრეთ.

- და მაინც, ბატონო ლევან, რატომ 2014 წლის "შაჰ-დენიზის" და "ხუდონის" წლად გამოცხადება?

- ამ პროექტების მნიშვნელობიდან გამომდინარე და იმ მოსალოდნელი ეფექტებიდან გამომდინარე, რაც ამ და ამ ტიპის პროექტების განხორციელებამ შეიძლება ქვეყანას მოუტანოს.

პირველი, ეს არის ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების დონის მნიშვნელოვანი ზრდა. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი ელექტრო და ზოგადად ენერგობაზარი ჯერ კიდევ მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული რუსულ ელექტროენერგიასა და ენერგორესურსებზე. და ამ თვალსაზრისით, ენერგოდამოუკიდებლობის და ენერგოუსაფრთხოების დონის მატება რამდენად მნიშვნელოვანი შეიძლება იყოს საქართველოსთვის, ამისთვის უახლოესი პერიოდის უკრაინული მაგალითის და უკრაინისთვის რუსეთის მხრიდან შექმნილი პრობლემების გახსენება იქნება სრულიად საკმარისი.

მეორე, ეკონომიკური და სოციალური ფაქტორი. "შაჰ-დენიზის" და "ხუდონის" პროექტების რეალიზაცია, ერთი მხრივ საშუალებას იძლევა შეიქმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაჩნდეს შემოსავლების ახალი, დამატებითი წყაროები ბიუჯეტისთვის, და მათ შორის, ადგილობრივი ბიუჯეტებისთვის, და ამავდროულად, ქვეყანას გაუჩნდეს ახალი და რაც ყველაზე მთავარია, იაფი გაზის და იაფი ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყარო, და ამით კიდევ უფრო შევამციროთ რუსულ ფაქტორზე ჩვენი დამოკიდებულების ხარისხი.

"შაჰ-დენიზი" საშუალებას გვაძლევს მილსადენში გატარებული 16 მილიარდი კუბური მეტრი გაზიდან სახელმწიფომ 5% ექსკლუზიურად დაბალი ტარიფით შეიძინოს. ხოლო "ხუდონჰესის" აშენების შემდეგ, ყოველგვარი დამატებითი ინვესტიციების განხორციელების და ძალისხმევის გარეშე, 470 მილიონი კვტ/საათით გავზარდოთ "ენგურჰესის" და "ვარდნილჰესის" სიმძლავრე, რომელიც 1,18-თეთრიან უიაფეს ელექტროენერგიას გამოიმუშავებს და ამავდროულად, "ენგურჰესის" ექსპლოატაციის ვადა კიდევ დამატებით 20 წლით გავზარდოთ.

- ამ პროექტებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით კი, ხუდონის პროექტის გარემოზე ზემოქმედების საკითხებზე დღეს ბევრი კითხვა არსებობს საზოგადოებაში. საუბრობენ, რომ არის შესაბამისი დასკვნებიც და კვლევებიც, როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი.

- მართალს ბრძანებთ, კითხვა ბევრია და ეს სავსებით ბუნებრივია. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი ამ პროექტებისადმი და გეთანხმებით, განსაკუთრებით ხუდონის პროექტისადმი, აუცილებელს ხდის ერთი მხრივ ამ პროცესის გამჭვირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფის აუცილებლობის საკითხს და მეორე მხრივ, საზოგადოების მაქსიმალურ ჩართულობას და მონაწილეობას მასში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კომუნიკაცია საზოგადოებასთან იყოს სწორი და მოსახლეობამ ზედმიწევნით კარგად და სწორად გაიგოს იმ სიკეთეების შესახებ, რაც ამ პროექტმა შეიძლება მოუტანოს სახელმწიფოს და საზოგადოებას ერთი მხრივ, და რა სირთულეები და პრობლემები გვექნება გადასალახი და დასაძლევი მეორე მხრივ.

გეთანხმებით, რომ მრავალი პოზიტიური და დადებითი კვლევა და დასკვნა არსებობს ხუდონის პროექტთან დაკავშირებით. მაგრამ ვერ დაგეთანხმებით იმაში, რომ არსებობს რაიმე სახის უარყოფითი დასკვნა ან კვლევა. ასეთი არ არსებობს. არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეულ უკმაყოფილებას ან წინააღმდეგობას გამოხატავენ ხუდონის პროექტთან დაკავშირებით, მაგრამ ეს უკმაყოფილება და წინააღმდეგობა არა რაიმე კონკრეტულ კვლევას ან კომპეტენტური ორგანიზაციის დასკვნას ეფუძნება, არამედ წმინდა ემოციურ ფაქტორს და შიშს, რომ თითქოს ხუდონი დააქცევს და დაღუპავს ქვეყანას.

რაც შეეხება კომპეტენტური ორგანიზაციების დასკვნებს, რამდენიმე მათგანის შესახებ მოგახსენებთ:

პირველი ეს არის ჯერ კიდევ 2008 წელს "მსოფლიო ბანკის" შეკვეთით სერბულ-იტალიური ძალიან კომპეტენტური და სერიოზული S.E.E.C.-ის მიერ ჩატარებული კვლევა "საქართველოს ენერგოსექტორის განვითარების გარემოზე ზემოქმედების სტრატეგიული შეფასება". ეს არის პრაქტიკულად ის სტანდარტი, რომლითაც თანამედროვე ევროპაში ხდება ამა თუ იმ ენერგეტიკული პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის საკითხის დადგენა. ამ კვლევით განსაზღვრულია, რომ თუ საქართველო განვითარების შემდგომ წლებში უზრუნველყოფს ყოველწლიურად მინიმუმ 3%-იან ეკონომიკურ ზრდას მაინც, ხუდონის პროექტის რეალიზაცია გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს და ამ თვალსაზრისით, ხუდონი პრაქტიკულად უალტერნატივოა. ანუ, მისი ჩანაცვლება სხვა რამე ალტერნატივით პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება.

მეორე კვლევა "ხუდონჰესის პროექტის გარემოზე და სოციალური ზემოქმედების შეფასება", ისევ "მსოფლიო ბანკის" შეკვეთით უკვე 2010 წელს ფრანგულ-იტალიურმა საერთაშორისო კონსორციუმმა BRL/Progetti S.P.A.-მ გააკეთა.

მესამე და საბოლოო კვლევა "ხუდონჰესის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასება", 2013 წელს საერთაშორისო არასამთავრობო გარემოსდაცვითი ქსელის CENN-ის მიერ არის მომზადებული.

გარდა ამისა, დღეს მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა და კომპეტენტურმა შვეიცარიულმა კომპანიამ STUCKY, რომელიც სპეციალიზებულია სწორედ ასეთი ტიპის პროექტებზე, ჩაატარა ხუდონის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური, სეისმოლოგიური და საინჟინრო-გეოლოგიური კვლევები.

ასევე, მომზადებულია ძალიან საფუძვლიანი და დეტალური საფინანსო-ეკონომიკური გაანგარიშებები ასევე საკმაოდ კომპეტენტური საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ - ერთი, ეს არის ავსტრიული "ფანდრაიზინგ ჯგუფი", ხოლო მეორე ძალიან მსხვილი და კომპეტენტური საერთაშორისო საბანკო-საინვესტიციო კონსორციუმი.

მე არ ვსაუბრობ ემოციებით და ემოციებზე დაყრდნობით. მე ვეყრდნობი საერთაშორისო კომპეტენტური კვლევითი ორგანიზაციების ანალიზს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს. და ეს არის სწორედ ის კვლევები, რაზე დაყრდნობითაც შესაძლებელია ვიმსჯელოთ ამ პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობის და აუცილებლობის შესახებ, და რაზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვისაუბროთ ამ პროექტის გარემოზე ზემოქმედებისა და გავლენის მასშტაბების შესახებ. ეს კვლევები კი მოწმობს, რომ გარემოზე ზემოქმედების მასშტაბი და ხარისხი მინიმალური იქნება.

- რაც შეეხება სოციალურ და ეკონომიკურ ფონს სვანეთის რეგიონში, დღეს ამ მხრივ არცთუ სახარბიელო მდგომარეობაა. სვანეთის მოსახლეობისგან დაცლის პრობლემაც მეტად აქტუალური საკითხია.

- აბსოლუტურად გეთანხმებით. ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული პრობლემაა და არა მხოლოდ სვანეთისთვის, მთელი მთიანეთისთვის. სვანეთში, სადაც მოსახლეობა 24 ათასი კაცი იყო, დღეს მხოლოდ 14 ათასია დარჩენილი და აქედანაც, 3 ათასზე მეტი სოციალურად დაუცველთა კატეგორიას განეკუთვნება. პრობლემაც სწორედ ისაა, რომ დღეს არსებული მიდგომებით, ჩვენ სვანეთში მოსახლეობას ვერ ვინარჩუნებთ. ამ ადამიანებს არ აქვთ არც სამუშაო ადგილები და არც ეფექტური სოციალ-ეკონომიკური გარანტიები. ანუ, მთაში ადამიანების შენარჩუნების ეფექტური მოტივაცია დღეს რეალურად არ არსებობს. და ხვალ ამ თვალსაზრისით, კიდევ უფრო სავალალო მდგომარეობა გვექნება.

მე ერთი ევროპული ტენდენციის შესახებ მინდა მოგახსენოთ. ევროპის სახელმწიფოებშიც, განსაკუთრებით საფრანგეთში, იტალიაში, ავსტრიაში, შვეიცარიაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს მთის მოსახლეობის მიგრაცია და მთიანი რეგიონების მოსახლეობისგან დაცლის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. შვეიცარიის, იტალიის, საფრანგეთის მთიანეთის მხოლოდ იმ რაიონებში, ალპებს ვგულისხმობ, სადაც ბოლო წლებში განხორციელდა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის კაშხლებისა და ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობა, შენარჩუნებულია მოსახლეობის მიგრაციის პრაქტიკულად ნულოვანი მაჩვენებელი. ანუ, მხოლოდ ეს რაიონებია, საიდანაც მოსახლეობა არ გაედინება. მაგალითად, ძალიან პატარა რაიონები - ვალ და აოსტა იტალიაში, სადაც 10 კაშხალია, ტიჩინო შვეიცარიაში, სადაც 4 ძალიან დიდი (111 მეტრიდან 225 მეტრამდე სიმაღლის) კაშხალია, ტრენტინო იტალიაში, სადაც 37 კაშხალია. ეს ის რაიონებია, სადაც კაშხლების აშენების შემდეგ მოსახლეობის რაოდენობა არათუ შემცირდა, პირიქით გაიზარდა კიდეც.

ახსნა ძალიან მარტივია. ჰესების მშენებლობამ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მთიან რეგიონში დარჩენის მოტივაცია შექმნა. გაჩნდა სამუშაო ადგილები, გაჩნდა ადგილობრივ ბიუჯეტში შემოსავლები და საგრძნობლად გაუმჯობესდა ამ რაიონებში ცხოვრების ელემენტარული ყოფითი პირობები და სოციალ-ეკონომიკური გარანტიები.

ნანა სამხარაძე

R

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი