პოლიტიკა
სამხედრო

15

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცხრამეტე დღე დაიწყება 01:02-ზე – ფრთხილად იყავით სიტყვებთან და ქმედებებთან, იოლია კონფლიქტური სიტუაციის პროვოცირება. დღე მშვიდად გაატარე, მაგრამ არა მარტოობაში. ყურადღებით შეამოწმეთ ყველა ინფორმაცია. სერიოზული საქმეები გადადე. გაასუფთავეთ თქვენი სამუშაო ადგილი არასაჭირო ნივთებისგან. არ არის რეკომენდებული ხელშეკრულებების გაფორმება, ახალ სამსახურში გადასვლა. დაუფიქრებლად მოქმედება, მთვრალ ადამიანებთან ურთიერთობა, უცნობ ადამიანებთან კონტაქტი. მიიღეთ მარტივი საკვები და დაიცავით დიეტა. ორგანიზმის გადატვირთვამ შეიძლება გამოიწვიოს უსიამოვნო შედეგები.
მსოფლიო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ზევსისა და დიონეს ასული აფროდიტე" - ეკა ხერხეულიძე წულუკიანს აკრიტიკებს
"ზევსისა და დიონეს ასული აფროდიტე" - ეკა ხერხეულიძე წულუკიანს აკრიტიკებს

ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე გუ­შინ "იმედ­ში" გა­სულ სი­უ­ჟეტს ეხ­მა­უ­რე­ბა, სა­დაც მე­დი­ა­კავ­შირ "ობი­ექ­ტი­ვის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ირმა ინაშ­ვი­ლი გო­დერ­ძი ჯო­ლო­ხა­ვას და იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის შეხ­ვედ­რას ადას­ტუ­რებს.

"ირმა ინაშ­ვი­ლი "იმედ­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში ადას­ტუ­რებს, რომ ჯო­ლო­ხა­ვა შე­ახ­ვედ­რა თეა წუ­ლუ­კი­ანს. სხვა დე­ტა­ლებს რომ არ ჩავ­ყვეთ, მა­ინ­ტე­რე­სებს კონ­კრე­ტუ­ლი ფაქ­ტი - ან ირმა ინაშ­ვი­ლი რა სტა­ტუ­სით აგ­რო­ვებს სა­ვა­რა­უ­დო მოწ­მე­ებს და ან, რა იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრის კომ­პე­ტენ­ცი­აა სა­მუ­შაო ოთახ­ში მოწ­მე­ე­ბის და­მუ­შა­ვე­ბა?

წარ­მო­მიდ­გე­ნია, რა დამ­შვი­დე­ბუ­ლი წა­ვი­და სა­ქორ­წი­ნო მოგ­ზა­უ­რო­ბა­ში ზევ­სი­სა და დი­ო­ნეს ასუ­ლი აფ­რო­დი­ტე, ჯო­ლო­ხა­ვას სა­ხით ჯო­კერ ამ­ოღ­ლი­ა­ვე­ბუ­ლი", - წერს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ ბაჩო ახა­ლა­ი­ას მე­უღ­ლემ "ფე­ის­ბუ­ქის" გვერ­დზე ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რის, გო­დერ­ძი ჯო­ლო­ხა­ვას სკან­და­ლურ ინ­ტერ­ვიუ გა­მო­აქ­ვეყ­ნა, სა­დაც ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი ჰყვე­ბა თუ რო­გორ და­ი­გეგ­მა ჩვე­ნე­ბა ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ. მისი თქმით, ის ჯერ ირმა ინაშ­ვილს შე­ახ­ვედ­რეს, შემ­დეგ კი ინაშ­ვი­ლის დახ­მა­რე­ბით თეა წუ­ლუ­კი­ანს შეხ­ვდა. გო­დერ­ძი ჯო­ლო­ხა­ვა აცხა­დებს, რომ მას და­წე­რი­ლი ჩვე­ნე­ბა მის­ცეს და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ კა­მე­რის წინ უნდა ეთ­ქვა სწო­რედ ის, რაც ფურ­ცელ­ზე ეწე­რა. გო­დერ­ძი ჯო­ლო­ხა­ვა არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­საც ახ­სე­ნებს და აცხა­დებს, რომ თეა წუ­ლუ­კი­ა­ნის შემ­დეგ ის ყო­ფილ პრო­კუ­რორ­საც შეხ­ვდა და მას და­უ­დას­ტუ­რა, რომ და­წე­რილ ტექსტს, რო­მე­ლიც მას თეა წუ­ლუ­კი­ან­მა მის­ცა, გა­ი­მე­ო­რებ­და.

ინაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, ყო­ფი­ლი პა­ტი­მა­რი თეა წუ­ლუ­კი­ანს მისი დახ­მა­რე­ბით შეხ­ვდა, თუმ­ცა მისი თქმით, შეხ­ვედ­რა­ზე სა­უ­ბა­რი იმ მუ­ქა­რებს შე­ე­ხო, რო­მე­ლიც ინაშ­ვი­ლის თქმით, გო­დერ­ძი ჯო­ლო­ხა­ვას მი­მართ ხორ­ცი­ელ­დე­ბო­და. ინაშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, მან იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რის­თვის სპე­ცი­ა­ლუ­რი მოწ­მის პროგ­რა­მა­ში ჩას­მა სთხო­ვა, თუმ­ცა უარი მი­ი­ღო.

"მე შე­ვახ­ვედ­რე ჯო­ლო­ხა­ვა იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს იმი­ტომ, რომ ეს იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია და მე ვთვლი­დი, რომ ასეთ მოწ­მეს სჭირ­დე­ბო­და დაც­ვა. მე ვთხოვ­დი პრო­კუ­რა­ტუ­რას, ის ჩა­ეს­ვათ მოწ­მე­თა დაც­ვის სპე­ცი­ა­ლურ პროგ­რა­მა­ში. იმი­ტომ, რომ ჩემი აზ­რით ის იყო ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი მოწ­მე, თუმ­ცა უარი მი­ვი­ღე და ჯო­ლო­ხა­ვას დაც­ვა არ და­უ­ნიშ­ნეს. მას გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში იცავ­და ობი­ექ­ტი­ვი. ამის შემ­დეგ მას­ზე მოხ­და თავ­დას­ხმა,მე ჩა­ვა­ტა­რე ბრი­ფინ­გი და კი­დევ ერთხელ მო­ვუ­წო­დე პრო­კუ­რა­ტუ­რას, გა­მო­ე­ყოთ მის­თვის დაც­ვა, თუმ­ცა ამა­ოდ. გო­დერ­ძი ჯო­ლო­ხა­ვა ვერ და­იც­ვა პრო­კუ­რა­ტუ­რამ", - გა­ნა­ცხა­და ირმა ინაშ­ვილ­მა "ტე­ლე­ი­მედ­თან" სა­უ­ბარ­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისრაელმა ირანზე მასშტაბური დარტყმები განახორციელა: განადგურებულია ბირთვულ იარაღი, დაიღუპნენ სამხედრო მეთაურები

"ზევსისა და დიონეს ასული აფროდიტე" - ეკა ხერხეულიძე წულუკიანს აკრიტიკებს

"ზევსისა და დიონეს ასული აფროდიტე" - ეკა ხერხეულიძე წულუკიანს აკრიტიკებს

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ეკა ხერხეულიძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე გუშინ "იმედში" გასულ სიუჟეტს ეხმაურება, სადაც მედიაკავშირ "ობიექტივის" ხელმძღვანელი ირმა ინაშვილი გოდერძი ჯოლოხავას და იუსტიციის მინისტრის შეხვედრას ადასტურებს.

"ირმა ინაშვილი "იმედთან" ინტერვიუში ადასტურებს, რომ ჯოლოხავა შეახვედრა თეა წულუკიანს. სხვა დეტალებს რომ არ ჩავყვეთ, მაინტერესებს კონკრეტული ფაქტი - ან ირმა ინაშვილი რა სტატუსით აგროვებს სავარაუდო მოწმეებს და ან, რა იუსტიციის მინისტრის კომპეტენციაა სამუშაო ოთახში მოწმეების დამუშავება?

წარმომიდგენია, რა დამშვიდებული წავიდა საქორწინო მოგზაურობაში ზევსისა და დიონეს ასული აფროდიტე, ჯოლოხავას სახით ჯოკერ ამოღლიავებული", - წერს ხერხეულიძე.

შეგახსენებთ, რომ ბაჩო ახალაიას მეუღლემ "ფეისბუქის" გვერდზე ყოფილი პატიმარის, გოდერძი ჯოლოხავას სკანდალურ ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც ყოფილი პატიმარი ჰყვება თუ როგორ დაიგეგმა ჩვენება ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ. მისი თქმით, ის ჯერ ირმა ინაშვილს შეახვედრეს, შემდეგ კი ინაშვილის დახმარებით თეა წულუკიანს შეხვდა. გოდერძი ჯოლოხავა აცხადებს, რომ მას დაწერილი ჩვენება მისცეს და ეუბნებოდნენ, რომ კამერის წინ უნდა ეთქვა სწორედ ის, რაც ფურცელზე ეწერა. გოდერძი ჯოლოხავა არჩილ კბილაშვილსაც ახსენებს და აცხადებს, რომ თეა წულუკიანის შემდეგ ის ყოფილ პროკურორსაც შეხვდა და მას დაუდასტურა, რომ დაწერილ ტექსტს, რომელიც მას თეა წულუკიანმა მისცა, გაიმეორებდა.

ინაშვილის განცხადებით, ყოფილი პატიმარი თეა წულუკიანს მისი დახმარებით შეხვდა, თუმცა მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი იმ მუქარებს შეეხო, რომელიც ინაშვილის თქმით, გოდერძი ჯოლოხავას მიმართ ხორციელდებოდა. ინაშვილის განცხადებით, მან იუსტიციის მინისტრს ყოფილი პატიმრისთვის სპეციალური მოწმის პროგრამაში ჩასმა სთხოვა, თუმცა უარი მიიღო.

"მე შევახვედრე ჯოლოხავა იუსტიციის მინისტრს იმიტომ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მე ვთვლიდი, რომ ასეთ მოწმეს სჭირდებოდა დაცვა. მე ვთხოვდი პროკურატურას, ის ჩაესვათ მოწმეთა დაცვის სპეციალურ პროგრამაში. იმიტომ, რომ ჩემი აზრით ის იყო ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე, თუმცა უარი მივიღე და ჯოლოხავას დაცვა არ დაუნიშნეს. მას გარკვეული პერიოდის განმავლობაში იცავდა ობიექტივი. ამის შემდეგ მასზე მოხდა თავდასხმა,მე ჩავატარე ბრიფინგი და კიდევ ერთხელ მოვუწოდე პროკურატურას, გამოეყოთ მისთვის დაცვა, თუმცა ამაოდ. გოდერძი ჯოლოხავა ვერ დაიცვა პროკურატურამ“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა "ტელეიმედთან" საუბარში.

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს