უამრავი ხილი და ბოსტნეული არსებობს, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უცხოა ან მხოლოდ ახლა იკიდებს ფეხს. ამიტომ, შეიძლება წარმოდგენაც კი არ გვქონდეს, როგორ და რა პირობებში მოდის ესა თუ ის სახეობა. ეს სირცხვილი სულაც არ არის! გადახედეთ მცირე ჩამონათვალს, რამდენი მათგანი იყო სიახლე თქვენთვის?
იცოდით რომ ბრიუსელის კომბოსტო აი ასე იზრდება? კომბოსტოს ერთ მაღალ ძირზე პაწაწინა თავების მთელი ლეგიონია შემოსკუპული!