პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 16:04-ზე, მთვარე მორიელში გადავა 13:33-ზე – გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. ჩაერთეთ შემოქმედებით და ინტელექტუალურ საქმიანობაში. ფრთხილად იყავით ემოციებთან. ხელსაყრელი დღეა რთული პრობლემების გადასაჭრელად. კარგია ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. მორწყეთ მცენარეები.
მოზაიკა
სპორტი
სამხედრო
კონფლიქტები
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
800 000 ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი
800 000 ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის სა­მი­ნის­ტრო თე­ბერ­ვლი­დან მცი­რე­მი­წი­ან ფერ­მერ­თა 2014 წლის სა­გა­ზა­ფხუ­ლო სა­მუ­შა­ო­ე­ბის ხელ­შე­წყო­ბის პრო­ექ­ტის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბას იწყებს.

რო­გორც სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრმა შალ­ვა ფი­ფი­ამ დღე­ვან­დელ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე გა­ნა­ცხა­და, პრო­ექ­ტის მი­ზა­ნია მცი­რე­მი­წი­ან ფერ­მერ­თა საქ­მი­ა­ნო­ბის სტი­მუ­ლი­რე­ბა და მათ­თვის რთულ და შრო­მა­ტე­ვად ხვნის პრო­ცეს­ში ხელ­შე­წყო­ბა.

მი­ნის­ტრის გან­მარ­ტე­ბით, უწყე­ბამ 2013 წლის გა­მოც­დი­ლე­ბა გა­ით­ვა­ლის­წი­ნა და პრო­ექ­ტის ფარ­გლებ­ში წელს ქვეყ­ნის მას­შტა­ბით 800 ათა­სი ბე­ნე­ფი­ცი­ა­რი მი­ი­ღებს ხელ­შე­წყო­ბას.

"გა­სულ წელს ადა­მი­ან­თა გარ­კვე­უ­ლი რა­ო­დე­ნო­ბა ვერ მოხ­ვდა პრო­ექ­ტში. წელს ეს გა­ვით­ვა­ლის­წი­ნეთ და ყვე­ლა მი­წის მე­სა­კუთ­რე, ვინც ფლობს 1,25 ჰექ­ტარს და ნაკ­ლებს ამ დახ­მა­რე­ბას მი­ი­ღებს. ასე­ვე, თბი­ლი­სის და ბა­თუ­მის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ერ­თე­უ­ლებ­ზე შე­მო­ერ­თე­ბუ­ლი სოფ­ლე­ბის მო­სახ­ლე­ო­ბა, რომ­ლე­ბიც ეწე­ვი­ან სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო საქ­მი­ა­ნო­ბას, ასე­ვე მი­ი­ღე­ბენ ხელ­შე­წყო­ბას. ამის შე­სა­ხებ უკვე ვაც­ნო­ბეთ თბი­ლი­სის საკ­რე­ბუ­ლოს და აჭა­რის მთავ­რო­ბას", - გა­ნა­ცხა­და ფი­ფი­ამ.

სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის მი­ნის­ტრის ცნო­ბით, და­გეგ­მი­ლია მრა­ვა­ლი ინო­ვა­ცი­აც, კერ­ძოდ ხვნის ბა­რა­თის გარ­და მი­წის მე­სა­კუთ­რე­ე­ბი მრა­ვალ­ჯე­რა­დი პლას­ტი­კუ­რი აგ­რო­ბა­რა­თით ისარ­გებ­ლე­ბენ, რომ­ლი­თაც სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო ნედ­ლე­ულს მი­ი­ღე­ბენ.

"ამ მიკ­როპ­რო­ექ­ტში ჩვენ ვთა­ნამ­შრომ­ლობთ "ლი­ბერ­თი ბანკთან" და 800 ათა­სი ფერ­მე­რი მი­ი­ღებს მრა­ვალ­ჯე­რად პლას­ტი­კურ ბა­რათს", - გა­ნა­ცხა­და შალ­ვა ფი­ფი­ამ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
საქართველოში ყოველთვიურ ხელფასს დაახლოებით მილიონი ადამიანი იღებს, აქედან უმეტესობას ხელფასი თვეში 1200 დან 2400 ლარამდე აქვს

800 000 ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი

800 000 ფერმერი ხვნის ბარათს მიიღებს - სოფლის მეურნეობის სამინისტროს ახალი პროექტი

სოფლის მეურნეობის სამინისტრო თებერვლიდან მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის განხორციელებას იწყებს.

როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრმა შალვა ფიფიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პროექტის მიზანია მცირემიწიან ფერმერთა საქმიანობის სტიმულირება და მათთვის რთულ და შრომატევად ხვნის პროცესში ხელშეწყობა.

მინისტრის განმარტებით, უწყებამ 2013 წლის გამოცდილება გაითვალისწინა და პროექტის ფარგლებში წელს ქვეყნის მასშტაბით 800 ათასი ბენეფიციარი მიიღებს ხელშეწყობას.

"გასულ წელს ადამიანთა გარკვეული რაოდენობა ვერ მოხვდა პროექტში. წელს ეს გავითვალისწინეთ და ყველა მიწის მესაკუთრე, ვინც ფლობს 1,25 ჰექტარს და ნაკლებს ამ დახმარებას მიიღებს. ასევე, თბილისის და ბათუმის ადმინისტრაციულ ერთეულებზე შემოერთებული სოფლების მოსახლეობა, რომლებიც ეწევიან სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას, ასევე მიიღებენ ხელშეწყობას. ამის შესახებ უკვე ვაცნობეთ თბილისის საკრებულოს და აჭარის მთავრობას", - განაცხადა ფიფიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ცნობით, დაგეგმილია მრავალი ინოვაციაც, კერძოდ ხვნის ბარათის გარდა მიწის მესაკუთრეები მრავალჯერადი პლასტიკური აგრობარათით ისარგებლებენ, რომლითაც სასოფლო-სამეურნეო ნედლეულს მიიღებენ.

"ამ მიკროპროექტში ჩვენ ვთანამშრომლობთ "ლიბერთი ბანკთან" და 800 ათასი ფერმერი მიიღებს მრავალჯერად პლასტიკურ ბარათს", - განაცხადა შალვა ფიფიამ.

"ინტერპრესნიუსი"

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ