პოლიტიკა
საზოგადოება

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
შვედი მეცნიერები საშვილოსნოს გადანერგვის საშუალებით ქალებს დაფეხმძიმების საშუალებას აძლევენ
შვედი მეცნიერები საშვილოსნოს გადანერგვის საშუალებით ქალებს დაფეხმძიმების საშუალებას აძლევენ

ის ქა­ლე­ბი, რომ­ლე­ბიც საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რე­შე და­ი­ბად­ნენ, ან საშ­ვი­ლოს­ნო ამო­აჭ­რეს, შვე­დი მეც­ნი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით, დე­დო­ბის ბედ­ნი­ე­რე­ბით დატ­კბე­ბი­ან.

საშ­ვი­ლოს­ნოს დო­ნო­რის წყა­ლო­ბით მო­მა­ვალ წელს შე­საძ­ლოა, პირ­ვე­ლი ბავ­შვი და­ი­ბა­დოს - 9 უშ­ვი­ლო ქალ­მა უკვე მი­ი­ღო ტრან­სპლან­ტან­ტე­ბი. ქა­ლებს, რომ­ლე­ბიც საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რე­შე და­ი­ბად­ნენ, ან გარ­კვე­უ­ლი მი­ზე­ზის გამო საშ­ვი­ლოს­ნო ამო­აჭ­რეს, დო­ნო­რად მხო­ლოდ უახ­ლო­ე­სი ნა­თე­სა­ვე­ბი ჰყავთ. ახა­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს დო­ნო­რად გა­მოდ­გე­ბა ან პა­ცი­ენ­ტის დედა, ან ცო­ცხა­ლი ნა­თე­სა­ვი, რო­მელ­საც უკვე ჰყავს სა­კუ­თა­რი შვი­ლი.

თუმ­ცა, მეც­ნი­ერ­თა შო­რის აზრი ორად გა­ი­ყო; ზო­გი­ერ­თი გი­ნე­კო­ლო­გი ცო­ცხა­ლი ადა­მი­ა­ნის საშ­ვი­ლოს­ნოს დო­ნო­რად გა­მო­ყე­ნე­ბას არ ეთან­ხმე­ბა. ქი­რურ­გე­ბის ნა­წი­ლი ამ­ბობს, რომ ასე­თი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ოპე­რა­ცი­ის­თვის ცო­ცხა­ლი დო­ნო­რის გა­მო­ყე­ნე­ბა მი­ზან­შე­წო­ნი­ლი არაა; მათი აზ­რით, უმ­ჯო­ბე­სია, ტრან­სპლან­ტა­ცი­ის­თვის გარ­დაც­ვლი­ლი დო­ნო­რი გა­მო­ი­ყე­ნონ.

"ეს ქი­რურ­გი­ა­ში ახა­ლი მიდ­გო­მაა. ქა­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც ახა­ლი საშ­ვი­ლოს­ნო მი­ი­ღეს, თავს კარ­გად გრძნო­ბენ და ხე­ლოვ­ნუ­რი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის წყა­ლო­ბით მალე და­ფეხ­მძიმ­დე­ბი­ან, მაგ­რამ წარ­მა­ტე­ბის გა­რან­ტია არ არ­სე­ბობს", - ამ­ბობს გე­ტე­ბორ­გის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ექი­მი მატს ბრანსტრო­მი.

თუმ­ცა, პრო­ფე­სო­რი ლორდ უინ­სტო­ნი გი­ნე­კო­ლო­გებს სთხოვს, რომ მსგავ­სი მკურ­ნა­ლო­ბის შემ­თხვე­ვა­ში ქა­ლებს აუხ­სნან, თუ რა რთულ არ­ჩე­ვანს აკე­თე­ბენ.

"რის­კი ძა­ლი­ან დი­დია და ზო­გი­ერ­თმა ქალ­მა შე­საძ­ლოა ბავ­შვი ვე­ღა­რას­დროს გა­ა­ჩი­ნოს", - ამ­ბობს უინ­სტო­ნი.

ექ­სპერ­ტე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ ოპე­რა­ცი­ის მთა­ვა­რი მი­ზა­ნი წარ­მა­ტე­ბუ­ლი მშო­ბი­ა­რო­ბა და ჯან­მრთე­ლი ჩვი­ლის გა­ჩე­ნაა. შე­გახ­სე­ნებთ, მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლად საშ­ვი­ლოს­ნოს გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია 2000 წელს სა­უ­დის არა­ბეთ­ში ჩა­ტარ­და. თუმ­ცა, ქა­ლის სხე­ულ­მა დო­ნო­რის ორ­გა­ნო ვერ მი­ი­ღო. 2011 წელს თურ­ქმა ექი­მებ­მა გა­და­ნერგვის ოპე­რა­ცია წარ­მა­ტე­ბით ჩა­ა­ტა­რეს, მაგ­რამ პა­ცი­ენტს, 22 წლის დე­რია სერტს, რო­მე­ლიც საშ­ვი­ლოს­ნოს გა­რე­შე და­ი­ბა­და, ფეხ­მძი­მო­ბის მე­ო­თხე თვე­ში მუ­ცე­ლი მო­ე­შა­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

შვედი მეცნიერები საშვილოსნოს გადანერგვის საშუალებით ქალებს დაფეხმძიმების საშუალებას აძლევენ

შვედი მეცნიერები საშვილოსნოს გადანერგვის საშუალებით ქალებს დაფეხმძიმების საშუალებას აძლევენ

ის ქალები, რომლებიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადნენ, ან საშვილოსნო ამოაჭრეს, შვედი მეცნიერების წყალობით, დედობის ბედნიერებით დატკბებიან.

საშვილოსნოს დონორის წყალობით მომავალ წელს შესაძლოა, პირველი ბავშვი დაიბადოს - 9 უშვილო ქალმა უკვე მიიღო ტრანსპლანტანტები. ქალებს, რომლებიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადნენ, ან გარკვეული მიზეზის გამო საშვილოსნო ამოაჭრეს, დონორად მხოლოდ უახლოესი ნათესავები ჰყავთ. ახალი საშვილოსნოს დონორად გამოდგება ან პაციენტის დედა, ან ცოცხალი ნათესავი, რომელსაც უკვე ჰყავს საკუთარი შვილი.

თუმცა, მეცნიერთა შორის აზრი ორად გაიყო; ზოგიერთი გინეკოლოგი ცოცხალი ადამიანის საშვილოსნოს დონორად გამოყენებას არ ეთანხმება. ქირურგების ნაწილი ამბობს, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ოპერაციისთვის ცოცხალი დონორის გამოყენება მიზანშეწონილი არაა; მათი აზრით, უმჯობესია, ტრანსპლანტაციისთვის გარდაცვლილი დონორი გამოიყენონ.

"ეს ქირურგიაში ახალი მიდგომაა. ქალები, რომლებმაც ახალი საშვილოსნო მიიღეს, თავს კარგად გრძნობენ და ხელოვნური განაყოფიერების წყალობით მალე დაფეხმძიმდებიან, მაგრამ წარმატების გარანტია არ არსებობს", - ამბობს გეტებორგის უნივერსიტეტის ექიმი მატს ბრანსტრომი.

თუმცა, პროფესორი ლორდ უინსტონი გინეკოლოგებს სთხოვს, რომ მსგავსი მკურნალობის შემთხვევაში ქალებს აუხსნან, თუ რა რთულ არჩევანს აკეთებენ.

"რისკი ძალიან დიდია და ზოგიერთმა ქალმა შესაძლოა ბავშვი ვეღარასდროს გააჩინოს", - ამბობს უინსტონი.

ექსპერტები ამბობენ, რომ ოპერაციის მთავარი მიზანი წარმატებული მშობიარობა და ჯანმრთელი ჩვილის გაჩენაა. შეგახსენებთ, მსოფლიოში პირველად საშვილოსნოს გადანერგვის ოპერაცია 2000 წელს საუდის არაბეთში ჩატარდა. თუმცა, ქალის სხეულმა დონორის ორგანო ვერ მიიღო. 2011 წელს თურქმა ექიმებმა გადანერგვის ოპერაცია წარმატებით ჩაატარეს, მაგრამ პაციენტს, 22 წლის დერია სერტს, რომელიც საშვილოსნოს გარეშე დაიბადა, ფეხმძიმობის მეოთხე თვეში მუცელი მოეშალა.

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით, ერთი სული მაქვს, როდის ვითამაშებ" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია

რატომ ყრიან სარეცხ ფხვნილს მტვერსასრუტში გამოცდილი დიასახლისები

"შენს ქვეყანას რომ ბომბავდა, იმ არმიის გერბი მკერდზე, სირცხვილია!" - თორნიკე შენგელიას მოსკოვის "ცსკა"-ში შესაძლო გადასვლის გამო აკრიტიკებენ