სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
9 აპრილის უსინათლო მომღერლის განსაცდელი და ცოტნე გამსახურდიას ემოციური მხარდამჭერი პოსტი
9 აპრილის უსინათლო მომღერლის განსაცდელი და ცოტნე გამსახურდიას ემოციური მხარდამჭერი პოსტი

ზვი­ად გამ­სა­ხურ­დი­ას ვაჟი, ცოტ­ნე "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ლელა ვე­ფხვა­ძის შე­სა­ხებ პოსტს აქ­ვეყ­ნებს. შე­გახ­სე­ნებთ, ლელა ვე­ფხვა­ძე იმ უსი­ნათ­ლო გო­გო­ნე­ბი­დან ერთ-ერთი გახ­ლავთ, რომ­ლე­ბიც 1989 წლის 9 აპ­რილს ქარ­თველ ხალ­ხს სიმ­ღე­რით ამ­ხნე­ვებ­და

"უნდა ჩავყლა­პო სი­ტყვე­ბი ძა­ლით, გულს თუ და­მად­გა, ვერც და­ვახ­ვე­ლო... ახლა არ და­მი­წყოთ, ქვე­ყა­ნა რა შუ­ა­შია, ხალ­ხი არ ვარ­გაო! ქვე­ყა­ნა სწო­რედ ხალ­ხის, ტე­რი­ტო­რი­ის და სხვა ფაქ­ტორ­თა ერ­თობ­ლი­ო­ბაა. Родина, предавшая своих солдат, разве это родина?! (((( ხალ­ხი, რო­მელ­მაც ვერ უზ­რუნ­ველ­ყო ის, რომ ამ ტე­რი­ტო­რი­ულ წარ­მო­ნაქ­მნში მსგავ­სი ადა­მი­ა­ნე­ბი ხელ­გა­მოწ­ვდი­ლე­ბი არ იდ­გნენ..."ბრძე­ნი ხალ­ხის" სხვა დამ­სა­ხუ­რე­ბებ­ზე ახლა რომ არ ვი­ლა­პა­რა­კო! ჯარ­თის ქვე­ყა­ნა...", - წერს ცოტ­ნე გამ­სა­ხურ­დია.

ტე­ლე­კომ­პა­ნია "ობი­ექ­ტი­ვის" ჟურ­ნა­ლის­ტმა მაკა რაზ­მა­ძემ გუ­შინ "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე და­წე­რა:

"დღეს გა­და­ცე­მის შემ­დეგ ლელა ვე­ფხვა­ძემ და­მი­რე­კა. ეს ის ლელა ვე­ფხვა­ძეა, 9 აპ­რილს სამ უსი­ნათ­ლო ქალ­ბა­ტონ­თან ერ­თად რომ მღე­რო­და, როცა რუ­სე­თის ტან­კე­ბი და ჯა­რის­კა­ცე­ბი რკალ­ში გვიქ­ცევ­დნენ ჩვენ­სა­ვე ქვე­ყა­ნა­ში, ჩვენ­სა­ვე დე­და­ქა­ლა­ქის გულ­ში.

მა­შინ ბევ­რი გა­ამ­ხნე­ვა ამ უსი­ნათ­ლო გმი­რე­ბის შე­ძა­ხილ­მა...

სამი მათ­გა­ნი დღეს აღარ არის ამ ქვეყ­ნად.

მხლოდ ლელა დარ­ჩა ცო­ცხა­ლი - პირ­ვე­ლი ჯგუ­ფის ინ­ვა­ლი­დი, უსი­ნათ­ლო გმი­რი მომ­ღე­რა­ლი.

მა­შინ, როცა რუს­თა­ველ­ზე ვი­დე­ქი და სიკ­ვდილს თვა­ლებ­ში ვუ­ყუ­რებ­დი ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ვე­რას­დროს წარ­მო­ვიდ­გენ­დი, რომ 25 წლის შემ­დეგ ეს გმი­რი ქალ­ბა­ტო­ნი და­მი­რე­კავ­და და ტი­რი­ლით დახ­მა­რე­ბას მთხოვ­და...

ის ქუ­ჩა­ში დგას ზამ­თარ-ზა­ფხულ, მღე­რის და შეგ­რო­ვე­ბუ­ლი შემ­წე­ო­ბით ბი­ნის ქი­რას იხ­დის.....

ამ­ხე­ლა ქვე­ყა­ნა­ში ერთი პა­ტა­რა კუ­თხე, ერთი ოთა­ხი ვერ გა­მო­ნა­ხა ვერც ერ­თმა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­კუ­თა­რი ქვეყ­ნის გმი­რის­თვის....

უხერ­ხუ­ლია მგო­ნი, არა?".

მაკა რაზ­მა­ძის პოს­ტი ელექტრო­ნულ მე­დი­ა­ში გავ­რცელ­და.

იხი­ლეთ ასე­ვე: უსი­ნათ­ლო მომ­ღერ­ლის რთუ­ლი ცხოვ­რე­ბა და კონ­კურ­სებ­ზე გულ­გა­ტე­ხი­ლი გო­გო­ნას იმე­დი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

9 აპრილის უსინათლო მომღერლის განსაცდელი და ცოტნე გამსახურდიას ემოციური მხარდამჭერი პოსტი

9 აპრილის უსინათლო მომღერლის განსაცდელი და ცოტნე გამსახურდიას ემოციური მხარდამჭერი პოსტი

ზვიად გამსახურდიას ვაჟი, ცოტნე "ფეისბუქის" პირად გვერდზე ლელა ვეფხვაძის შესახებ პოსტს აქვეყნებს. შეგახსენებთ, ლელა ვეფხვაძე იმ უსინათლო გოგონებიდან ერთ-ერთი გახლავთ, რომლებიც 1989 წლის 9 აპრილს ქართველ ხალხს სიმღერით ამხნევებდა

"უნდა ჩავყლაპო სიტყვები ძალით, გულს თუ დამადგა, ვერც დავახველო... ახლა არ დამიწყოთ, ქვეყანა რა შუაშია, ხალხი არ ვარგაო! ქვეყანა სწორედ ხალხის, ტერიტორიის და სხვა ფაქტორთა ერთობლიობაა. Родина, предавшая своих солдат, разве это родина?! (((( ხალხი, რომელმაც ვერ უზრუნველყო ის, რომ ამ ტერიტორიულ წარმონაქმნში მსგავსი ადამიანები ხელგამოწვდილები არ იდგნენ..."ბრძენი ხალხის" სხვა დამსახურებებზე ახლა რომ არ ვილაპარაკო! ჯართის ქვეყანა...", - წერს ცოტნე გამსახურდია.

ტელეკომპანია "ობიექტივის" ჟურნალისტმა მაკა რაზმაძემ გუშინ "ფეისბუქის" პირად გვერდზე დაწერა:

"დღეს გადაცემის შემდეგ ლელა ვეფხვაძემ დამირეკა. ეს ის ლელა ვეფხვაძეა, 9 აპრილს სამ უსინათლო ქალბატონთან ერთად რომ მღეროდა, როცა რუსეთის ტანკები და ჯარისკაცები რკალში გვიქცევდნენ ჩვენსავე ქვეყანაში, ჩვენსავე დედაქალაქის გულში.

მაშინ ბევრი გაამხნევა ამ უსინათლო გმირების შეძახილმა...

სამი მათგანი დღეს აღარ არის ამ ქვეყნად.

მხლოდ ლელა დარჩა ცოცხალი - პირველი ჯგუფის ინვალიდი, უსინათლო გმირი მომღერალი.

მაშინ, როცა რუსთაველზე ვიდექი და სიკვდილს თვალებში ვუყურებდი ჩემს მეგობრებთან ერთად, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ 25 წლის შემდეგ ეს გმირი ქალბატონი დამირეკავდა და ტირილით დახმარებას მთხოვდა...

ის ქუჩაში დგას ზამთარ-ზაფხულ, მღერის და შეგროვებული შემწეობით ბინის ქირას იხდის.....

ამხელა ქვეყანაში ერთი პატარა კუთხე, ერთი ოთახი ვერ გამონახა ვერც ერთმა ხელისუფლებამ საკუთარი ქვეყნის გმირისთვის....

უხერხულია მგონი, არა?".

მაკა რაზმაძის პოსტი ელექტრონულ მედიაში გავრცელდა.

იხილეთ ასევე: უსინათლო მომღერლის რთული ცხოვრება და კონკურსებზე გულგატეხილი გოგონას იმედი

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს