სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პოლიტიკური კრიზისი და ქურდული სამყარო - არსებობს თუ არა ქვეყანაში კრიმინალების მომძლავრების წინაპირობა
პოლიტიკური კრიზისი და ქურდული სამყარო - არსებობს თუ არა ქვეყანაში კრიმინალების მომძლავრების წინაპირობა

ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს გა­აქ­ტი­უ­რე­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ შე­ი­ნიშ­ნე­ბა და მათ არც სა­ა­მი­სო პი­რო­ბე­ბი აქვთ შექ­მნი­ლი - ამ დას­კვნამ­დე მი­დი­ან სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი და ამ­ბო­ბენ, რომ ბოლო პე­რი­ოდ­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლი მო­საზ­რე­ბა, თით­ქოს ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო კვლავ ცდი­ლობს წარ­სუ­ლი გავ­ლე­ნი­სა და პრი­ვი­ლე­გი­ე­ბის დაბ­რუ­ნე­ბას, სა­ფუძ­ველს მოკ­ლე­ბუ­ლია.

ამ თე­მის გა­აქ­ტი­უ­რე­ბის მი­ზე­ზად კი სა­პარ­ლა­მენ­ტო უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი ლი­დე­რის, ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძის მიერ გა­კე­თე­ბულ გან­ცხა­დე­ბას ასა­ხე­ლე­ბენ, სა­დაც მან ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს შე­სა­ხებ არ­სე­ბულ კა­ნონ­ზე ისა­უბ­რა. ეჭ­ვე­ბი იმის შე­სა­ხებ, რომ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბას და მი­თუ­მე­ტეს მა­სობ­რივ ამ­ნის­ტი­ას ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს მხრი­დან გა­აქ­ტი­უ­რე­ბა და გავ­ლე­ნის გაზ­რდის მცდე­ლო­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, ჯერ კი­დევ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ გა­მო­ით­ქვა და ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ნა­წი­ლიც და­ე­თან­ხმა.

თუმ­ცა სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი, რო­მელ­თაც "რე­ზო­ნან­სი" ესა­უბ­რა, ცალ­სა­ხად აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ში­შის სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს და რომ კრი­მი­ნა­ლე­ბის მომძლავ­რე­ბის წი­ნა­პი­რო­ბა ქვე­ყა­ნა­ში არ არ­სე­ბობს.

თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის პო­ლი­ტი­კურ მეც­ნი­ე­რე­ბა­თა ფა­კულ­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი ალექ­სან­დრე კუ­ხი­ა­ნი­ძე ფიქ­რობს, რომ ამის შან­სი მხო­ლოდ თე­ო­რი­ულ დო­ნე­ზე არ­სე­ბობს, რე­ა­ლუ­რად კი 2005-2006 წლებ­ში გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბულ­მა რე­ფორ­მებ­მა ე.წ. "კა­ნო­ნი­ერ ქურ­დებს" არ­სე­ბო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა მო­უს­პო და რომ მდგო­მა­რე­ო­ბა არც ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ცვლი­ლე­ბის შემ­დგომ გა­უ­ა­რე­სე­ბუ­ლა.

"ამ დროს პო­ლი­ცია, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი სის­ტე­მა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა ძი­რე­უ­ლად შე­იც­ვა­ლა. ფაქ­ტობ­რი­ვად, ეს ინ­სტი­ტუ­ტი, რო­გორც სის­ტე­მა, ყველ­გან მო­ის­პო. ის არც დღეს აღორ­ძი­ნე­ბუ­ლა. თუ ქვე­ყა­ნა­ში სი­ტუ­ა­ცია პო­ლი­ტი­კუ­რი კრი­ზი­სის­კენ მი­დის, ამას კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­რო ყო­ველ­თვის გრძნობს და აქ­ტი­ურ­დე­ბა. თუმ­ცა, სა­მარ­თალ­დამ­ცავ­მა სის­ტე­მამ საკ­მა­ოდ სწრა­ფად მო­ა­ხერ­ხა სი­ტუ­ა­ცი­ის და­რე­გუ­ლი­რე­ბა, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, სა­პატ­რუ­ლო ეკი­პა­ჟე­ბის რა­ო­დე­ნო­ბაც გაზ­რდი­ლია. ვთვლი, რომ გან­გა­შის ასა­ტე­ხად არა­ვი­თა­რი სა­ფუძ­ვე­ლი არ გვაქვს.

"არც წინა და მი­თუ­მე­ტეს არც დღე­ვან­დელ ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს აღორ­ძი­ნე­ბა არ აწყობს. შე­საძ­ლოა, დღე­ვან­დე­ლი მთავ­რო­ბა ამ ყვე­ლაფ­რის მი­მართ ნაკ­ლე­ბად მკაც­რი იყოს, ვიდ­რე წინა მთავ­რო­ბა, მაგ­რამ სე­რი­ო­ზუ­ლი გარ­ღვე­ვა იმ გა­გე­ბით, რომ ქურ­დულ­მა სამ­ყა­რომ ქვე­ყა­ნა­ში კვლავ "პა­ლა­ჟე­ნია" და­ამ­ყა­როს, არ არ­სე­ბობს", - მი­იჩ­ნევს პრო­ფე­სო­რი.

კუ­ხი­ა­ნი­ძე წარ­სულ­ში ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს გავ­ლე­ნა­საც იხ­სე­ნებს და ამ­ბობს, რომ შე­ვარ­დნა­ძის პრე­ზი­დენ­ტო­ბის დროს მათ თით­ქმის ყველ­გან, ძა­ლი­ან სე­რი­ო­ზუ­ლი გავ­ლე­ნა ჰქონ­დათ. მა­შინ ქურ­დულ­მა სამ­ყა­რომ სამ­თავ­რო­ბო სტრუქ­ტუ­რებ­შიც შე­აღ­წია. ამის მი­ზე­ზად პრო­ფე­სო­რი იმას მი­იჩ­ნევს, რომ პო­ლი­ცი­ე­ლებს სიმ­ბო­ლუ­რი ხელ­ფა­სე­ბი ჰქონ­დათ და უხელ­ფა­სო პო­ლი­ცი­ე­ლი კი, მისი აზ­რით, ფაქ­ტობ­რი­ვად თა­ვა­დაა ყა­ჩა­ღი, ვი­ნა­ი­დან რო­დე­საც ისი­ნი ქურ­დებ­სა და კრი­მი­ნა­ლებს იჭერ­დნენ, ქრთა­მის აღე­ბის შედმგომ უშ­ვებ­დნენ. შე­დე­გად, ხალ­ხი პო­ლი­ცი­ას არ ენ­დო­ბო­და.

კუ­ხი­ა­ნი­ძე იმ სფე­რო­ებ­საც გვი­სა­ხე­ლებს, სა­დაც გავ­ლე­ნის მო­პო­ვე­ბა ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს­თვის მომ­გე­ბი­ა­ნია.

"ზო­გა­დად, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი წარ­მა­ტე­ბით მოქ­მე­დე­ბენ ისეთ სფე­რო­ებ­ში, სა­დაც ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა და ფი­ნან­სუ­რი მა­ქი­ნა­ცი­ე­ბის და­მალ­ვაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ასე­თი სფე­რო­ე­ბია: მშე­ნებ­ლო­ბა, სა­თა­მა­შო ბიზ­ნე­სი, კონ­ტრა­ბან­და, ტუ­რის­ტუ­ლი ობი­ექ­ტე­ბი და ა.შ. გარ­და ამი­სა, ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლი, რო­გორც წესი და­კა­ვე­ბუ­ლია ნარ­კო­ბიზ­ნე­სით, ადა­მი­ა­ნე­ბით ვაჭ­რო­ბით.

"რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ქურ­დულ სამ­ყა­როს, იმ ფორ­მით აღორ­ძი­ნე­ბა, რაც ადრე იყო, ამ ეტაპ­ზე შე­უძ­ლებ­ლად მი­მაჩ­ნია. პრო­ცე­სი, რო­გორც წესი, კო­რუფ­ცი­ით იწყე­ბა. ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის აღორ­ძი­ნე­ბა მხო­ლოდ მა­შინ ხდე­ბა, რო­დე­საც ქვე­ყა­ნა­ში კო­რუფ­ცი­აა. ჩვენ­თან კი კო­რუფ­ცი­ის დონე და­ბა­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლი­ტი­კურ კო­რუფ­ცი­ას, ის სა­ა­კაშ­ვი­ლის დროს, პრინ­ციპ­ში ყვა­ო­და. ახლა კი ამან უფრო ნე­პო­ტიზ­მის ფორ­მა მი­ი­ღო", - აღ­ნიშ­ნავს ალექ­სან­დრე კუ­ხი­ა­ნი­ძე.

ხმა­უ­რის ატეხ­ვის მი­ზე­ზად ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბას ასა­ხე­ლებს უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი, "პო­ლი­ტი­კი­სა და სა­მარ­თლის ცენ­ტრის" ხელ­მძღვა­ნე­ლი ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლი და დას­ძენს, რომ პრე­მი­ერ­მა მით­ქმა-მოთ­ქმას წერ­ტი­ლი მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე და­უს­ვა.

"ეს თემა იმი­ტომ გა­აქ­ტი­ურ­და, რომ ცალ­კე­ულ უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლებს გარ­კვე­უ­ლი ირი­ბი თუ პირ­და­პი­რი მი­ნიშ­ნე­ბე­ბი აქვთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის კო­დექსში კა­ნო­ნი ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს წევ­რო­ბის შე­სა­ხებ გა­და­ი­ხე­დოს და ეს ხმა­ლა­ძის გან­ცხა­დე­ბა­საც და­ემ­თხვა.

"ზო­გა­დად, რაც სა­ხელ­მწი­ფო არ­სე­ბობს, მცდე­ლო­ბა ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლი და­ნა­შა­უ­ლის წევრთა მხრი­დან გარ­კვე­უ­ლი მარ­თვის სა­და­ვე­ე­ბის მო­პო­ვე­ბი­სა, მას მერე არ­სე­ბობს. ისიც კარ­გად გვახ­სოვს, რომ 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბი­სა" და მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის პრო­პა­გან­დის ძი­რი­თა­დი აქ­ცენ­ტი იმა­ზე იყო გა­კე­თე­ბუ­ლი, თით­ქოს კრი­მი­ნა­ლუ­რი სამ­ყა­როს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას ცდი­ლობ­დნენ.

"ქარ­თველ­მა ხალ­ხმა მა­შინ ამ პრო­პა­გან­დას არ და­უ­ჯე­რა და არ­სე­ბულ სი­ტუ­ა­ცი­ას თუ შე­ვა­ფა­სებთ, ვფიქ­რობ, არც შემ­ცდა­რან, ვი­ნა­ი­დან მა­შინ­დელ­მა შს მი­ნის­ტრმა და, ამ­ჟა­მინ­დელ­მა პრე­მი­ერ­მა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მო­ა­ხერ­ხა ის, რომ მი­უ­ხე­და­ვად მა­სობ­რი­ვი ამ­ნის­ტი­ი­სა, რო­დე­საც ცი­ხი­დან ათა­სო­ბით პა­ტი­მა­რი გა­მო­ვი­და, ქვე­ყა­ნა­ში კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბა არ­სე­ბი­თად არ შეც­ვლი­ლა და სტა­ტის­ტი­კას თუ ვენ­დო­ბით, და­ნა­შა­უ­ლის გახ­სნის მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­უმ­ჯო­ბეს­და კი­დეც", - აცხა­დებს ის და ამ­ბობს, რომ არა­აქ­ტუ­ა­ლურ თე­მებ­ზე მსჯე­ლო­ბას ჯო­ბია, მთავ­რო­ბამ რე­ა­ლურ პრობ­ლე­მებს მი­ხე­დოს, რო­გო­რი­ცაა სა­მარ­თლი­ა­ნო­ბის აღ­დგე­ნა, წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, ეკო­ნო­მი­კის გა­ჯან­სა­ღე­ბა, რუ­სე­თის სა­ო­კუ­პა­ციო ჯა­რე­ბის აქ­ტი­უ­რო­ბა და ა.შ. ამ ფონ­ზე, გი­გუ­აშ­ვი­ლის აზ­რით, კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დე­ბის თე­მის წა­მო­წე­ვა, მი­თუ­მე­ტეს, უმ­რავ­ლე­სო­ბის ერთ-ერთი თვალ­სა­ჩი­ნო წარ­მო­მად­გენ­ლის მიერ, პო­ლი­ტი­კუ­რად წამ­გე­ბი­ა­ნია.

"რე­ზო­ნანსთან" სა­უბ­რი­სას უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი ამ­ბობს, რომ თუკი ქურ­დულ სამ­ყა­როს შან­სი გა­უჩ­ნდე­ბა, ისი­ნი კვლავ შე­ეც­დე­ბი­ან, კონ­ტრო­ლი და­ამ­ყა­რონ ყველ­გან - იქ­ნე­ბა ეს პო­ლი­ტი­კა, სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვი ორ­გა­ნო­ე­ბი, შოუ ბიზ­ნე­სი, სპორ­ტი და ა.შ. ანუ, შე­ეც­დე­ბი­ან მო­იც­ვან ყვე­ლა ის სფე­რო, სა­დაც ან ფული იშო­ვე­ბა ან გარ­კვე­უ­ლი გავ­ლე­ნა არ­სე­ბობს. თუმ­ცა, გი­გუ­აშ­ვი­ლი ღრმა­დაა დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი, რომ დღე­ვან­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ქურ­დულ სამ­ყა­როს არ მის­ცემს იმის სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ გავ­ლე­ნა კვლავ მო­ი­პო­ვოს. ამ­ბობს, რომ ამის ვე­რა­ნა­ირ წი­ნა­პი­რო­ბას ვერ ხე­დავს.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს ინ­ტე­რე­სე­ბი ძა­ლი­ან ფარ­თოა. ადრე, ფეხ­ბურ­თი­დან და­წყე­ბუ­ლი, ნაკ­რე­ბის შე­მად­გენ­ლო­ბა­ში ვინ უნდა დამ­დგა­რი­ყო, პარ­ლა­მენ­ტით დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ყვე­ლა­ფერს ისი­ნი აკონ­ტრო­ლებ­დნენ. 2003 წლის პარ­ლა­მენ­ტში ოფი­ცი­ა­ლუ­რად, ყვე­ლა­სათ­ვის ცნო­ბი­ლი, ქურ­დულ სამ­ყა­როს­თან და­ახ­ლო­ე­ბუ­ლი და კრი­მი­ნა­ლუ­რი წარ­სუ­ლის მქო­ნე პი­რე­ბი გა­იყ­ვა­ნეს დე­პუ­ტა­ტე­ბად. პარ­ლა­მენ­ტი ქურ­დუ­ლი ლო­ბით იყო და­კომ­პლექ­ტე­ბუ­ლი და კი­დევ კარ­გი, რომ ის პარ­ლა­მენ­ტი არ შედ­გა", - ამ­ბობს ამი­რან გი­გუ­აშ­ვი­ლი.

მო­საზ­რე­ბა იმის შე­სა­ხებ, რომ ქურ­დუ­ლი სამ­ყა­რო ცდი­ლობს, თა­ვი­სი ძალ­მომ­რე­ო­ბით პო­ზი­ცი­ე­ბი აღიდ­გი­ნოს, უფ­ლე­ბა­დამ­ცვე­ლი დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის აზ­რით, შე­საძ­ლოა, სა­ფუძ­ველსმოკ­ლე­ბუ­ლი არც იყოს, ვი­ნა­ი­დან, ის ფორ­მა­ლუ­რად კო­მუ­ნის­ტუ­რი რე­ჟი­მის დროს არ­სე­ბუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის წი­ნა­აღ­მდეგ ბრძო­ლის სა­კითხს ეფუძ­ნე­ბო­და.

დღეს­დღე­ო­ბით კი, მისი თქმით, როცა ქვე­ყა­ნა­ში ეს რე­ჟი­მი აღარ გვაქვს, ამას იდე­ო­ლო­გი­უ­რი სა­ფუძ­ვლე­ბი რე­ა­ლუ­რად გა­მოც­ლი­ლი აქვს და ის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი კრი­მი­ნა­ლია.

"ქურ­დუ­ლი სამ­ყა­როს შექ­მნის სა­თა­ვე­ებ­თან ის პო­ლი­ტი­კუ­რი, ბოლ­შე­ვი­კუ­რი რე­ჟი­მი იგუ­ლის­ხმე­ბა, რო­მელ­მაც პრო­ცე­სე­ბის მარ­თვის­თვის ქურ­დუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი შექ­მნა. ქურ­დუ­ლი ინ­სტი­ტუ­ტი სწო­რედ 1917 წლის რე­ვო­ლუ­ცი­ის შედმგომ პე­რი­ოდ­ში შე­იქ­მნა და შემ­დგომ­ში მან ტრანსფორ­მი­რე­ბა მო­ახ­დი­ნა. ზო­გა­დად, კრი­მი­ნა­ლის ზრდა და კრი­მი­ნო­გე­ნუ­ლი ვი­თა­რე­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბა ქვე­ყა­ნა­ში სო­ცი­ა­ლურ-ეკო­ნო­მი­კუ­რი მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უ­ა­რე­სე­ბას­თან პირ­და­პირ კავ­შირ­შია. ეს სრუ­ლი­ად რე­ლე­ვან­ტუ­რია ამ მდგო­მა­რე­ო­ბას­თან.

"მაგ­რამ თუკი ესა თუ ის ადა­მი­ა­ნი, ან ადა­მი­ან­თა ჯგუ­ფი ქურ­დუ­ლი იდე­ო­ლო­გი­ის მიმ­დე­ვა­რია, ჩვენ მათი ტვი­ნე­ბი­დან ამას მხო­ლოდ ცი­ხე­ში ჯდო­მით ვერ ამოვ­რე­ცხავთ, მაგ­რამ ქმე­დე­ბის პრე­ვენ­ცია სა­ხელ­მწი­ფოს უზე­ნა­ე­სი და­ნიშ­ნუ­ლე­ბაა", - მი­იჩ­ნევს დი­მიტ­რი ლორ­თქი­ფა­ნი­ძე.

თაკო მა­თეშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "რე­ზო­ნან­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

პოლიტიკური კრიზისი და ქურდული სამყარო - არსებობს თუ არა ქვეყანაში კრიმინალების მომძლავრების წინაპირობა

პოლიტიკური კრიზისი და ქურდული სამყარო - არსებობს თუ არა ქვეყანაში კრიმინალების მომძლავრების წინაპირობა

ქურდული სამყაროს გააქტიურება ქვეყანაში არ შეინიშნება და მათ არც საამისო პირობები აქვთ შექმნილი - ამ დასკვნამდე მიდიან სპეციალისტები და ამბობენ, რომ ბოლო პერიოდში გავრცელებული მოსაზრება, თითქოს ქურდული სამყარო კვლავ ცდილობს წარსული გავლენისა და პრივილეგიების დაბრუნებას, საფუძველს მოკლებულია.

ამ თემის გააქტიურების მიზეზად კი საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის, ვახტანგ ხმალაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას ასახელებენ, სადაც მან ქურდული სამყაროს შესახებ არსებულ კანონზე ისაუბრა. ეჭვები იმის შესახებ, რომ ხელისუფლების ცვლილებას და მითუმეტეს მასობრივ ამნისტიას ქურდული სამყაროს მხრიდან გააქტიურება და გავლენის გაზრდის მცდელობა მოჰყვებოდა, ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების მიერ გამოითქვა და ამას საზოგადოების ნაწილიც დაეთანხმა.

თუმცა სპეციალისტები, რომელთაც "რეზონანსი" ესაუბრა, ცალსახად აღნიშნავენ, რომ შიშის საფუძველი არ გვაქვს და რომ კრიმინალების მომძლავრების წინაპირობა ქვეყანაში არ არსებობს.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორი ალექსანდრე კუხიანიძე ფიქრობს, რომ ამის შანსი მხოლოდ თეორიულ დონეზე არსებობს, რეალურად კი 2005-2006 წლებში განხორციელებულმა რეფორმებმა ე.წ. "კანონიერ ქურდებს" არსებობის საშუალება მოუსპო და რომ მდგომარეობა არც ხელისუფლების ცვლილების შემდგომ გაუარესებულა.

"ამ დროს პოლიცია, სამართალდამცავი სისტემა და კანონმდებლობა ძირეულად შეიცვალა. ფაქტობრივად, ეს ინსტიტუტი, როგორც სისტემა, ყველგან მოისპო. ის არც დღეს აღორძინებულა. თუ ქვეყანაში სიტუაცია პოლიტიკური კრიზისისკენ მიდის, ამას კრიმინალური სამყარო ყოველთვის გრძნობს და აქტიურდება. თუმცა, სამართალდამცავმა სისტემამ საკმაოდ სწრაფად მოახერხა სიტუაციის დარეგულირება, მოგეხსენებათ, საპატრულო ეკიპაჟების რაოდენობაც გაზრდილია. ვთვლი, რომ განგაშის ასატეხად არავითარი საფუძველი არ გვაქვს.

"არც წინა და მითუმეტეს არც დღევანდელ ხელისუფლებას ქურდული სამყაროს აღორძინება არ აწყობს. შესაძლოა, დღევანდელი მთავრობა ამ ყველაფრის მიმართ ნაკლებად მკაცრი იყოს, ვიდრე წინა მთავრობა, მაგრამ სერიოზული გარღვევა იმ გაგებით, რომ ქურდულმა სამყარომ ქვეყანაში კვლავ "პალაჟენია" დაამყაროს, არ არსებობს", - მიიჩნევს პროფესორი.

კუხიანიძე წარსულში ქურდული სამყაროს გავლენასაც იხსენებს და ამბობს, რომ შევარდნაძის პრეზიდენტობის დროს მათ თითქმის ყველგან, ძალიან სერიოზული გავლენა ჰქონდათ. მაშინ ქურდულმა სამყარომ სამთავრობო სტრუქტურებშიც შეაღწია. ამის მიზეზად პროფესორი იმას მიიჩნევს, რომ პოლიციელებს სიმბოლური ხელფასები ჰქონდათ და უხელფასო პოლიციელი კი, მისი აზრით, ფაქტობრივად თავადაა ყაჩაღი, ვინაიდან როდესაც ისინი ქურდებსა და კრიმინალებს იჭერდნენ, ქრთამის აღების შედმგომ უშვებდნენ. შედეგად, ხალხი პოლიციას არ ენდობოდა.

კუხიანიძე იმ სფეროებსაც გვისახელებს, სადაც გავლენის მოპოვება ქურდული სამყაროსთვის მომგებიანია.

"ზოგადად, ორგანიზებული დანაშაულის წარმომადგენლები წარმატებით მოქმედებენ ისეთ სფეროებში, სადაც ფულის გათეთრება და ფინანსური მაქინაციების დამალვაა შესაძლებელი. ასეთი სფეროებია: მშენებლობა, სათამაშო ბიზნესი, კონტრაბანდა, ტურისტული ობიექტები და ა.შ. გარდა ამისა, ორგანიზებული დანაშაული, როგორც წესი დაკავებულია ნარკობიზნესით, ადამიანებით ვაჭრობით.

"რაც შეეხება ჩვენს ქურდულ სამყაროს, იმ ფორმით აღორძინება, რაც ადრე იყო, ამ ეტაპზე შეუძლებლად მიმაჩნია. პროცესი, როგორც წესი, კორუფციით იწყება. ორგანიზებული დანაშაულის აღორძინება მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც ქვეყანაში კორუფციაა. ჩვენთან კი კორუფციის დონე დაბალია. რაც შეეხება პოლიტიკურ კორუფციას, ის სააკაშვილის დროს, პრინციპში ყვაოდა. ახლა კი ამან უფრო ნეპოტიზმის ფორმა მიიღო", - აღნიშნავს ალექსანდრე კუხიანიძე.

ხმაურის ატეხვის მიზეზად ხმალაძის განცხადებას ასახელებს უფლებადამცველი, "პოლიტიკისა და სამართლის ცენტრის" ხელმძღვანელი ამირან გიგუაშვილი და დასძენს, რომ პრემიერმა მითქმა-მოთქმას წერტილი მთავრობის სხდომაზე დაუსვა.

"ეს თემა იმიტომ გააქტიურდა, რომ ცალკეულ უფლებადამცველებს გარკვეული ირიბი თუ პირდაპირი მინიშნებები აქვთ ამასთან დაკავშირებით, რომ სისხლის სამართლის კოდექსში კანონი ქურდული სამყაროს წევრობის შესახებ გადაიხედოს და ეს ხმალაძის განცხადებასაც დაემთხვა.

"ზოგადად, რაც სახელმწიფო არსებობს, მცდელობა ორგანიზებული დანაშაულის წევრთა მხრიდან გარკვეული მართვის სადავეების მოპოვებისა, მას მერე არსებობს. ისიც კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ "ნაციონალური მოძრაობისა" და მიხეილ სააკაშვილის პროპაგანდის ძირითადი აქცენტი იმაზე იყო გაკეთებული, თითქოს კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ხელისუფლებაში დაბრუნებას ცდილობდნენ.

"ქართველმა ხალხმა მაშინ ამ პროპაგანდას არ დაუჯერა და არსებულ სიტუაციას თუ შევაფასებთ, ვფიქრობ, არც შემცდარან, ვინაიდან მაშინდელმა შს მინისტრმა და, ამჟამინდელმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოახერხა ის, რომ მიუხედავად მასობრივი ამნისტიისა, როდესაც ციხიდან ათასობით პატიმარი გამოვიდა, ქვეყანაში კრიმინოგენული ვითარება არსებითად არ შეცვლილა და სტატისტიკას თუ ვენდობით, დანაშაულის გახსნის მაჩვენებლები გაუმჯობესდა კიდეც", - აცხადებს ის და ამბობს, რომ არააქტუალურ თემებზე მსჯელობას ჯობია, მთავრობამ რეალურ პრობლემებს მიხედოს, როგორიცაა სამართლიანობის აღდგენა, წართმეული ქონების დაბრუნება, ეკონომიკის გაჯანსაღება, რუსეთის საოკუპაციო ჯარების აქტიურობა და ა.შ. ამ ფონზე, გიგუაშვილის აზრით, კანონიერი ქურდების თემის წამოწევა, მითუმეტეს, უმრავლესობის ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის მიერ, პოლიტიკურად წამგებიანია.

"რეზონანსთან" საუბრისას უფლებადამცველი ამბობს, რომ თუკი ქურდულ სამყაროს შანსი გაუჩნდება, ისინი კვლავ შეეცდებიან, კონტროლი დაამყარონ ყველგან - იქნება ეს პოლიტიკა, სამართალდამცავი ორგანოები, შოუ ბიზნესი, სპორტი და ა.შ. ანუ, შეეცდებიან მოიცვან ყველა ის სფერო, სადაც ან ფული იშოვება ან გარკვეული გავლენა არსებობს. თუმცა, გიგუაშვილი ღრმადაა დარწმუნებული, რომ დღევანდელი ხელისუფლება ქურდულ სამყაროს არ მისცემს იმის საშუალებას, რომ გავლენა კვლავ მოიპოვოს. ამბობს, რომ ამის ვერანაირ წინაპირობას ვერ ხედავს.

"ქურდული სამყაროს ინტერესები ძალიან ფართოა. ადრე, ფეხბურთიდან დაწყებული, ნაკრების შემადგენლობაში ვინ უნდა დამდგარიყო, პარლამენტით დამთავრებული, ყველაფერს ისინი აკონტროლებდნენ. 2003 წლის პარლამენტში ოფიციალურად, ყველასათვის ცნობილი, ქურდულ სამყაროსთან დაახლოებული და კრიმინალური წარსულის მქონე პირები გაიყვანეს დეპუტატებად. პარლამენტი ქურდული ლობით იყო დაკომპლექტებული და კიდევ კარგი, რომ ის პარლამენტი არ შედგა", - ამბობს ამირან გიგუაშვილი.

მოსაზრება იმის შესახებ, რომ ქურდული სამყარო ცდილობს, თავისი ძალმომრეობით პოზიციები აღიდგინოს, უფლებადამცველი დიმიტრი ლორთქიფანიძის აზრით, შესაძლოა, საფუძველსმოკლებული არც იყოს, ვინაიდან, ის ფორმალურად კომუნისტური რეჟიმის დროს არსებული იდეოლოგიის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხს ეფუძნებოდა.

დღესდღეობით კი, მისი თქმით, როცა ქვეყანაში ეს რეჟიმი აღარ გვაქვს, ამას იდეოლოგიური საფუძვლები რეალურად გამოცლილი აქვს და ის ჩვეულებრივი კრიმინალია.

"ქურდული სამყაროს შექმნის სათავეებთან ის პოლიტიკური, ბოლშევიკური რეჟიმი იგულისხმება, რომელმაც პროცესების მართვისთვის ქურდული ინსტიტუტი შექმნა. ქურდული ინსტიტუტი სწორედ 1917 წლის რევოლუციის შედმგომ პერიოდში შეიქმნა და შემდგომში მან ტრანსფორმირება მოახდინა. ზოგადად, კრიმინალის ზრდა და კრიმინოგენული ვითარების გაუარესება ქვეყანაში სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესებასთან პირდაპირ კავშირშია. ეს სრულიად რელევანტურია ამ მდგომარეობასთან.

"მაგრამ თუკი ესა თუ ის ადამიანი, ან ადამიანთა ჯგუფი ქურდული იდეოლოგიის მიმდევარია, ჩვენ მათი ტვინებიდან ამას მხოლოდ ციხეში ჯდომით ვერ ამოვრეცხავთ, მაგრამ ქმედების პრევენცია სახელმწიფოს უზენაესი დანიშნულებაა", - მიიჩნევს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

თაკო მათეშვილი

გაზეთი ”რეზონანსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა