მნიშვნელოვანი ინფორმაცია
მსოფლიო
პოლიტიკა
სამართალი

23

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 03:27-ზე, მთვარე ვერძშია – საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ. კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად. მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს. მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება. მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია თევზისა და ბოსტნეულის. თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან. თავის ტკივილი რომ აირიდოთ, არ გადაიღალოთ გონებრივი სამუშაოთი. მოერიდეთ დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
მნიშვნელოვანი ინფორმაცია
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ გადაიფიქრა ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის წარდგენა?
რატომ გადაიფიქრა ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის წარდგენა?

რო­დის და­ა­სა­ხე­ლებს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რას პრე­მი­ე­რი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი? ეს კი­თხვა დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბის დიდ ნა­წილს აწუ­ხებს.

პარ­ლა­მენ­ტის იუ­რი­დი­ულ სა­კი­თხთა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ვახ­ტანგ ხმა­ლა­ძე "ალი­ას­თან" სა­უბ­რი­სას ამ­ბობს, რომ კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში შე­ტა­ნი­ლი ცვლი­ლე­ბის მი­ხედ­ვით პრე­მი­ერ-მი­ნისტრს არ აქვს გან­სა­ზღვრუ­ლი ვა­დე­ბი, რო­დის და­ნიშ­ნავს მთა­ვარ პრო­კუ­რორს. "კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში პრო­კუ­რო­რის თა­ო­ბა­ზე არა­ფე­რია ნახ­სე­ნე­ბი, წე­რია მხო­ლოდ ის, რომ კა­ნო­ნით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. არ­სე­ბობს "კა­ნო­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რის შე­სა­ხებ", თუმ­ცა ამ კა­ნონ­ში არ არის გან­სა­ზღვრუ­ლი, რა პე­რი­ოდ­ში შე­უძ­ლია იუს­ტი­ცი­ის მი­ნისტრს, წა­რუდ­გი­ნოს პრე­მი­ერს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რა და რა ვა­დებ­ში უნდა და­ამ­ტკი­ცოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა", - ამ­ბობს ხმა­ლა­ძე.

"ალია" გა­სულ კვი­რას წერ­და, რომ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს შერ­ჩე­უ­ლი ჰყავ­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ორი კან­დი­და­ტუ­რა. მათ­გან ერთ-ერთი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ამ­ჟა­მინ­დე­ლი მო­ვა­ლე­ო­ბის შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ირაკ­ლი შო­თა­ძე იყო. ამ პოსტზე შო­თა­ძის კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბამ დიდი აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია მე­დი­ა­ში. მათ შო­რის "ალი­აც" წერ­და, რომ შო­თა­ძე "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში ყოფ­ნის დროს, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რის იმ დე­პარ­ტა­მენ­ტში, რო­მე­ლიც ზე­დამ­ხედ­ვე­ლო­ბას უწევს ფი­ნან­სურ პო­ლი­ცი­ას, ფი­ნან­სუ­რი პო­ლი­ცი­ის მიერ ჩა­დე­ნი­ლი უკა­ნო­ნო­ბე­ბის შე­სა­ხებ კი ამ­ჟა­მად მთა­ვარ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში ასე­უ­ლო­ბით სა­ჩი­ვა­რია შე­სუ­ლი. ამის გამო, არ­სე­ბობ­და სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ეჭვი, რომ შო­თა­ძეს, ფარ­ცხა­ლა­ძის მსგავ­სად, უკა­ნო­ნო ქმე­დე­ბე­ბის ფაქ­ტებს გა­უხ­სე­ნებ­დნენ. სწო­რედ ამი­ტომ, შო­თა­ძის კან­დი­და­ტად გან­ხილ­ვა დღის წეს­რი­გი­დან მო­იხ­სნა.

"ალი­ას" ინ­ფორ­მა­ცი­ით, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გა­სულ შა­ბათს გეგ­მავ­და მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბას, თუმ­ცა ატე­ხი­ლი აჟი­ო­ტა­ჟის გამო ეს პრო­ცე­სი გა­და­ი­დო.

აი, რას უყ­ვე­ბა "ალი­ას" წყა­რო: "და­გეგ­მი­ლი იყო კან­დი­და­ტუ­რის და­სა­ხე­ლე­ბა. იყო რამ­დე­ნი­მე კან­დი­დატ­ზე სა­უ­ბა­რი, რო­მელ­თა­გა­ნაც ერთ-ერ­თის გვა­რის გახ­მო­ვა­ნე­ბას გეგ­მავ­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი, მაგ­რამ შო­თა­ძის ბი­ოგ­რა­ფი­ას­თან და­კავ­ში­რე­ბით ატე­ხილ­მა აჟი­ო­ტაჟ­მა ეს პრო­ცე­სი შე­ა­ფერ­ხა, არა იმის გამო, რომ შო­თა­ძე შე­იძ­ლე­ბო­და გამ­ხდა­რი­ყო მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი, არა­მედ იმის გამო, რომ და­ი­წყეს ყვე­ლა შე­საძ­ლო კან­დი­და­ტის ბი­ოგ­რა­ფი­ის ძი­რე­უ­ლი გა­მოკ­ვლე­ვა". - ამ­ბობს წყა­რო.

რო­გორც ჩანს, ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ფრთხი­ლობს, რომ ფარ­ცხა­ლა­ძის შემ­თხვე­ვა­ში დაშ­ვე­ბუ­ლი შეც­დო­მა აღარ გან­მე­ორ­დეს და "ნა­ცი­ო­ნა­ლებს" სა­პი­ა­რო თემა არ მი­ე­ცეს, ამი­ტო­მაც და­ი­წყეს კან­დი­დატ­თა ბი­ოგ­რა­ფი­ე­ბის სა­ფუძ­ვლი­ა­ნი შეს­წავ­ლა.

"ალია" გა­სულ კვი­რას წერ­და ერთი უც­ნო­ბი კან­დი­და­ტის შე­სა­ხე­ბაც, რომ­ლის სა­ხე­ლი­სა და გვა­რის გაჟ­ღე­რე­ბის უფ­ლე­ბა წყა­რომ არ მოგ­ვცა, თუმ­ცა ამ ადა­მი­ა­ნის ვი­ნა­ო­ბაც და ბი­ოგ­რა­ფი­უ­ლი შტრი­ხე­ბიც ჩვენ­თვის ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი წყა­რო­ე­ბი­დან გახ­და ცნო­ბი­ლი. რო­გორც შე­ვი­ტყვეთ პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რო­ბის ერთ-ერთ კან­დი­და­ტად სა­ხელ­მწი­ფო უშიშ­რო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­როსს, ალექ­სან­დრე (ლექ­სო) ფე­რი­აშ­ვილს გა­ნი­ხი­ლავს. რო­გორც "ალი­ას" წყა­რომ გა­ნუ­ცხა­და, ამ­ჟა­მად ფე­რი­აშ­ვი­ლი ყვე­ლა­ზე რე­ა­ლუ­რი კან­დი­და­ტუ­რაა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, პრე­მი­ერ­მა სწო­რედ მას­ზე შე­ა­ჩე­როს არ­ჩე­ვა­ნი.

ფე­რი­აშ­ვი­ლი წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან არის, აქვს პრო­კუ­რო­რად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა, თუმ­ცა ამ­ჟა­მად ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნია. ფე­რი­აშ­ვი­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში 2004-2006 წლებ­ში მუ­შა­ობ­და და უწყე­ბა იუს­ტი­ცი­ის ყო­ფილ მი­ნის­ტრთან, ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან და­პი­რის­პი­რე­ბის გამო და­ტო­ვა.

რო­დის და­ა­სა­ხე­ლებს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რას? ამ კი­თხვით პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის აპა­რა­ტის სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნელს მა­ი­კო ბიგ­ვა­ვას მივ­მარ­თეთ. რო­გორც ბიგ­ვა­ვამ "ალი­ას" გა­ნუ­ცხა­და, ჯერ­ჯე­რო­ბით უც­ნო­ბია, რო­დის წა­რუდ­გენს ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბას მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის კან­დი­და­ტუ­რას.

შო­რე­ნა გო­გო­ლა­ძე

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ჩრდილოეთ კორეის ახალმა სამხედრო ხომალდმა კატასტროფა განიცადა
მნიშვნელოვანი ინფორმაცია

რატომ გადაიფიქრა ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის წარდგენა?

რატომ გადაიფიქრა ღარიბაშვილმა მთავარი პროკურორის წარდგენა?

როდის დაასახელებს მთავარი პროკურორის კანდიდატურას პრემიერი ღარიბაშვილი? ეს კითხვა დღეს საზოგადოების დიდ ნაწილს აწუხებს.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე "ალიასთან" საუბრისას ამბობს, რომ კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილების მიხედვით პრემიერ-მინისტრს არ აქვს განსაზღვრული ვადები, როდის დანიშნავს მთავარ პროკურორს. "კონსტიტუციაში პროკურორის თაობაზე არაფერია ნახსენები, წერია მხოლოდ ის, რომ კანონით განისაზღვრება. არსებობს "კანონი პროკურატურის შესახებ", თუმცა ამ კანონში არ არის განსაზღვრული, რა პერიოდში შეუძლია იუსტიციის მინისტრს, წარუდგინოს პრემიერს მთავარი პროკურორის კანდიდატურა და რა ვადებში უნდა დაამტკიცოს პრემიერ-მინისტრმა", - ამბობს ხმალაძე.

"ალია" გასულ კვირას წერდა, რომ ირაკლი ღარიბაშვილს შერჩეული ჰყავდა მთავარი პროკურორის ორი კანდიდატურა. მათგან ერთ-ერთი მთავარი პროკურორის ამჟამინდელი მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შოთაძე იყო. ამ პოსტზე შოთაძის კანდიდატურის დასახელებამ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია მედიაში. მათ შორის "ალიაც" წერდა, რომ შოთაძე "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს, წლების განმავლობაში მუშაობდა პროკურატურის იმ დეპარტამენტში, რომელიც ზედამხედველობას უწევს ფინანსურ პოლიციას, ფინანსური პოლიციის მიერ ჩადენილი უკანონობების შესახებ კი ამჟამად მთავარ პროკურატურაში ასეულობით საჩივარია შესული. ამის გამო, არსებობდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ შოთაძეს, ფარცხალაძის მსგავსად, უკანონო ქმედებების ფაქტებს გაუხსენებდნენ. სწორედ ამიტომ, შოთაძის კანდიდატად განხილვა დღის წესრიგიდან მოიხსნა.

"ალიას" ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი გასულ შაბათს გეგმავდა მთავარი პროკურორის კანდიდატურის დასახელებას, თუმცა ატეხილი აჟიოტაჟის გამო ეს პროცესი გადაიდო.

აი, რას უყვება "ალიას" წყარო: "დაგეგმილი იყო კანდიდატურის დასახელება. იყო რამდენიმე კანდიდატზე საუბარი, რომელთაგანაც ერთ-ერთის გვარის გახმოვანებას გეგმავდა ირაკლი ღარიბაშვილი, მაგრამ შოთაძის ბიოგრაფიასთან დაკავშირებით ატეხილმა აჟიოტაჟმა ეს პროცესი შეაფერხა, არა იმის გამო, რომ შოთაძე შეიძლებოდა გამხდარიყო მთავარი პროკურორი, არამედ იმის გამო, რომ დაიწყეს ყველა შესაძლო კანდიდატის ბიოგრაფიის ძირეული გამოკვლევა". - ამბობს წყარო.

როგორც ჩანს, ხელისუფლება ფრთხილობს, რომ ფარცხალაძის შემთხვევაში დაშვებული შეცდომა აღარ განმეორდეს და "ნაციონალებს" საპიარო თემა არ მიეცეს, ამიტომაც დაიწყეს კანდიდატთა ბიოგრაფიების საფუძვლიანი შესწავლა.

"ალია" გასულ კვირას წერდა ერთი უცნობი კანდიდატის შესახებაც, რომლის სახელისა და გვარის გაჟღერების უფლება წყარომ არ მოგვცა, თუმცა ამ ადამიანის ვინაობაც და ბიოგრაფიული შტრიხებიც ჩვენთვის ალტერნატიული წყაროებიდან გახდა ცნობილი. როგორც შევიტყვეთ პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორობის ერთ-ერთ კანდიდატად სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსს, ალექსანდრე (ლექსო) ფერიაშვილს განიხილავს. როგორც "ალიას" წყარომ განუცხადა, ამჟამად ფერიაშვილი ყველაზე რეალური კანდიდატურაა და არ არის გამორიცხული, პრემიერმა სწორედ მასზე შეაჩეროს არჩევანი.

ფერიაშვილი წარმოშობით კახეთიდან არის, აქვს პროკურორად მუშაობის გამოცდილება, თუმცა ამჟამად შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანია. ფერიაშვილი პროკურატურაში 2004-2006 წლებში მუშაობდა და უწყება იუსტიციის ყოფილ მინისტრთან, ზურაბ ადეიშვილთან დაპირისპირების გამო დატოვა.

როდის დაასახელებს პრემიერ-მინისტრი მთავარი პროკურორის კანდიდატურას? ამ კითხვით პრემიერ-მინისტრის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მაიკო ბიგვავას მივმართეთ. როგორც ბიგვავამ "ალიას" განუცხადა, ჯერჯერობით უცნობია, როდის წარუდგენს ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას მთავარი პროკურორის კანდიდატურას.

შორენა გოგოლაძე

გაზეთი "ალია"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა