პოლიტიკა
კონფლიქტები

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:20-ზე, მთვარე მორიელში იქნება 06:22-დან –რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. დღეს მაქსიმალური სიყვარული და მზრუნველობა გამოიჩინეთ პარტნიორის მიმართ და ეცადეთ, არ გაანაწყენოთ.
სამართალი
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
სპორტი
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ჩე­მი პო­ნი მე­ლა­პა­რა­კე­ბა და მე­ფე­რე­ბა" - ახალგაზრდა ქიზიყელი, რომელმაც თბილისელ ბავშვებს ახალი წელი გაულამაზა
"ჩე­მი პო­ნი მე­ლა­პა­რა­კე­ბა და მე­ფე­რე­ბა" - ახალგაზრდა ქიზიყელი, რომელმაც თბილისელ ბავშვებს ახალი წელი გაულამაზა

თბი­ლი­სელ ბავ­შვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ პო­ნის­თან სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა და ქა­ლაქ­ში გა­ი­სე­ირ­ნე­ბა. პო­ნი კას­პი­დან თბი­ლის­ში ქი­ზი­ყელ­მა აკა­კი ხა­რა­ზიშ­ვილ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა.

- ახალ­გაზ­რდა ქი­ზი­ყე­ლი კა­ცი ვარ, არ­სად ვმუ­შა­ობ, არც ვსწავ­ლობ, ხან­და­ხან ვწვა­ლობ სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ზე. პირ­ვე­ლად ყვა­რელ­ში ვნა­ხე, ბავ­შვებს ცხე­ნით რომ ასე­ირ­ნებ­დნენ და გა­დავ­წყვი­ტე, მეც და­მე­წყო ეს ბიზ­ნე­სი. რამ­დე­ნი­მე დღე­ა, რაც სა­კუ­თა­რი პო­ნით ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ საქ­მით. ნორ­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს.

- სა­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნე პო­ნი და რა ჰქვია შენს ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბარს?

- სა­ხე­ლი ჯერ არ შე­მირ­ჩე­ვი­ა, ბავ­შვე­ბი მო­დი­ან და პო­ნის ეძა­ხი­ან, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს სა­ხე­ლი შერ­ჩე­ბა. ახ­ლა ლოტ­კინ­ზე ვცხოვ­რობ ჩე­მს ოთხ­ფე­ხა მე­გობ­არ­თან ერ­თად, სა­ნამ მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა, დავ­რჩე­ბი თბი­ლის­ში, მე­რე ისევ კას­პში ჩა­ვიყ­ვან. თავ­და­პირ­ვე­ლად ლოტ­კინ­ზე პო­ნით რომ და­მი­ნა­ხეს, გა­გიჟ­და ხალ­ხი, გა­მოც­ვივ­დნენ ბავ­შვე­ბი, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ ახ­ლა ეფე­რე­ბი­ან.

- უსაფ­რთხოა პა­ტა­რე­ბის­თვის პო­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა?

- მშვი­დი და თვი­ნი­ე­რი ცხო­ვე­ლი­ა. კარ­გად გაწვ­რთნი­ლი მყავს და ბავ­შვებს უსაფ­რთხოდ ასე­ირ­ნებს რუს­თა­ველ­ზე. ცხე­ნიც მყავს ქი­ზიყ­ში, რო­მე­ლიც 7 წლის არის, მაგ­რამ არ მე­კა­რე­ბა. ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი­ა, გა­უ­ხედ­ნა­ვი. მხო­ლოდ ჩემს ძმას უჯე­რებს, რად­გან პა­ტა­რა­ო­ბი­დან სა­კუ­თა­რი ხე­ლით აჭ­მევ­და. მინ­დო­და, ის ჩა­მო­მეყ­ვა­ნა ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ბავ­შვებს და­ამ­ტვრევ­და. ამი­ტო­მაც ეს ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, თან, ჩემ გარ­და პო­ნი არა­ვის ჰყავს თბი­ლის­ში.

- რა ღირს პო­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა?

- 3 ლა­რი ღირს, თუ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა უნ­დათ - და­მა­ტე­ბით 2 ლა­რის გა­დახ­დაა სა­ჭი­რო. ბევ­რს არა აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ფუ­ლი გა­და­ი­ხა­დოს, რო­ცა ვხე­დავ, პა­ტა­რებს გა­სე­ირ­ნე­ბა და სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა სურთ, უარს ვერ ვე­უბ­ნე­ბი და უფა­სო­დაც ვა­სე­ირ­ნებ პო­ნით. რამ­დე­ნი­მე დღის წინ შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი მო­ვიდ­ნენ, პო­ნის და­ნახ­ვა­ზე გა­გიჟ­დნენ, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ, რა სინ­დი­სით უნ­და გა­მო­მერ­თმია მათ­თვის ფუ­ლი? ამი­ტომ უფა­სოდ გა­და­ვუ­ღეთ სუ­რა­თე­ბი. ჩე­მი პო­ნი ახ­ლა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი­ა, თო­რემ ნა­ხავ­დით, რო­გორ მცნობს და მე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­კუ­თა­რი ენით. ამ­დე­ნი ხალ­ხი და­დის რუს­თა­ველ­ზე, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის მცნობს: და­მი­ნა­ხავს თუ არა, ჭიხ­ვი­ნით მო­დის ჩემ­თან და მე­ფე­რე­ბა.

- რა­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ პო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, ბავ­შვე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბის გარ­და?

- ცხო­ველს და­ბა­დე­ბი­დან­ვე უნ­და მო­უ­ა­რო და მი­აჩ­ვიო შენს ზნე­ზე აღ­ზრდას. რო­გორც ადა­მი­ანს, მა­საც მო­ფე­რე­ბა და ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა. თუ არ გიყ­ვარს ცხო­ვე­ლი, ოჯახ­ში არ უნ­და მო­იყ­ვა­ნო. რო­გორც პა­ტა­რა ბავ­შვს, ისე უნ­და მო­ექ­ცე, არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან­ვე შე­ა­ბა სა­ზი­და­რი და ტვირ­თი აზიდ­ვი­ნო. პირ­ვე­ლი სა­მი კვი­რა ახალ­და­ბა­დე­ბულ პო­ნის ჯან­ზე მო­სას­ვლე­ლად სჭირ­დე­ბა, ამის მე­რე უნ­და შე­აჩ­ვიო ის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ასე­ირ­ნო მინ­დორ­ში და თან­და­თან გა­ხედ­ნო. ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რო­ცა კას­პე­ლე­ბის­გან შე­ვი­ძი­ნე.

- რამ­დე­ნად იყი­დე?

- 700 ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე ამ პო­ნი­ში. ად­რე მარ­ნე­ულ­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც ცხე­ნი მჭირ­დე­ბო­და გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, 400 ლა­რად შე­ვი­ძი­ნე კარ­გი ცხე­ნი, დიდ­ხანს მემ­სა­ხუ­რა და მე­რე 100 ლა­რად გავ­ყი­დე. ყვე­ლა­ნა­ირ ფა­სად შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ნის ან პო­ნის შე­ძე­ნა, ჯიშს და ზნეს გა­აჩ­ნი­ა.

- პო­ნის მოვ­ლაც ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა?

- კი, ნამ­დვი­ლად ძვი­რი­ა. დღე­ში, სულ ცო­ტა, 10 ლა­რის ქე­რი და თი­ვა სჭირ­დე­ბა. თუ გინ­და ისე­თი ცხო­ვე­ლი გყავ­დეს, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლად გემ­სა­ხუ­რე­ბა, უნ­და შეძ­ლო ყო­ველ­თვი­უ­რად მის საკ­ვებ­ში 300-350 ლა­რის გა­დახ­და.

თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

"ჩე­მი პო­ნი მე­ლა­პა­რა­კე­ბა და მე­ფე­რე­ბა" - ახალგაზრდა ქიზიყელი, რომელმაც თბილისელ ბავშვებს ახალი წელი გაულამაზა

"ჩე­მი პო­ნი მე­ლა­პა­რა­კე­ბა და მე­ფე­რე­ბა" - ახალგაზრდა ქიზიყელი, რომელმაც თბილისელ ბავშვებს ახალი წელი გაულამაზა

თბი­ლი­სელ ბავ­შვებს ძა­ლი­ან მოს­წონთ პო­ნის­თან სუ­რა­თე­ბის გა­და­ღე­ბა და ქა­ლაქ­ში გა­ი­სე­ირ­ნე­ბა. პო­ნი კას­პი­დან თბი­ლის­ში ქი­ზი­ყელ­მა აკა­კი ხა­რა­ზიშ­ვილ­მა ჩა­მო­იყ­ვა­ნა.

- ახალ­გაზ­რდა ქი­ზი­ყე­ლი კა­ცი ვარ, არ­სად ვმუ­შა­ობ, არც ვსწავ­ლობ, ხან­და­ხან ვწვა­ლობ სხვა­დას­ხვა სა­მუ­შა­ო­ზე. პირ­ვე­ლად ყვა­რელ­ში ვნა­ხე, ბავ­შვებს ცხე­ნით რომ ასე­ირ­ნებ­დნენ და გა­დავ­წყვი­ტე, მეც და­მეწყო ეს ბიზ­ნე­სი. რამ­დე­ნი­მე დღე­ა, რაც სა­კუ­თა­რი პო­ნით ჩა­მო­ვე­დი თბი­ლის­ში და კმა­ყო­ფი­ლი ვარ ამ საქ­მით. ნორ­მა­ლუ­რი შე­მო­სა­ვა­ლი მაქვს.

- სა­ი­დან ჩა­მო­იყ­ვა­ნე პო­ნი და რა ჰქვია შენს ოთხ­ფე­ხა მე­გო­ბარს?

- სა­ხე­ლი ჯერ არ შე­მირ­ჩე­ვი­ა, ბავ­შვე­ბი მო­დი­ან და პონის ეძა­ხი­ან, ამი­ტომ ვფიქ­რობ, ეს სა­ხე­ლი შერ­ჩე­ბა. ახ­ლა ლოტ­კინ­ზე ვცხოვ­რობ ჩე­მს ოთხ­ფე­ხა მე­გობ­ართან ერთად, სა­ნამ მუ­შა­ო­ბა იქ­ნე­ბა, დავ­რჩე­ბი თბი­ლის­ში, მე­რე ისევ კას­პში ჩა­ვიყ­ვან. თავ­და­პირ­ვე­ლად ლოტ­კინ­ზე პო­ნით რომ და­მი­ნა­ხეს, გა­გიჟ­და ხალ­ხი, გა­მოც­ვივ­დნენ ბავ­შვე­ბი, ძა­ლი­ან გა­უკ­ვირ­დათ, მაგ­რამ ახ­ლა ეფე­რე­ბი­ან.

- უსაფ­რთხოა პა­ტა­რე­ბის­თვის პო­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა?

- მშვი­დი და თვი­ნი­ე­რი ცხო­ვე­ლი­ა. კარ­გად გაწვ­რთნი­ლი მყავს და ბავ­შვებს უსაფ­რთხოდ ასე­ირ­ნებს რუს­თა­ველ­ზე. ცხე­ნიც მყავს ქი­ზიყ­ში, რო­მე­ლიც 7 წლის არის, მაგ­რამ არ მე­კა­რე­ბა. ძა­ლი­ან ჯი­უ­ტი­ა, გა­უ­ხედ­ნა­ვი. მხო­ლოდ ჩემს ძმას უჯე­რებს, რადგან პა­ტა­რა­ო­ბი­დან სა­კუ­თა­რი ხე­ლით აჭ­მევ­და. მინ­დო­და, ის ჩა­მო­მეყ­ვა­ნა ქა­ლაქ­ში, მაგ­რამ ბავ­შვებს და­ამ­ტვრევ­და. ამი­ტო­მაც ეს ჩა­მო­ვიყ­ვა­ნე, თან, ჩემ გარ­და პო­ნი არა­ვის ჰყავს თბი­ლის­ში.

- რა ღირს პო­ნით გა­სე­ირ­ნე­ბა?

- 3 ლა­რი ღირს, თუ სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა უნ­დათ - და­მა­ტე­ბით 2 ლა­რის გა­დახ­დაა სა­ჭი­რო. ბევრს არა აქვს იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ ფუ­ლი გა­და­ი­ხა­დოს, რო­ცა ვხე­დავ, პა­ტა­რებს გა­სე­ირ­ნე­ბა და სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა სურთ, უარს ვერ ვე­უბ­ნე­ბი და უფა­სო­დაც ვა­სე­ირ­ნებ პო­ნით. რამ­დე­ნი­მე დღის წინ შეზღ­უ­დუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის მქო­ნე ბავ­შვე­ბი მო­ვიდ­ნენ, პო­ნის და­ნახ­ვა­ზე გა­გიჟ­დნენ, ძა­ლი­ან გა­უ­ხარ­დათ, რა სინ­დი­სით უნ­და გა­მო­მერ­თმია მათ­თვის ფუ­ლი? ამი­ტომ უფა­სოდ გა­და­ვუ­ღეთ სუ­რა­თე­ბი. ჩე­მი პო­ნი ახ­ლა ძა­ლი­ან დაღ­ლი­ლი­ა, თო­რემ ნა­ხავ­დით, რო­გორ მცნობს და მე­ლა­პა­რა­კე­ბა სა­კუ­თა­რი ენით. ამ­დე­ნი ხალ­ხი და­დის რუს­თა­ველ­ზე, მაგ­რამ მე ყო­ველ­თვის მცნობს: და­მი­ნა­ხავს თუ არა, ჭიხ­ვი­ნით მო­დის ჩემ­თან და მე­ფე­რე­ბა.

- რა­ში შე­იძ­ლე­ბა კი­დევ პო­ნის გა­მო­ყე­ნე­ბა, ბავ­შვე­ბის გა­სე­ირ­ნე­ბის გარ­და?

- ცხო­ველს და­ბა­დე­ბი­დან­ვე უნ­და მო­უ­ა­რო და მი­აჩ­ვიო შენს ზნე­ზე აღ­ზრდას. რო­გორც ადა­მი­ანს, მა­საც მო­ფე­რე­ბა და ზრუნ­ვა სჭირ­დე­ბა. თუ არ გიყ­ვარს ცხო­ვე­ლი, ოჯახ­ში არ უნ­და მო­იყ­ვა­ნო. რო­გორც პა­ტა­რა ბავშვს, ისე უნ­და მო­ექ­ცე, არ შე­იძ­ლე­ბა თა­ვი­დან­ვე შე­ა­ბა სა­ზი­და­რი და ტვირ­თი აზიდ­ვი­ნო. პირ­ვე­ლი სა­მი კვი­რა ახალ­და­ბა­დე­ბულ პო­ნის ჯან­ზე მო­სას­ვლე­ლად სჭირ­დე­ბა, ამის მე­რე უნ­და შე­აჩ­ვიო ის ადა­მი­ა­ნებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბას, ასე­ირ­ნო მინ­დორ­ში და თან­და­თან გა­ხედ­ნო. ეს ძა­ლი­ან პა­ტა­რა იყო, რო­ცა კას­პე­ლე­ბის­გან შე­ვი­ძი­ნე.

- რამ­დე­ნად იყი­დე?

- 700 ლა­რი გა­და­ვი­ხა­დე ამ პო­ნი­ში. ად­რე მარ­ნე­ულ­ში ვმუ­შა­ობ­დი, სა­დაც ცხე­ნი მჭირ­დე­ბო­და გა­და­სა­ად­გი­ლებ­ლად, 400 ლა­რად შე­ვი­ძი­ნე კარ­გი ცხე­ნი, დიდ­ხანს მემ­სა­ხუ­რა და მე­რე 100 ლა­რად გავ­ყი­დე. ყვე­ლა­ნა­ირ ფა­სად შე­იძ­ლე­ბა სა­ქარ­თვე­ლო­ში ცხე­ნის ან პო­ნის შე­ძე­ნა, ჯიშს და ზნეს გა­აჩ­ნი­ა.

- პო­ნის მოვ­ლაც ძვი­რი სი­ა­მოვ­ნე­ბა­ა?

- კი, ნამ­დვი­ლად ძვი­რი­ა. დღე­ში, სულ ცო­ტა, 10 ლა­რის ქე­რი და თი­ვა სჭირ­დე­ბა. თუ გინ­და ისე­თი ცხო­ვე­ლი გყავ­დეს, რო­მე­ლიც ერ­თგუ­ლად გემ­სა­ხუ­რე­ბა, უნ­და შეძ­ლო ყო­ველ­თვი­უ­რად მის საკ­ვებ­ში 300-350 ლა­რის გა­დახ­და.

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს