McDonald's-ი აფხაზეთში, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანაში შესვლის სურვილს გამოთქვამს, - ამის შესახებ ინფორმაცია McDonald's-ის ოფიაციალურ ვებგვერდზე www.aboutmcdonalds.com-ზე, საერთაშორისო ფრანჩაიზინგის განყოფილებაშია განთავსებული.
ამასთან, McDonald's-მა საკუთარ ვებგვერდზე აფხაზეთი დამოუკიდებელ ქვეყანად აღნიშნა და ამ "ქვეყნის" ბაზარზე შესვლის სურვილი გამოთქვა, რისთვისაც კონკურსი გამოაცხადა ადგილობრივი წარმომადგენელის მოსაძებნად.
McDonald's-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ბოლო წლების განმავლობაში კომპანია აქტიურად მუშაობს ბაზრების დივერსიფიცირებაზე, რაც ძალიან კარგად მუშაობს როგორც მეწილეების, ისე დასაქმებულებისთვის. ამიტომ კომპანია ეძებს ფრანჩაიზინგის შესაძლებლობებს ისეთი ბაზრებზეც, სადაც ჯერ კიდევ არ არის წარმოდგენილი და მათ შორის, აფხაზეთშიც. ამისთვის, კომპანია კონკურსს აცხადებს აფხაზეთში მოქმედი ბიზნეს სუბიექტებისთვის ან ინდივიდებისთვის, ვისაც შეეძლება სათანადოდ წარმოადგინოს ბრენდი აფხაზეთში.
"ჩვენ განვიხილავთ ყველა კანდიდატურას და დავუკავშირდებით იმ ადამიანებს, ვინც ყველაზე სათანადოდ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს", - ნათქვამია McDonald's-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.