პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
''ბოდიშებით'' დაწყებული სიყვარული და ''ქართული ხმების'' მეუღლეების სიურპრიზი ქმრებს
''ბოდიშებით'' დაწყებული სიყვარული და ''ქართული ხმების'' მეუღლეების სიურპრიზი ქმრებს

"ქარ­თუ­ლი ხმე­ბის" წევრ კახა გრი­გა­ლაშ­ვილ­სა და მის მე­უღ­ლეს, ნინო კა­ხი­ძეს, შინ ვეს­ტუმ­რეთ. კახა მომ­ღე­რა­ლია, მის მე­უღ­ლეს ტუ­რის­ტუ­ლი სა­ა­გენ­ტო აქვს. კახა თით­ქმის ყო­ველ­თვის შინ ხვდე­ბა ახალ წელს და შემ­დეგ ნი­ნო­სა და შვი­ლებ­თან: 10 წლის გი­ორ­გის­თან, 8 წლის ანა­სა და 2 წლის კე­სა­რი­ას­თან ერ­თად მეკვლე­ე­ბად მი­დი­ან ჯერ ნი­ნოს მშობ­ლებ­თან და შემ­დეგ მი­სი­ა­ნებ­თან. უპირ­ვე­ლე­სად მას­პინ­ძლებს ლა­მა­ზად მორ­თუ­ლი ნაძ­ვის ხე შე­ვუ­ქე...

ნინო:

- ბავ­შვებ­ზე მე­ტად, მგო­ნი, მე მი­ხა­რია ნაძ­ვის ხის დად­გმა. კა­ხა­საც ძა­ლი­ან უყ­ვარს, მაგ­რამ მორ­თვის პრო­ცე­სი არ მოს­წონს. მთელ დღეს ვან­დო­მებ ამ საქ­მეს. მომ­ზა­დე­ბას და­ახ­ლო­ე­ბით ორი თვით ადრე ვი­წყებ. ყო­ველ­წლი­უ­რად აუ­ცი­ლებ­ლად ვა­მა­ტებ რამ­დე­ნი­მე ახალ სა­თა­მა­შოს. გა­მორ­ჩე­უ­ლად მიყ­ვარს ეს დღე­სას­წა­უ­ლი. არ ვი­ცო­დი და შარ­შან­წინ მა­მა­ოს­გან შე­ვი­ტყვე, რომ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, ნათ­ლის­ღე­ბამ­დე ავი­ღოთ ნაძ­ვის ხე.

კახა:

- და 26 მა­ისს დავ­შა­ლეთ ნაძ­ვის ხე, და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის დღის აღ­სა­ნიშ­ნა­ვად და ისიც სულ ძა­ლით, რად­გან ამ­ხე­ლა ხის გამო, სახ­ლში მგე­ლი გაჩ­ნდა.

ნინო:

- (იღი­მის) არა, არა, 6 თე­ბერ­ვალს ჩემი და­ბა­დე­ბის დღეა. ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი მქონ­და, ნაძ­ვის ხე ჩემს და­ბა­დე­ბის დღე­ზე ყო­ფი­ლი­ყო და მე­ო­რე დღეს ამე­ღო. ასეც მო­ვი­ქე­ცი.

- და რო­დის აწყობთ ხოლ­მე, აგ­ვის­ტო­ში?

- (იცი­ნის) აგ­ვის­ტო­ში არა, მაგ­რამ საკ­მა­ოდ ადრე. სა­ზღვარ­გა­რეთ გახ­ლდით, თბი­ლის­ში 22 დე­კემ­ბერს ჩა­მო­ვე­დი და მე­ო­რე დღეს­ვე დავ­დგი, თო­რემ ამ დროს უკვე გვიდ­გას ხოლ­მე ნაძ­ვის ხე.

- კახა, სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა გქონ­დათ და სა­ქარ­თვე­ლოს სხვა­დას­ხვა კუ­თხე­ში ჩა­დი­ო­დით. ახალ წელ­თან და­კავ­ში­რე­ბით რამე ხომ არ მო­გიმ­ზა­დე­ბი­ათ?

- გუ­რი­ა­ში კა­ლან­დო­ბა გა­ვა­კე­თეთ, მთე­ლი თა­ვი­სი რი­ტუ­ა­ლე­ბით. გა­და­ღე­ბე­ბი სო­ფელ მაკ­ვა­ნეთ­ში, თო­ი­ძე­ე­ბის ოჯახ­ში გვქონ­და, სა­დაც შე­იკ­რი­ბა სოფ­ლის მო­სახ­ლე­ო­ბა და თაფ­ლის არაყ­ზე ძა­ლი­ან თბი­ლად აღ­ვნიშ­ნეთ კა­ლან­დო­ბა. "სიმ­ღე­რის კვალ­დაკ­ვალ" ჩემი სა­ავ­ტო­რო გა­და­ცე­მა იყო, რო­მე­ლიც ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. 2011 წლი­დან, სამ­წუ­ხა­როდ, აღარ გა­დის. და­სა­ნა­ნია, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო ამო­უ­წუ­რა­ვი თე­მაა.

- ეს პრო­ექ­ტი დღეს­დღე­ო­ბით რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზი­ას არ აჩ­ვე­ნეთ?

- შევ­თა­ვა­ზე, მაგ­რამ ეს ყვე­ლა­ფე­რი სპონ­სო­რო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. ეს გა­და­ცე­მა პო­პუ­ლა­რუ­ლი ვერ იქ­ნე­ბა, რად­გან კარ­გი ყური და გე­მოვ­ნე­ბა სჭირ­დე­ბა, ამას კი ყვე­ლას ვერ მოს­თხოვ, მაგ­რამ ეს არ გა­მო­რი­ცხავს მის არ­სე­ბო­ბას. სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­ვა­კე­თებ­დი ამ გა­და­ცე­მას ხე­ლახ­ლა, ახ­ლე­ბუ­რად და ახა­ლი იდე­ე­ბით.

- თქვე­ნი შვი­ლე­ბი­დან მღე­რის რო­მე­ლი­მე?

- ბიჭი სპორ­ტსმე­ნია, არ მღე­რის, მომ­დევ­ნო ცდი­ლობს. ანას საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი ხმა და ტემ­ბრი აქვს და რომ იმე­ცა­დი­ნოს, ალ­ბათ გა­მო­უ­ვა, ძა­ლი­ან მონ­დო­მე­ბუ­ლია, აი, პა­ტა­რა რას იზამს, არ ვიცი, იმე­დი მაქვს, იმ­ღე­რებს.

- თქვე­ნი მე­უღ­ლე და ან­სამ­ბლის წევ­რე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბი მღე­რი­ან?

- ისე­ვე, რო­გორც ყვე­ლა ქარ­თვე­ლი, ნინი თა­ვის­თვის ღი­ღი­ნებს, მაგ­რამ რომ სთხო­ვო ან ქვე­ყა­ნას შეჰ­პირ­დე, არ იმ­ღე­რებს. შე­სა­ბა­მი­სად, მი­ვიჩ­ნევთ, რომ არ მღე­რის. და­ნარ­ჩე­ნებს რაც შე­ე­ხე­ბა, მღე­რი­ან. ლე­ვან ვე­შა­პი­ძის მე­უღ­ლე ფოლკ­ლო­რის­ტია და მშვე­ნივ­რად მღე­რის, ძმე­ბი ბა­კუ­რა­ძე­ე­ბის მე­უღ­ლე­ე­ბიც მღე­რი­ან, უგ­რე­ლი­ძის, კი­კა­ბი­ძის მე­უღ­ლე­ე­ბიც ცოტ-ცო­ტას ღი­ღი­ნე­ბენ.

- "ქარ­თულ ხმე­ბის" წევ­რე­ბი­დან გიგა აბე­სა­ძის გარ­და, ყვე­ლა და­ო­ჯახ­და, ხომ?

- ჰო, გი­გას მე­უღ­ლე არ მღე­რის, იმი­ტომ რომ არ ჰყავს (იღი­მის). დათო არჩვა­ძის პირ­ვე­ლი მე­უღ­ლე კარ­გად მღე­რო­და, მე­ო­რე რას იზამს, არ ვიცი. ერ­თად იყ­ვნენ და ნუ იმ­ღე­რებს, კაცო.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

''ბოდიშებით'' დაწყებული სიყვარული და ''ქართული ხმების'' მეუღლეების სიურპრიზი ქმრებს

''ბოდიშებით'' დაწყებული სიყვარული და ''ქართული ხმების'' მეუღლეების სიურპრიზი ქმრებს

''ქართული ხმების'' წევრ კახა გრიგალაშვილსა და მის მეუღლეს, ნინო კახიძეს, შინ ვესტუმრეთ. კახა მომღერალია, მის მეუღლეს ტურისტული სააგენტო აქვს. კახა თითქმის ყოველთვის შინ ხვდება ახალ წელს და შემდეგ ნინოსა და შვილებთან: 10 წლის გიორგისთან, 8 წლის ანასა და 2 წლის კესარიასთან ერთად მეკვლეებად მიდიან ჯერ ნინოს მშობლებთან და შემდეგ მისიანებთან. უპირველესად მასპინძლებს ლამაზად მორთული ნაძვის ხე შევუქე...

ნინო:

- ბავშვებზე მეტად, მგონი, მე მიხარია ნაძვის ხის დადგმა. კახასაც ძალიან უყვარს, მაგრამ მორთვის პროცესი არ მოსწონს. მთელ დღეს ვანდომებ ამ საქმეს. მომზადებას დაახლოებით ორი თვით ადრე ვიწყებ. ყოველწლიურად აუცილებლად ვამატებ რამდენიმე ახალ სათამაშოს. გამორჩეულად მიყვარს ეს დღესასწაული. არ ვიცოდი და შარშანწინ მამაოსგან შევიტყვე, რომ არ არის აუცილებელი, ნათლისღებამდე ავიღოთ ნაძვის ხე.

კახა:

- და 26 მაისს დავშალეთ ნაძვის ხე, დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად და ისიც სულ ძალით, რადგან ამხელა ხის გამო, სახლში მგელი გაჩნდა.

ნინო:

- (იღიმის) არა, არა, 6 თებერვალს ჩემი დაბადების დღეა. ჩაფიქრებული მქონდა, ნაძვის ხე ჩემს დაბადების დღეზე ყოფილიყო და მეორე დღეს ამეღო. ასეც მოვიქეცი.

- და როდის აწყობთ ხოლმე, აგვისტოში?

- (იცინის) აგვისტოში არა, მაგრამ საკმაოდ ადრე. საზღვარგარეთ გახლდით, თბილისში 22 დეკემბერს ჩამოვედი და მეორე დღესვე დავდგი, თორემ ამ დროს უკვე გვიდგას ხოლმე ნაძვის ხე.

- კახა, საავტორო გადაცემა გქონდათ და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ჩადიოდით. ახალ წელთან დაკავშირებით რამე ხომ არ მოგიმზადებიათ?

- გურიაში კალანდობა გავაკეთეთ, მთელი თავისი რიტუალებით. გადაღებები სოფელ მაკვანეთში, თოიძეების ოჯახში გვქონდა, სადაც შეიკრიბა სოფლის მოსახლეობა და თაფლის არაყზე ძალიან თბილად აღვნიშნეთ კალანდობა. ''სიმღერის კვალდაკვალ'' ჩემი საავტორო გადაცემა იყო, რომელიც ორი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 2011 წლიდან, სამწუხაროდ, აღარ გადის. დასანანია, რადგან საქართველო ამოუწურავი თემაა.

- ეს პროექტი დღესდღეობით რომელიმე ტელევიზიას არ აჩვენეთ?

- შევთავაზე, მაგრამ ეს ყველაფერი სპონსორობას უკავშირდება. ეს გადაცემა პოპულარული ვერ იქნება, რადგან კარგი ყური და გემოვნება სჭირდება, ამას კი ყველას ვერ მოსთხოვ, მაგრამ ეს არ გამორიცხავს მის არსებობას. სიამოვნებით გავაკეთებდი ამ გადაცემას ხელახლა, ახლებურად და ახალი იდეებით.

- თქვენი შვილებიდან მღერის რომელიმე?

- ბიჭი სპორტსმენია, არ მღერის, მომდევნო ცდილობს. ანას საკმაოდ ძლიერი ხმა და ტემბრი აქვს და რომ იმეცადინოს, ალბათ გამოუვა, ძალიან მონდომებულია, აი, პატარა რას იზამს, არ ვიცი, იმედი მაქვს, იმღერებს.

- თქვენი მეუღლე და ანსამბლის წევრების მეუღლეები მღერიან?

- ისევე, როგორც ყველა ქართველი, ნინი თავისთვის ღიღინებს, მაგრამ რომ სთხოვო ან ქვეყანას შეჰპირდე, არ იმღერებს. შესაბამისად, მივიჩნევთ, რომ არ მღერის. დანარჩენებს რაც შეეხება, მღერიან. ლევან ვეშაპიძის მეუღლე ფოლკლორისტია და მშვენივრად მღერის, ძმები ბაკურაძეების მეუღლეებიც მღერიან, უგრელიძის, კიკაბიძის მეუღლეებიც ცოტ-ცოტას ღიღინებენ.

- ''ქართულ ხმების'' წევრებიდან გიგა აბესაძის გარდა, ყველა დაოჯახდა, ხომ?

- ჰო, გიგას მეუღლე არ მღერის, იმიტომ რომ არ ჰყავს (იღიმის). დათო არჩვაძის პირველი მეუღლე კარგად მღეროდა, მეორე რას იზამს, არ ვიცი. ერთად იყვნენ და ნუ იმღერებს, კაცო.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია