საზოგადოება
სპორტი
პოლიტიკა

1

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 11:53-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 07:02-ზე – კარგია მოლაპარაკებების წარმოება. ახალი კავშირების დამყარება. სარეკლამო კამპანიების, კონფერენციების და მსგავსი ღონისძიებების ჩატარება. გამოიყენეთ სიტყვები პარტნიორების, ინვესტორების და სპონსორების დასარწმუნებლად. ბიზნესმენებმა ხელი უნდა შეუწყონ და დააფინანსონ შემოქმედებითი ადამიანები. ბევრმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს გადაღლილობა. უმჯობესია თავი შეიკავოთ დიდი რაოდენობით ქონის, ლორის, ქაშაყის, დამუშავებული ყველის და მსგავსი პროდუქტების მიღებაზე.
სამხედრო
მოზაიკა
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
მსოფლიო
სამართალი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინაში გაზრდილი ქართველი, რომელიც საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სიმღერაზე ოცნებობს
უკრაინაში გაზრდილი ქართველი, რომელიც საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სიმღერაზე ოცნებობს

უკ­რა­ი­ნა­ში მცხოვ­რე­ბი ქარ­თვე­ლი - 22 წლის შმა­გი თა­გი­აშ­ვი­ლი "ფე­ის­ბუ­კის" სა­კუ­თარ გვერ­დზე სა­ზო­გა­დო­ე­ბას ინ­ფორ­მა­ცი­ას აწ­ვდის, რომ "ევ­რო­ვი­ზია 2014"-ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით მო­ნა­წი­ლე­ო­ბა სურს და ამის­თვის ემ­ზა­დე­ბა კი­დეც.

- შმა­გი, რამ­დე­ნი წე­ლია, რაც უკ­რა­ი­ნა­ში ცხოვ­რობ?

- სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ვი­ბა­დე. 10 წლამ­დე თე­ლავ­ში ვცხოვ­რობ­დი და ვიზ­რდე­ბო­დი ანუ ბავ­შვო­ბა კა­ხეთ­ში გა­ვა­ტა­რე. მერე ოჯახ­თან ერ­თად, კი­ევ­ში ერთი თვით, სტუმ­რად გა­ვემ­გზავ­რეთ. იქ შემ­თხვე­ვით, ერთ-ერ­თმა კომ­პო­ზი­ტორ­მა მო­მის­მი­ნა და ევ­რო­პა­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რულ კა­პე­ლა­ში სიმ­ღე­რა შე­მომ­თა­ვა­ზა... არა­და, სა­ქარ­თვე­ლო­ში ყოფ­ნი­სას ისეთ კა­პე­ლა­ში სიმ­ღე­რა­ზე ვერც ვი­ოც­ნე­ბებ­დი, რო­მე­ლიც წე­ლი­წად­ში ათ­ჯერ ევ­რო­პა­ში, გას­ტროლ­ზე და­დი­ო­და. ჰოდა, რა გა­საკ­ვი­რია, რომ ჩემ­მა მშობ­ლებ­მა იქ დარ­ჩე­ნა გა­და­წყვი­ტეს. მერე უკვე სკო­ლა­შიც კი­ევ­ში მი­მიყ­ვა­ნეს. არა­და, არც რუ­სუ­ლი და არც - უკ­რა­ი­ნუ­ლი არ ვი­ცო­დი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, უკ­რა­ი­ნელ­მა ბავ­შვებ­მა ძა­ლი­ან თბი­ლად მი­მი­ღეს და წუ­თი­თაც არ მიგ­რძნია, რომ რუ­სუ­ლად ვერ ვლა­პა­რა­კობ­დი.

- რა გა­ნათ­ლე­ბა გაქვს?

- და­ვამ­თავ­რე კი­ე­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი კულ­ტუ­რი­სა და ხე­ლოვ­ნე­ბის უნი­ვერ­სი­ტე­ტი, სა­ესტრა­დო ვო­კა­ლის გან­ხრით.

- ახლა რა ხდე­ბა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- ისევ კი­ევ­ში ვცხოვ­რობ, ვა­კე­თებ ჩემს საქ­მეს და მინ­და, სა­ქარ­თვე­ლო­შიც მიც­ნობ­დნენ... სა­ოც­რად მიყ­ვარს ჩემი სამ­შობ­ლო და მხო­ლოდ უკ­რა­ი­ნა­ში რა­ტომ უნდა იცოდ­ნენ ჩემი არ­სე­ბო­ბის შე­სა­ხებ? ქარ­თუ­ლი აუ­დი­ტო­რია და ქარ­თვე­ლი მსმე­ნე­ლი მა­ინც სულ სხვა­ნა­ი­რია, უფრო გუ­ლი­ა­ნია.

- რო­გორც შე­ვი­ტყვე, უკ­რა­ი­ნა­ში გა­მარ­თულ კონ­კურ­სში - "ახა­ლი ხმა" მო­ნა­წი­ლე­ობ­დი.

- ამ პრო­ექ­ტში ჩემ მიერ შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ქარ­თუ­ლი სიმ­ღე­რა ხალ­ხს ძა­ლი­ან მო­ე­წო­ნა, შემ­დეგ სპონ­სო­რი და პრო­დი­უ­სე­რიც გა­მო­მიჩ­ნდა. ისი­ნი შე­მოქ­მე­დე­ბის გან­ვი­თა­რე­ბა­ში მეხ­მა­რე­ბი­ან. სხვა­თა შო­რის, სპონ­სო­რი უც­ნა­უ­რად გაჩ­ნდა ჩემს ცხოვ­რე­ბა­ში: სუ­პერ­მარ­კეტ­ში შე­ვე­დი და ვი­ღა­ცამ მიც­ნო, გა­მო­მე­ლა­პა­რა­კა: - შმა­გი არ ხარ, "ახალ ხმა­ში" რომ გა­მო­დი­ო­დიო? შემ­დეგ ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი ჩა­ი­წე­რა და და­მი­რე­კა კი­დეც. შევ­ხვდი. ის გავ­ლე­ნი­ა­ნი ბიზ­ნეს­მე­ნი აღ­მოჩ­ნდა, რო­მელ­მაც შე­მომ­თა­ვა­ზა, - და­გეხ­მა­რე­ბიო... ჩავ­წე­რეთ 5 ახა­ლი სიმ­ღე­რა, გა­და­ვი­ღეთ 3 კლი­პი, მათ შო­რის 2 ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი. უნი­ჭი­ე­რეს ბი­ჭებ­თან ერ­თად ვი­მუ­შა­ვე. ისი­ნი ერთ-ერთი ქარ­თუ­ლი რე­პჯ­გუ­ფის წევ­რე­ბი არი­ან... რუ­სუ­ლე­ნო­ვა­ნი სიმ­ღე­რა უკვე 2 კვი­რაა, უკ­რა­ი­ნულ პო­პუ­ლა­რულ რა­დი­ო­არ­ხებ­ზე ჟღერს და დიდი იმე­დი გვაქვს, რომ გა­ჰიტ­დე­ბა.

- სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სებ­ში თუ გაქვს მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ღე­ბუ­ლი?

- რაც შე­ე­ხე­ბა კონ­კურ­სებ­სა და ფეს­ტი­ვა­ლებს, დიდი გა­მოც­დი­ლე­ბა მაქვს: ვარ 5 გრან-პრის მფლო­ბე­ლი, რამ­დე­ნი­მე სა­ერ­თა­შო­რი­სო კონ­კურ­სის მო­ნა­წი­ლე. არა­ერ­თხელ გავ­სულ­ვარ პირ­ველ, მე­ო­რე და მე­სა­მე ად­გილ­ზეც... ჩემი მი­ზა­ნია, მაქ­სი­მა­ლუ­რად ვი­მუ­შაო სიმ­ღე­რებ­სა და კლი­პებ­ზე. ახლა "სა­ევ­რო­ვი­ზიო" სიმ­ღე­რა­ზე ვმუ­შა­ობ. მინ­და, ამ კონ­კურ­სზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­ვი­დე.

- იმე­დი გაქვს, რომ შენს კან­დი­და­ტუ­რას მხარს და­უ­ჭე­რენ?

- სიმ­ღე­რა­ზე ევ­რო­პე­ლი კომ­პო­ზი­ტო­რე­ბი მუ­შა­ო­ბენ და იმე­დია, ყვე­ლა­ფე­რი გა­მოგ­ვი­ვა... ახ­ლა­ხან თბი­ლის­ში ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რი კლიპ­მე­ი­კე­რი გა­ვი­ცა­ნი, რო­მე­ლიც ევ­რო­პუ­ლი დო­ნის ვი­დე­ო­ებს იღებს და ახლა მას­თან ვთა­ნამ­შრომ­ლობ.

- შენი ოჯა­ხის წევ­რე­ბი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­ვინ ცხოვ­რობს?

- რო­გორ არა, სა­ქარ­თვე­ლო­ში ბე­ბია მყავს და კი­დევ, ძა­ლი­ან ბევ­რი ნა­თე­სა­ვი. თით­ქმის ყვე­ლა­ნი კა­ხეთ­ში ცხოვ­რო­ბენ და მათ ხში­რად ვსტუმ­რობ. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ჩემი კუ­თხე და ქვე­ყა­ნა...

- სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ გე­ცხოვ­რა, რა გზას და­ად­გე­ბო­დი?

- კონ­კრე­ტუ­ლად რას გა­ვა­კე­თებ­დი, არ ვიცი. ისე კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში მომ­ღერ­ლებს და­ფა­სე­ბა რომ ჰქონ­დეთ, აქ წა­მი­თაც არ გავ­ჩერ­დე­ბო­დი. მერ­წმუ­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო ჩემ­თვის ყვე­ლა­ფე­რია, მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე საყ­ვა­რე­ლი ქვე­ყა­ნაა, მაგ­რამ ნამ­დვი­ლად არ მინ­და, რეს­ტო­რან­ში ვიმ­ღე­რო, მა­შინ, როცა ბევ­რად მე­ტის გა­კე­თე­ბა შე­მიძ­ლია!

- შმა­გი, უკ­რა­ი­ნე­ლებს შენი სა­ხე­ლის წარ­­მოთ­ქმა არ უჭირთ?

- სხვა­თა შო­რის, არ უჭირთ... მას მერე, რაც უკ­რა­ი­ნის "ვო­ის­ში" გა­მო­ვე­დი, ყვე­ლამ გა­ი­გო, ვინ არის შმა­გი (იღი­მის). უკ­რა­ი­ნა­ში მომ­ღე­რა­ლი შმა­გი მხო­ლოდ ერ­თია და ასე თუ ისე, პო­პუ­ლა­რუ­ლიც გახ­ლა­ვართ.

ლალი ფა­ცია

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უკრაინაში გაზრდილი ქართველი, რომელიც საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სიმღერაზე ოცნებობს

უკრაინაში გაზრდილი ქართველი, რომელიც საქართველოს სახელით ევროვიზიაზე სიმღერაზე ოცნებობს

უკრაინაში მცხოვრები ქართველი - 22 წლის შმაგი თაგიაშვილი "ფეისბუკის" საკუთარ გვერდზე საზოგადოებას ინფორმაციას აწვდის, რომ "ევროვიზია 2014"-ში საქართველოს სახელით მონაწილეობა სურს და ამისთვის ემზადება კიდეც.

- შმაგი, რამდენი წელია, რაც უკრაინაში ცხოვრობ?

- საქართველოში დავიბადე. 10 წლამდე თელავში ვცხოვრობდი და ვიზრდებოდი ანუ ბავშვობა კახეთში გავატარე. მერე ოჯახთან ერთად, კიევში ერთი თვით, სტუმრად გავემგზავრეთ. იქ შემთხვევით, ერთ-ერთმა კომპოზიტორმა მომისმინა და ევროპაში ძალიან პოპულარულ კაპელაში სიმღერა შემომთავაზა... არადა, საქართველოში ყოფნისას ისეთ კაპელაში სიმღერაზე ვერც ვიოცნებებდი, რომელიც წელიწადში ათჯერ ევროპაში, გასტროლზე დადიოდა. ჰოდა, რა გასაკვირია, რომ ჩემმა მშობლებმა იქ დარჩენა გადაწყვიტეს. მერე უკვე სკოლაშიც კიევში მიმიყვანეს. არადა, არც რუსული და არც - უკრაინული არ ვიცოდი. მიუხედავად ამისა, უკრაინელმა ბავშვებმა ძალიან თბილად მიმიღეს და წუთითაც არ მიგრძნია, რომ რუსულად ვერ ვლაპარაკობდი.

- რა განათლება გაქვს?

- დავამთავრე კიევის ნაციონალური კულტურისა და ხელოვნების უნივერსიტეტი, საესტრადო ვოკალის განხრით.

- ახლა რა ხდება შენს ცხოვრებაში?

- ისევ კიევში ვცხოვრობ, ვაკეთებ ჩემს საქმეს და მინდა, საქართველოშიც მიცნობდნენ... საოცრად მიყვარს ჩემი სამშობლო და მხოლოდ უკრაინაში რატომ უნდა იცოდნენ ჩემი არსებობის შესახებ? ქართული აუდიტორია და ქართველი მსმენელი მაინც სულ სხვანაირია, უფრო გულიანია.

- როგორც შევიტყვე, უკრაინაში გამართულ კონკურსში - "ახალი ხმა" მონაწილეობდი.

- ამ პროექტში ჩემ მიერ შესრულებული ქართული სიმღერა ხალხს ძალიან მოეწონა, შემდეგ სპონსორი და პროდიუსერიც გამომიჩნდა. ისინი შემოქმედების განვითარებაში მეხმარებიან. სხვათა შორის, სპონსორი უცნაურად გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში: სუპერმარკეტში შევედი და ვიღაცამ მიცნო, გამომელაპარაკა: - შმაგი არ ხარ, "ახალ ხმაში" რომ გამოდიოდიო? შემდეგ ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერა და დამირეკა კიდეც. შევხვდი. ის გავლენიანი ბიზნესმენი აღმოჩნდა, რომელმაც შემომთავაზა, - დაგეხმარებიო... ჩავწერეთ 5 ახალი სიმღერა, გადავიღეთ 3 კლიპი, მათ შორის 2 ქართულენოვანი. უნიჭიერეს ბიჭებთან ერთად ვიმუშავე. ისინი ერთ-ერთი ქართული რეპჯგუფის წევრები არიან... რუსულენოვანი სიმღერა უკვე 2 კვირაა, უკრაინულ პოპულარულ რადიოარხებზე ჟღერს და დიდი იმედი გვაქვს, რომ გაჰიტდება.

- საერთაშორისო კონკურსებში თუ გაქვს მონაწილეობა მიღებული?

- რაც შეეხება კონკურსებსა და ფესტივალებს, დიდი გამოცდილება მაქვს: ვარ 5 გრან-პრის მფლობელი, რამდენიმე საერთაშორისო კონკურსის მონაწილე. არაერთხელ გავსულვარ პირველ, მეორე და მესამე ადგილზეც... ჩემი მიზანია, მაქსიმალურად ვიმუშაო სიმღერებსა და კლიპებზე. ახლა "საევროვიზიო" სიმღერაზე ვმუშაობ. მინდა, ამ კონკურსზე საქართველოს სახელით გავიდე.

- იმედი გაქვს, რომ შენს კანდიდატურას მხარს დაუჭერენ?

- სიმღერაზე ევროპელი კომპოზიტორები მუშაობენ და იმედია, ყველაფერი გამოგვივა... ახლახან თბილისში ძალიან ნიჭიერი კლიპმეიკერი გავიცანი, რომელიც ევროპული დონის ვიდეოებს იღებს და ახლა მასთან ვთანამშრომლობ.

- შენი ოჯახის წევრებიდან საქართველოში არავინ ცხოვრობს?

- როგორ არა, საქართველოში ბებია მყავს და კიდევ, ძალიან ბევრი ნათესავი. თითქმის ყველანი კახეთში ცხოვრობენ და მათ ხშირად ვსტუმრობ. ძალიან მიყვარს ჩემი კუთხე და ქვეყანა...

- საქართველოში რომ გეცხოვრა, რა გზას დაადგებოდი?

- კონკრეტულად რას გავაკეთებდი, არ ვიცი. ისე კი, საქართველოში მომღერლებს დაფასება რომ ჰქონდეთ, აქ წამითაც არ გავჩერდებოდი. მერწმუნეთ, საქართველო ჩემთვის ყველაფერია, მსოფლიოში ყველაზე საყვარელი ქვეყანაა, მაგრამ ნამდვილად არ მინდა, რესტორანში ვიმღერო, მაშინ, როცა ბევრად მეტის გაკეთება შემიძლია!

- შმაგი, უკრაინე­ლებს შენი სახელის წარ­­მოთქმა არ უჭირთ?

- სხვათა შორის, არ უჭირთ... მას მერე, რაც უკრაინის "ვოისში" გამოვედი, ყველამ გაიგო, ვინ არის შმაგი (იღიმის). უკრაინაში მომღერალი შმაგი მხოლოდ ერთია და ასე თუ ისე, პოპულარულიც გახლავართ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება