პოლიტიკა
საზოგადოება
მსოფლიო

8

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეცამეტე დღე დაიწყება 19:40-ზე, მთვარე მორიელშია – კარგია ჯგუფური მუშაობისთვის, ახალი ინფორმაციის მოსაპოვებლად, სწავლის დასაწყებად. საყოფაცხოვრებო ნივთების დაგროვების, შეძენისა და წარმოებისთვის. კარგია პურის გამოცხობა. არ არის რეკომენდებული სერიოზული საქმეების და ვალდებულებების შესრულება, განსაკუთრებით მარტო. ადრე დაწყებული პროექტების მიტოვება. სიზარმაცე. ხელსაყრელი დღეა მოგზაურობისთვის, მივლინების ან მომლოცველებისთვის. აგრეთვე ოჯახის შესაქმნელად.
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სპორტი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"პაციენტების 70%-ს სინამდვილეში არ სჭირდება სამედიცინო დახმარება" - ერთი დღე სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად
"პაციენტების 70%-ს სინამდვილეში არ სჭირდება სამედიცინო დახმარება" - ერთი დღე სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად

სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის სამ­სა­ხუ­რი ერთ-ერ­თია იმ და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­თა­გან, რომ­ლის გა­მარ­თულ მუ­შა­ო­ბა­ზე ადა­მი­ა­ნის სი­ცო­ცხლეა და­მო­კი­დე­ბუ­ლი. ქუ­ჩა­ში ხში­რად ვხვდე­ბით სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას ჩარ­თუ­ლი ხმო­ვა­ნი სიგ­ნა­ლით, რო­მელ­საც გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე ან შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე მი­ეჩ­ქა­რე­ბა. გა­დავ­წყვი­ტეთ, ერთი დღე სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ექი­მებ­თან ერ­თად გაგ­ვე­ტა­რე­ბი­ნა და გვე­ნა­ხა, რა ხდე­ბა და­ხუ­რულ კარს მიღ­მა...

პირ­ველ­მა გა­მო­ძა­ხე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა - დახ­მა­რე­ბას ახალ­გაზ­რდა ქალი ითხოვ­და. ექიმ­მა მი­სა­მარ­თი ჩა­ი­წე­რა და გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე წა­ვე­დით. სა­ნამ პა­ცი­ენ­ტთან მი­ვალთ, შემ­თხვე­ვით ვსარ­გებ­ლობ და სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მუ­შა­ო­ბის სპე­ცი­ფი­კას დე­ტა­ლუ­რად ვეც­ნო­ბი. ვარ­კვევ, რომ თბი­ლი­სის მას­შტა­ბით სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის 13 ფი­ლი­ა­ლი მუ­შა­ობს. ყო­ველ­დღი­უ­რად ქა­ლაქს 80 სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­და ემ­სა­ხუ­რე­ბა, თუმ­ცა სა­ღა­მოს, პი­კის სა­ა­თებ­ში, და­მა­ტე­ბით 12 ავ­ტო­მო­ბი­ლის გა­მოყ­ვა­ნა ხდე­ბა სა­ჭი­რო. "სას­წრა­ფო" 24-სა­ა­თი­ან რე­ჟიმ­ში მუ­შა­ობს და ექი­მე­ბიც მო­ნაც­ვლე­ო­ბით მო­რი­გე­ო­ბენ დი­ლის 10-დან მე­ო­რე დი­ლის 10 სა­ა­თამ­დე. ცვლის გა­და­ბა­რე­ბი­სას მოწ­მდე­ბა მე­დი­კა­მენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა, სა­მე­დი­ცი­ნო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა... მხო­ლოდ ამის შემ­დეგ შე­უძ­ლია ახალ ცვლას გა­ვი­დეს გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნა აღ­ჭურ­ვი­ლია ყვე­ლა იმ სა­შუ­ა­ლე­ბით, რაც აუ­ცი­ლე­ბე­ლია პირ­ვე­ლა­დი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის­თვის: დე­ფიბ­ლი­რა­ტო­რი, კარ­დი­ოგ­რა­ფი, წამ­ლე­ბის ყუთი და ჟანგბა­დის ბა­ლო­ნე­ბი.

ამა­სო­ბა­ში და­ნიშ­ნუ­ლე­ბის ად­გილ­ზე მივ­დი­ვართ. პა­ცი­ენ­ტი ახალ­გაზ­რდა ქა­ლია, რო­მე­ლიც ცოტა ხნის წინ ნერ­ვუ­ლი შო­კის დი­აგ­ნო­ზით სა­ა­ვად­მყო­ფო­ში მკურ­ნა­ლობ­და. მას შემ­დეგ, რაც გა­წე­რეს, ნა­ნემ­სა­რი შე­უ­შუპ­და, რა­საც ძა­ლი­ან გა­ნიც­დის. ექი­მებ­მა პირ­ვე­ლა­დი დახ­მა­რე­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს, მაგ­რამ ურ­ჩი­ეს, რომ ქი­რურ­გის კონ­სულ­ტა­ცი­ით ისარ­გებ­ლოს. ამა­სო­ბა­ში ოპე­რა­ტო­რი ახალ მი­სა­მართს გვკარ­ნა­ხობს. ნა­ძა­ლა­დე­ვის რა­ი­ონ­ში, და­დი­ა­ნის ქუ­ჩა­ზე დახ­მა­რე­ბა ხან­დაზ­მულ ქალს სჭირ­დე­ბა. მან­ქა­ნა ისე სწრა­ფად მიქ­რის, რომ უკან მსხდომთ თა­ვის შე­მაგ­რე­ბა გვი­ჭირს. ასეთ დროს მახ­სენ­დე­ბა არა­ერ­თხელ გა­გო­ნი­ლი საყ­ვე­დუ­რი იმის გამო, რომ სას­წრა­ფო ხში­რად იგ­ვი­ა­ნებს და ბუ­ნებ­რი­ვად ჩნდე­ბა კი­თხვა, ყო­ველ­თვის ასე სწრა­ფად და­დი­ან თუ ეს მხო­ლოდ ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის თან­დას­წრე­ბით ხდე­ბა.

"ბრი­გა­და ყო­ველ­თვის დრო­უ­ლად გა­დის გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე, მაგ­რამ ხში­რად სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის მან­ქა­ნას სხვა ავ­ტო­მო­ბი­ლე­ბი გზას არ უთ­მო­ბენ, რაც აფერ­ხებს მი­სა­მარ­თზე დრო­უ­ლად მის­ვლას. გარ­და ამი­სა, დღე-ღა­მის გან­მავ­ლო­ბა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 1600 გა­მო­ძა­ხე­ბა აღი­ნუს­ხე­ბა და აქე­დან უმე­ტე­სო­ბას, პა­ცი­ენ­ტე­ბის და­ახ­ლო­ე­ბით 70%-ს, სი­ნამ­დვი­ლე­ში არ სჭირ­დე­ბა გა­და­უ­დე­ბე­ლი სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბა. მა­გა­ლი­თად, ითხო­ვენ, რომ გა­ვუ­კე­თოთ სის­ხლის ანა­ლი­ზი, რაც შე­უძ­ლე­ბე­ლია, რად­გან ეს ლა­ბო­რა­ტო­რი­ის საქ­მეა, ჩვენ გა­და­უ­დე­ბე­ლი სამ­სა­ხუ­რი ვართ. ზოგი ექოს­კო­პი­ას ითხოვს. ყო­ფი­ლა ისე­თი შემ­თხვე­ვაც, როცა ექი­მი იმი­ტომ გა­მო­ი­ძა­ხეს, რომ ოთახ­ში ნა­თუ­რა ვერ მოხ­სნეს, ერთხელ კი იმი­ტომ გა­მოგ­ვი­ძა­ხეს, ძაღ­ლი სახ­სრებ­მა შე­ა­წუ­ხა და მი­ხე­დე­თო.

ზოგი ისე­თი სიხ­ში­რით იძა­ხებს ბრი­გა­დას, რომ ექი­მე­ბი უკვე კარ­გად იც­ნო­ბენ არა მხო­ლოდ პა­ცი­ენ­ტებს, მათ ოჯა­ხის წევ­რებ­სა და მათ ყო­ფით პრობ­ლე­მებ­საც", - გვი­ამ­ბობს ნინო სა­მა­დაშ­ვი­ლი, სას­წრა­ფო სა­მე­დი­ცი­ნო დახ­მა­რე­ბის პრეს­სამ­სა­ხუ­რის ხელ­მძღვა­ნე­ლი.

ამა­სო­ბა­ში შემ­დეგ მი­სა­მარ­თზე გავ­დი­ვართ. 78 წლის ქალი თა­ვის ტკი­ვილს უჩი­ვის. წნე­ვა ნორ­მას­თან შე­და­რე­ბით მო­მა­ტე­ბუ­ლია და ექი­მი ინი­ექ­ცი­ას უკე­თებს. სა­ნამ წა­მა­ლი იმოქ­მე­დებს, პა­ცი­ენ­ტი გვიყ­ვე­ბა, რომ წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მე­ბა­ღედ მუ­შა­ობ­და, ჯან­მრთე­ლო­ბას არას­დროს უჩი­ო­და და ამ ასაკ­შიც კი სათ­ვა­ლის და­უხ­მა­რებ­ლად კი­თხუ­ლობს. როცა პა­ცი­ენ­ტმა თავი უკეთ იგ­რძნო, შემ­დეგ გა­მო­ძა­ხე­ბა­ზე მივ­დი­ვართ. რო­გორც ოპე­რა­ტო­რი რა­ცი­ით გვა­ტყო­ბი­ნებს, პა­ცი­ენ­ტი ახალ­გაზ­რდა მა­მა­კა­ცია, რო­მელ­საც კრუნ­ჩხვა აქვს. სას­წრა­ფო დახ­მა­რე­ბის ბრი­გა­დას ის სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაჰ­ყავს, რად­გან სა­თა­ნა­დო მკურ­ნა­ლო­ბის გა­რე­შე პა­ცი­ენ­ტის მდგო­მა­რე­ო­ბა შე­საძ­ლოა კი­დევ გარ­თულ­დეს. ახ­ლომ­დე­ბა­რე კლი­ნი­კამ­დე მის­ვლას რამ­დე­ნი­მე წუთი სჭირ­დე­ბა, ამი­ტომ ამ დროს ექიმ­თან და­ლა­პა­რა­კე­ბას ვა­ხერ­ხებ.

იხი­ლეთ სრუ­ლად kvirispalitra.ge-ზე

"პაციენტების 70%-ს სინამდვილეში არ სჭირდება სამედიცინო დახმარება" - ერთი დღე სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად

"პაციენტების 70%-ს სინამდვილეში არ სჭირდება სამედიცინო დახმარება" - ერთი დღე სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახური ერთ-ერთია იმ დაწესებულებათაგან, რომლის გამართულ მუშაობაზე ადამიანის სიცოცხლეა დამოკიდებული. ქუჩაში ხშირად ვხვდებით სასწრაფო დახმარების მანქანას ჩართული ხმოვანი სიგნალით, რომელსაც გამოძახებაზე ან შემთხვევის ადგილზე მიეჩქარება. გადავწყვიტეთ, ერთი დღე სასწრაფო დახმარების ექიმებთან ერთად გაგვეტარებინა და გვენახა, რა ხდება დახურულ კარს მიღმა...

პირველმა გამოძახებამაც არ დააყოვნა - დახმარებას ახალგაზრდა ქალი ითხოვდა. ექიმმა მისამართი ჩაიწერა და გამოძახებაზე წავედით. სანამ პაციენტთან მივალთ, შემთხვევით ვსარგებლობ და სასწრაფო დახმარების მუშაობის სპეციფიკას დეტალურად ვეცნობი. ვარკვევ, რომ თბილისის მასშტაბით სასწრაფო სამედიცინო დახმარების 13 ფილიალი მუშაობს. ყოველდღიურად ქალაქს 80 სასწრაფო დახმარების ბრიგადა ემსახურება, თუმცა საღამოს, პიკის საათებში, დამატებით 12 ავტომობილის გამოყვანა ხდება საჭირო. "სასწრაფო" 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ექიმებიც მონაცვლეობით მორიგეობენ დილის 10-დან მეორე დილის 10 საათამდე. ცვლის გადაბარებისას მოწმდება მედიკამენტების რაოდენობა, სამედიცინო აღჭურვილობა... მხოლოდ ამის შემდეგ შეუძლია ახალ ცვლას გავიდეს გამოძახებაზე. სასწრაფო დახმარების მანქანა აღჭურვილია ყველა იმ საშუალებით, რაც აუცილებელია პირველადი სამედიცინო დახმარებისთვის: დეფიბლირატორი, კარდიოგრაფი, წამლების ყუთი და ჟანგბადის ბალონები.

ამასობაში დანიშნულების ადგილზე მივდივართ. პაციენტი ახალგაზრდა ქალია, რომელიც ცოტა ხნის წინ ნერვული შოკის დიაგნოზით საავადმყოფოში მკურნალობდა. მას შემდეგ, რაც გაწერეს, ნანემსარი შეუშუპდა, რასაც ძალიან განიცდის. ექიმებმა პირველადი დახმარება აღმოუჩინეს, მაგრამ ურჩიეს, რომ ქირურგის კონსულტაციით ისარგებლოს. ამასობაში ოპერატორი ახალ მისამართს გვკარნახობს. ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე დახმარება ხანდაზმულ ქალს სჭირდება. მანქანა ისე სწრაფად მიქრის, რომ უკან მსხდომთ თავის შემაგრება გვიჭირს. ასეთ დროს მახსენდება არაერთხელ გაგონილი საყვედური იმის გამო, რომ სასწრაფო ხშირად იგვიანებს და ბუნებრივად ჩნდება კითხვა, ყოველთვის ასე სწრაფად დადიან თუ ეს მხოლოდ ჟურნალისტების თანდასწრებით ხდება.

"ბრიგადა ყოველთვის დროულად გადის გამოძახებაზე, მაგრამ ხშირად სასწრაფო დახმარების მანქანას სხვა ავტომობილები გზას არ უთმობენ, რაც აფერხებს მისამართზე დროულად მისვლას. გარდა ამისა, დღე-ღამის განმავლობაში დაახლოებით 1600 გამოძახება აღინუსხება და აქედან უმეტესობას, პაციენტების დაახლოებით 70%-ს, სინამდვილეში არ სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება. მაგალითად, ითხოვენ, რომ გავუკეთოთ სისხლის ანალიზი, რაც შეუძლებელია, რადგან ეს ლაბორატორიის საქმეა, ჩვენ გადაუდებელი სამსახური ვართ. ზოგი ექოსკოპიას ითხოვს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა ექიმი იმიტომ გამოიძახეს, რომ ოთახში ნათურა ვერ მოხსნეს, ერთხელ კი იმიტომ გამოგვიძახეს, ძაღლი სახსრებმა შეაწუხა და მიხედეთო.

ზოგი ისეთი სიხშირით იძახებს ბრიგადას, რომ ექიმები უკვე კარგად იცნობენ არა მხოლოდ პაციენტებს, მათ ოჯახის წევრებსა და მათ ყოფით პრობლემებსაც", - გვიამბობს ნინო სამადაშვილი, სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ხელმძღვანელი.

ამასობაში შემდეგ მისამართზე გავდივართ. 78 წლის ქალი თავის ტკივილს უჩივის. წნევა ნორმასთან შედარებით მომატებულია და ექიმი ინიექციას უკეთებს. სანამ წამალი იმოქმედებს, პაციენტი გვიყვება, რომ წლების განმავლობაში მებაღედ მუშაობდა, ჯანმრთელობას არასდროს უჩიოდა და ამ ასაკშიც კი სათვალის დაუხმარებლად კითხულობს. როცა პაციენტმა თავი უკეთ იგრძნო, შემდეგ გამოძახებაზე მივდივართ. როგორც ოპერატორი რაციით გვატყობინებს, პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია, რომელსაც კრუნჩხვა აქვს. სასწრაფო დახმარების ბრიგადას ის საავადმყოფოში გადაჰყავს, რადგან სათანადო მკურნალობის გარეშე პაციენტის მდგომარეობა შესაძლოა კიდევ გართულდეს. ახლომდებარე კლინიკამდე მისვლას რამდენიმე წუთი სჭირდება, ამიტომ ამ დროს ექიმთან დალაპარაკებას ვახერხებ.

იხილეთ სრულად kvirispalitra.ge-ზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია