პოლიტიკა
მსოფლიო

8

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მეთოთხმეტე დღე დაიწყება 21:15-ზე, მთვარე მშვილდოსანშია – კარგია ნებისმიერი ბიზნესის დასაწყებად. ამ დღეს დაწყებული საქმეები თავისით გამოვა. შესაძლებელია დაწინაურება, ხელფასის მატება, ჯილდოები და დამსახურებული აღიარება. დაიწყეთ აქტიური და გადამწყვეტი მოქმედება. დაიწყე მნიშვნელოვანი და სერიოზული საქმეები. მომავალ წარმატებაში ეჭვი არ შეგეპაროთ. ფრთხილად და კარგად დაფიქრდი თქვენს ნაბიჯებზე. კარგია კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებთან. გააძლიერეთ ოჯახური კავშირები და დაამყარეთ ურთიერთობა საყვარელ ადამიანებთან, განსაკუთრებით უფროს თაობასთან. სასარგებლოა კუჭისა და ნაწლავების გაწმენდა. ფიზიკური აქტივობა სასარგებლოა. გაუფრთხილდით მხედველობას. ყურადღებით მოუსმინეთ ყველაფერს, რასაც გეუბნებათ საყვარელი ადამიანი.
სამხედრო
Faceამბები
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"რუსებს პირში თითს თუ ჩაუდებთ, მხრამდე მკლავს მოგაჭამენ" - რას ფიქრობენ აფხაზეთში რუსეთზე
"რუსებს პირში თითს თუ ჩაუდებთ, მხრამდე მკლავს მოგაჭამენ" - რას ფიქრობენ აფხაზეთში რუსეთზე

"ნი­უს­ვი­კი" აფხა­ზე­თის თე­მა­ზე ანა ნემ­ცო­ვას სტა­ტი­ას "კონ­კია სა­ხელ­მწი­ფო " აქ­ვეყ­ნებს. გთა­ვა­ზობთ სტა­ტი­ას:

"აფხა­ზე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში (რო­მე­ლიც ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რო­გორც აფ­სნი, ანუ სუ­ლის ქვე­ყა­ნა) ბევ­რი გაწ­ბი­ლე­ბუ­ლია. გა­ვი­და ხუთი წელი მას შემ­დეგ, რაც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომმა აფხა­ზებს და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა მო­უ­ტა­ნა, მაგ­რამ მხო­ლოდ რუ­სეთ­მა, ვე­ნე­სუ­ე­ლამ და კი­დევ რამ­დე­ნი­მე მცი­რე ქვე­ყა­ნამ თუ ცნო ეს ომე­ბით და­ტან­ჯუ­ლი პა­ტა­რა რეს­პუბ­ლი­კა შავი ზღვის სა­ნა­პი­რო­ზე.

უა­რე­სიც, თა­ვად მთა­ვარ­მა ქო­მაგ­მა, რუ­სეთ­მა და­უ­კე­ტა აფხა­ზებს მათ გვერ­დით ათწლე­უ­ლის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ღო­ნის­ძი­ე­ბის - ზამ­თრის ოლიმ­პი­ა­დის კა­რე­ბი. შე­დე­გად, აფხა­ზე­თი იქცა კონ­კია ქვე­ყა­ნად. მა­შინ, როცა მთე­ლი და­ნარ­ჩე­ნი მსოფ­ლიო ზე­ი­მობს და აღ­ნიშ­ნავს მშვი­დო­ბა­სა და ურ­თი­ერ­თგა­გე­ბას სპორ­ტის მეშ­ვე­ო­ბით, აფხა­ზე­ბი კარს მიღ­მა დარ­ჩნენ და­უ­პა­ტი­ჟებ­ლე­ბი. ისი­ნი არ მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ ამ ღო­ნის­ძი­ე­ბა­ში და მათი იქ ყოფ­ნა სა­სურ­ვე­ლი არ არის.

უფრო მე­ტიც, რუ­სეთ­მა არ მის­ცა აფხა­ზებს სა­შუ­ა­ლე­ბა, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ე­ღოთ მომ­გე­ბი­ან სამ­შე­ნებ­ლო პრო­ექ­ტებ­ში, რო­მელ­თა ფარ­გლებ­შიც ოლიმ­პი­ა­დის წინ აშენ­და სტა­დი­ო­ნე­ბი, გა­სარ­თო­ბი ცენ­ტრე­ბი და ოლიმ­პი­უ­რი სო­ფე­ლი. ოლიმ­პუ­რი თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა აუკ­რძა­ლეს აფხაზ სპორ­ტსმე­ნებს შე­ჯიბრში სა­კუ­თა­რი დრო­შის ქვეშ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა, ხოლო რუ­სეთ­მა სა­ზღვრე­ბი გა­და­კე­ტა. ასე რომ, აფხა­ზე­ბი ვერც თა­ვად თა­მა­შებს და­ეს­წრე­ბი­ან.

ახ­ლა­ხან აფხა­ზი ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი­სა და მწვრთნე­ლე­ბის ჯგუფ­მა გა­ნი­ხი­ლა სა­კი­თხი, მო­ეს­წრე­ბი­ან თუ არა ისი­ნი იმ დროს, როცა აფხა­ზე­თის დრო­შა აფ­რი­ალ­დე­ბა ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ფარ­გლებ­ში. "რა­საკ­ვირ­ვე­ლია, არა, - გა­ნა­ცხა­და რეს­პუბ­ლი­კის ძი­უ­დოს გუნ­დის მთა­ვარ­მა მწვრთნელ­მა, ან­დრეი პო­ღო­სოვ­მა, ხელი გა­იშ­ვი­რა ტა­ტამ­ზე მო­ას­პა­რე­ზე ახალ­გაზ­რდი­სა­კენ და და­ა­მა­ტა - რო­გორ ავუხ­სნა ამ ახალ­გაზ­რდას, რომ მათ არ შე­უძ­ლი­ათ თა­ვი­ან­თი ქვეყ­ნის დრო­შით გა­მო­ვიდ­ნენ ას­პა­რეზ­ზე?!"

მისი თქმით, მის ძი­უ­დოს გუნდს ეთ­ქვა "სა­მარ­ცხვი­ნო უარი" აფხა­ზე­თის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა­ზე რუ­სეთ­ში, კრას­ნო­და­რის რე­გი­ონ­ში გა­მარ­თუ­ლი შე­ჯიბ­რე­ბის ფარ­გლებ­ში. აფხაზ სპორ­ტსმე­ნებს ისღა დარ­ჩე­ნი­ათ, და­ი­ვი­წყონ ეროვ­ნუ­ლი კუთ­ვნი­ლე­ბა და იას­პა­რე­ზონ, რო­გორც როს­ტო­ვის (რუ­სე­თი) რე­გი­ო­ნუ­ლი გუნ­დის წევ­რებ­მა.

სპორ­ტი არ არის ერ­თა­დერ­თი სფე­რო, რომ­ლის­გა­ნაც აფხა­ზე­თი გა­რი­ყუ­ლია, და არც რუ­სე­თია ერ­თა­დერ­თი ქვე­ყა­ნა, რო­მე­ლიც კი­დევ უფრო არ­თუ­ლებს მდგო­მა­რე­ო­ბას. შა­ზი­ნა ავი­ძ­ბა (ქვეყ­ნის ახა­ლი მი­ნის­ტრი სპორ­ტი­სა და ახალ­გაზ­რდო­ბის სა­კი­თხებ­ში) იხ­სე­ნებს არა­ნაკ­ლებ გა­მა­ღი­ზი­ა­ნე­ბელ შემ­თხვე­ვებს. მა­გა­ლი­თად, ივ­ნის­ში პო­ლო­ნე­თის სა­კონ­სუ­ლომ უარი უთხრა ბავ­შვთა ცეკ­ვის ან­სამ­ბლს ვი­ზის მი­ღე­ბა­ზე.

სპორ­ტსმე­ნებ­სა და სპორ­ტის სფე­როს ოფი­ცი­ა­ლურ წარ­მო­მად­გენ­ლებ­საც უარი ეთ­ქვათ შენ­გე­ნის ვი­ზებ­ზე, რაც მის­ცემ­და მათ ევ­რო­პის დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნებ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი მოძ­რა­ო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას. "ყვე­ლა­ზე მტკივ­ნე­უ­ლი კი ის არის, რომ რუ­სე­თის რე­გი­ო­ნე­ბი უარ­ყო­ფენ ჩვენს დრო­შას", - გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

აფხა­ზეთს, რო­გორც წესი, კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა ჰქონ­და კრემლთან. 5000-ზე მეტი რუსი ჯა­რის­კა­ცი და ფე­დე­რა­ლუ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის ქვე­და­ნა­ყო­ფე­ბი იცა­ვენ რეს­პუბ­ლი­კის სა­ზღვრებს სა­ქარ­თვე­ლოს­თან 2008 წლის ომის შემ­დეგ.

რაც შე­ე­ხე­ბა ბოლო ხუთ წე­ლი­წადს, რუ­სეთ­მა გა­აძ­ლი­ე­რა აფხა­ზე­თის სუს­ტი სა­ხელ­მწი­ფო ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და ინფრას­ტრუქ­ტუ­რა, რის­თვი­საც შე­წი­რუ­ლო­ბის სა­ხით გა­ი­ცა 100 მი­ლი­ონ დო­ლარ­ზე მეტი, რაც შე­ად­გენს და­ახ­ლო­ე­ბით 50%-ს იმ თან­ხი­სა, რომ­ლის გა­მო­ყო­ფაც თა­ვად რეს­პუბ­ლი­კას შე­ეძ­ლო.

რეს­პუბ­ლი­კის 240 000-იანი მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბამ შე­ი­ძი­ნა რუ­სე­თის პას­პორ­ტი და ათა­სო­ბით აფხა­ზი რე­გუ­ლა­რუ­ლად სტუმ­რობს თა­ვის შეძ­ლე­ბულ მე­ზო­ბელს, ხოლო და­ახ­ლო­ე­ბით 30 000 აფხა­ზი კვლა­ვაც სარ­გებ­ლობს რუ­სუ­ლი პენ­სი­ე­ბით.

მი­უ­ხე­და­ვად ყვე­ლაფ­რი­სა, კარს მომ­დგარ­მა ოლიმ­პი­ურ­მა თა­მა­შებ­მა სრუ­ლი­ად შეც­ვა­ლა ურ­თი­ერ­თო­ბა აფხა­ზეთ­სა და რუ­სეთს შო­რის. და ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ სო­ხუმს, აფხა­ზე­თის დე­და­ქა­ლაქს. სა­ზღვრის მე­ო­რე მხა­რეს კრემ­ლის გრან­დი­ო­ზულ­მა პრო­ექ­ტმა სრუ­ლი­ად შე­უც­ვა­ლა სახე რუ­სე­თის ქა­ლაქ სოჭს.

ერთ დროს ელე­გან­ტუ­რი და მშვი­დო­ბი­ა­ნი შა­ვი­ზღვის­პი­რე­თის რი­ვი­ე­რა ის­ტო­რი­ას ჩა­ბარ­და. ოლიმ­პი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა­ზე კერ­ძო და სა­ხელ­მწი­ფო ინ­ვეს­ტო­რებ­მა და­ხარ­ჯეს 50 მი­ლი­არდ დო­ლარ­ზე მეტი, რის შე­დე­გა­დაც ქა­ლა­ქი სრუ­ლი­ად შე­იც­ვა­ლა. ერთ დროს გა­დამფრენ ფრინ­ველ­თათ­ვის გან­კუთ­ვნილ ჭა­ო­ბა­ნი­ან ად­გილს დღეს ამ­შვე­ნე­ბენ რუ­სე­თის დრო­შის წი­თე­ლი, თეთ­რი და ცის­ფე­რი ფე­რე­ბით გა­ნა­თე­ბუ­ლი შუ­ში­სა და ბე­ტო­ნის ოლიმ­პი­უ­რი ნა­გე­ბო­ბე­ბი. ტუ­რის­ტებს სთა­ვა­ზო­ბენ ქა­ლა­ქის გარ­შე­მო გან­ლა­გე­ბულ და­თოვ­ლილ მწვერ­ვა­ლებ­ზე ას­ვლას სა­ბა­გი­რო­თი. სწრაფლმა­ვა­ლი მა­ტა­რე­ბე­ლი კი აკავ­ში­რებს ოლიმ­პი­ურ სო­ფელ­სა და სო­ჭის ცენ­ტრს. გარ­და ამი­სა, ქა­ლაქს აქვს თა­ნა­მედ­რო­ვე სა­ერ­თა­შო­რი­სო აე­რო­პორ­ტი და რკი­ნიგ­ზის სად­გუ­რე­ბი.

ქა­ლა­ქი, რო­მელ­შიც 1960 წლე­ბი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი მი­ლი­ო­ნო­ბით სა­ერ­თა­შო­რი­სო და საბ­ჭო­თა ტუ­რის­ტია შეყ­ვა­რე­ბუ­ლი მისი ბო­ტა­ნი­კუ­რი ბა­ღე­ბის, ორ­გა­ნუ­ლი რძის პრო­დუქ­ტე­ბი­სა და უმ­შვე­ნი­ე­რე­სი მი­ნე­რა­ლუ­რი წყლის სა­კუ­რორ­ტო სას­ტუმ­რო­ე­ბის გამო, ამ­ჟა­მად მო­ფე­ნი­ლია დიდი მრა­ვალ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი კორ­პუ­სე­ბით და გრან­დი­ო­ზუ­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბით, რაც მას შო­რი­დან ამ­სგავ­სებს გი­გან­ტურ ნემ­სე­ბი­ან უზარ­მა­ზარ ზღარბს.

"აქ არა­ფე­რია და­ტო­ვე­ბუ­ლი ძვე­ლი სო­ჭი­დან. ჩვენ დავ­კარ­გეთ ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი ის­ტო­რი­უ­ლი პა­ტა­რა ქუ­ჩე­ბი და შე­სახ­ვე­ვე­ბი და ჩა­ვა­ნაც­ვლეთ ისი­ნი უზარ­მა­ზა­რი სამ­შე­ნებ­ლო ზო­ნე­ბით, ღირ­სშე­სა­ნიშ­ნავ არ­ქი­ტექ­ტუ­რულ მო­ნუ­მენ­ტებ­თან და სა­კუ­რორ­ტო სას­ტუმ­რო­ებ­თან ერ­თად," თქვა ირი­ნა ნი­კო­ლა­ევ­ნამ, სო­ჭის არ­ქი­ვის მე­ნე­ჯერ­მა.

რამ­დე­ნი­მე ათე­უ­ლი ის­ტო­რი­კო­სი, არ­ქი­ტექ­ტო­რი, და მუ­ზე­უ­მის ექ­სპერ­ტი იბ­რძვის იმის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, რაც დარ­ჩა რე­ვო­ლუ­ცი­ამ­დე­ლი კერ­ძო სახ­ლე­ბი­სა და ის­ტო­რი­უ­ლი მნიშ­ვნე­ლო­ბის მქო­ნე შე­მა­ში­ნებ­ლად მკაც­რი სტა­ლი­ნის დრო­ინ­დე­ლი ძეგ­ლე­ბი­დან. მაგ­რამ წი­ნა­ო­ლიმ­პი­ურ­მა სა­მე­წარ­მეო და სამ­შე­ნებ­ლო ციებ-ცხე­ლე­ბამ სრუ­ლი­ად გა­და­ფა­რა ყვე­ლა­ფე­რი.

მოს­კო­ვუ­რი პრე­სა მსჯე­ლობს რამ­დე­ნად ღრმა უნდა ყო­ფი­ლი­ყო 30-მეტ­რი­ა­ნი ოლიმ­პი­უ­რი მა­გის­ტრა­ლი, თუკი მას მო­კირ­წყლავ­დნენ ხი­ზი­ლა­ლით, ბეწ­ვის ქურ­ქე­ბი­თა ან ლუი ვი­უ­ი­ტო­ნის მო­დე­ლე­ბით, რომ გა­ეთ­ვა­ლის­წი­ნე­ბი­ნათ ის გა­მა­ოგ­ნე­ბე­ლი $7.2 მლრდ, რო­მე­ლიც მის მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და­ი­ხარ­ჯა. ცოტა გა­საკ­ვი­რია, რომ ზო­გი­ერ­თი ძვე­ლი მო­ბი­ნად­რე სოჭს "სი­ძუნ­წის სა­მე­ფოს" ეძა­ხის.

აფხა­ზე­ბი რუ­სე­ბის ერ­თა­დერ­თი საზ­რუ­ნა­ვი არ არი­ან. ოლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი მთელ რიგ შიდა პრობ­ლე­მებ­საც აწყდე­ბი­ან: ჩრდი­ლო კავ­კა­სი­ი­დან ის­ლა­მის­ტი ტე­რო­რის­ტე­ბის თავ­დას­ხმის საფრ­თხე, ფარ­თოდ გავ­რცე­ლე­ბუ­ლი უკა­ნო­ნო­ბა, და გა­ბა­ტო­ნე­ბუ­ლი კო­რუფ­ცია.

მაგ­რამ აფხა­ზე­თი სრუ­ლი­ად გა­რი­ყეს. აფხა­ზებს სა­შუ­ა­ლო ხელ­ფა­სით - და­ახ­ლო­ე­ბით 80 დო­ლა­რი თვე­ში, ოლიმ­პი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბის მშე­ნებ­ლო­ბი­დან ფუ­ლის გა­კე­თე­ბის მთე­ლი იმე­დე­ბი გა­უც­რუვ­დათ. 2010 წელს, რეს­პუბ­ლი­კის პრე­ზი­დენ­ტმა სერ­გეი ბა­ღაფშმა მო­მი­თხრო ოლიმ­პი­უ­რი ობი­ექ­ტე­ბი­დან სულ რა­ღაც 100 მი­ლის და­შო­რე­ბით მდე­ბა­რე ქვი­ში­სა და ხრე­შის კა­რი­ე­რე­ბის შე­სა­ხებ, რაც ათა­სო­ბით აფხაზს უზ­რუნ­ველ­ყოფ­და და­საქ­მე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბით.

მაგ­რამ ბა­ღაფ­შის ოც­ნე­ბე­ბი არ ახდა. "ბიზ­ნე­სის დღე­სას­წა­ულ­მა ჩვენ გვერ­დი აგ­ვი­ა­რა," - თქვა მან. "ჩვენ ვე­რა­ფე­რი ვი­ხე­ი­რეთ ოლიმ­პი­უ­რი პრო­ექ­ტე­ბი­დან," გა­ნა­ცხა­და პრე­ზი­დენ­ტის წარ­მო­მად­გე­ნელ­მა კრის­ტი­ან ბჟა­ნი­ამ, რი­თაც ნათ­ლად გა­მო­ხა­ტა აფხა­ზე­ბის გა­ნა­წყე­ნე­ბა რუ­სებ­ზე ზედ­მე­ტად მკაც­რი და უხე­ში მო­პყრო­ბის გამო.

ისი­ნი იბ­რძვი­ან, რომ გა­ი­გონ, რა­ტომ არ და­პა­ტი­ჟა რუ­სეთ­მა ოლიმ­პი­ურ ნამ­ცხვარ­ზე. ხომ არ გა­მო­იწ­ვია რუ­სე­თის სა­ელ­ჩოს პირ­ვე­ლი მდივ­ნის - დმიტ­რი ვი­შერ­ნე­ვი­სა და მისი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბამ მათი ურ­თი­ერ­თო­ბის გა­ცი­ე­ბა?

"არა, დიპ­ლო­მა­ტე­ბის მკვლე­ლო­ბე­ბი აქ არა­ფერ შუ­ა­შია," - გა­ნა­ცხა­და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი პა­ლა­ტის წევ­რმა, სერ­გეი მარ­კოვ­მა. "ჩვენ­მა და­სავ­ლელ­მა პარტნი­ო­რებ­მა გვთხო­ვეს, გავ­ჩუმ­დეთ აფხა­ზე­თის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბის შე­სა­ხებ და არ გა­ვაპ­რო­ტეს­ტოთ ჩვენს მი­მართ რუ­სე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა, რამ­დე­ნა­დაც სო­ჭის ლიმ­პი­უ­რი თა­მა­შე­ბის ბო­ი­კო­ტი ( ჰო­მო­სექ­სუ­ა­ლებ­თან რუ­სე­თის და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­ფუძ­ველ­ზე) ჯერ კი­დევ ზო­გი­ერ­თი ქვეყ­ნი­სათ­ვის დღის წეს­რიგ­ში დგას."

მარ­კო­ვი ფიქ­რობს, რომ თა­მა­შე­ბის დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ, ყვე­ლა­ფე­რი შე­იც­ვლე­ბა აფხა­ზე­თის­თვის. "რუ­სე­თი მოხ­სნის აფხა­ზე­თის სა­ზღვრე­ბის კონ­ტროლს - რა­საკ­ვირ­ვე­ლია, თუკი და­ნარ­ჩენ კავ­კა­სი­ა­ში უბე­დუ­რე­ბა არ მოხ­დე­ბა."

თუმ­ცა, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ სო­ხუ­მის უამ­რა­ვი შე­ნო­ბა უკვე 20 წელ­ზე მე­ტია დან­გრე­უ­ლია, ბევ­რი აფხა­ზი მო­უთ­მენ­ლად აღარ ელის მდი­და­რი, სავ­სე სა­ფუ­ლი­ა­ნი რუსი ინ­ვეს­ტო­რე­ბის მო­ზღვა­ვე­ბას და მის სა­ზღვრე­ბი­დან შე­მო­დი­ნე­ბას სა­კუ­თა­რი გან­ვი­თა­რე­ბა-გა­ფარ­თო­ე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის ძი­ე­ბა­ში. მკაც­რი ად­გი­ლობ­რი­ვი კა­ნო­ნე­ბი იცა­ვენ ის­ტო­რი­ულ ძეგ­ლებ­სა და უძ­რავ ქო­ნე­ბას უცხო­ე­ლი მყიდ­ვე­ლე­ბის მიერ მისი და­ტა­ცე­ბი­სა­გან.

"რუ­სებ­თან სიფრ­თხი­ლე გმარ­თებთ," - აგ­ვიხ­სნა ერთ-ერ­თმა აფხაზ­მა. "პირ­ში თითს თუ ჩა­უ­დებთ, მხრამ­დე მკლავს მო­გა­ჭა­მენ." ეს სა­ერ­თო რეფ­რე­ნია.

იგე­მა რა რუ­სე­თის მხრი­დან დათ­ვუ­რი ჩა­ხუ­ტე­ბა, ძვე­ლი ბერ­ძნე­ბის, რო­მა­ე­ლე­ბის, ოს­მა­ლე­თის, საბ­ჭო­თა რუ­სე­ბი­სა და ქარ­თვე­ლე­ბის საყ­ვა­რე­ლი აფხა­ზე­თი, ამ­ჯო­ბი­ნებ­და რო­გორც სა­კუ­თა­რი და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბის, ისე მისი სუ­ლის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბას", - წერს ანა ნემ­ცო­ვა სტა­ტი­ა­ში.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია newsweek.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი თორნიკე რიჟვაძის საქმეზე?

"რუსებს პირში თითს თუ ჩაუდებთ, მხრამდე მკლავს მოგაჭამენ" - რას ფიქრობენ აფხაზეთში რუსეთზე

"რუსებს პირში თითს თუ ჩაუდებთ, მხრამდე მკლავს მოგაჭამენ" - რას ფიქრობენ აფხაზეთში რუსეთზე

"ნიუსვიკი" აფხაზეთის თემაზე ანა ნემცოვას სტატიას "კონკია სახელმწიფო " აქვეყნებს. გთავაზობთ სტატიას:

"აფხაზეთის რესპუბლიკაში (რომელიც ასევე ცნობილია, როგორც აფსნი, ანუ სულის ქვეყანა) ბევრი გაწბილებულია. გავიდა ხუთი წელი მას შემდეგ, რაც რუსეთ-საქართველოს ომმა აფხაზებს დამოუკიდებლობა მოუტანა, მაგრამ მხოლოდ რუსეთმა, ვენესუელამ და კიდევ რამდენიმე მცირე ქვეყანამ თუ ცნო ეს ომებით დატანჯული პატარა რესპუბლიკა შავი ზღვის სანაპიროზე.

უარესიც, თავად მთავარმა ქომაგმა, რუსეთმა დაუკეტა აფხაზებს მათ გვერდით ათწლეულის ყველაზე მნიშვნელოვანი ღონისძიების - ზამთრის ოლიმპიადის კარები. შედეგად, აფხაზეთი იქცა კონკია ქვეყანად. მაშინ, როცა მთელი დანარჩენი მსოფლიო ზეიმობს და აღნიშნავს მშვიდობასა და ურთიერთგაგებას სპორტის მეშვეობით, აფხაზები კარს მიღმა დარჩნენ დაუპატიჟებლები. ისინი არ მონაწილეობენ ამ ღონისძიებაში და მათი იქ ყოფნა სასურველი არ არის.

უფრო მეტიც, რუსეთმა არ მისცა აფხაზებს საშუალება, მონაწილეობა მიეღოთ მომგებიან სამშენებლო პროექტებში, რომელთა ფარგლებშიც ოლიმპიადის წინ აშენდა სტადიონები, გასართობი ცენტრები და ოლიმპიური სოფელი. ოლიმპური თამაშების ორგანიზატორებმა აუკრძალეს აფხაზ სპორტსმენებს შეჯიბრში საკუთარი დროშის ქვეშ მონაწილეობა, ხოლო რუსეთმა საზღვრები გადაკეტა. ასე რომ, აფხაზები ვერც თავად თამაშებს დაესწრებიან.

ახლახან აფხაზი ოფიციალური პირებისა და მწვრთნელების ჯგუფმა განიხილა საკითხი, მოესწრებიან თუ არა ისინი იმ დროს, როცა აფხაზეთის დროშა აფრიალდება ოლიმპიური თამაშების ფარგლებში. „რასაკვირველია, არა, - განაცხადა რესპუბლიკის ძიუდოს გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ანდრეი პოღოსოვმა, ხელი გაიშვირა ტატამზე მოასპარეზე ახალგაზრდისაკენ და დაამატა - როგორ ავუხსნა ამ ახალგაზრდას, რომ მათ არ შეუძლიათ თავიანთი ქვეყნის დროშით გამოვიდნენ ასპარეზზე?!“

მისი თქმით, მის ძიუდოს გუნდს ეთქვა „სამარცხვინო უარი“ აფხაზეთის წარმომადგენლობაზე რუსეთში, კრასნოდარის რეგიონში გამართული შეჯიბრების ფარგლებში. აფხაზ სპორტსმენებს ისღა დარჩენიათ, დაივიწყონ ეროვნული კუთვნილება და იასპარეზონ, როგორც როსტოვის (რუსეთი) რეგიონული გუნდის წევრებმა.

სპორტი არ არის ერთადერთი სფერო, რომლისგანაც აფხაზეთი გარიყულია, და არც რუსეთია ერთადერთი ქვეყანა, რომელიც კიდევ უფრო ართულებს მდგომარეობას. შაზინა ავიძბა (ქვეყნის ახალი მინისტრი სპორტისა და ახალგაზრდობის საკითხებში) იხსენებს არანაკლებ გამაღიზიანებელ შემთხვევებს. მაგალითად, ივნისში პოლონეთის საკონსულომ უარი უთხრა ბავშვთა ცეკვის ანსამბლს ვიზის მიღებაზე.

სპორტსმენებსა და სპორტის სფეროს ოფიციალურ წარმომადგენლებსაც უარი ეთქვათ შენგენის ვიზებზე, რაც მისცემდა მათ ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებში თავისუფალი მოძრაობის საშუალებას. „ყველაზე მტკივნეული კი ის არის, რომ რუსეთის რეგიონები უარყოფენ ჩვენს დროშას“, - განაცხადა მინისტრმა.

აფხაზეთს, როგორც წესი, კარგი ურთიერთობა ჰქონდა კრემლთან. 5000-ზე მეტი რუსი ჯარისკაცი და ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ქვედანაყოფები იცავენ რესპუბლიკის საზღვრებს საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ.

რაც შეეხება ბოლო ხუთ წელიწადს, რუსეთმა გააძლიერა აფხაზეთის სუსტი სახელმწიფო ინსტიტუტები და ინფრასტრუქტურა, რისთვისაც შეწირულობის სახით გაიცა 100 მილიონ დოლარზე მეტი, რაც შეადგენს დაახლოებით 50%-ს იმ თანხისა, რომლის გამოყოფაც თავად რესპუბლიკას შეეძლო.

რესპუბლიკის 240 000-იანი მოსახლეობის უმრავლესობამ შეიძინა რუსეთის პასპორტი და ათასობით აფხაზი რეგულარულად სტუმრობს თავის შეძლებულ მეზობელს, ხოლო დაახლოებით 30 000 აფხაზი კვლავაც სარგებლობს რუსული პენსიებით.  

მიუხედავად ყველაფრისა, კარს მომდგარმა ოლიმპიურმა თამაშებმა სრულიად შეცვალა ურთიერთობა აფხაზეთსა და რუსეთს შორის. და ეს ეხება არა მხოლოდ სოხუმს, აფხაზეთის დედაქალაქს. საზღვრის მეორე მხარეს კრემლის გრანდიოზულმა პროექტმა სრულიად შეუცვალა სახე რუსეთის ქალაქ სოჭს.

ერთ დროს ელეგანტური და მშვიდობიანი შავიზღვისპირეთის რივიერა ისტორიას ჩაბარდა. ოლიმპიური პროექტების განხორციელებაზე კერძო და სახელმწიფო ინვესტორებმა დახარჯეს 50 მილიარდ დოლარზე მეტი, რის შედეგადაც ქალაქი სრულიად შეიცვალა. ერთ დროს გადამფრენ ფრინველთათვის განკუთვნილ ჭაობანიან ადგილს დღეს ამშვენებენ რუსეთის დროშის წითელი, თეთრი და ცისფერი ფერებით განათებული შუშისა და ბეტონის ოლიმპიური ნაგებობები. ტურისტებს სთავაზობენ ქალაქის გარშემო განლაგებულ დათოვლილ მწვერვალებზე ასვლას საბაგიროთი. სწრაფლმავალი მატარებელი კი აკავშირებს ოლიმპიურ სოფელსა და სოჭის ცენტრს. გარდა ამისა, ქალაქს აქვს თანამედროვე საერთაშორისო აეროპორტი და რკინიგზის სადგურები.

ქალაქი, რომელშიც 1960 წლებიდან მოყოლებული მილიონობით საერთაშორისო და საბჭოთა ტურისტია შეყვარებული მისი ბოტანიკური ბაღების, ორგანული რძის პროდუქტებისა და უმშვენიერესი მინერალური წყლის საკურორტო სასტუმროების გამო, ამჟამად მოფენილია  დიდი მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსებით და გრანდიოზული სასტუმროებით, რაც მას შორიდან ამსგავსებს გიგანტურ ნემსებიან უზარმაზარ ზღარბს.

"აქ არაფერია დატოვებული ძველი სოჭიდან. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი საყვარელი ისტორიული პატარა ქუჩები და შესახვევები და ჩავანაცვლეთ ისინი უზარმაზარი სამშენებლო ზონებით,  ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ მონუმენტებთან და საკურორტო სასტუმროებთან  ერთად," თქვა ირინა ნიკოლაევნამ, სოჭის არქივის მენეჯერმა.

რამდენიმე ათეული ისტორიკოსი, არქიტექტორი, და მუზეუმის ექსპერტი იბრძვის იმის შესანარჩუნებლად, რაც დარჩა რევოლუციამდელი კერძო სახლებისა და ისტორიული მნიშვნელობის მქონე შემაშინებლად მკაცრი სტალინის დროინდელი ძეგლებიდან. მაგრამ წინაოლიმპიურმა სამეწარმეო და სამშენებლო ციებ-ცხელებამ სრულიად გადაფარა ყველაფერი.

მოსკოვური პრესა მსჯელობს რამდენად ღრმა უნდა ყოფილიყო 30-მეტრიანი ოლიმპიური მაგისტრალი, თუკი მას მოკირწყლავდნენ ხიზილალით, ბეწვის ქურქებითა  ან ლუი ვიუიტონის მოდელებით, რომ გაეთვალისწინებინათ ის გამაოგნებელი $7.2 მლრდ, რომელიც მის მშენებლობაზე დაიხარჯა. ცოტა გასაკვირია, რომ ზოგიერთი ძველი მობინადრე სოჭს "სიძუნწის სამეფოს" ეძახის.

აფხაზები რუსების ერთადერთი საზრუნავი არ არიან. ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორი ხელისუფლების წარმომადგენლები მთელ რიგ შიდა პრობლემებსაც აწყდებიან: ჩრდილო კავკასიიდან ისლამისტი ტერორისტების თავდასხმის საფრთხე, ფართოდ გავრცელებული უკანონობა, და გაბატონებული კორუფცია.

მაგრამ აფხაზეთი სრულიად გარიყეს. აფხაზებს საშუალო ხელფასით - დაახლოებით  80 დოლარი თვეში, ოლიმპიური ობიექტების მშენებლობიდან ფულის გაკეთების მთელი იმედები გაუცრუვდათ. 2010 წელს, რესპუბლიკის პრეზიდენტმა სერგეი ბაღაფშმა მომითხრო ოლიმპიური ობიექტებიდან სულ რაღაც 100 მილის დაშორებით მდებარე ქვიშისა და ხრეშის კარიერების შესახებ, რაც ათასობით აფხაზს უზრუნველყოფდა დასაქმების შესაძლებლობით.

მაგრამ ბაღაფშის ოცნებები არ ახდა. "ბიზნესის დღესასწაულმა ჩვენ გვერდი აგვიარა," - თქვა მან. "ჩვენ ვერაფერი ვიხეირეთ ოლიმპიური პროექტებიდან," განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა  კრისტიან ბჟანიამ, რითაც ნათლად გამოხატა აფხაზების განაწყენება რუსებზე ზედმეტად  მკაცრი და უხეში მოპყრობის გამო.

ისინი იბრძვიან, რომ გაიგონ, რატომ არ დაპატიჟა რუსეთმა ოლიმპიურ ნამცხვარზე. ხომ არ გამოიწვია რუსეთის საელჩოს პირველი მდივნის - დმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის მკვლელობამ მათი ურთიერთობის გაციება?

"არა, დიპლომატების მკვლელობები აქ არაფერ შუაშია," - განაცხადა საზოგადოებრივი პალატის წევრმა, სერგეი მარკოვმა. "ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა გვთხოვეს, გავჩუმდეთ აფხაზეთის მძიმე მდგომარეობის შესახებ და არ გავაპროტესტოთ ჩვენს მიმართ რუსეთის დამოკიდებულება,  რამდენადაც  სოჭის ლიმპიური თამაშების ბოიკოტი ( ჰომოსექსუალებთან რუსეთის დამოკიდებულების საფუძველზე) ჯერ კიდევ ზოგიერთი ქვეყნისათვის დღის წესრიგში დგას."

მარკოვი ფიქრობს, რომ თამაშების დასრულების შემდეგ, ყველაფერი შეიცვლება აფხაზეთისთვის. "რუსეთი მოხსნის აფხაზეთის საზღვრების კონტროლს - რასაკვირველია, თუკი დანარჩენ კავკასიაში უბედურება არ მოხდება."

თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სოხუმის უამრავი შენობა  უკვე 20 წელზე მეტია დანგრეულია, ბევრი აფხაზი მოუთმენლად აღარ ელის  მდიდარი, სავსე საფულიანი რუსი ინვესტორების მოზღვავებას და მის საზღვრებიდან შემოდინებას საკუთარი  განვითარება-გაფართოების შესაძლებლობების ძიებაში. მკაცრი ადგილობრივი კანონები იცავენ ისტორიულ ძეგლებსა და უძრავ ქონებას უცხოელი მყიდველების მიერ მისი დატაცებისაგან.

"რუსებთან სიფრთხილე გმართებთ," - აგვიხსნა ერთ-ერთმა აფხაზმა. "პირში თითს თუ ჩაუდებთ, მხრამდე მკლავს მოგაჭამენ." ეს საერთო რეფრენია.

იგემა რა რუსეთის მხრიდან  დათვური ჩახუტება, ძველი ბერძნების, რომაელების, ოსმალეთის, საბჭოთა რუსებისა და ქართველების  საყვარელი  აფხაზეთი, ამჯობინებდა როგორც საკუთარი დამოუკიდებლობის, ისე  მისი სულის შენარჩუნებას", - წერს ანა ნემცოვა სტატიაში.

მომზადებულია newsweek.com-ის მიხედვით.

მასწავლებელი ოკუპირებული აფხაზეთიდან, რომელიც საქართველოს 5 საუკეთესო პედაგოგს შორისაა, მისი წიგნები კი ბესტსელერია

"სიკვდილ-სიცოცხლის არჩევანის წინაშე გვაყენებენ, მიგრაცია გარდაუვალია" - უვადოდ ჩაკეტილი ახალგორის გზა და ცხოვრება იზოლაცაში

პუტინმა აფხაზების "არმიის" განახლება დაიწყო - რაში სჭირდება რუსეთის პრეზიდენტს აფხაზეთის სამხედრო გაძლიერება?