სამართალი
Faceამბები
პოლიტიკა

5

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის მეათე დღე დაიწყება 15:45-ზე, მთვარე სასწორშია – რეკომენდებულია საოჯახო ბიზნესის დაწყება. ოჯახთან დაკავშირებული ფინანსური საკითხების მოგვარება. მოლაპარაკებების წარმოება, კონტაქტების დამყარება. გააძლიერეთ კავშირები. გააუმჯობესეთ ოჯახური ურთიერთობები, აღადგინეთ ოჯახური ტრადიციები. კარგია სახლის აშენება ან გარემონტება. დღეს დაწყებული მოგზაურობა აუცილებლად წარმატებით დასრულდება. ზედმეტი არ მიირთვათ. კარგია მცენარეული ჩაის, ნატურალური წვენების დალევა და ბოსტნეულის კერძების ჭამა.
მსოფლიო
საზოგადოება
სამხედრო
მოზაიკა
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რუსეთში ქართველი კანონიერი ქურდი, "დათო ფოთელი" შურისძიების გამო მოკლეს? - რუსული მედია ვერსიებზე
რუსეთში ქართველი კანონიერი ქურდი, "დათო ფოთელი" შურისძიების გამო მოკლეს? - რუსული მედია ვერსიებზე

რუ­სეთ­ში მოკ­ლუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მო­ქა­ლა­ქის, ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის, 49 წლის და­ვით მელ­ქა­ძის, იგი­ვე "დათო ფო­თე­ლის" ცხოვ­რე­ბის სა­ი­დუმ­ლო დე­ტა­ლე­ბი გახ­და ცნო­ბი­ლი. ამის შე­სა­ხებ რუ­სუ­ლი მე­დია წერს.

რო­გორც მკვლე­ლო­ბის ფაქ­ტზე აღ­ძრუ­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მი­დან გა­ირ­კვა, "დათო ფო­თე­ლი" არა მხო­ლოდ ე.წ. კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი იყო, არა­მედ ლე­გა­ლუ­რად ცხოვ­რობ­და კრას­ნო­გორსკის რა­ი­ონ­ში და ქა­ლაქ­ში სა­კუ­თა­რი კერ­ძო სა­ბავ­შვო ბა­ღიც ჰქონ­და.

გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, თავ­დას­ხმის დღეს, 11 იან­ვარს და­ვით მელ­ქა­ძე გა­ე­მარ­თა სა­ვაჭ­რო ცენ­ტრის­კენ, სა­დაც სა­ბავ­შვო ბა­ღის­თვის ავე­ჯი უნდა შე­ე­ძი­ნა. მან ავე­ჯის სა­ყიდ­ლად თან გა­ი­ყო­ლა ძიძა და ორი არას­რულ­წლო­ვა­ნი ბავ­შვი.

შე­გახ­სე­ნებთ, შა­ბათს და­ახ­ლო­ე­ბით 21:00 სთ-ზე, და­ვით მელ­ქა­ძე სა­სიკ­ვდი­ლოდ დაჭ­რეს მა­ღა­ზია "ლე­რუა-მარ­ლენ­თან". მას სა­კუ­თარ თეთრ "ინ­ფი­ნი­ტის­თან" ეს­რო­ლეს. მა­მა­კა­ცი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­და­იყ­ვა­ნეს, თუმ­ცა, 12 იან­ვარს გარ­და­იც­ვა­ლა. მკვლელ­მა ტრავ­მა­ტუ­ლი პის­ტო­ლე­ტი "სტე­ჩკი­ნი" გა­მო­ი­ყე­ნა, რო­მე­ლიც გა­და­კე­თე­ბუ­ლი იყო საბ­რძო­ლო ვაზ­ნე­ბის სას­რო­ლად.

ერთ-ერთი ვერ­სი­ით, "დათო ფო­თელ­ზე" შური იძი­ეს. ქურ­დულ სამ­ყა­რო­ში მას ადა­ნა­შა­უ­ლებ­დნენ, რომ 20 წლის წინ მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო ცნო­ბი­ლი "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის", ავ­თან­დილ ჩიხ­ლა­ძის, იგი­ვე "კვე­ჟოს" და მისი მე­უღ­ლის მკვლე­ლო­ბა­ში. მა­შინ ავ­თან­დილ ჩიხ­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე ლო­მო­ნო­სო­ვის გამ­ზირ­ზე მდე­ბა­რე სა­კუ­თარ ბი­ნა­ში ჩა­ცხრი­ლეს. მა­შინ­დელ სის­ხლი­ან გარ­ჩე­ვას ავ­თან­დილ ჩიხ­ლა­ძის 19 წლის ვაჟი, გუ­რა­მი გა­და­ურ­ჩა, რო­მელ­მაც მკვლე­ლებს თავი გარ­დაც­ვლი­ლად მო­აჩ­ვე­ნა. რო­დე­საც გუ­რა­მი გა­ი­ზარ­და, თა­ვად გახ­და "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დი" და და­ი­წყო მშობ­ლე­ბის მკვლე­ლის ძი­ე­ბა. მან მი­აღ­წია იმას, რომ "დათო ფო­თელს" კრი­მი­ნა­ლურ სამ­ყა­რო­ში "კა­ნო­ნი­ე­რი ქურ­დის" სტა­ტუ­სი ჩა­მო­არ­თვეს.

2011 წელს მელ­ქა­ძე კრას­ნო­გორსკის პო­ლი­ცი­ამ და­ა­კა­ვა. მას კუთ­ვნილ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში რამ­დე­ნი­მე გრა­მი ჰე­რო­ი­ნი აღ­მო­უ­ჩი­ნეს. 49 წლის და­ვით მელ­ქა­ძე არა­ერ­თგზის ნა­სა­მარ­თლე­ვი იყო.

იხი­ლეთ ვი­დეო

მომ­ზა­დე­ბუ­ლია kp.ru-ს მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
კიტ კელოგი - მჯერა, რუსეთის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სანქციები მზადაა

რუსეთში ქართველი კანონიერი ქურდი, "დათო ფოთელი" შურისძიების გამო მოკლეს? - რუსული მედია ვერსიებზე

რუსეთში ქართველი კანონიერი ქურდი, "დათო ფოთელი" შურისძიების გამო მოკლეს? - რუსული მედია ვერსიებზე

რუსეთში მოკლული  საქართველოს მოქალაქის,  ე.წ. კანონიერი ქურდის, 49 წლის დავით მელქაძის, იგივე "დათო ფოთელის" ცხოვრების საიდუმლო დეტალები გახდა ცნობილი. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

როგორც მკვლელობის ფაქტზე აღძრული სისხლის სამართლის საქმიდან  გაირკვა, "დათო ფოთელი" არა მხოლოდ ე.წ. კანონიერი ქურდი იყო, არამედ ლეგალურად ცხოვრობდა კრასნოგორსკის რაიონში და ქალაქში საკუთარი კერძო საბავშვო ბაღიც ჰქონდა.

გამოძიების ინფორმაციით, თავდასხმის დღეს, 11 იანვარს დავით მელქაძე გაემართა სავაჭრო ცენტრისკენ, სადაც საბავშვო ბაღისთვის ავეჯი უნდა შეეძინა. მან ავეჯის საყიდლად თან გაიყოლა ძიძა და ორი არასრულწლოვანი ბავშვი.

შეგახსენებთ, შაბათს დაახლოებით 21:00 სთ-ზე, დავით მელქაძე სასიკვდილოდ დაჭრეს მაღაზია "ლერუა-მარლენთან". მას საკუთარ თეთრ "ინფინიტისთან" ესროლეს. მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა, 12 იანვარს გარდაიცვალა. მკვლელმა  ტრავმატული პისტოლეტი "სტეჩკინი" გამოიყენა, რომელიც გადაკეთებული იყო საბრძოლო ვაზნების  სასროლად.

ერთ-ერთი ვერსიით, ”დათო ფოთელზე” შური იძიეს. ქურდულ სამყაროში მას ადანაშაულებდნენ, რომ 20 წლის წინ მონაწილეობა მიიღო ცნობილი "კანონიერი ქურდის", ავთანდილ ჩიხლაძის, იგივე "კვეჟოს" და მისი მეუღლის მკვლელობაში. მაშინ  ავთანდილ ჩიხლაძე და მისი მეუღლე ლომონოსოვის გამზირზე მდებარე საკუთარ ბინაში ჩაცხრილეს. მაშინდელ სისხლიან გარჩევას  ავთანდილ ჩიხლაძის 19 წლის ვაჟი, გურამი გადაურჩა, რომელმაც მკვლელებს თავი გარდაცვლილად მოაჩვენა. როდესაც გურამი გაიზარდა, თავად გახდა "კანონიერი ქურდი" და დაიწყო მშობლების მკვლელის ძიება. მან მიაღწია იმას, რომ ”დათო ფოთელს” კრიმინალურ სამყაროში "კანონიერი ქურდის" სტატუსი ჩამოართვეს.

2011 წელს მელქაძე კრასნოგორსკის პოლიციამ დააკავა. მას კუთვნილ ავტომანქანაში რამდენიმე გრამი ჰეროინი აღმოუჩინეს.  49 წლის დავით მელქაძე არაერთგზის ნასამართლევი იყო.

იხილეთ ვიდეო

მომზადებულია kp.ru-ს მიხედვით.

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ