კონფლიქტები
საზოგადოება
მსოფლიო
სპორტი
Faceამბები
სამართალი
პოლიტიკა
მოზაიკა
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მე-5 სავარაუდო პასუხი - სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობას შეამცირებს
მე-5 სავარაუდო პასუხი - სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობას შეამცირებს

ზო­გა­დი უნა­რე­ბის ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლის ზო­გი­ერთ და­ვა­ლე­ბას მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი და­ე­მა­ტე­ბა. გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში ამ ფაქტს აბი­ტუ­რი­ენ­ტის მიერ სწო­რი პა­სუ­ხის ბრმად შე­მო­ხაზ­ვის ალ­ბა­თო­ბის შემ­ცი­რე­ბით ხსნი­ან. კი­დევ რა ცვლი­ლე­ბე­ბი იგეგ­მე­ბა 2014 წლის ეროვ­ნუ­ლი გა­მოც­დე­ბის­თვის, ამ სა­კი­თხზე AMBEBI.GE-ს გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის დი­რექ­ტო­რი მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი ესა­უბ­რე­ბა.

მაია მი­მი­ნოშ­ვი­ლი: ზო­გა­დი უნა­რე­ბის ბა­რი­ე­რი 20-დან 23 ქუ­ლამ­დე გა­ი­ზარ­და. სხვა საგ­ნებ­ში ბა­რი­ე­რი არ გაზ­რდი­ლა. ზო­გად უნა­რებ­ში ყვე­ლა და­ვა­ლე­ბა არ­ჩე­ვით პა­სუ­ხი­ა­ნია. სხვა გა­მოც­დებ­ში კი ე.წ. ღია და­ვა­ლე­ბე­ბია, სა­დაც აბი­ტუ­რი­ენ­ტმა პა­სუ­ხი უნდა და­წე­როს. ამას გარ­და, არ­ჩე­ვი­თი საგ­ნე­ბის ჩა­მო­ნათ­ვალს ხე­ლოვ­ნე­ბის გა­მოც­და ემა­ტე­ბა. უცხო ენის გა­მოც­დას კი მოს­მე­ნის ნა­წი­ლი და­ე­მა­ტე­ბა. შე­სა­ბა­მი­სად, სა­გა­მოც­დო დროც გა­ხან­გრძლივ­დე­ბა. მოს­მე­ნის ნა­წი­ლი აუ­დიო ტექ­სტის მოს­მე­ნა­სა და მის გა­აზ­რე­ბას გუ­ლის­ხმობს. აბი­ტუ­რი­ენ­ტებ­მა ტექ­სტის გარ­შე­მო დას­მულ კი­თხვებს უნდა უპა­სუ­ხონ. ამას გარ­და, ყვე­ლა გა­მოც­და­ზე მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი ნედ­ლი ქუ­ლის ნაც­ვლად, გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ქუ­ლით გა­ნი­სა­ზღვრე­ბა. სი­ახ­ლე ეხე­ბა ყვე­ლა იმ გა­მოც­დას, სა­დაც ტეს­ტის რამ­დე­ნი­მე ვა­რი­ან­ტია გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი. მა­გა­ლი­თად ქარ­თულ ენა­სა და ლი­ტა­რა­ტუ­რას, ინ­გლი­სურს, მა­თე­მა­ტი­კას და ა.შ. 24 ქუ­ლი­ა­ნი ყვე­ლა აბი­ტუ­რი­ენ­ტი კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბას აგ­რძე­ლებს, მაგ­რამ კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შან­სი შე­იძ­ლე­ბა ჰქონ­დეს 23 ქუ­ლი­ან­საც. გა­ი­გი­ვე­ბა ხდე­ბა იმის გამო, რომ შე­საძ­ლოა ტეს­ტის რო­მე­ლი­მე ვა­რი­ან­ტი ოდ­ნავ უფრო რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდეს, ვიდ­რე სხვა ვა­რი­ან­ტე­ბი. თუ ასეთ ვა­რი­ან­ტში აბი­ტუ­რი­ენ­ტმა მი­ი­ღო 23 ქულა, შე­საძ­ლოა გა­ი­გი­ვე­ბის შემ­დეგ 23 ქულა გა­ი­გი­ვე­ბულ იქ­ნას 24 ან მეტ ქუ­ლას­თან. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, 23 ქუ­ლი­ან აბი­ტუ­რი­ენ­ტსაც ექ­ნე­ბა კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის გაგ­რძე­ლე­ბის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გა­ი­გი­ვე­ბულ ქუ­ლა­ზე გა­დას­ვლას იმ ფაქ­ტო­რით ხსნი­ან, რომ სა­გა­მოც­დო ვა­რი­ან­ტე­ბი ძა­ლი­ან უმ­ნიშ­ვნე­ლოდ, მაგ­რამ სირ­თუ­ლით ერ­თმა­ნე­თის­გან მა­ინც გან­სხვავ­დე­ბა. ამი­ტომ ყვე­ლა სა­გან­ში მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვრის ქულა არა ნედ­ლი, არა­მედ გა­ი­გი­ვე­ბუ­ლი ქუ­ლით გა­ნი­სა­ზღვე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა ზო­გა­დი უნა­რე­ბის ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლის ზო­გი­ერ­თი და­ვა­ლე­ბის­თვის მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხის და­მა­ტე­ბას, რო­გორც გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნულ ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი შე­საძ­ლოა, ანა­ლო­გი­ის ტი­პის და­ვა­ლე­ბებ­სა და ლო­გი­კას და­ე­მა­ტოს.

მა­გა­ლი­თად, რო­გორც ცენ­ტრში გან­მარ­ტა­ვენ, ზო­გად უნა­რებ­ში შემ­თხვე­ვით პა­სუ­ხე­ბის ამოც­ნო­ბის ალ­ბა­თო­ბა 21 ქუ­ლის პი­რე­ბო­ბე­ში 30 %-ია, 19 ქუ­ლის დაგ­რო­ვე­ბის ალ­ბა­თო­ბა კი თით­ქმის 45%. რაც იმას ნიშ­ნავს, რომ მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი თით­ქმის ყო­ველ მე­ო­რეს შე­უძ­ლია სრუ­ლი­ად ბრმად გა­და­ლა­ხოს. ცენ­ტრის თა­ნამ­შრომ­ლებს შექ­მნი­ლი ვი­თა­რე­ბი­დან თა­ვის და­საღ­წე­ვად ორი სა­შუ­ა­ლე­ბა ესა­ხე­ბათ. ერთი მათ­გა­ნი მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რის აწე­ვაა, რაც წელს მოხ­დე­ბა, შემ­თხვე­ვით პა­სუ­ხის ამოც­ნო­ბი­სა­გან თა­ვის დაღ­წე­ვის მე­ო­რე მე­თო­დად კი ზო­გი­ერ­თი და­ვა­ლე­ბი­სათ­ვის მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხის და­მა­ტე­ბაა. მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი ვერ­ბა­ლურ ნა­წილ­ში შე­საძ­ლოა ანა­ლო­გი­ის ტი­პის და­ვა­ლე­ბებ­სა და ლო­გი­კას და­ე­მა­ტოს. ცენ­ტრში ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხე­ბი წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბა­სა და ტექ­სტებს არა­ვი­თარ შემ­თხვე­ვა­ში არ და­ე­მა­ტე­ბა.

რო­გორც AMBEBI.GE-ს გა­მოც­დე­ბის ეროვ­ნუ­ლი ცენ­ტრის ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნელ­მა სოფო დო­ლი­ძემ გა­ნუ­ცხა­და, დიდი ალ­ბა­თო­ბით, და­ვა­ლე­ბის შეს­რუ­ლე­ბის დრო არ გა­იზ­რდე­ბა. მისი თქმით, ანა­ლო­გი­ის ტი­პის და­ვა­ლე­ბე­ბი ტეს­ტში 10-12-ია და შე­სა­ბა­მი­სად, ადა­მი­ა­ნე­ბი ამ და­ვა­ლე­ბე­ბის შეს­რუ­ლე­ბა­ზე 10-12 წა­მით მეტს და­ხარ­ჯა­ვენ. ლო­გი­კის და­ვა­ლე­ბე­ბის პა­სუ­ხის წა­კი­თხვას კი ცოტა დრო ჭირ­დე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა წი­ნა­და­დე­ბის შევ­სე­ბა­სა და წა­კი­თხუ­ლი ტექ­სტის გა­აზ­რე­ბას, აღ­ნიშ­ნულ და­ვა­ლე­ბებს მე­ხუ­თე პა­სუ­ხი არ და­ე­მა­ტა, რად­გან ისი­ნი გა­ცი­ლე­ბით უფრო გულ­დას­მით მუ­შა­ო­ბა­სა და მეტ დროს სა­ჭი­რო­ე­ბენ.

ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვერ­ბა­ლუ­რი ნა­წი­ლის ზო­გი­ერ­თი და­ვა­ლე­ბის­თვის მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხის და­მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით, უმაღ­ლე­სი სას­წავ­ლებ­ლე­ბის პირ­ველ კურ­სე­ლებ­თან საც­დე­ლი ტეს­ტი­რე­ბა ჩა­ტარ­და, ანა­ლი­ზი ჯერ დას­რუ­ლე­ბუ­ლი არ არის, თუმ­ცა ერთი შე­ხედ­ვით გა­მოჩ­ნდა, რომ ისი­ნი და­ვა­ლე­ბას თავს კარ­გად არ­თმე­ვენ და არა­ვი­თა­რი პრობ­ლე­მა არ აქვთ. თუკი სტა­ტის­ტი­კუ­რი ანა­ლი­ზი აჩ­ვე­ნებს, რომ მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი გა­უ­ა­რეს­და და ახალ­გაზ­რდე­ბი და­ვა­ლე­ბის კარ­გად შეს­რუ­ლე­ბას ვერ ას­წრე­ბენ, სა­კი­თხი გა­და­ი­ხე­დე­ბა. არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხი მხო­ლოდ ანა­ლო­გი­ას და­ე­მა­ტოს, თუმ­ცა დიდი ალ­ბა­თო­ბით, სი­ახ­ლე ლო­გი­კურ და­ვა­ლე­ბა­საც შე­ე­ხე­ბა. რო­გორც ცენ­ტრში აცხა­დე­ბენ, ყო­ვე­ლი­ვე ეს სა­ჭი­როა, რათა სწო­რი პა­სუ­ხის ბრმად შე­მო­ხაზ­ვის ალ­ბა­თო­ბა შემ­ცირ­დეს.

სოფო დო­ლი­ძე: ეს არ იყო აქ­ტუ­ა­ლუ­რი მა­შინ, რო­დე­საც უმაღ­ლეს სას­წავ­ლებ­ლებ­ში კონ­კურ­სი იყო. ახლა ბევრ უმაღ­ლეს სას­წავ­ლე­ბელ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი ად­გი­ლი რჩე­ბა, სტუ­დენ­ტი შე­იძ­ლე­ბა გახ­დეს აბი­ტუ­რი­ენ­ტი, რო­მელ­საც ტეს­ტი არც კი წა­უ­კი­თხავს და პა­სუ­ხე­ბი ბრმად შე­მო­ხა­ზა. მე­ხუ­თე პა­სუ­ხი დაბ­რკო­ლე­ბას წარ­მო­ად­გენს მათ­თვის, ვინც ბრმად ხა­ზავს პა­სუ­ხებს და და­ვა­ლე­ბებს არც კი კი­თხუ­ლო­ბენ. რე­ა­ლუ­რად უსა­მარ­თლოა ასე­თი ადა­მი­ა­ნე­ბი კონ­კურ­სში დარ­ჩნენ, რად­გან ძა­ლი­ან მა­ღა­ლია ალ­ბა­თო­ბა იმი­სა, შემ­თხვე­ვით პა­სუ­ხე­ბის შე­მო­ხაზ­ვით მი­ნი­მა­ლუ­რი კომ­პე­ტენ­ცი­ის ზღვა­რი გა­და­ლა­ხონ.

AMBEBI.GE უცხო­უ­რი ანა­ლო­გე­ბი­თაც და­ინ­ტე­რეს­და. ზო­გა­დი უნა­რე­ბის ჯგუ­ფის ხელ­მძღვა­ნე­ლის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ამა­რი­კუ­ლი, შვე­დუ­რი ტეს­ტე­ბი 5 პა­სუხს შე­ი­ცა­ვენ. მი­სი­ვე თქმით, ყვე­ლა­ზე მი­ღე­ბუ­ლი პრაქ­ტი­კით, ნე­ბის­მი­ერ ტექ­სტში, სა­დაც არ­ჩე­ვი­თი პა­სუ­ხი ან და­ვა­ლე­ბე­ბია, ყვე­ლა­ზე მი­ღე­ბუ­ლი 5 არ­ჩე­ვა­ნია.

მე­ხუ­თე სა­ვა­რა­უ­დო პა­სუ­ხის და­მა­ტე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბით დე­ტა­ლებ­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა იან­ვრის ბო­ლოს გახ­დე­ბა ცნო­ბი­ლი.

ანა მარ­შა­ნია, Ambebi.ge

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
შსს ფარულ ჩანაწერებს აქვეყნებს - დაკავებულია 3 პირი: კადრებში ჩანს, როგორ ყიდიან ნარკოტიკს

მე-5 სავარაუდო პასუხი - სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობას შეამცირებს

მე-5 სავარაუდო პასუხი - სიახლე აბიტურიენტებისთვის, რომელიც სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობას შეამცირებს

ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთ დავალებას მეხუთე სავარაუდო პასუხი დაემატება. გამოცდების ეროვნულ ცენტრში ამ ფაქტს აბიტურიენტის მიერ სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობის შემცირებით ხსნიან. კიდევ რა ცვლილებები იგეგმება 2014 წლის ეროვნული გამოცდებისთვის, ამ საკითხზე AMBEBI.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ესაუბრება.

მაია მიმინოშვილი: ზოგადი უნარების ბარიერი 20-დან 23 ქულამდე გაიზარდა. სხვა საგნებში ბარიერი არ გაზრდილა. ზოგად უნარებში ყველა დავალება არჩევით პასუხიანია. სხვა გამოცდებში კი ე.წ. ღია დავალებებია, სადაც აბიტურიენტმა პასუხი უნდა დაწეროს. ამას გარდა, არჩევითი საგნების ჩამონათვალს ხელოვნების გამოცდა ემატება. უცხო ენის გამოცდას კი მოსმენის ნაწილი დაემატება. შესაბამისად, საგამოცდო დროც გახანგრძლივდება. მოსმენის ნაწილი აუდიო ტექსტის მოსმენასა და მის გააზრებას გულისხმობს. აბიტურიენტებმა ტექსტის გარშემო დასმულ კითხვებს უნდა უპასუხონ. ამას გარდა, ყველა გამოცდაზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი ნედლი ქულის ნაცვლად, გაიგივებული ქულით განისაზღვრება. სიახლე ეხება ყველა იმ გამოცდას, სადაც ტესტის რამდენიმე ვარიანტია გამოყენებული. მაგალითად ქართულ ენასა და ლიტარატურას, ინგლისურს, მათემატიკას და ა.შ. 24 ქულიანი ყველა აბიტურიენტი კონკურსში მონაწილეობას აგრძელებს, მაგრამ კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების შანსი შეიძლება ჰქონდეს 23 ქულიანსაც. გაიგივება ხდება იმის გამო, რომ შესაძლოა ტესტის რომელიმე ვარიანტი ოდნავ უფრო რთული აღმოჩნდეს, ვიდრე სხვა ვარიანტები. თუ ასეთ ვარიანტში აბიტურიენტმა მიიღო 23 ქულა, შესაძლოა გაიგივების შემდეგ 23 ქულა გაიგივებულ იქნას 24 ან მეტ ქულასთან. აქედან გამომდინარე, 23 ქულიან აბიტურიენტსაც ექნება კონკურსში მონაწილეობის გაგრძელების შესაძლებლობა.

გამოცდების ეროვნულ ცენტრში გაიგივებულ ქულაზე გადასვლას იმ ფაქტორით ხსნიან, რომ საგამოცდო ვარიანტები ძალიან უმნიშვნელოდ, მაგრამ სირთულით ერთმანეთისგან მაინც განსხვავდება. ამიტომ ყველა საგანში მინიმალური კომპეტენციის ზღვრის ქულა არა ნედლი, არამედ გაიგივებული ქულით განისაზღვება. რაც შეეხება ზოგადი უნარების ვერბალური ნაწილის ზოგიერთი დავალებისთვის მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებას, როგორც გამოცდების ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, მეხუთე სავარაუდო პასუხი შესაძლოა, ანალოგიის ტიპის დავალებებსა და ლოგიკას დაემატოს.

მაგალითად, როგორც ცენტრში განმარტავენ, ზოგად უნარებში შემთხვევით პასუხების ამოცნობის ალბათობა 21 ქულის პირებობეში 30 %-ია, 19 ქულის დაგროვების ალბათობა კი თითქმის 45%. რაც იმას ნიშნავს, რომ მინიმალური კომპეტენციის ზღვარი თითქმის ყოველ მეორეს შეუძლია სრულიად ბრმად გადალახოს. ცენტრის თანამშრომლებს შექმნილი ვითარებიდან თავის დასაღწევად ორი საშუალება ესახებათ. ერთი მათგანი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის აწევაა, რაც წელს მოხდება, შემთხვევით პასუხის ამოცნობისაგან თავის დაღწევის მეორე მეთოდად კი ზოგიერთი დავალებისათვის მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებაა. მეხუთე სავარაუდო პასუხი ვერბალურ ნაწილში შესაძლოა ანალოგიის ტიპის დავალებებსა და ლოგიკას დაემატოს. ცენტრში ირწმუნებიან, რომ სავარაუდო პასუხები წინადადების შევსებასა და ტექსტებს არავითარ შემთხვევაში არ დაემატება.

როგორც AMBEBI.GE-ს გამოცდების ეროვნული ცენტრის ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელმა სოფო დოლიძემ განუცხადა, დიდი ალბათობით, დავალების შესრულების დრო არ გაიზრდება. მისი თქმით, ანალოგიის ტიპის დავალებები ტესტში 10-12-ია და შესაბამისად, ადამიანები ამ დავალებების შესრულებაზე 10-12 წამით მეტს დახარჯავენ. ლოგიკის დავალებების პასუხის წაკითხვას კი ცოტა დრო ჭირდება. რაც შეეხება წინადადების შევსებასა და წაკითხული ტექსტის გააზრებას, აღნიშნულ დავალებებს მეხუთე პასუხი არ დაემატა, რადგან ისინი გაცილებით უფრო გულდასმით მუშაობასა და მეტ დროს საჭიროებენ.

ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ვერბალური ნაწილის ზოგიერთი დავალებისთვის მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებასთან დაკავშირებით, უმაღლესი სასწავლებლების პირველ კურსელებთან საცდელი ტესტირება ჩატარდა, ანალიზი ჯერ დასრულებული არ არის, თუმცა ერთი შეხედვით გამოჩნდა, რომ ისინი დავალებას თავს კარგად ართმევენ და არავითარი პრობლემა არ აქვთ. თუკი სტატისტიკური ანალიზი აჩვენებს, რომ მაჩვენებლები გაუარესდა და ახალგაზრდები დავალების კარგად შესრულებას ვერ ასწრებენ, საკითხი გადაიხედება. არ არის გამორიცხული, სავარაუდო პასუხი მხოლოდ ანალოგიას დაემატოს, თუმცა დიდი ალბათობით, სიახლე ლოგიკურ დავალებასაც შეეხება. როგორც ცენტრში აცხადებენ, ყოველივე ეს საჭიროა, რათა სწორი პასუხის ბრმად შემოხაზვის ალბათობა შემცირდეს.

სოფო დოლიძე: ეს არ იყო აქტუალური მაშინ, როდესაც უმაღლეს სასწავლებლებში კონკურსი იყო. ახლა ბევრ უმაღლეს სასწავლებელში თავისუფალი ადგილი რჩება, სტუდენტი შეიძლება გახდეს აბიტურიენტი, რომელსაც ტესტი არც კი წაუკითხავს და პასუხები ბრმად შემოხაზა. მეხუთე პასუხი დაბრკოლებას წარმოადგენს მათთვის, ვინც ბრმად ხაზავს პასუხებს და დავალებებს არც კი კითხულობენ. რეალურად უსამართლოა ასეთი ადამიანები კონკურსში დარჩნენ, რადგან ძალიან მაღალია ალბათობა იმისა, შემთხვევით პასუხების შემოხაზვით მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გადალახონ.

AMBEBI.GE უცხოური ანალოგებითაც დაინტერესდა. ზოგადი უნარების ჯგუფის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ამარიკული, შვედური ტესტები 5 პასუხს შეიცავენ. მისივე თქმით, ყველაზე მიღებული პრაქტიკით, ნებისმიერ ტექსტში, სადაც არჩევითი პასუხი ან დავალებებია, ყველაზე მიღებული 5 არჩევანია.

მეხუთე სავარაუდო პასუხის დამატებასთან დაკავშირებით დეტალებზე საბოლოო გადაწყვეტილება იანვრის ბოლოს გახდება ცნობილი.

ანა მარშანია, Ambebi.ge

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია