პოლიტიკა
მსოფლიო
საზოგადოება

30

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეორე დღე დაიწყება 07:11-ზე, მთვარე ვერძშია კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის. არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები. კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად. უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად. თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში. სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება. შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა. მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე; აგრეთვე დიდხანს კითხვასა და ტელევიზორის ყურებას.
სამართალი
Faceამბები
მეცნიერება
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოში ფუტკრის გაქრობის ნიშნები შეიმჩნევა - როგორი იქნება სამყარო ფუტკრის გარეშე
საქართველოში ფუტკრის გაქრობის ნიშნები შეიმჩნევა - როგორი იქნება სამყარო ფუტკრის გარეშე

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ არხზე უნი­კა­ლუ­რი მწე­რის - ფუტკრის გა­და­შე­ნე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა­ზე მი­ძღვნი­ლი გა­და­ცე­მა ვნა­ხე. მოგ­ვი­ა­ნე­ბით, ერთ-ერთ მა­ღა­ზი­ა­ში, სა­დაც მხო­ლოდ თაფ­ლი იყი­დე­ბო­და, ერთი მე­ფუტკრის სა­უ­ბარ­საც შე­ვეს­წა­რი, რო­მე­ლიც და­ნა­ნე­ბით ლა­პა­რა­კობ­და იმა­ზე, რომ გა­სულ ზა­ფხულს ძა­ლი­ან გა­ჭირ­და ფუტკრე­ე­ბის მიერ თაფ­ლის მო­პო­ვე­ბა. ეს ყვე­ლა­ფე­რი კი საკ­მა­რი­სი წი­ნა­პი­რო­ბა აღ­მოჩ­ნდა იმის­თვის, რომ ამ სა­ჭირ­ბო­რო­ტო სა­კი­თხით მეც და­ვინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი­ყა­ვი...

სა­ნამ პრობ­ლე­მა­ზე მო­გახ­სე­ნებ­დეთ, შე­გახ­სე­ნებთ, რომ ფუტ­კა­რი დე­და­მი­წის გა­ცი­ლე­ბით ად­რე­უ­ლი ბი­ნა­და­რია, ვიდ­რე ადა­მი­ა­ნი. მას, რო­გორც ბი­ო­ლო­გი­ურ ინ­დი­ვიდს, დე­და­მი­წის ის­ტო­რი­ა­ში გა­მოვ­ლი­ლი აქვს უამ­რა­ვი კლი­მა­ტუ­რი თუ სხვა ცვლი­ლე­ბე­ბი. პა­ლე­ონ­ტო­ლოგ­თა აზ­რით, ფუტკრე­ბი დე­და­მი­წა­ზე 30 მლნ წლის წინ გაჩ­ნდნენ, ადა­მი­ა­ნებ­მა კი თაფ­ლი ჯერ კი­დევ ქვის ხა­ნა­ში გა­სინ­ჯეს. ეს­პა­ნე­თის ერთ-ერთი გა­მოქ­ვა­ბუ­ლის კე­დელ­ზე აღ­მო­ჩე­ნი­ლია ნა­ხა­ტი, რო­მე­ლიც ჩვენს წელ­თაღ­რი­ცხვამ­დე და­ახ­ლო­ე­ბით 7 ათა­სი წლის წი­ნაა შექ­მნი­ლი. მას­ზე გა­მო­სა­ხუ­ლი ადა­მი­ა­ნი ფუტკრის ბუ­დი­დან თაფლს იღებს. თაფ­ლის სამ­კურ­ნა­ლო თვი­სე­ბე­ბი ჰი­პოკ­რა­ტემ შე­ის­წავ­ლა და აღ­წე­რა.

და­ახ­ლო­ე­ბით 30 ათა­სი სა­ხე­ო­ბის ფუტ­კა­რი, ან­ტარ­ქტი­დის გარ­და, ყვე­ლა კონ­ტი­ნენტზე ბი­ნად­რობს. ამ მწე­რის შე­სა­ხებ უამ­რა­ვი მითი და ლე­გენ­და არ­სე­ბობს... შრო­მის­მოყ­ვა­რე ქარ­თვე­ლი ხალ­ხის­თვის ფუტ­კა­რი ისე­თი­ვე გარ­ჯის სა­გა­ნი იყო, რო­გორც ვე­ნა­ხის მოვ­ლა. ოდით­გან­ვე ქარ­თუ­ლი ჯი­შის ფუტ­კა­რი გა­მო­ირ­ჩე­ო­და გამ­ძლე­ო­ბით.… ქარ­თუ­ლი ფუტ­კა­რი თა­ვი­სი და­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბით მსოფ­ლი­ო­ში აღი­ა­რე­ბულ ფუტკრად მი­იჩ­ნე­ვა და მისი შეს­წავ­ლა გა­სულ სა­უ­კუ­ნე­ებ­ში და­ი­წყო. 1886 წლი­დან სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­ე­ყა­რა ქარ­თუ­ლი ფუტკრის დე­დე­ბის გა­მო­საყ­ვა­ნი სა­ჯი­შე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბას.

მე­ფუტკრე ღვთის საქ­მეს ემ­სა­ხუ­რე­ბა, რად­გა­ნაც ფუტ­კა­რი ადა­მი­ა­ნის ჯან­მრთე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტებს იძ­ლე­ვა, რომ­ლე­ბიც გა­მო­ი­ყე­ნე­ბა საკ­ვე­ბად, სამ­კურ­ნა­ლოდ, საპრო­ფი­ლაქ­ტი­კოდ და დღეგ­რძე­ლო­ბის­თვის სა­ჭი­რო პრო­დუქ­ტე­ბია. ამას­თან, ფუტ­კა­რი ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი, ჯვა­რე­დი­ნად და­მამ­ტვე­რი­ა­ნე­ბე­ლი მწე­რია, რო­მე­ლიც დამ­ტვერ­ვის გზით, მო­სავ­ლი­ა­ნო­ბას (ხე­ხი­ლის, ბა­ღჩე­უ­ლის, ბოსტნე­უ­ლის, საკ­ვე­ბი კულ­ტუ­რე­ბის, მათ შო­რის, მე­ცხო­ვე­ლე­ო­ბის საკ­ვე­ბი კულ­ტუ­რე­ბის) ზრდის. იგი ეკო­სის­ტე­მის ერთ-ერთი ძი­რი­თა­დი ბი­ნა­და­რია და ამ ეკო­სის­ტე­მის მდგრა­დო­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლი მწე­რი. ის ბუ­ნე­ბი­დან რომ გა­მო­ი­რი­ცხოს, სამ­ყა­როს ბა­ლან­სის რღვე­ვა და­ი­წყე­ბა, ანუ ყვე­ლა­ფერს წყლის­მი­ე­რი, ქა­რის­მი­ე­რი ერო­ზი­ე­ბი და ნი­ა­და­გე­ბის ჩა­მო­რე­ცხვე­ბი წა­ლე­კავს...

გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბა თუ დამ­ტვერ­ვის გზით არ მოხ­და, თეს­ლიც აღარ ჩა­ვარ­დე­ბა ნი­ა­დაგ­ში და ბუ­ნებ­რი­ვი სა­ფა­რი გა­ღა­რიბ­დე­ბა, - სა­შიშ­რო­ე­ბა თვი­თონ დე­და­მი­წი­დან დაგ­ვე­მუქ­რე­ბა. ამი­ტომ მე­ფუტკრე სამ­ყა­რო­სა და ეკო­სის­ტე­მის მდგრა­დო­ბას ემ­სა­ხუ­რე­ბა.

დამ­ტვერ­ვის გზით ხე­ხი­ლის ბაღ­ში მო­სავ­ლი­ა­ნო­ბა (ვაშ­ლის, მსხლის, ქლი­ა­ვის) 50-100 პრო­ცენ­ტამ­დე იზ­რდე­ბა, 200 პრო­ცენ­ტით კი - კიტ­რის, ხოლო სი­მინ­დის - 100 პრო­ცენ­ტით.

ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში თით­ქმის ყვე­ლა მე­წარ­მე ფუტ­კარს, რო­გორც და­მამ­ტვე­რი­ა­ნე­ბელს, ისე იყე­ნებს და ფუტკრის ერთ ოჯახ­ზე 100 დო­ლა­რამ­დე იხ­დის. მა­გა­ლი­თად, ნუ­შის ბა­ღის მფლო­ბე­ლი ერთი კვი­რის გა­მავ­ლო­ბა­ში (ნუ­შის ბაღი ერთი კვი­რა ყვა­ვის) 100 დო­ლარს უხი­დის მე­ფუტკრეს, ოღონდ, ფუტკრის ოჯა­ხი დამ­ტვრვის­თვის შე­იყ­ვა­ნოს...

მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ზო­გი­ერ­თი მეც­ნი­ე­რი მი­იჩ­ნევს, რომ ადა­მი­ან­მა ზო­გა­დად შეს­წო­რე­ბე­ბი შე­ი­ტა­ნა ფუტკრის ცხოვ­რე­ბა­ში და ამ მწერს ისე ამუ­შა­ვებს და აცხოვ­რებს, რო­გორც მას მი­აჩ­ნია სა­ჭი­როდ. ამ ჩა­რე­ვის შე­დე­გი სა­ვა­ლა­ლოა. ფუტ­კა­რი გა­და­შე­ნე­ბის გზას ად­გას.

- არ­სე­ბობს თუ არა საფრ­თხე, რომ ფუტ­კა­რი გა­და­შენ­დეს?

მალ­ხაზ მე­მარ­ნიშ­ვი­ლი, სა­გა­რე­ჯო­ე­ლი მე­ფუტკრე:

- დღეს მსოფ­ლი­ო­ში ერ­თგვა­რი გან­გა­შია იმის თა­ო­ბა­ზე ატე­ხი­ლი, რომ ფუტ­კა­რი შე­საძ­ლოა, და­ი­ხო­ცოს და ზო­გა­დად სამ­ყა­რო­დან გა­და­შენ­დეს. რა შე­მიძ­ლია, ჩემი დაკ­ვირ­ვე­ბით ვთქვა, მთე­ლი ზა­ფხუ­ლის გან­მავ­ლო­ბა­ში მინ­დორ­ში მი­წევს ყოფ­ნა, მე­ვე­ნა­ხეც გახ­ლა­ვართ, ვე­ნახ­საც ვუვ­ლი. ფუტ­კა­რი გა­სულ წელს მხო­ლოდ გა­ზა­ფხულ­ზე ვნა­ხე და მერე აღარც მი­ნა­ხავს.

- რა­ტომ?

- ალ­ბათ, იქ მის­თვის ცუდი პი­რო­ბე­ბია და იმი­ტომ. ვე­ნა­ხი ხომ სის­ტე­მუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბით იწამ­ლე­ბა, შხამ-ქი­მი­კა­ტებს კი ფუტ­კა­რი გა­ურ­ბის. არა­და, მინ­დორ­ში, სა­დაც უამ­რა­ვი ყვა­ვი­ლი, მაყ­ვა­ლი და რა ვიცი, რა მცე­ნა­რე არ ხა­რობს, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, იქ ფუტ­კა­რი არ იყოს?

- ეს მარ­თლა ცუ­დის ნი­შა­ნია?

- კი, ფუტ­კა­რი თუ გა­წყდა, დამ­ტვერ­ვა აღარ იქ­ნე­ბა. ადრე მეც­ნი­ე­რე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, ფუტ­კა­რი 2026 წელს სამ­ყა­რო­დან გაქ­რე­ბაო. იქამ­დე 15 წელი კია დარ­ჩე­ნი­ლი და ამის ნიშ­ნე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ, უკვე შე­ი­ნი­შე­ბა.

- ე.ი. მათ­ზე შხამ-ქი­მი­კა­ტე­ბის აქ­ტი­უ­რი გა­მო­ყე­ნე­ბა მოქ­მე­დებს?

- დიახ. ამის გარ­და, ამ­დე­ნი მან­ქა­ნა მოძ­რა­ობს და ამ­ხე­ლა გა­მო­ნა­ბოლ­ქვია. დაკ­ვირ­ვე­ბუ­ლი იქ­ნე­ბით, გზის პი­რას მცე­ნა­რე­ე­ბი რო­გო­რი და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი და დამ­ტვე­რი­ლია. ფუტ­კა­რი კი­დევ ისე­თი ფა­ქი­ზი და მგრძნო­ბი­ა­რე მწე­რია, თუ არ მო­ე­წო­ნა, შე­იძ­ლე­ბა, დაჯ­დეს მცე­ნა­რე­ზე, მაგ­რამ საკ­ვე­ბი იქი­დან არ აი­ღოს, არ გა­მო­წო­ვოს. არა­და, ბარ­ში დი­დია და­ბინ­ძუ­რე­ბა (გა­მო­ნა­ბოლ­ქვი) და ამი­ტო­მაც გარ­ბის მინ­დვ­რი­დან და ზე­მოთ, მთა­ში ინაც­ვლებს.

- რა ტემ­პე­რა­ტუ­რას უძ­ლებს ფუტ­კა­რი?

- 15 გრა­დუს ყინ­ვა­ზე ყოფ­ნა არ უჭირთ. ასე­თი ყინ­ვა კი ბარ­ში იშ­ვი­ა­თად არის. მახ­სოვს, შარ­შან­წინ იყო 15 გრა­დუ­სი და ჩემ­თან ფუტკრის სუს­ტი ოჯა­ხე­ბი და­ი­ღუ­პა. ისი­ნი ზამ­თარ­ში გუნდს კრა­ვენ და ერ­თმა­ნეთს ისე ათ­ბო­ბენ. სკას შიგ­ნი­დან გა­მო­ლე­სა­ვენ და ათ­ბუ­ნე­ბენ ხოლ­მე, რომ შიგ­ნით სი­ცი­ვე არ შე­ვი­დეს. სკის კარ­საც აპა­ტა­რა­ვე­ბენ...

მთა­ში, ზამ­თარ­ში, მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ძლი­ე­რი ყინ­ვა იცის და ფუტ­კა­რი სახ­ლში შეჰ­ყავთ. ისე, მთა­ში ყვე­ლა­ზე ხა­რის­ხი­ა­ნი და ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლია, რად­გა­ნაც ბუ­ნე­ბა ეკო­ლო­გი­უ­რად არ არის და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი და ფუტ­კა­რიც მე­ტად და­ცუ­ლია. ეკო­ლო­გი­უ­რად და­ცულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ცხა­დია, ნა­ტუ­რა­ლუ­რი თაფ­ლი მო­ი­პო­ვე­ბა. მთა­ში ზა­ფხულ­ში მეტი ტე­ნია და ყვა­ვი­ლო­ბაც მე­ტია. ასეთ დროს ფუტკრის ერთ ოჯახ­ზე 40-50 კილო თაფ­ლი მო­დის, მე კი ბარ­ში 15 კი­ლოგ­რამს ვი­ღებ...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

საქართველოში ფუტკრის გაქრობის ნიშნები შეიმჩნევა - როგორი იქნება სამყარო ფუტკრის გარეშე

საქართველოში ფუტკრის გაქრობის ნიშნები შეიმჩნევა - როგორი იქნება სამყარო ფუტკრის გარეშე

ცოტა ხნის წინ ერთ-ერთ არხზე უნიკალური მწერის - ფუტკრის გადაშენების საშიშროებაზე მიძღვნილი გადაცემა ვნახე. მოგვიანებით, ერთ-ერთ მაღაზიაში, სადაც მხოლოდ თაფლი იყიდებოდა, ერთი მეფუტკრის საუბარსაც შევესწარი, რომელიც დანანებით ლაპარაკობდა იმაზე, რომ გასულ ზაფხულს ძალიან გაჭირდა ფუტკრეების მიერ თაფლის მოპოვება. ეს ყველაფერი კი საკმარისი წინაპირობა აღმოჩნდა იმისთვის, რომ ამ საჭირბოროტო საკითხით მეც დავინტერესებულიყავი...

სანამ პრობლემაზე მოგახსენებდეთ, შეგახსენებთ, რომ ფუტკარი დედამიწის გაცილებით ადრეული ბინადარია, ვიდრე ადამიანი. მას, როგორც ბიოლოგიურ ინდივიდს, დედამიწის ისტორიაში გამოვლილი აქვს უამრავი კლიმატური თუ სხვა ცვლილებები. პალეონტოლოგთა აზრით, ფუტკრები დედამიწაზე 30 მლნ წლის წინ გაჩნდნენ, ადამიანებმა კი თაფლი ჯერ კიდევ ქვის ხანაში გასინჯეს. ესპანეთის ერთ-ერთი გამოქვაბულის კედელზე აღმოჩენილია ნახატი, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე დაახლოებით 7 ათასი წლის წინაა შექმნილი. მასზე გამოსახული ადამიანი ფუტკრის ბუდიდან თაფლს იღებს. თაფლის სამკურნალო თვისებები ჰიპოკრატემ შეისწავლა და აღწერა.

დაახლოებით 30 ათასი სახეობის ფუტკარი, ანტარქტიდის გარდა, ყველა კონტინენტზე ბინადრობს. ამ მწერის შესახებ უამრავი მითი და ლეგენდა არსებობს... შრომისმოყვარე ქართველი ხალხისთვის ფუტკარი ისეთივე გარჯის საგანი იყო, როგორც ვენახის მოვლა. ოდითგანვე ქართული ჯიშის ფუტკარი გამოირჩეოდა გამძლეობით.… ქართული ფუტკარი თავისი დადებითი თვისებებით მსოფლიოში აღიარებულ ფუტკრად მიიჩნევა და მისი შესწავლა გასულ საუკუნეებში დაიწყო. 1886 წლიდან საქართველოში საფუძველი ჩაეყარა ქართული ფუტკრის დედების გამოსაყვანი საჯიშეების ჩამოყალიბებას.

მეფუტკრე ღვთის საქმეს ემსახურება, რადგანაც ფუტკარი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საჭირო პროდუქტებს იძლევა, რომლებიც გამოიყენება საკვებად, სამკურნალოდ, საპროფილაქტიკოდ და დღეგრძელობისთვის საჭირო პროდუქტებია. ამასთან, ფუტკარი ერთ-ერთი ძირითადი, ჯვარედინად დამამტვერიანებელი მწერია, რომელიც დამტვერვის გზით, მოსავლიანობას (ხეხილის, ბაღჩეულის, ბოსტნეულის, საკვები კულტურების, მათ შორის, მეცხოველეობის საკვები კულტურების) ზრდის. იგი ეკოსისტემის ერთ-ერთი ძირითადი ბინადარია და ამ ეკოსისტემის მდგრადობისთვის აუცილებელი მწერი. ის ბუნებიდან რომ გამოირიცხოს, სამყაროს ბალანსის რღვევა დაიწყება, ანუ ყველაფერს წყლისმიერი, ქარისმიერი ეროზიები და ნიადაგების ჩამორეცხვები წალეკავს...

განაყოფიერება თუ დამტვერვის გზით არ მოხდა, თესლიც აღარ ჩავარდება ნიადაგში და ბუნებრივი საფარი გაღარიბდება, - საშიშროება თვითონ დედამიწიდან დაგვემუქრება. ამიტომ მეფუტკრე სამყაროსა და ეკოსისტემის მდგრადობას ემსახურება.

დამტვერვის გზით ხეხილის ბაღში მოსავლიანობა (ვაშლის, მსხლის, ქლიავის) 50-100 პროცენტამდე იზრდება, 200 პროცენტით კი - კიტრის, ხოლო სიმინდის - 100 პროცენტით.

ამერიკის შეერთებულ შტატებში თითქმის ყველა მეწარმე ფუტკარს, როგორც დამამტვერიანებელს, ისე იყენებს და ფუტკრის ერთ ოჯახზე 100 დოლარამდე იხდის. მაგალითად, ნუშის ბაღის მფლობელი ერთი კვირის გამავლობაში (ნუშის ბაღი ერთი კვირა ყვავის) 100 დოლარს უხიდის მეფუტკრეს, ოღონდ, ფუტკრის ოჯახი დამტვრვისთვის შეიყვანოს...

მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მეცნიერი მიიჩნევს, რომ ადამიანმა ზოგადად შესწორებები შეიტანა ფუტკრის ცხოვრებაში და ამ მწერს ისე ამუშავებს და აცხოვრებს, როგორც მას მიაჩნია საჭიროდ. ამ ჩარევის შედეგი სავალალოა. ფუტკარი გადაშენების გზას ადგას.

- არსებობს თუ არა საფრთხე, რომ ფუტკარი გადაშენდეს?

მალხაზ მემარნიშვილი, საგარეჯოელი მეფუტკრე:

- დღეს მსოფლიოში ერთგვარი განგაშია იმის თაობაზე ატეხილი, რომ ფუტკარი შესაძლოა, დაიხოცოს და ზოგადად სამყაროდან გადაშენდეს. რა შემიძლია, ჩემი დაკვირვებით ვთქვა, მთელი ზაფხულის განმავლობაში მინდორში მიწევს ყოფნა, მევენახეც გახლავართ, ვენახსაც ვუვლი. ფუტკარი გასულ წელს მხოლოდ გაზაფხულზე ვნახე და მერე აღარც მინახავს.

- რატომ?

- ალბათ, იქ მისთვის ცუდი პირობებია და იმიტომ. ვენახი ხომ სისტემური პრეპარატებით იწამლება, შხამ-ქიმიკატებს კი ფუტკარი გაურბის. არადა, მინდორში, სადაც უამრავი ყვავილი, მაყვალი და რა ვიცი, რა მცენარე არ ხარობს, როგორ შეიძლება, იქ ფუტკარი არ იყოს?

- ეს მართლა ცუდის ნიშანია?

- კი, ფუტკარი თუ გაწყდა, დამტვერვა აღარ იქნება. ადრე მეცნიერები ვარაუდობდნენ, ფუტკარი 2026 წელს სამყაროდან გაქრებაო. იქამდე 15 წელი კია დარჩენილი და ამის ნიშნები, სამწუხაროდ, უკვე შეინიშება.

- ე.ი. მათზე შხამ-ქიმიკატების აქტიური გამოყენება მოქმედებს?

- დიახ. ამის გარდა, ამდენი მანქანა მოძრაობს და ამხელა გამონაბოლქვია. დაკვირვებული იქნებით, გზის პირას მცენარეები როგორი დაბინძურებული და დამტვერილია. ფუტკარი კიდევ ისეთი ფაქიზი და მგრძნობიარე მწერია, თუ არ მოეწონა, შეიძლება, დაჯდეს მცენარეზე, მაგრამ საკვები იქიდან არ აიღოს, არ გამოწოვოს. არადა, ბარში დიდია დაბინძურება (გამონაბოლქვი) და ამიტომაც გარბის მინდვრიდან და ზემოთ, მთაში ინაცვლებს.

- რა ტემპერატურას უძლებს ფუტკარი?

- 15 გრადუს ყინვაზე ყოფნა არ უჭირთ. ასეთი ყინვა კი ბარში იშვიათად არის. მახსოვს, შარშანწინ იყო 15 გრადუსი და ჩემთან ფუტკრის სუსტი ოჯახები დაიღუპა. ისინი ზამთარში გუნდს კრავენ და ერთმანეთს ისე ათბობენ. სკას შიგნიდან გამოლესავენ და ათბუნებენ ხოლმე, რომ შიგნით სიცივე არ შევიდეს. სკის კარსაც აპატარავებენ...

მთაში, ზამთარში, მოგეხსენებათ, ძლიერი ყინვა იცის და ფუტკარი სახლში შეჰყავთ. ისე, მთაში ყველაზე ხარისხიანი და ნატურალური თაფლია, რადგანაც ბუნება ეკოლოგიურად არ არის დაბინძურებული და ფუტკარიც მეტად დაცულია. ეკოლოგიურად დაცულ ტერიტორიაზე ცხადია, ნატურალური თაფლი მოიპოვება. მთაში ზაფხულში მეტი ტენია და ყვავილობაც მეტია. ასეთ დროს ფუტკრის ერთ ოჯახზე 40-50 კილო თაფლი მოდის, მე კი ბარში 15 კილოგრამს ვიღებ...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია