პოლიტიკა
სამართალი
საზოგადოება
მსოფლიო
Faceამბები
სამხედრო
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"შაშკინის უკანონო მშენებლობები" - რას პასუხობს ყოფილი მინისტრი ახალ ბრალდებებს
"შაშკინის უკანონო მშენებლობები" - რას პასუხობს ყოფილი მინისტრი ახალ ბრალდებებს

"შაშ­კი­ნის უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბე­ბი" - ამ სა­თა­უ­რით აქ­ვეყ­ნებს "გუ­რია ნი­უ­სი" სტა­ტი­ას, სა­დაც გა­ნათ­ლე­ბი­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის სა­მი­ნის­ტრო­ში სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის შე­მოწ­მე­ბის შე­დე­გად გა­კე­თე­ბუ­ლი დას­კვნის შე­დე­გე­ბია მოყ­ვა­ნი­ლი. დარ­ღვე­ვე­ბი დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს ეხე­ბა. გა­მო­ცე­მა ყო­ფილ მი­ნისტრს 2 უკა­ნო­ნო მშე­ნებ­ლო­ბა­ზე და სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის დროს დაშ­ვე­ბულ შეც­დო­მებ­ზე ედა­ვე­ბა.

"ამ­ბე­ბი.გე" გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფილ მი­ნის­ტრ დი­მიტ­რი შაშ­კინს კო­მენ­ტა­რის­თვის და­უ­კავ­შირ­და. ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი "გუ­რია ნი­უ­სის" სტა­ტი­ის პო­ლი­ტი­კურ აპექტრზე მი­ა­ნიშ­ნებს და ში­ნა­არ­სობ­რივ უზუს­ტო­ბებ­ზეც ამახ­ვი­ლებს ყუ­რა­დღე­ბას. დი­მიტ­რი შაშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, სა­თა­ურ­ში­ვე იგ­რძნო­ბა გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ის მი­ზა­ნი.

"რო­დე­საც სტა­ტი­ას და­არ­ქმევ "შაშ­კი­ნის უკა­ნო­ნო მშე­ნე­ბო­ბე­ბი", ამით უკვე ნა­თე­ლია, თუ რის თქმა უნ­დო­და ჟურ­ნა­ლისტს. ვინც წა­ი­კი­თხავს, ექ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ შაშ­კი­ნი სახ­ლებს იშე­ნებ­და. მე რა ქო­ნე­ბით მი­ვე­დი 2009 წელს ამ მთავ­რო­ბა­ში, იმ ქო­ნე­ბით წა­ვე­დი, არა­ფე­რი და­მე­მა­ტა, არც სა­ბან­კო ან­გა­რი­შე­ბი, არც უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა. მე ვარ ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი, რომ პო­ლი­ტი­კუ­რი დაკ­ვე­თე­ბის პი­რო­ბებ­ში, რო­დე­საც კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა ას­რუ­ლებს პო­ლი­ტი­კურ დაკ­ვე­თას (და პო­ლი­ტი­კუ­რი, იმი­ტომ რომ ამო­ღე­ბუ­ლია ჩემი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ო­დი), იქ მხო­ლოდ რამ­დე­ნი­მე თვე შე­ე­შა­ლათ, რო­დე­საც მი­ნის­ტრი უკვე არ ვი­ყა­ვი. მა­შინ, რო­დე­საც 3 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში განვკარ­გავ­დი და­ახ­ლო­ე­ბით 2 მი­ლი­არდ ლარს, დარ­ღვე­ვე­ბი ეხე­ბა მხო­ლოდ იმას, რომ სა­დღაც თურ­მე მძი­მე და წერ­ტი­ლი სწო­რად არ იყო დას­მუ­ლი. კონ­ტრო­ლის პა­ლა­ტა პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბას მე­და­ვე­ბა. ძა­ლი­ან მარ­ტი­ვია აქე­დან გა­მო­სა­ვა­ლი - და­ან­გრი­ონ", - აცხა­დებს შაშ­კი­ნი.

შაშ­კი­ნი თავს დამ­ნა­შა­ვედ არც პრო­ფე­სი­უ­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი­სა და აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბის ნა­წილ­ში თვლის. მისი თქმით, მშე­ნებ­ლო­ბის ნე­ბარ­თვა ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტომ და ქა­ლა­ქის მე­რი­ამ გას­ცა, მისი უწყე­ბა კი მხო­ლოდ მშე­ნებ­ლო­ბის პრო­ცეს­ზე იყო პა­სუ­ხის­მგე­ბე­ლი. შაშ­კი­ნის გან­ცხა­დე­ბით, გა­მო­ცე­მის ბრალ­დე­ბა მშე­ნებ­ლო­ბე­ბის შემ­თხვე­ვა­ში აბ­სურ­დუ­ლია, რად­გან მშე­ნებ­ლო­ბის დარ­ღვე­ვად მშე­ნებ­ლო­ბის წი­ნას­წარ გან­სა­ზღვრის არ არ­სე­ბო­ბაა მი­ნიშ­ნე­ბუ­ლი.

"კო­ლე­ჯის მშე­ნებ­ლო­ბა­სა და სა­ცუ­რაო აუ­ზის მშე­ნებ­ლო­ბა­ზეც არ­სე­ბობს მთავ­რო­ბის ანუ კო­ლე­გი­ა­ლუ­რი ორ­გა­ნოს დად­გე­ნი­ლე­ბა, რომ­ლი­თაც გა­ნათ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს ევა­ლე­ბა ამ ორი მშე­ნებ­ლო­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა. 8 თვე­ში აშენ­და კო­ლე­ჯი, რო­მე­ლიც გათ­ვლი­ლია რამ­დე­ნი­მე ათას ბავ­შვზე და სა­ცუ­რაო აუზი, რო­მელ­შიც ეხლა ათა­სო­ბით ბავ­შვი და­დის და სწავ­ლობს ცურ­ვას გლ­დან­ში. თუ ერთ აშე­ნე­ბულ სკო­ლას მა­ინც და­მი­სა­ხე­ლებთ ახა­ლი მთავ­რო­ბის პი­რო­ბებ­ში, კარ­გი იქ­ნე­ბა. მე წე­ლი­წად­ში 10 სკო­ლას ვა­ბა­რებ­დი, პრო­ფე­სი­ულ სას­წავ­ლებ­ლებს - ორს და კი­დევ სა­ცუ­რაო აუზი ავა­შე­ნე. თუ ვინ­მეს რამე პრე­ტენ­ზია აქვს, უშუ­ა­ლოდ წერ­ტი­ლი ან მძი­მე თუ არ იყო დას­მუ­ლი, ეგ სხვა სა­კი­თხია და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ნა­თე­ლი იქ­ნე­ბა.

რაც შე­ე­ხე­ბა სხვის მი­წას, მთავ­რო­ბის და­და­გე­ნი­ლე­ბით გა­ნი­სა­ზღვრა, რომ ეს კო­ლე­ჯი და სა­ცუ­რაო აუზი შენ­დე­ბო­და იმ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრომ კი გა­უც­ვა­ლა ეს ტე­რი­ტო­რია კერ­ძო მე­სა­კუთ­რეს სხვა ნაკ­ვეთ­ში. კერ­ძო მე­სა­კუთ­რე არ ჩი­ვის, რად­გან გა­უც­ვა­ლეს. ეს უკვე ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტროს და ქა­ლა­ქის მე­რი­ის საქ­მეა, მე მშე­ნებ­ლო­ბა და­მე­ვა­ლა. მე წა­ვი­კი­თხე ეს დას­კვნა და იქ სა­უ­ბა­რია, რომ თურ­მე დარ­ღვე­ვაა ის, რომ წლის და­სა­წყის­ში არ იყო გან­სა­ზღვრუ­ლი აუ­ზის თუ სას­წავ­ლებ­ლის მშე­ნებ­ლო­ბა, მე უა­რესს გე­ტყვით, და­ახ­ლო­ე­ბით 60% იმი­სა, რა­საც ვა­შე­ნებ­დით გან­სა­ზღვრუ­ლი არ იყო. მა­გა­ლი­თად, როცა ქა­რიშ­ხა­ლი იყო კა­ხეთ­ში, ვე­რა­ვინ ვერ გან­საზრვრავ­და 1 იან­ვარს", - აღ­ნიშ­ნავს ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი.

რაც შე­ე­ხე­ბა, სა­სა­ხელ­მწი­ფო აუ­დი­ტის მრა­ვალ­გვერ­დი­ან ან­გა­რიშ­ში მოხ­ვედ­რილ სტუ­დენ­ტუ­რი და­საქ­მე­ბის პროგ­რა­მას, შაშ­კი­ნის გან­მარ­ტე­ბით, ეს მისი მი­ნის­ტრო­ბის პე­რი­ოდს არ ეხე­ბა.

"მე 2012 წლის 4 ივ­ლისს უკვე აღარ ვი­ყა­ვი გა­ნათ­ლე­ბის მი­ნის­ტრი. მე არ გა­ვურ­ბი­ვარ შე­კი­თხვას, უბ­რა­ლოდ ინ­ფორ­მა­ცია არ მაქვს და ვერ გავ­ცემ ამ ნა­წილ­ში პა­სუხს", - ამ­ბობს დი­მიტ­რი შაშ­კი­ნი.

ბელა თა­ბუ­აშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

"შაშკინის უკანონო მშენებლობები" - რას პასუხობს ყოფილი მინისტრი ახალ ბრალდებებს

"შაშკინის უკანონო მშენებლობები" - რას პასუხობს ყოფილი მინისტრი ახალ ბრალდებებს

"შაშკინის უკანონო მშენებლობები" - ამ სათაურით აქვეყნებს "გურია ნიუსი" სტატიას, სადაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სახელმწიფო აუდიტის შემოწმების შედეგად გაკეთებული დასკვნის შედეგებია მოყვანილი. დარღვევები დიმიტრი შაშკინის მინისტრობის პერიოდს ეხება. გამოცემა ყოფილ მინისტრს 2 უკანონო მშენებლობაზე და სტუდენტური დასაქმების დროს დაშვებულ შეცდომებზე ედავება.

”ამბები.გე” განათლების ყოფილ მინისტრ დიმიტრი შაშკინს კომენტარისთვის დაუკავშირდა. ყოფილი მინისტრი ”გურია ნიუსის” სტატიის პოლიტიკურ აპექტრზე მიანიშნებს და შინაარსობრივ უზუსტობებზეც ამახვილებს ყურადღებას. დიმიტრი შაშკინის განცხადებით, სათაურშივე იგრძნობა გამოქვეყნებული სტატიის მიზანი.

"როდესაც სტატიას დაარქმევ "შაშკინის უკანონო მშენებობები", ამით უკვე ნათელია, თუ რის თქმა უნდოდა ჟურნალისტს. ვინც წაიკითხავს, ექმნება შთაბეჭდილება, რომ შაშკინი სახლებს იშენებდა. მე რა ქონებით მივედი 2009 წელს ამ მთავრობაში, იმ ქონებით წავედი, არაფერი დამემატა, არც საბანკო ანგარიშები, არც უძრავი ქონება. მე ვარ ძალიან ბედნიერი, რომ პოლიტიკური დაკვეთების პირობებში, როდესაც კონტროლის პალატა ასრულებს პოლიტიკურ დაკვეთას (და პოლიტიკური, იმიტომ რომ ამოღებულია ჩემი მინისტრობის პერიოდი), იქ მხოლოდ რამდენიმე თვე შეეშალათ, როდესაც მინისტრი უკვე არ ვიყავი. მაშინ, როდესაც 3 წლის განმავლობაში განვკარგავდი დაახლოებით 2 მილიარდ ლარს, დარღვევები ეხება მხოლოდ იმას, რომ სადღაც თურმე მძიმე და წერტილი სწორად არ იყო დასმული. კონტროლის პალატა პროფესიული სასწავლებლებისა და საცურაო აუზის მშენებლობას მედავება. ძალიან მარტივია აქედან გამოსავალი - დაანგრიონ", - აცხადებს შაშკინი.

შაშკინი თავს დამნაშავედ არც პროფესიული სასწავლებლებისა და აუზის მშენებლობის ნაწილში თვლის. მისი თქმით, მშენებლობის ნებართვა ეკონომიკის სამინისტომ და ქალაქის მერიამ გასცა, მისი უწყება კი მხოლოდ მშენებლობის პროცესზე იყო პასუხისმგებელი. შაშკინის განცხადებით, გამოცემის ბრალდება მშენებლობების შემთხვევაში აბსურდულია, რადგან მშენებლობის დარღვევად მშენებლობის წინასწარ განსაზღვრის არ არსებობაა მინიშნებული.

"კოლეჯის მშენებლობასა და საცურაო აუზის მშენებლობაზეც არსებობს მთავრობის ანუ კოლეგიალური ორგანოს დადგენილება, რომლითაც განათლების სამინისტროს ევალება ამ ორი მშენებლობის განხორციელება. 8 თვეში აშენდა კოლეჯი, რომელიც გათვლილია რამდენიმე ათას ბავშვზე და საცურაო აუზი, რომელშიც ეხლა ათასობით ბავშვი დადის და სწავლობს ცურვას გლდანში. თუ ერთ აშენებულ სკოლას მაინც დამისახელებთ ახალი მთავრობის პირობებში, კარგი იქნება. მე წელიწადში 10 სკოლას ვაბარებდი, პროფესიულ სასწავლებლებს - ორს და კიდევ საცურაო აუზი ავაშენე. თუ ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, უშუალოდ წერტილი ან მძიმე თუ არ იყო დასმული, ეგ სხვა საკითხია და საზოგადოებისთვის ნათელი იქნება.

რაც შეეხება სხვის მიწას, მთავრობის დადაგენილებით განისაზღვრა, რომ ეს კოლეჯი და საცურაო აუზი შენდებოდა იმ ტერიტორიაზე, ეკონომიკის სამინისტრომ კი გაუცვალა ეს ტერიტორია კერძო მესაკუთრეს სხვა ნაკვეთში. კერძო მესაკუთრე არ ჩივის, რადგან გაუცვალეს. ეს უკვე ეკონომიკის სამინისტროს და ქალაქის მერიის საქმეა, მე მშენებლობა დამევალა. მე წავიკითხე ეს დასკვნა და იქ საუბარია, რომ თურმე დარღვევაა ის, რომ წლის დასაწყისში არ იყო განსაზღვრული აუზის თუ სასწავლებლის მშენებლობა, მე უარესს გეტყვით, დაახლოებით 60% იმისა, რასაც ვაშენებდით განსაზღვრული არ იყო. მაგალითად, როცა ქარიშხალი იყო კახეთში, ვერავინ ვერ განსაზრვრავდა 1 იანვარს", - აღნიშნავს ყოფილი მინისტრი.

რაც შეეხება, სასახელმწიფო აუდიტის მრავალგვერდიან ანგარიშში მოხვედრილ სტუდენტური დასაქმების პროგრამას, შაშკინის განმარტებით, ეს მისი მინისტრობის პერიოდს არ ეხება.

"მე 2012 წლის 4 ივლისს უკვე აღარ ვიყავი განათლების მინისტრი. მე არ გავურბივარ შეკითხვას, უბრალოდ ინფორმაცია არ მაქვს და ვერ გავცემ ამ ნაწილში პასუხს", - ამბობს დიმიტრი შაშკინი.

ბელა თაბუაშვილი

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა