პოლიტიკა
სამართალი
მსოფლიო

3

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის მერვე დღე დაიწყება 13:13-ზე, მთვარე ქალწულშია – დღეს დაწყებული და დაგეგმილი ყველაფერი გაცილებით ნელა მიმდინარეობს, ვიდრე ჩვენ გვსურს. შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება, კონფლიქტები და საგანგებო სიტუაციები. რეკომენდებულია კრეატიული მიდგომები ძველი პროექტების განსახორციელებლად. მოაგვარეთ მხოლოდ მცირე ფინანსური საკითხები. მოძებნეთ ახალი პარტნიორები. ინდივიდუალურად იმუშავეთ. შეზღუდეთ კოლექტიური მუშაობა. შეგიძლიათ დაიცვათ მარხვა, შესაფერისია მსუბუქი საკვები, მარცვლეული და თევზი. ალკოჰოლი და ნიკოტინი უკუნაჩვენებია.
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
კონფლიქტები
მეცნიერება
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მერაბ მეტრეველი - "შენ ხარ თბილისის არჩეული მერი და გააკეთე ის, რასაც შენგან შენი ამომრჩეველი ითხოვს"
მერაბ მეტრეველი - "შენ ხარ თბილისის არჩეული მერი და გააკეთე ის, რასაც შენგან შენი ამომრჩეველი ითხოვს"

ჟურ­ნა­ლის­ტი მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი "ფე­ის­ბუ­ქის" პი­რად გვერ­დზე ვა­კის პარკში სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბის თე­მას ეხ­მა­უ­რე­ბა.

"ვე­რაფ­რით ვხვდე­ბი, რა სა­ჭი­როა იმის გარ­კვე­ვა, რეს­ტო­რან "ბუ­და­პეშტს" უფრო მეტი ად­გი­ლი ეკა­ვა, თუ სას­ტუმ­რო და­ი­კა­ვებს, ან სხვა ქვეყ­ნის პარ­კებ­შიც არის, თუ არა სას­ტუმ­რო­ე­ბი და ა. შ. თბი­ლი­სე­ლებს არ უნ­დათ სას­ტუმ­რო პარკში, თუ მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბულ გამ­წვა­ნე­ბულ ზონ­ში და მორ­ჩა! შენ ხარ თბი­ლი­სის არ­ჩე­უ­ლი მერი და გა­ა­კე­თე ის, რა­საც შენ­გან შენი ამომ­რჩე­ვე­ლი ითხოვს. ახლა არ და­მი­წყოთ, ვინც აპ­რო­ტეს­ტებს, ეს მთე­ლი თბი­ლი­სი არა­აო. თუ ასე გა­ინ­ტე­რე­სებთ, ჩა­ა­ტა­რეთ გა­მო­კი­თხვა და ნა­ხავთ თბი­ლი­სე­ლე­ბის დიდი უმ­რავ­ლე­სო­ბა, რას იტყვის! მასე არც ტაქ­სი­მის მო­ე­დან­ზე გა­მო­სუ­ლი ხალ­ხი იყო მთე­ლი სტამ­ბო­ლი და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, თურ­ქე­თის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­საც ექ­ნე­ბო­და თა­ვი­სი სი­მარ­თლე, მაგ­რამ მა­შინ ხალ­ხის მხა­რე­ზე იყა­ვით და არც გა­ინ­ტე­რე­სებ­დათ ერ­დო­ღა­ნის "არ­გუ­მენ­ტე­ბი"", - წერს მე­რაბ მეტ­რე­ვე­ლი.

ჟურ­ნა­ლის­ტის პოსტს გა­ნათ­ლე­ბის ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი, რეს­პუბ­ლი­კუ­რი პარ­ტი­ის ერთ-ერთი ლი­დე­რი და­ვით ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი გა­მო­ეხ­მა­უ­რა.

"ისე აღ­სდგა სრუ­ლი­ად ფბ მი­შის­ტო­ბა დი­ა­დი ინ­ვეს­ტო­რის და­სა­ცა­ვად, რომ მგო­ნი ამ სას­ტუმ­რო­თი აპი­რებ­დნენ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში დაბ­რუ­ნე­ბას. ერთი ეკა კვე­სი­ტა­ძემ დას­ვა რა­ღაც კი­თხვე­ბი და ეგ­რე­ვე ქო­ცე­ბის წის­ქვილ­ზე წყლის დამ­სხმე­ლად იქნა შე­რა­ცხუ­ლი", - და­წე­რა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

ვა­კის პარკში, ჭავ­ჭა­ვა­ძის 68-ში და­გეგ­მილ სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას, შე­საძ­ლოა, მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბი შე­ე­წი­როს. სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას სა­ზო­გა­დო­ე­ბის ერთი ნა­წი­ლი აპ­რო­ტეს­ტებს. ორი დღის წინ თბი­ლი­სის მე­რი­ას­თან სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მოძ­რა­ო­ბა "პარ­ტი­ზა­ნუ­ლი მე­ბა­ღე­ო­ბის" ორ­გა­ნი­ზე­ბით აქ­ცია გა­ი­მარ­თა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი მო­ი­თხოვ­დნენ, რომ ვა­კის პარ­კის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე სას­ტუმ­რო არ აშენ­დეს. პარ­კის გა­და­სარ­ჩე­ნად ინ­ტერ­ნე­ტით პე­ტი­ცი­აც გავ­რცელ­და, მას ამ დრო­ის­თვის 6,201 ადა­მი­ა­ნი აწერს ხელს.

იხი­ლეთ ასე­ვე:

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რუსეთ-უკრაინის პირდაპირი სამშვიდობო მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, კვლავ სტამბოლში შედგება

მერაბ მეტრეველი - "შენ ხარ თბილისის არჩეული მერი და გააკეთე ის, რასაც შენგან შენი ამომრჩეველი ითხოვს"

მერაბ მეტრეველი - "შენ ხარ თბილისის არჩეული მერი და გააკეთე ის, რასაც შენგან შენი ამომრჩეველი ითხოვს"

ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი "ფეისბუქის" პირად გვერდზე ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის თემას ეხმაურება.

"ვერაფრით ვხვდები, რა საჭიროა იმის გარკვევა, რესტორან "ბუდაპეშტს" უფრო მეტი ადგილი ეკავა, თუ სასტუმრო დაიკავებს, ან სხვა ქვეყნის პარკებშიც არის, თუ არა სასტუმროები და ა. შ. თბილისელებს არ უნდათ სასტუმრო პარკში, თუ მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გამწვანებულ ზონში და მორჩა! შენ ხარ თბილისის არჩეული მერი და გააკეთე ის, რასაც შენგან შენი ამომრჩეველი ითხოვს. ახლა არ დამიწყოთ, ვინც აპროტესტებს, ეს მთელი თბილისი არააო. თუ ასე გაინტერესებთ, ჩაატარეთ გამოკითხვა და ნახავთ თბილისელების დიდი უმრავლესობა, რას იტყვის! მასე არც ტაქსიმის მოედანზე გამოსული ხალხი იყო მთელი სტამბოლი და დარწმუნებული ვარ, თურქეთის ხელისუფლებასაც ექნებოდა თავისი სიმართლე, მაგრამ მაშინ ხალხის მხარეზე იყავით და არც გაინტერესებდათ ერდოღანის "არგუმენტები"", - წერს მერაბ მეტრეველი.

ჟურნალისტის პოსტს განათლების ყოფილი მინისტრი, რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი გამოეხმაურა.

"ისე აღსდგა სრულიად ფბ მიშისტობა დიადი ინვესტორის დასაცავად, რომ მგონი ამ სასტუმროთი აპირებდნენ ხელისუფლებაში დაბრუნებას. ერთი ეკა კვესიტაძემ დასვა რაღაც კითხვები და ეგრევე ქოცების წისქვილზე წყლის დამსხმელად იქნა შერაცხული", - დაწერა ზურაბიშვილმა.

ვაკის პარკში, ჭავჭავაძის 68-ში დაგეგმილ სასტუმროს მშენებლობას, შესაძლოა, მწვანე ნარგავები შეეწიროს. სასტუმროს მშენებლობას საზოგადოების ერთი ნაწილი აპროტესტებს. ორი დღის წინ თბილისის მერიასთან საზოგადოებრივი მოძრაობა "პარტიზანული მებაღეობის" ორგანიზებით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეები მოითხოვდნენ, რომ ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმრო არ აშენდეს. პარკის გადასარჩენად ინტერნეტით პეტიციაც გავრცელდა, მას ამ დროისთვის 6,201 ადამიანი აწერს ხელს.

იხილეთ ასევე:

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს