ფარცხალაძე პროკურორზე, რომელმაც შიშველი კოლეგა ფოტოშოპში ცხენთან სექსუალურ კონტაქტისას ასახა

ფარცხალაძე პროკურორზე, რომელმაც შიშველი კოლეგა ფოტოშოპში ცხენთან სექსუალურ კონტაქტისას ასახა

ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე გაზეთ "პრაიმ ტაიმთან" ინტერვიუში ამბობს, რომ უახლოეს მომავალში "ნაციონალური მოძრაობის" წევრები მის წინააღმდეგ მორიგ ბრალდებებს "ააგორებენ". კერძოდ, მისი თქმით, საზოგადოება უნდა ელოდეს ხმების გავრცელებას, თითქოს ოთარ ფარცხალაძე ნარკოდამოკიდებული იყო და ბიშკეკში მკურნალობდა.

ამავე ინტერვიუში ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ერთ-ერთი პროკურორის, ნოდარ ნოზაძის ირგვლივ ატეხილ სკანდალზე და პროკურატურაში მომხდარ ფიზიკური დაპირისპირების დეტალებზეც ისაუბრა.

ამონარიდი "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემული ინტერვიუდან:

-სად გააგრძელებთ საქმიანობას?

- ჯერჯერობით არსად ვმუშაობ. შევხედავ, დაველოდები მოვლენებს. პროკურატურაში არსებობს გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია კვალიფიციური პროფესიონალებით, მათ არაერთი სერიოზული საქმის გახსნა შეუძლიათ და ეს მათ დაამტკიცეს. ახლა, სამწუხაროდ, ამ გუნდის მისამართითაც გორდება ბინძური პიარი. ხალხი, რომელიც არაკვალიფიციურობის გამო გაათავისუფლეს თანამდებობიდან, დღეს ათას სისულელეზე საუბრობს. ამ პროკურორებს ელემენტარული ცოდნის დონე არ ჰქონდათ.

მაგალითად, ერთ-ერთი პროკურორი, თუ არ ვცდები ნოზაძე, ამბობდა, რომ ერთ-ერთი სერიოზული საქმე მებარა და იმ საქმისთვის რომ ჩამოვეცილებინე იმიტომ გამიშვეს. მე რომ მივედი, იმ საღამოს ფიზიკური დაპირისპირება მოხდა მთავარ პროკურატურაში. ამ ნოზაძემ ერთ-ერთი პროკურორი დახატა ფოტოშოპში შიშველი, უხერხულ სიტუაციაში, თითქოს ცხენი მასთან სექსუალურ ურთიერთობას ამყარებდა. ეს რომ იმ პროკურორმა ნახა, ვინც სურათზე იყო დახატული, გაგიჟდა, ასაკოვანი კაცია... დღეს, ასეთი ადამიანი რომ დიდ საქმეებს აკეთებდა და მის გათავისუფლებაში საბოტაჟის ნიშნებს ხედავს, უბრალოდ, სასაცილოა. ეს ერთ-ერთი მცირედი ფაქტია.

ჩემ დროს 12 მაღალჩინოსანი გავუშვით პროკურატურის რიგებიდან, პირდაპირ ვაცხადებ და ამას ყოველთვის გავიმეორებ, ამ ადამიანების ადგილი არა თუ პროკურატურაში, არანაირ სახელმწიფო სამსახურში, რიგით თანამდებობებზეც კი არ შეიძლება არსებობდეს. სამწუხაროდ, დღეს ამ უინტერესო და უშინაარსო ხალხს ტელევიზიებით ატრიალებდნენ. მე ვიცი, რომ პროკურატურაში არიან პროფესიონალი კადრები, მათ შესწევთ გამოძიების უნარი და დაამტკიცეს კიდეც თავიანთი პროფესიონალიზმი. ამიტომცა, ვფიქრობ, რომ ყველა საქმე აუცილებლად მაღალკვალიფიციურ დონეზე იქნება გამოძიებული.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

ასევე დაგაინტერესებთ: "ნაცები" აპირებენ ააგორონ, თითქოს ნარკომომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვმკურნალობდი - ოთარ ფარცხალაძის პირველი ინტერვიუ გადადგომის შემდეგ

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა