საზოგადოება
პოლიტიკა

5

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის მეცხრე დღე დაიწყება 12:42-ზე, მთვარე ქალწულს ესტუმრება 23:42-ზე რთული და დაძაბული დღეა. არ მოატყუოთ გარშემო მყოფები და არც თავად მოტყუვდეთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ვაჭრობას, ურთიერთობის გარჩევას. ცუდი დღეა საქმეების გარჩევისთვის. შესაძლოა, სამუდამოდ დაკარგოთ ადამიანი. არასასურველია სამსახურის, საქმიანობის შეცვლა. კარგი დღეა შორეული მგზავრობის დასაწყებად. აქტიურად დაისვენეთ, ივარჯიშეთ. შეასრულეთ საოჯახო საქმეები, გადააადგილეთ ავეჯი, კარგია მუშაობა მიწასთან. ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ორგანიზმის გასაწმენდად, წიდებისგან გათავისუფლება. ალკოჰოლსა და სასმელს დღეს საერთოდ ნუ მიიღებთ. აგრეთვე მოერიდეთ კუჭის გადატვირთვას.
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
სამხედრო
მეცნიერება
Faceამბები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიბინძურეებში ჩაითრიეს არჩილ კბილაშვილი?!
რა სიბინძურეებში ჩაითრიეს არჩილ კბილაშვილი?!

9 იან­ვრის "ალი­ა­ში" უკვე დავ­წე­რე იმის თა­ო­ბა­ზე, რა­ტომ და­ი­თხო­ვეს რამ­დე­ნი­მე ბრალ­მდე­ბე­ლი მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან... მარ­თა­ლია, ისი­ნი აცხა­დე­ბენ, ჩვე­ნი გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბა იძუ­ლე­ბით მოხ­და, სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა აღად­გი­ნეთ და სას­წრა­ფოდ დაგ­ვაბ­რუ­ნეთ თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზეო, მაგ­რამ "ქრო­ნი­კის" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის თა­ნახ­მად, საქ­მე გვაქვს თით­ქმის და­უ­ჯე­რე­ბელ კუ­რი­ო­ზულ მოვ­ლე­ნას­თან. რამ­დე­ნი­მე ამო­ნა­რი­დი "ალი­ა­ში" გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი სტა­ტი­ი­დან:

"მა­გა­ლი­თად, პრო­კუ­რორ­მა გი­ორ­გი ნო­ზა­ძემ, რო­გორც კი თავი თბილ სა­ვარ­ძელ­ში და­ი­გუ­ლა, საქ­მე­ე­ბის შეს­წავ­ლა-გა­მო­ძი­ე­ბის ნაც­ვლად, თა­ნამ­შრომ­ლე­ბის კა­რი­კა­ტუ­რე­ბის ხატ­ვას მიჰ­ყო ხელი, ერთ დღე­საც უც­ნა­უ­რი მუზა ეწ­ვია და და­ხა­ტა, რო­გორ ტ...ნავ­და მის ერთ-ერთ კო­ლე­გას ცხე­ნი. ამა­ზე "და­ზა­რა­ლე­ბუ­ლი" პრო­კუ­რო­რი ავარ­და და ატყდა ბათ­ქი, ლა­მის და­ლე­წეს მთე­ლი შე­ნო­ბა... მა­შინ, როცა ასე­ულ ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი პრო­კუ­რა­ტუ­რი­დან ელო­დე­ბო­და პა­სუხს წარ­თმე­უ­ლი ქო­ნე­ბი­სა თუ სხვა მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი სა­კი­თხე­ბის შე­სა­ხებ, ნო­ზა­ძე­ე­ბი და ძმა­ნი მის­ნი კა­რი­კა­ტუ­რე­ბის ხატ­ვით იყ­ვნენ და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი!

ლე­ვან ბუ­ა­ძე - მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი უფ­რო­სი. ამა­ზე თა­ნამ­შრომ­ლე­ბი დღემ­დე იცი­ნი­ან... რო­დე­საც მას "ვორ­დის" ფა­ილ­ში რო­გორ­ღაც წერა ას­წავ­ლეს და ერთი გვერ­დი რის ვაი-ვაგ­ლა­ხით ჩა­ამ­თავ­რა, ჩათ­ვა­ლა, რომ ფურ­ცლე­ბი გა­უ­თავ­და და მდი­ვანს ქა­ღალ­დი მოს­თხო­ვა, რათა კომ­პი­უ­ტერ­ში ჩა­ეტვირ­თა. ლე­ვან ბუ­ა­ძე ელექტრო­ნულ ფოს­ტას პრინ­ცი­პუ­ლად არ იყე­ნებ­და, შე­იძ­ლე­ბა წე­რი­ლე­ბი გზა­ში და­ი­კარ­გო­სო.

და­ვით მჭედ­ლიშ­ვი­ლი - მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე იყო. იყო და არის ერთ-ერთი სა­ლომ­ბარ­დო კომ­პა­ნი­ის ("დ კრე­დი­ტი") დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი. მისი მეტ­სა­ხე­ლია "ინ­და­უ­რი" და ტიპი მე­ვახ­შე­ობს ოფი­ცი­ა­ლურ დო­ნე­ზე. რო­დე­საც მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე გახ­და, თა­ვი­სი სა­ლომ­ბარ­დო ბიზ­ნე­სი გა­და­ა­ფორ­მა ოჯა­ხის წევ­რებ­ზე. მჭედ­ლიშ­ვი­ლის წი­ნა­აღ­მდეგ არ­სე­ბობს ასე­უ­ლო­ბით სა­ჩი­ვა­რი, ძა­ლი­ან ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ჰყავს გამ­წა­რე­ბუ­ლი. ყვე­ლა­ზე მა­გა­რი კი ის არის, რომ ტიპი მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე იყო და ამ პე­რი­ოდ­ში, ანუ 2013 წელს მის­მა სა­ლომ­ბარ­დო დი­ვი­დენდმა შე­ად­გი­ნა 500 ათა­სი ლარი. მჭედ­ლიშ­ვი­ლი ზუ­რაბ ადე­იშ­ვი­ლის აღ­ზე­ვე­ბის პე­რი­ოდ­ში იყო კა­ხე­თის სა­ოლ­ქო პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე, 2005 წელს ქრთა­მის აღე­ბის ფაქ­ტზე კუდ-მა გა­ა­ბა, მაგ­რამ რაკი ადე­იშ­ვილ­თან ახ­ლობ­ლობ­და, მხო­ლოდ მოხ­სნა აკ­მა­რეს.

შოთა რეხ­ვი­აშ­ვი­ლი - მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის ყო­ფი­ლი მო­ად­გი­ლე. ეს ადა­მი­ა­ნი გახ­ლავთ კომ­პა­ნია "თბილ­ქა­რის" გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რი, რო­მელ­მაც თა­ვის დრო­ზე გა­ი­მარ­ჯვა ყვი­თე­ლი "მარ­შრუტ­კე­ბის" ტენ­დერ­ში. ალ­ბათ, გახ­სოვთ, იმ პე­რი­ოდ­ში აღ­ნიშ­ნულ ტენ­დერს დიდი სკან­და­ლი მოჰ­ყვა, მაგ­რამ ძმებ შა­რან­გი­ე­ბი­სა და გიგი უგუ­ლა­ვას წყა­ლო­ბით, გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი რეხ­ვი­აშ­ვი­ლი გა­მო­ვი­და!

კახი წე­რე­თე­ლი - საპ­რო­ცე­სო ზე­დამ­ხედვ­ლე­ო­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის უფ­რო­სი. თა­ვის დრო­ზე მუ­შა­ობ­და გი­ორ­გი ყავ­ლაშ­ვი­ლის სა­და­ვო­კა­ტო კან­ტო­რა­ში, რო­მე­ლიც გან­სა­კუთ­რე­ბულ საქ­მე­ებ­ზე ჩა­ლი­ჩობ­და მურ­თაზ ზო­დე­ლა­ვას­თან და ზუ­რაბ ადე­იშ­ვილ­თან ერ­თად.

მი­ხე­ილ ორ­ჯო­ნი­კი­ძე - თბი­ლი­სის პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რი. ამ ადა­მი­ან­მა თავი მხო­ლოდ იმით გა­მო­ი­ჩი­ნა, რომ ერთ-ერ­თმა და­ზა­რა­ლე­ბულ­მა, რო­მელ­მაც გან­ცხა­დე­ბა და­უ­წე­რა, თვი­თონ ის და­ი­ბა­რა და უთხრა: ეს კინ­კი­ლა ფურ­ცე­ლი რაში მჭირ­დე­ბა, ამ საქ­მის ირ­გვლივ გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რე და მა­სა­ლე­ბი მო­მი­ტა­ნეო.

ნანა სო­ხა­ძე - სამ­ტრე­დი­ის რა­ი­ო­ნუ­ლი პრო­კუ­რა­ტუ­რის პრო­კუ­რო­რი. სა­ნამ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი მი­იყ­ვან­და პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში, იყო ად­ვო­კა­ტი სა­მო­ქა­ლა­ქო საქ­მე­ებ­ში. ამი­ტომ, რო­გორც კი გაპ­რო­კუ­რორ­და, მხო­ლოდ იმ საქ­მე­ე­ბის დამ­თავ­რე­ბა­ზე და­ი­წყო ფიქ­რი, რაც მას ჰქონ­და ად­ვო­კა­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში.

აი, ასე­თი კად­რე­ბის და­წი­ნა­უ­რე­ბა და­ი­წყო არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა და შე­დე­გიც სა­ხე­ზეა: 1 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, რაც კბი­ლაშ­ვი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და პრო­კუ­რა­ტუ­რას, საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბის და­წყე­ბა­ზე უარი ეთ­ქვა 4 ათას და­ზა­რა­ლე­ბულს".

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის სხვა "საგ­მი­რო საქ­მე­ებ­ზე" ქვე­მოთ კი­დევ მო­გი­თხრობთ... ახლა კი თქვენს ყუ­რა­დღე­ბას მი­ვა­პყრობ იმას, რო­გორ და­ა­დას­ტუ­რა მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ 11 იან­ვარს "ალი­ას" მიერ მო­პო­ვე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია:

"მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის სა­გა­მო­ძი­ე­ბო ნა­წი­ლის გან­სა­კუთ­რე­ბით მნიშ­ვნე­ლო­ვან საქ­მე­თა გა­მომ­ძი­ებ­ლის, გი­ორ­გი ნო­ზა­ძის მიერ ჩა­დე­ნი­ლი იქნა პრო­კუ­რა­ტუ­რის მუ­შა­კის­თვის შე­უ­ფე­რე­ბე­ლი სქა­ცი­ე­ლი. კერ­ძოდ, სა­მუ­შაო სა­ა­თებ­ში ფო­ტო­შო­პის სა­შუ­ა­ლე­ბით, გა­შარ­ჟე­ბის მიზ­ნით, შექ­მნა კო­ლე­გის შე­უ­რა­ცხმყო­ფე­ლი ფოტო, რა­საც სამ­სა­ხურ­ში თა­ნამ­შრომ­ლებს შო­რის ლან­ძღვა-გი­ნე­ბა და ფი­ზი­კუ­რი და­პი­რის­პი­რე­ბა მოჰ­ყვა.

რაც შე­ე­ხე­ბა ლე­ვან ბუ­ა­ძეს, რო­მე­ლიც სამ­მარ­თვე­ლოს უფ­რო­სის თა­ნამ­დე­ბო­ბას იკა­ვებ­და, ის ვერ ას­რუ­ლებ­და მას­ზე და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბებს, არ გა­აჩ­ნდა პრო­კუ­რო­რის­თვის სა­ჭი­რო და აუ­ცი­ლე­ბე­ლი უნარ-ჩვე­ვე­ბი, არ ფლობ­და გა­მო­ძი­ე­ბის, კან­ცე­ლა­რი­ი­სა და ინ­ტრა-ნე­ტის ელექტრო­ნულ პროგ­რა­მებს, რომ­ლის გა­რე­შეც შე­უძ­ლე­ბე­ლია საპ­რო­კუ­რო­რო უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა".

აქვე, მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რა მოკ­ლედ გან­მარ­ტავს, რომ არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა 2012 წლის 26 ოქ­ტომ­ბრი­დან 2013 წლის 21 ნო­ემ­ბრამ­დე თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე და­ნიშ­ნა 202 ადა­მი­ა­ნი - 153 პრო­კუ­რო­რი და 49 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. სამ­სა­ხუ­რი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლდა 65 თა­ნამ­შრო­მე­ლი, სა­ი­და­ნაც 59 იყო პრო­კუ­რო­რი და 6 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი. ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის პრო­კუ­რო­რო­ბის პე­რი­ოდ­ში და­ი­ნიშ­ნა 17 ახა­ლი თა­ნამ­შრო­მე­ლი, მათ შო­რის, 3 პრო­კუ­რო­რი... ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სა­გა­მო­ძი­ე­ბო სამ­სა­ხუ­რი­დან გად­მო­იყ­ვა­ნეს 5 გა­მომ­ძი­ე­ბე­ლი.

ამა­ვე პე­რი­ოდ­ში სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს 17 თა­ნამ­დე­ბო­ბის პირი, აქე­დან 12 პრო­კუ­რო­რი და გა­მომ­ძი­ე­ბე­ლია. მთა­ვა­რი პრო­კუ­რა­ტუ­რის მიერ გავ­რცე­ლე­ბულ გან­მარ­ტე­ბა­ში ჩა­მოთ­ვლი­ლია, რამ­დე­ნი წა­ვი­და სამ­სა­ხუ­რი­დან პი­რა­დი გან­ცხა­დე­ბით, რამ­დენს შეს­თა­ვა­ზეს ალ­ტერ­ნა­ტი­უ­ლი სამ­სა­ხუ­რი, რამ­დე­ნი იყო პენ­სი­ო­ნე­რი და ასე შემ­დეგ. ახლა კი მი­ვა­დე­ქით თე­მას, რო­გორ, რა­ტომ და რა­ნა­ი­რად გა­ე­ბა უხერ­ხულ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში თა­ვად არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი? ალ­ბათ, გახ­სოვთ, რო­გორ გა­მო­დი­ო­და ტე­ლე­ვი­ზი­ით მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი და რო­გორ აა­ნონ­სებ­და ამა თუ იმ საქ­მის გახ­სნის თა­ო­ბა­ზე... მას აშ­კა­რად ეტყო­ბო­და, რმ ტყე­მალ­ზე იჯდა და ბლის კურ­კებს ის­რო­და, ანუ საქ­მე­ე­ბის მა­სა­ლებს არ იც­ნობ­და. ერთ-ერთი გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე, რო­მე­ლიც კბი­ლაშ­ვილს ხე­ლახ­ლა გა­ახ­მა­უ­რე­ბი­ნეს, ეს გახ­ლავთ "თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რის, ნიკა ლო­მი­ნა­ძის მკვლე­ლო­ბა. სა­ნამ კბი­ლაშ­ვი­ლი პირს გა­ა­ღებ­და, ად­ვო­კა­ტი ირმა ჭკა­დუა გა­მო­ვი­და და "სა­ტო­პ­კე" ააგ­დო, მსჯავ­რდე­ბუ­ლი გია გვი­ჩი­ა­ნის საქ­მე აუ­ცი­ლებ­ლად გა­და­ი­ხე­დე­ბაო. თუ სა­ქარ­თვე­ლო­ში ეს საქ­მე არ გა­და­ი­სინ­ჯე­ბო­და, სტრას­ბურ­გის სა­სა­მარ­თლო შე­სა­ბა­მი­სი რე­კო­მენ­და­ცი­ით სა­ქარ­თვე­ლოს მი­მარ­თავ­და. წე­სით, ჭკა­დუ­ამ არ უნდა იცო­დეს, სტრას­ბურ­გი­დან სა­ქარ­თვე­ლოს რა სა­ხის რე­კო­მენ­და­ცი­ით მი­მარ­თავ­დნენ, მაგ­რამ, რო­გორც "ქრო­ნი­კას­თან" სა­უ­ბარ­ში ინ­კოგ­ნი­ტო წყა­რო ამ­ტკი­ცებს, მას კბი­ლაშ­ვი­ლის­გან ჰქონ­და "დაბ­რო" და იმა­საც დაჰ­პირ­და, რომ ცოტა ხან­ში ამა­ზე თვი­თო­ნაც გა­ა­კე­თებ­და გან­ცხა­დე­ბას.

ცნო­ბის­თვის: მკვლე­ლო­ბა, რომ­ლის ორ­გა­ნი­ზე­ბა­შიც გია გვი­ჩი­ანს ედე­ბა ბრა­ლი, 2002 წლის 13 აგ­ვის­ტოს მოხ­და... "თე­ლა­სის" ფი­ნან­სუ­რი მე­ნე­ჯე­რი, ნიკა ლო­მი­ნა­ძე სა­კუ­თარ ბი­ნა­ში, ბახ­ტრი­ო­ნის ქუ­ჩა­ზე, ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღით მოკ­ლუ­ლი იპო­ვეს. გია გვი­ჩი­ა­ნი 2006 წლის 7 მარტს და­ა­კა­ვეს, რო­მელ­საც უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა შე­ე­ფარ­და. ინ­კოგ­ნი­ტო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ირმა ჭკა­დუ­ამ და ზაზა ხა­ტი­აშ­ვილ­მა კბი­ლაშ­ვი­ლის ხელ­შე­წყო­ბით საქ­მე ხე­ლახ­ლა გან­ხილ­ვა­ში და­აბ­რუ­ნეს დიდი ფუ­ლის სა­ნაც­ვლოდ. რო­დე­საც სა­სა­მარ­თლო­ში პრო­კუ­რო­რებ­მა გვი­ჩი­ა­ნის და­ტო­ვე­ბა მო­ი­თხო­ვეს უვა­დო პა­ტიმ­რო­ბა­ში, ად­ვო­კა­ტე­ბი სახ­ტად დარ­ჩნენ, ეს საქ­მე არ­ჩილ კბი­ლა­შივლთან "გა­ი­ას­ნე­ბუ­ლი" გვქონ­და, ახლა რა ხდე­ბაო? სხვა­თა შო­რის, გა­მომ­ძი­ებ­ლებ­მა ვერ მო­ძებ­ნეს რა­ი­მე გა­მა­მარ­თლე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბა, რის მი­ხედ­ვი­თაც გვი­ჩი­ანს ცი­ხი­დან გა­მო­უშ­ვებ­დნენ. არა­ვინ იცის, არის თუ არა გა­რე­უ­ლი კბი­ლაშ­ვი­ლი ფი­ნან­სურ მა­ქი­ნა­ცი­ებ­ში, მაგ­რამ ერთი რამ ცხა­დია, ის ისევ და­უბ­რუნ­და სა­ად­ვო­კა­ტო საქ­მი­ნა­ო­ბას... რო­დე­საც თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­დად­გა, სურ­ვი­ლი ჰქონ­და, ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს გა­დაჰ­ყო­ლო­და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტორ­ში, მაგ­რამ ამ უკა­ნას­კნელ­მა ახ­ლოს აღარ გა­ი­კა­რა.

მე­ო­რე სკან­და­ლუ­რი საქ­მე: ალ­ბათ, გახ­სოვთ, რა მოხ­და 2008 წლის 21 მა­ისს ზუგ­დი­დის რა­ი­ო­ნის სო­ფელ ხურ­ჩა­ში - მშვი­დო­ბი­ა­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის და­ში­ნე­ბის მიზ­ნით, კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის დე­პარ­ტა­მენ­ტის აფხა­ზე­თის მთა­ვა­რი სამ­მარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა უფ­როს­მა რო­მან შა­მა­თა­ვამ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს სხვა მა­ღა­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რებ­თან ერ­თად, გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ტე­რო­რის­ტუ­ლი აქტი. უთუ­ოდ ისიც გე­მახ­სოვ­რე­ბათ, რომ, რო­გორც კი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მი­ნის­ტრი გახ­და, შა­მა­თა­ვა და ძმა­ნი მის­ნი და­ა­კა­ვეს. დღემ­დე ბევ­რმა არ იცის, რომ შა­მა­თა­ვას ბრა­ლი წა­უ­ყე­ნეს მკვლე­ლო­ბა­შიც - მის მიერ მოკ­ლუ­ლია თე­ი­მუ­რაზ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი. ამ უკა­ნას­კნე­ლის ცოლ­მა 2005 წელს დი­ღომ­ში შა­მა­თა­ვას დე­ი­დას მიჰ­ყი­და ბინა, რო­მე­ლიც ფულს არ იხ­დი­და ბო­ლომ­დე. თე­ი­მუ­რაზ გაფ­რინ­დაშ­ვი­ლი და­ჟი­ნე­ბით ითხოვ­და ბი­ნის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­დას, შა­მა­თა­ვამ ის ერთ დღე­საც წა­იყ­ვა­ნა ზუგ­დიდ­ში, სა­კუ­თარ კა­ბი­ნეტ­ში ჩა­მო­ახ­რჩო და შემ­დეგ ანაკ­ლი­ის ერთ-ერთ ჭა­ობ­ში "ჩა­მარ­ხა". არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა ამ შემ­თხვე­ვა­შიც "ივაჟ­კა­ცა", რო­მან შა­მა­თა­ვა კი ჩას­ვეს ცი­ხე­ში ხურ­ჩის ტე­რაქ­ტის გამო, მაგ­რამ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა მო­უხ­სნეს. აქ მან ას­პა­რე­ზი მთლი­ა­ნად და­უთ­მო "ნა­ცე­ბის" ად­ვო­კა­ტებს, გი­ორ­გი ონი­ან­სა და რო­მეო სა­ჯა­ი­ას.

თა­ვის დრო­ზე, ტყუ­ი­ლად არ ამ­ბობ­დნენ, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლი ისევ ად­ვო­კა­ტად დარ­ჩა, მან ვერ გა­ი­გო, რომ მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი­აო. ფაქ­ტია, რომ ეს ასეც იყო, მაგ­რამ ახლა გა­სარ­კვე­ვია, ად­ვო­კა­ტად თა­ვი­სი სტა­ჟის გამო რჩე­ბო­და თუ მა­ვან ად­ვო­კა­ტებ­თან ჰქონ­და სა­ეჭ­ვო გა­რი­გე­ბე­ბი? ამის გარ­კვე­ვა უკვე მისი "მშობ­ლი­უ­რი" პრო­კუ­რა­ტუ­რის პრე­რო­გა­ტი­ვაა და ალ­ბათ, ამ საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბაც მალე და­ი­წყე­ბა.

გელა ზე­დე­ლაშ­ვი­ლი

გა­ზე­თი "ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
რა ახალი დეტალებია ხდება ცნობილი კლინიკა „ვივამედში“ პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით

რა სიბინძურეებში ჩაითრიეს არჩილ კბილაშვილი?!

რა სიბინძურეებში ჩაითრიეს არჩილ კბილაშვილი?!

9 იანვრის "ალიაში" უკვე დავწერე იმის თაობაზე, რატომ დაითხოვეს რამდენიმე ბრალმდებელი მთავარი პროკურატურიდან... მართალია, ისინი აცხადებენ, ჩვენი განთავისუფლება იძულებით მოხდა, სამართლიანობა აღადგინეთ და სასწრაფოდ დაგვაბრუნეთ თანამდებობაზეო, მაგრამ "ქრონიკის" მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, საქმე გვაქვს თითქმის დაუჯერებელ კურიოზულ მოვლენასთან. რამდენიმე ამონარიდი "ალიაში" გამოქვეყნებული სტატიიდან:

"მაგალითად, პროკურორმა გიორგი ნოზაძემ, როგორც კი თავი თბილ სავარძელში დაიგულა, საქმეების შესწავლა-გამოძიების ნაცვლად, თანამშრომლების კარიკატურების ხატვას მიჰყო ხელი, ერთ დღესაც უცნაური მუზა ეწვია და დახატა, როგორ ტ...ნავდა მის ერთ-ერთ კოლეგას ცხენი. ამაზე "დაზარალებული" პროკურორი ავარდა და ატყდა ბათქი, ლამის დალეწეს მთელი შენობა... მაშინ, როცა ასეულ ათასობით ადამიანი პროკურატურიდან ელოდებოდა პასუხს წართმეული ქონებისა თუ სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ, ნოზაძეები და ძმანი მისნი კარიკატურების ხატვით იყვნენ დაკავებულები!

ლევან ბუაძე - მთავარი პროკურატურის სამმართველოს ყოფილი უფროსი. ამაზე თანამშრომლები დღემდე იცინიან... როდესაც მას "ვორდის" ფაილში როგორღაც წერა ასწავლეს და ერთი გვერდი რის ვაი-ვაგლახით ჩაამთავრა, ჩათვალა, რომ ფურცლები გაუთავდა და მდივანს ქაღალდი მოსთხოვა, რათა კომპიუტერში ჩაეტვირთა. ლევან ბუაძე ელექტრონულ ფოსტას პრინციპულად არ იყენებდა, შეიძლება წერილები გზაში დაიკარგოსო.

დავით მჭედლიშვილი - მთავარი პროკურორის მოადგილე იყო. იყო და არის ერთ-ერთი სალომბარდო კომპანიის ("დ კრედიტი") დამფუძნებელი. მისი მეტსახელია "ინდაური" და ტიპი მევახშეობს ოფიციალურ დონეზე. როდესაც მთავარი პროკურორის მოადგილე გახდა, თავისი სალომბარდო ბიზნესი გადააფორმა ოჯახის წევრებზე. მჭედლიშვილის წინააღმდეგ არსებობს ასეულობით საჩივარი, ძალიან ბევრი ადამიანი ჰყავს გამწარებული. ყველაზე მაგარი კი ის არის, რომ ტიპი მთავარი პროკურორის მოადგილე იყო და ამ პერიოდში, ანუ 2013 წელს მისმა სალომბარდო დივიდენდმა შეადგინა 500 ათასი ლარი. მჭედლიშვილი ზურაბ ადეიშვილის აღზევების პერიოდში იყო კახეთის საოლქო პროკურორის მოადგილე, 2005 წელს ქრთამის აღების ფაქტზე კუდ-მა გააბა, მაგრამ რაკი ადეიშვილთან ახლობლობდა, მხოლოდ მოხსნა აკმარეს.

შოთა რეხვიაშვილი - მთავარი პროკურორის ყოფილი მოადგილე. ეს ადამიანი გახლავთ კომპანია "თბილქარის" გენერალური დირექტორი, რომელმაც თავის დროზე გაიმარჯვა ყვითელი "მარშრუტკების" ტენდერში. ალბათ, გახსოვთ, იმ პერიოდში აღნიშნულ ტენდერს დიდი სკანდალი მოჰყვა, მაგრამ ძმებ შარანგიებისა და გიგი უგულავას წყალობით, გამარჯვებული რეხვიაშვილი გამოვიდა!

კახი წერეთელი - საპროცესო ზედამხედვლეობის დეპარტამენტის უფროსი. თავის დროზე მუშაობდა გიორგი ყავლაშვილის სადავოკატო კანტორაში, რომელიც განსაკუთრებულ საქმეებზე ჩალიჩობდა მურთაზ ზოდელავასთან და ზურაბ ადეიშვილთან ერთად.

მიხეილ ორჯონიკიძე - თბილისის პროკურატურის პროკურორი. ამ ადამიანმა თავი მხოლოდ იმით გამოიჩინა, რომ ერთ-ერთმა დაზარალებულმა, რომელმაც განცხადება დაუწერა, თვითონ ის დაიბარა და უთხრა: ეს კინკილა ფურცელი რაში მჭირდება, ამ საქმის ირგვლივ გამოძიება ჩაატარე და მასალები მომიტანეო.

ნანა სოხაძე - სამტრედიის რაიონული პროკურატურის პროკურორი. სანამ არჩილ კბილაშვილი მიიყვანდა პროკურატურაში, იყო ადვოკატი სამოქალაქო საქმეებში. ამიტომ, როგორც კი გაპროკურორდა, მხოლოდ იმ საქმეების დამთავრებაზე დაიწყო ფიქრი, რაც მას ჰქონდა ადვოკატობის პერიოდში.

აი, ასეთი კადრების დაწინაურება დაიწყო არჩილ კბილაშვილმა და შედეგიც სახეზეა: 1 წლის განმავლობაში, რაც კბილაშვილი ხელმძღვანელობდა პროკურატურას, საქმეების გამოძიების დაწყებაზე უარი ეთქვა 4 ათას დაზარალებულს".

არჩილ კბილაშვილის სხვა "საგმირო საქმეებზე" ქვემოთ კიდევ მოგითხრობთ... ახლა კი თქვენს ყურადღებას მივაპყრობ იმას, როგორ დაადასტურა მთავარმა პროკურატურამ 11 იანვარს "ალიას" მიერ მოპოვებული ინფორმაცია:

"მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებლის, გიორგი ნოზაძის მიერ ჩადენილი იქნა პროკურატურის მუშაკისთვის შეუფერებელი სქაციელი. კერძოდ, სამუშაო საათებში ფოტოშოპის საშუალებით, გაშარჟების მიზნით, შექმნა კოლეგის შეურაცხმყოფელი ფოტო, რასაც სამსახურში თანამშრომლებს შორის ლანძღვა-გინება და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

რაც შეეხება ლევან ბუაძეს, რომელიც სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა, ის ვერ ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, არ გააჩნდა პროკურორისთვის საჭირო და აუცილებელი უნარ-ჩვევები, არ ფლობდა გამოძიების, კანცელარიისა და ინტრა-ნეტის ელექტრონულ პროგრამებს, რომლის გარეშეც შეუძლებელია საპროკურორო უფლებამოსილების განხორციელება".

აქვე, მთავარი პროკურატურა მოკლედ განმარტავს, რომ არჩილ კბილაშვილმა 2012 წლის 26 ოქტომბრიდან 2013 წლის 21 ნოემბრამდე თანამდებობებზე დანიშნა 202 ადამიანი - 153 პროკურორი და 49 გამომძიებელი. სამსახურიდან განთავისუფლდა 65 თანამშრომელი, საიდანაც 59 იყო პროკურორი და 6 გამომძიებელი. ოთარ ფარცხალაძის პროკურორობის პერიოდში დაინიშნა 17 ახალი თანამშრომელი, მათ შორის, 3 პროკურორი... ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან გადმოიყვანეს 5 გამომძიებელი.

ამავე პერიოდში სამსახურიდან გაათავისუფლეს 17 თანამდებობის პირი, აქედან 12 პროკურორი და გამომძიებელია. მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განმარტებაში ჩამოთვლილია, რამდენი წავიდა სამსახურიდან პირადი განცხადებით, რამდენს შესთავაზეს ალტერნატიული სამსახური, რამდენი იყო პენსიონერი და ასე შემდეგ. ახლა კი მივადექით თემას, როგორ, რატომ და რანაირად გაება უხერხულ სიტუაციებში თავად არჩილ კბილაშვილი? ალბათ, გახსოვთ, როგორ გამოდიოდა ტელევიზიით მთავარი პროკურორი და როგორ აანონსებდა ამა თუ იმ საქმის გახსნის თაობაზე... მას აშკარად ეტყობოდა, რმ ტყემალზე იჯდა და ბლის კურკებს ისროდა, ანუ საქმეების მასალებს არ იცნობდა. ერთ-ერთი გახმაურებული საქმე, რომელიც კბილაშვილს ხელახლა გაახმაურებინეს, ეს გახლავთ "თელასის" ფინანსური მენეჯერის, ნიკა ლომინაძის მკვლელობა. სანამ კბილაშვილი პირს გააღებდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა გამოვიდა და "სატოპკე" ააგდო, მსჯავრდებული გია გვიჩიანის საქმე აუცილებლად გადაიხედებაო. თუ საქართველოში ეს საქმე არ გადაისინჯებოდა, სტრასბურგის სასამართლო შესაბამისი რეკომენდაციით საქართველოს მიმართავდა. წესით, ჭკადუამ არ უნდა იცოდეს, სტრასბურგიდან საქართველოს რა სახის რეკომენდაციით მიმართავდნენ, მაგრამ, როგორც "ქრონიკასთან" საუბარში ინკოგნიტო წყარო ამტკიცებს, მას კბილაშვილისგან ჰქონდა "დაბრო" და იმასაც დაჰპირდა, რომ ცოტა ხანში ამაზე თვითონაც გააკეთებდა განცხადებას.

ცნობისთვის: მკვლელობა, რომლის ორგანიზებაშიც გია გვიჩიანს ედება ბრალი, 2002 წლის 13 აგვისტოს მოხდა... "თელასის" ფინანსური მენეჯერი, ნიკა ლომინაძე საკუთარ ბინაში, ბახტრიონის ქუჩაზე, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული იპოვეს. გია გვიჩიანი 2006 წლის 7 მარტს დააკავეს, რომელსაც უვადო პატიმრობა შეეფარდა. ინკოგნიტო წყაროს ინფორმაციით, ირმა ჭკადუამ და ზაზა ხატიაშვილმა კბილაშვილის ხელშეწყობით საქმე ხელახლა განხილვაში დააბრუნეს დიდი ფულის სანაცვლოდ. როდესაც სასამართლოში პროკურორებმა გვიჩიანის დატოვება მოითხოვეს უვადო პატიმრობაში, ადვოკატები სახტად დარჩნენ, ეს საქმე არჩილ კბილაშივლთან "გაიასნებული" გვქონდა, ახლა რა ხდებაო? სხვათა შორის, გამომძიებლებმა ვერ მოძებნეს რაიმე გამამართლებელი მტკიცებულება, რის მიხედვითაც გვიჩიანს ციხიდან გამოუშვებდნენ. არავინ იცის, არის თუ არა გარეული კბილაშვილი ფინანსურ მაქინაციებში, მაგრამ ერთი რამ ცხადია, ის ისევ დაუბრუნდა საადვოკატო საქმინაობას... როდესაც თანამდებობიდან გადადგა, სურვილი ჰქონდა, ბიძინა ივანიშვილს გადაჰყოლოდა სამოქალაქო სექტორში, მაგრამ ამ უკანასკნელმა ახლოს აღარ გაიკარა.

მეორე სკანდალური საქმე: ალბათ, გახსოვთ, რა მოხდა 2008 წლის 21 მაისს ზუგდიდის რაიონის სოფელ ხურჩაში - მშვიდობიანი მოსახლეობის დაშინების მიზნით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის მთავარი სამმართველოს ყოფილმა უფროსმა რომან შამათავამ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვა მაღალი თანამდებობის პირებთან ერთად, განახორციელა ტერორისტული აქტი. უთუოდ ისიც გემახსოვრებათ, რომ, როგორც კი ირაკლი ღარიბაშვილი მინისტრი გახდა, შამათავა და ძმანი მისნი დააკავეს. დღემდე ბევრმა არ იცის, რომ შამათავას ბრალი წაუყენეს მკვლელობაშიც - მის მიერ მოკლულია თეიმურაზ გაფრინდაშვილი. ამ უკანასკნელის ცოლმა 2005 წელს დიღომში შამათავას დეიდას მიჰყიდა ბინა, რომელიც ფულს არ იხდიდა ბოლომდე. თეიმურაზ გაფრინდაშვილი დაჟინებით ითხოვდა ბინის საფასურის გადახდას, შამათავამ ის ერთ დღესაც წაიყვანა ზუგდიდში, საკუთარ კაბინეტში ჩამოახრჩო და შემდეგ ანაკლიის ერთ-ერთ ჭაობში "ჩამარხა". არჩილ კბილაშვილმა ამ შემთხვევაშიც "ივაჟკაცა", რომან შამათავა კი ჩასვეს ციხეში ხურჩის ტერაქტის გამო, მაგრამ მკვლელობის ბრალდება მოუხსნეს. აქ მან ასპარეზი მთლიანად დაუთმო "ნაცების" ადვოკატებს, გიორგი ონიანსა და რომეო საჯაიას.

თავის დროზე, ტყუილად არ ამბობდნენ, არჩილ კბილაშვილი ისევ ადვოკატად დარჩა, მან ვერ გაიგო, რომ მთავარი პროკურორიაო. ფაქტია, რომ ეს ასეც იყო, მაგრამ ახლა გასარკვევია, ადვოკატად თავისი სტაჟის გამო რჩებოდა თუ მავან ადვოკატებთან ჰქონდა საეჭვო გარიგებები? ამის გარკვევა უკვე მისი "მშობლიური" პროკურატურის პრეროგატივაა და ალბათ, ამ საქმეების გამოძიებაც მალე დაიწყება.

გელა ზედელაშვილი

გაზეთი "ქრონიკა"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა