პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ოთარ ფარცხალაძე: "ნაცები" აპირებენ ააგორონ, თითქოს ნარკომომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვმკურნალობდი
ოთარ ფარცხალაძე: "ნაცები" აპირებენ ააგორონ, თითქოს ნარკომომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვმკურნალობდი

ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის ნა­სა­მარ­თლე­ო­ბის შე­სა­ხებ "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" მხრი­დან გაჟ­ღე­რე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ას მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის გა­დად­გო­მა მოჰ­ყვა. რო­გორც ყო­ფი­ლი პრო­კუ­რო­რი აცხა­დებს, გა­დად­გო­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად მი­ი­ღო. ფარ­ცხა­ლა­ძე ამ­ბობს, რომ ამ ცი­ლისმწა­მებ­ლუ­რი კამ­პა­ნი­ის უკან ის საფრ­თხე დგას, რო­მე­ლიც "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­მა" მის პი­როვ­ნე­ბა­ში და­ი­ნა­ხეს. ფარ­ცხა­ლა­ძის მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად და­ნიშ­ვნი­დან ერთ თვე­ში, ქა­ლაქ თბი­ლი­სის მერი, გიგი უგუ­ლა­ვა თა­ნამ­დე­ბო­ბი­დან გა­და­ა­ყე­ნეს, ხოლო იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი მა­ღალ­ჩი­ნო­სა­ნი, და­ვით ჩხა­ტა­რაშ­ვი­ლი, და­ა­კა­ვეს. გთა­ვა­ზობთ ამო­ნა­რიდს ოთარ ფარ­ცხა­ლა­ძის "პრა­იმ ტა­ი­მის­თვის" მი­ცე­მუ­ლი ექ­სკლუ­ზი­უ­რი ინ­ტერ­ვი­უ­დან.

- თქვენ ირ­გვლივ პირ­ვე­ლი ხმა­უ­რი დიპ­ლო­მის გამო ატყდა, ამ შემ­თხვე­ვა­ზე რას იტყვით?

- მე გა­ვავ­რცე­ლე კი­დეც გან­ცხა­დე­ბა და ახ­ლაც გე­ტყვით – სკო­ლა­ში ჩემ დროს იყო 0 კლა­სი. თა­ვის ქება არ მიყ­ვარს, მაგ­რამ, შექ­მნი­ლი სი­ტუ­ა­ცი­ი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, აუ­ცი­ლებ­ლო­ბა არ­სე­ბობს, რომ ამა­ზე ვი­ლა­პა­რა­კო, ვი­ყა­ვი საკ­მა­ოდ ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი და სკო­ლა­ში რომ მი­ვე­დი, პირ­ვე­ლი და მე­ო­რე კლა­სის პროგ­რა­მას უკვე ვფლობ­დი ქარ­თულ და რუ­სულ ენებ­ზე. ჩვე­უ­ლებ­რივ შედ­გა გა­სა­უბ­რე­ბა კო­მი­სი­ას­თან, ჩა­მი­ტა­რეს გა­მოც­და და გა­და­მიყ­ვა­ნეს შემ­დეგ კლას­ში, რო­გორც ნი­ჭი­ე­რი ბავ­შვი. 1991 წელს, რო­დე­საც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სას­წავ­ლებ­ლე­ბი გა­იხ­სნა, ერთ-ერთი პირ­ვე­ლი იყო "ღია ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი უნი­ვერ­სი­ტე­ტი", იქ იყო იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, რომ მე-11 კლა­სე­ლი გამ­ხდა­რი­ყო პირ­ველ­კურ­სე­ლი. ამი­ტო­მაც მე-11 კლას­ში მე იქ მოვ­ხვდი ჩვე­უ­ლებ­რივ, პირ­ველ კურ­სზე. სას­წავ­ლე­ბე­ლი ოთხწ­ლი­ა­ნი იყო და რომ და­ვამ­თავ­რე 20 წლი­საც არ ვი­ყა­ვი, ერთი წელი ხომ სკო­ლამ მა­ჩუ­ქა და ერთი წე­ლიც სას­წავ­ლე­ბელ­მა. ეს იყო და ეს... 18 წლის ასაკ­ში უკვე პო­ლი­ცი­ე­ლი გავ­ხდი და 19 წლი­სას მო­მი­წია უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბა. ყვე­ლა­ფე­რი და­ნარ­ჩე­ნი სრუ­ლი სიც­რუა, რა­ზეც "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი" სა­უბ­რობ­დნენ. ბა­ტო­ნი ჯა­ფა­რი­ძე აცხა­დებ­და, რომ დიპ­ლო­მის ნო­მე­რი ცდე­ბა და ა.შ. ეს ყვე­ლა­ფე­რი იყო სრუ­ლი სი­სუ­ლე­ლე. მე არ ვა­პი­რებ თა­ვის მარ­თლე­ბის რე­ჟიმ­ში ყოფ­ნას, მო­ვიდ­ნენ, კურ­სე­ლე­ბიც მყავს, ჯუ­გ­ფე­ლე­ბიც და კი­დევ ბევ­რს აქვს ეს სას­წავ­ლე­ბე­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი, ისე­თებს ახ­ლაც რომ მა­ღალ თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე არი­ან. სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს თავ­მჯდო­მა­რის მო­ად­გი­ლეს აქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი. ესეც ვიცი და ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით პრობ­ლე­მა არ არ­სე­ბობს.

- მას შემ­დეგ, რაც გავ­რცელ­და გან­ცხა­დე­ბა პოს­ტი­დან თქვე­ნი წას­ვლის შე­სა­ხებ, სა­უ­ბა­რი და­ი­წყო იმა­ზე, რომ ექ­სპრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვი­ლის მი­თი­თე­ბით გა­და­დე­ქით. ამა­ზე რას გვე­ტყვით?

- ეს არის "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" მო­რი­გი ტყუ­ი­ლი, სიც­რუე, რა­ზეც ზო­გა­დად, არი­ან აგე­ბუ­ლი. მე პირ­ველ დღეს­ვე, რო­გორც კი და­ი­წყო ამა­ზე სა­უ­ბა­რი (ერ­თა­დერ­თი, რაც რე­ა­ლუ­რი და სწო­რია, ეს არის გერ­მა­ნი­ის ნა­სა­მარ­თლო­ბა, რაც ნამ­დვი­ლად იყო, თუმ­ცა არა იმ ფაქ­ტზე რა­ზეც ისი­ნი სა­უბ­რო­ბენ), ვნა­ხე ბა­ტო­ნი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი და ვუ­თხა­რი, რომ არ მინ­დო­და ჩემი გუ­ლის­თვის პრობ­ლე­მა შექ­მნო­და. მე ვი­ყა­ვი ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნას და ვარ ირაკ­ლის გუნ­დის წევ­რი, ამი­ტო­მაც ვუ­თხა­რი, რომ გა­დავ­დგე­ბო­დი... ჩე­მით მი­ვი­ღე ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა, რად­გა­ნაც შე­ვა­ტყვე, რომ ამ სიც­რუ­ით უნ­დო­დათ თა­ვი­ან­თი წარ­სუ­ლი და­ნა­შა­უ­ლე­ბის გა­და­ფარ­ვა. შე­თხზეს ზღაპ­რე­ბი და გერ­მა­ნი­ის შემ­თხვე­ვა უნდა ექ­ცი­ათ კე­ნე­დის მკლე­ლო­ბად. მა­შინ­ვე კა­ტე­გო­რი­უ­ლად და­ვუ­ყე­ნე ბა­ტონ ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილს სა­კი­თხი - უნდა გა­დავ­მდგა­რი­ყა­ვი. ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან არა­ნა­ი­რი შე­ხე­ბა არ მქო­ნია...

...მათ(ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას) ჰქონ­დათ ერ­თა­დერ­თი გზა, რომ ჩემ მი­მართ პი­როვ­ნუ­ლად და­ე­წყოთ შე­ტე­ვა, რო­გორც მე მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, ახლა "ნა­ცე­ბი" აპი­რე­ბენ ჩემ­ზე აა­გო­რონ ათა­სი უბე­დუ­რე­ბე­ბი, თით­ქოს ნარ­კო­ტი­კუ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის მომ­ხმა­რე­ბე­ლი ვი­ყა­ვი და ბიშ­კეკ­ში ვარ ნამ­კურ­ნა­ლე­ვი. მინ­და გი­თხრათ, არა თუ ბიშ­კეკ­ში, ზო­გა­დად, შუა აზი­ა­ში ნამ­ყო­ფი არ ვარ, თუ ვინ­მეს ეს აზ­რად მო­უ­ვა, სა­სა­მარ­თლო­ში მო­უ­წევს პა­სუ­ხის გა­ცე­მა.

წყა­რო: "პრა­იმ ტა­ი­მი"

ასე­ვე იხი­ლეთ: ფარ­ცხა­ლა­ძე პრო­კუ­რორ­ზე, რო­მელ­მაც შიშ­ვე­ლი კო­ლე­გა ფო­ტო­შოპ­ში ცხენ­თან სექ­სუ­ა­ლურ კონ­ტაქ­ტი­სას ასა­ხა

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ: ვის და­ნიშ­ნავს ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მთა­ვარ პრო­კუ­რო­რად?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

ოთარ ფარცხალაძე: "ნაცები" აპირებენ ააგორონ, თითქოს ნარკომომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვმკურნალობდი

ოთარ ფარცხალაძე: "ნაცები" აპირებენ ააგორონ, თითქოს ნარკომომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვმკურნალობდი

ოთარ ფარცხალაძის ნასამართლეობის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან გაჟღერებულ ინფორმაციას მთავარი პროკურორის გადადგომა მოჰყვა. როგორც ყოფილი პროკურორი აცხადებს, გადადგომასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღო. ფარცხალაძე ამბობს, რომ ამ ცილისმწამებლური კამპანიის უკან ის საფრთხე დგას, რომელიც "ნაციონალებმა" მის პიროვნებაში დაინახეს. ფარცხალაძის მთავარ პროკურორად დანიშვნიდან ერთ თვეში, ქალაქ თბილისის მერი, გიგი უგულავა თანამდებობიდან გადააყენეს, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი, დავით ჩხატარაშვილი, დააკავეს. გთავაზობთ ამონარიდს ოთარ ფარცხალაძის "პრაიმ ტაიმისთვის" მიცემული ექსკლუზიური ინტერვიუდან.

- თქვენ ირგვლივ პირველი ხმაური დიპლომის გამო ატყდა, ამ შემთხვევაზე რას იტყვით?

- მე გავავრცელე კიდეც განცხადება და ახლაც გეტყვით – სკოლაში ჩემ დროს იყო 0 კლასი. თავის ქება არ მიყვარს, მაგრამ, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, აუცილებლობა არსებობს, რომ ამაზე ვილაპარაკო, ვიყავი საკმაოდ ნიჭიერი ბავშვი და სკოლაში რომ მივედი, პირველი და მეორე კლასის პროგრამას უკვე ვფლობდი ქართულ და რუსულ ენებზე. ჩვეულებრივ შედგა გასაუბრება კომისიასთან, ჩამიტარეს გამოცდა და გადამიყვანეს შემდეგ კლასში, როგორც ნიჭიერი ბავშვი. 1991 წელს, როდესაც დამოუკიდებელი სასწავლებლები გაიხსნა, ერთ-ერთი პირველი იყო "ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტი", იქ იყო იმის შესაძლებლობა, რომ მე-11 კლასელი გამხდარიყო პირველკურსელი. ამიტომაც მე-11 კლასში მე იქ მოვხვდი ჩვეულებრივ, პირველ კურსზე. სასწავლებელი ოთხწლიანი იყო და რომ დავამთავრე 20 წლისაც არ ვიყავი, ერთი წელი ხომ სკოლამ მაჩუქა და ერთი წელიც სასწავლებელმა. ეს იყო და ეს... 18 წლის ასაკში უკვე პოლიციელი გავხდი და 19 წლისას მომიწია უნივერსიტეტის დამთავრება. ყველაფერი დანარჩენი სრული სიცრუა, რაზეც "ნაციონალები" საუბრობდნენ. ბატონი ჯაფარიძე აცხადებდა, რომ დიპლომის ნომერი ცდება და ა.შ. ეს ყველაფერი იყო სრული სისულელე. მე არ ვაპირებ თავის მართლების რეჟიმში ყოფნას, მოვიდნენ, კურსელებიც მყავს, ჯუგფელებიც და კიდევ ბევრს აქვს ეს სასწავლებელი დამთავრებული, ისეთებს ახლაც რომ მაღალ თანამდებობებზე არიან. საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილეს აქვს დამთავრებული. ესეც ვიცი და ამასთან დაკავშირებით პრობლემა არ არსებობს.

- მას შემდეგ, რაც გავრცელდა განცხადება პოსტიდან თქვენი წასვლის შესახებ, საუბარი დაიწყო იმაზე, რომ ექსპრემიერ ივანიშვილის მითითებით გადადექით. ამაზე რას გვეტყვით?

- ეს არის "ნაციონალების" მორიგი ტყუილი, სიცრუე, რაზეც ზოგადად, არიან აგებული. მე პირველ დღესვე, როგორც კი დაიწყო ამაზე საუბარი (ერთადერთი, რაც რეალური და სწორია, ეს არის გერმანიის ნასამართლობა, რაც ნამდვილად იყო, თუმცა არა იმ ფაქტზე რაზეც ისინი საუბრობენ), ვნახე ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი და ვუთხარი, რომ არ მინდოდა ჩემი გულისთვის პრობლემა შექმნოდა. მე ვიყავი ბატონი ბიძინას და ვარ ირაკლის გუნდის წევრი, ამიტომაც ვუთხარი, რომ გადავდგებოდი... ჩემით მივიღე ეს გადაწყვეტილება, რადგანაც შევატყვე, რომ ამ სიცრუით უნდოდათ თავიანთი წარსული დანაშაულების გადაფარვა. შეთხზეს ზღაპრები და გერმანიის შემთხვევა უნდა ექციათ კენედის მკლელობად. მაშინვე კატეგორიულად დავუყენე ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს საკითხი - უნდა გადავმდგარიყავი. ბატონ ბიძინასთან არანაირი შეხება არ მქონია...

...მათ(ნაციონალურ მოძრაობას) ჰქონდათ ერთადერთი გზა, რომ ჩემ მიმართ პიროვნულად დაეწყოთ შეტევა, როგორც მე მაქვს ინფორმაცია, ახლა "ნაცები" აპირებენ ჩემზე ააგორონ ათასი უბედურებები, თითქოს ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებელი ვიყავი და ბიშკეკში ვარ ნამკურნალევი. მინდა გითხრათ, არა თუ ბიშკეკში, ზოგადად, შუა აზიაში ნამყოფი არ ვარ, თუ ვინმეს ეს აზრად მოუვა, სასამართლოში მოუწევს პასუხის გაცემა.

წყარო: "პრაიმ ტაიმი"

ასევე იხილეთ: ფარცხალაძე პროკურორზე, რომელმაც შიშველი კოლეგა ფოტოშოპში ცხენთან სექსუალურ კონტაქტისას ასახა

ასევე დაგაინტერესებთ: ვის დანიშნავს ღარიბაშვილი მთავარ პროკურორად?

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა