სამხედრო

7

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 15:27-ზე, მთვარე ქალწულშია დაასრულეთ ძველი საქმეები, ახლების დაწყებას ნუ იჩქარებთ. გადაწყვეტილებების მიღებისას მეტი დაფიქრება გმართებთ. მოერიდეთ ფინანსური საკითხების მოგვარებას. ცუდი დღეა ვაჭრობისათვის. საქმეებისა და ურთიერთობის გარჩევა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის. შეძლებისდაგვარად მოერიდეთ მჭრელი და მჩხვლეტავი ნივთების გამოყენებას. პური შეგიძლიათ დატეხოთ. კარგი დღეა ხანგრძლივი მოგზაურობის დასაწყებად. საცხოვრებელი ადგილის, სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. კარგი დღეა ნიშნობისა და ქორწინებისათვის. კუჭის გადატვირთვას არ გირჩევთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას. კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში; ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.
სამართალი
სპორტი
Faceამბები
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"უჟმური" ვანოსთვის გასული წელი საუკეთესო იყო
"უჟმური" ვანოსთვის გასული წელი საუკეთესო იყო

ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი იუ­მო­რის­ტია. მისი მო­ნო­ლო­გე­ბი ინ­ტერ­ნეტ­ში ხში­რად ტრი­ა­ლებს. ხალ­ხი ყვე­ლა­ზე მე­ტად პო­ლი­ტი­კურ ხუმ­რო­ბებ­ზე იცი­ნის. ეს ვა­ნომ და მის­მა გუნ­დმა ძა­ლი­ან კარ­გად იცის, ამი­ტო­მაც "ვა­ნოს შოუს" წამ­ყვანს მი­აჩ­ნია, რომ მისი გა­და­ცე­მა უფრო მე­ტად პო­ლი­ტი­კურ სა­ტი­რას და­ემ­სგავ­სა. გა­სუ­ლი წელი ვა­ნოს­თვის სა­უ­კე­თე­სო იყო, ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, თა­ვად ასე მი­იჩ­ნევს.

- ბოლო 7-8 წე­ლია, ასე გრძელ­დე­ბა, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მი გვაქვს, წარ­მო­იდ­გი­ნე, წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ რამ­დე­ნი რამ იყო გა­სა­კე­თე­ბე­ლი, თა­ნაც, იმ ფონ­ზე, რო­დე­საც კვი­რა­ში სამი გა­და­ცე­მის ჩა­წე­რა გაქვს და თი­თო­ე­უ­ლი მათ­გა­ნის­თვის მო­სა­ფიქ­რე­ბე­ლია სცე­ნა­რი, რაც ყვე­ლა­ზე რთუ­ლი საქ­მეა. ამ ყვე­ლა­ფერს სა­ა­ხალ­წლოდ ისიც ემა­ტე­ბა, რომ კონ­ცერ­ტის სცე­ნა­რიც გა­სა­კე­თე­ბე­ლია. ეს კი­დევ სხვა სპე­ცი­ფი­კაა და ასე­თი მარ­ტი­ვი არ არის, ფი­ლარ­მო­ნი­ის დარ­ბა­ზი სულ სხვა რა­მაა. მუდ­მი­ვად გა­დარ­ბე­ნა გვაქვს, გა­და­ღე­ბი­დან სტუ­დი­ა­ში, ვნა­ხო, არის თუ არა მზად ფო­ნოგ­რა­მე­ბი და ა.შ.

- კონ­ცერ­ტებ­მა რო­გორ ჩა­ი­ა­რა?

- ძა­ლი­ან კარ­გად. და­გეგ­მი­ლი სამი კონ­ცერ­ტის ნაც­ვლად ხუთი გავ­მარ­თეთ, მეტს ფი­ზი­კუ­რად ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დით, რად­გან დღე­ე­ბი და­კა­ვე­ბუ­ლი იყო. დღე­ში ორი კონ­ცერ­ტიც კი ჩა­ვა­ტა­რეთ. შეგ­ვეძ­ლო, მე­ტიც გაგ­ვე­მარ­თა, მაგ­რამ გა­და­ვი­ფიქ­რეთ. მო­თხოვ­ნა მარ­თლაც ძა­ლი­ან დიდი იყო და ანშლა­გე­ბით ჩა­ი­ა­რა. მა­ყუ­რე­ბელს ჰქონ­და სა­შუ­ა­ლე­ბა, კონ­ცერ­ტის ჩა­ნა­წე­რი სა­ა­ხალ­წლო ეთერ­ში ეხი­ლა.

- შენი აზ­რით, ყვე­ლა­ზე მომ­გე­ბი­ა­ნი რო­მე­ლი ნო­მე­რი აღ­მოჩ­ნდა?

- ვფიქ­რობ, ვასო ფხა­კა­ძის ნო­მე­რი, რად­გან მას­ში მთე­ლი სი­ცო­ცხლე ჩადო. კონ­ცერ­ტე­ბის მო­სამ­ზა­დე­ბელ პე­რი­ოდ­ში ვა­სოს ვკარ­გავთ ხოლ­მე. მი­დის და თავი-სი ნომ­რით ბრუნ­დე­ბა, მას ცალ­კე ამ­ზა­დებს. სცე­ნარ­ში მას არ ვრევთ, რომ ხელი არ შე­ე­შა­ლოს, ზედ­მე­ტად სხვა რა­ღა­ცა­ზე არ ვა­ფიქ­როთ. ცოტა სხვა­ნა­ი­რი ტი­პია. თა­ვი­სი ფან­ტა­ზია აქვს, ცეკ­ვის ნომ­რე­ბი­სას გან­სა­კუთ­რე­ბით. ვასო ხომ მო­ცეკ­ვა­ვე იყო და სულ მის­ტი­რის და­კარ­გულ წლებს (იცი­ნის), ამი­ტო­მაც ვაძ­ლევთ სა­შუ­ა­ლე­ბას, რომ ეს წლე­ბი ჩვენს კონ­ცერ­ტებ­ზე აი­ნა­ზღა­უ­როს და მაქ­სი­მა­ლუ­რად გა­მო­ი­ჩი­ნოს თავი, რო­გორც კარ­გმა მო­ცეკ­ვა­ვემ. ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია ხოლ­მე. "სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის" შემ­დეგ ვა­სოს უხ­სნი­ან ვარ­სკვლავს, ამ ნომ­რის მერე.

- ახალ პრო­ექტს - "ფხა­კა­ძე­ებს" ხომ არ შე­მოგ­ვთა­ვა­ზებთ?

- (იცი­ნის) ეს, სხვა­თა შო­რის, ძა­ლი­ან კარ­გი იდეა მო­მა­წო­დე. ან­სამ­ბლი "ფხა­კა­ძე­ე­ბი" კარ­გი იქ­ნე­ბო­და. თუკი იუ­მო­რის­ტუ­ლად შევ­ხე­დავთ, ძა­ლი­ან მალე ვი­ხი­ლავთ ამ პრო­ექტს და თუკი სე­რი­ო­ზუ­ლად, ვასო რომ და­ბერ­დე­ბა, ალ­ბათ, მერე შექ­მნის თა­ვის პა­ტა­რა ან­სამ­ბლს, რომ ლუკ­მა­პუ­რი ჰქონ­დეს (იღი­მის).

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს ნო­მერს, მგო­ნია, რომ წელს, აქამ­დე რაც მქო­ნია, სა­უ­კე­თე­სო გა­მოს­ვლა მქონ­და. იყო პო­ლი­ტი­კოს­თა ფო­ტო­ე­ბი, რა­მაც დარ­ბა­ზი სი­ცი­ლით და­ან­გრია, მქონ­და ასე­ვე ორი მუ­სი­კა­ლუ­რი ნო­მე­რი.

- კი ამ­ბო­ბენ, ხალ­ხი პო­ლი­ტი­კით და­ი­ღა­ლაო, მაგ­რამ პო­ლი­ტი­კუ­რი ხუმ­რო­ბე­ბი და შენი მო­ნო­ლო­გე­ბი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი და რე­ზო­ნან­სუ­ლი ხდე­ბა ხოლ­მე.

- ვერ ვი­ტყვით იმას, რომ ხალ­ხი პო­ლი­ტი­კით და­ი­ღა­ლა. ჩვენ ისე­თი ქვე­ყა­ნა ვართ, სა­დაც აუ­ცი­ლებ­ლად პო­ლი­ტი­კა­ზე უნდა ილა­პა­რა­კო, სხვა­ნა­ი­რად შენი ცხოვ­რე­ბა, ზო­გა­დად, ინ­ტე­რესს კარ­გავს (იცი­ნის). თუკი პო­ლი­ტი­კა­ზე მსჯე­ლობ, ლა­პა­რა­კობ, ამით რა­ღა­ცას იკ­მა­ყო­ფი­ლებ, ოღონდ არ ვიცი, რას. რა­ტომ მი­ვაკ­ვდით ასე ამ პო­ლი­ტი­კას, ვერ გე­ტყვით. ხომ შე­იძ­ლე­ბა, ვი­ლა­პა­რა­კოთ, რო­გორ აც­ვია რო­მე­ლი­მე ქარ­თველ ცნო­ბილ სა­ხეს. თუკი სხვა რა­ღა­ცებ­ზე ვი­ლა­პა­რა­კებთ, ე.ი. პო­ლი­ტი­კა აღარ იქ­ნე­ბა ისე­თი აქ­ტუ­ა­ლუ­რი და ეს ნიშ­ნავს, რომ ქვე­ყა­ნა წინ მი­დის.

რაც შე­ე­ხე­ბა ჩემს მო­ნო­ლოგს, ის პო­ლი­ტი­კურ სა­ტი­რად გა­და­იქ­ცა. ადრე ნაკ­ლე­ბად გვქონ­და პო­ლი­ტი­კა, შო­უ­ბიზ­ნეს­ზეც ვხუმ­რობ­დით. როცა შო­უ­ბიზ­ნე­სის თემა მოკ­ვდა, შემ­დეგ იძუ­ლე­ბუ­ლი გავ­ხდით, მა­ყუ­რებ­ლის მო­თხოვ­ნა რაც იყო, იმა­ზე გვე­ხუმ­რა. აღ­მოჩ­ნდა, რომ გა­მო­დის იუ­მო­რის­ტულ-სა­ტი­რუ­ლი გა­და­ცე­მა, ხალ­ხს რა­ტომ­ღაც ეს მი­მარ­თუ­ლე­ბა მოს­წონს.

- ეს, შენ­თვის, გარ­კვე­ულ­წი­ლად, ბეწ­ვის ხიდ­ზე სი­ა­რუ­ლია?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ბეწ­ვის ხიდ­ზე ყო­ვე­ლი მო­ნო­ლო­გის დროს გავ­დი­ვართ, ან ერთს არ მო­ე­წო­ნე­ბა, ან - მე­ო­რეს. ბევ­რი კარ­გი ხუმ­რო­ბა არ ჩაგ­ვირ­თავს მო­ნო­ლოგ­ში, რად­გან ვი­ფიქ­რეთ, რომ ად­რე­სატს ძა­ლი­ან ეწყი­ნე­ბო­და. სცე­ნა­რის­ტე­ბის და­წე­რილ ხუმ­რო­ბებს ხუთი ადა­მი­ა­ნი ვცხრი­ლავთ, რომ იყოს კო­რექ­ტუ­ლი და ვინ­მემ თავი დამ­ცი­რე­ბუ­ლად და შე­უ­რა­ცხყო­ფი­ლად არ იგ­რძნოს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

რუბრიკის სხვა სიახლეები

"უჟმური" ვანოსთვის გასული წელი საუკეთესო იყო

"უჟმური" ვანოსთვის გასული წელი საუკეთესო იყო

ვანო ჯავახიშვილი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული იუმორისტია. მისი მონოლოგები ინტერნეტში ხშირად ტრიალებს. ხალხი ყველაზე მეტად პოლიტიკურ ხუმრობებზე იცინის. ეს ვანომ და მისმა გუნდმა ძალიან კარგად იცის, ამიტომაც "ვანოს შოუს" წამყვანს მიაჩნია, რომ მისი გადაცემა უფრო მეტად პოლიტიკურ სატირას დაემსგავსა. გასული წელი ვანოსთვის საუკეთესო იყო, ყოველ შემთხვევაში, თავად ასე მიიჩნევს.

- ბოლო 7-8 წელია, ასე გრძელდება, ძალიან დატვირთული რეჟიმი გვაქვს, წარმოიდგინე, წინასაახალწლოდ რამდენი რამ იყო გასაკეთებელი, თანაც, იმ ფონზე, როდესაც კვირაში სამი გადაცემის ჩაწერა გაქვს და თითოეული მათგანისთვის მოსაფიქრებელია სცენარი, რაც ყველაზე რთული საქმეა. ამ ყველაფერს საახალწლოდ ისიც ემატება, რომ კონცერტის სცენარიც გასაკეთებელია. ეს კიდევ სხვა სპეციფიკაა და ასეთი მარტივი არ არის, ფილარმონიის დარბაზი სულ სხვა რამაა. მუდმივად გადარბენა გვაქვს, გადაღებიდან სტუდიაში, ვნახო, არის თუ არა მზად ფონოგრამები და ა.შ.

- კონცერტებმა როგორ ჩაიარა?

- ძალიან კარგად. დაგეგმილი სამი კონცერტის ნაცვლად ხუთი გავმართეთ, მეტს ფიზიკურად ვერ მოვახერხებდით, რადგან დღეები დაკავებული იყო. დღეში ორი კონცერტიც კი ჩავატარეთ. შეგვეძლო, მეტიც გაგვემართა, მაგრამ გადავიფიქრეთ. მოთხოვნა მართლაც ძალიან დიდი იყო და ანშლაგებით ჩაიარა. მაყურებელს ჰქონდა საშუალება, კონცერტის ჩანაწერი საახალწლო ეთერში ეხილა.

- შენი აზრით, ყველაზე მომგებიანი რომელი ნომერი აღმოჩნდა?

- ვფიქრობ, ვასო ფხაკაძის ნომერი, რადგან მასში მთელი სიცოცხლე ჩადო. კონცერტების მოსამზადებელ პერიოდში ვასოს ვკარგავთ ხოლმე. მიდის და თავი-სი ნომრით ბრუნდება, მას ცალკე ამზადებს. სცენარში მას არ ვრევთ, რომ ხელი არ შეეშალოს, ზედმეტად სხვა რაღაცაზე არ ვაფიქროთ. ცოტა სხვანაირი ტიპია. თავისი ფანტაზია აქვს, ცეკვის ნომრებისას განსაკუთრებით. ვასო ხომ მოცეკვავე იყო და სულ მისტირის დაკარგულ წლებს (იცინის), ამიტომაც ვაძლევთ საშუალებას, რომ ეს წლები ჩვენს კონცერტებზე აინაზღაუროს და მაქსიმალურად გამოიჩინოს თავი, როგორც კარგმა მოცეკვავემ. ამით ძალიან კმაყოფილია ხოლმე. "სუხიშვილების" შემდეგ ვასოს უხსნიან ვარსკვლავს, ამ ნომრის მერე.

- ახალ პროექტს - "ფხაკაძეებს" ხომ არ შემოგვთავაზებთ?

- (იცინის) ეს, სხვათა შორის, ძალიან კარგი იდეა მომაწოდე. ანსამბლი "ფხაკაძეები" კარგი იქნებოდა. თუკი იუმორისტულად შევხედავთ, ძალიან მალე ვიხილავთ ამ პროექტს და თუკი სერიოზულად, ვასო რომ დაბერდება, ალბათ, მერე შექმნის თავის პატარა ანსამბლს, რომ ლუკმაპური ჰქონდეს (იღიმის).

რაც შეეხება ჩემს ნომერს, მგონია, რომ წელს, აქამდე რაც მქონია, საუკეთესო გამოსვლა მქონდა. იყო პოლიტიკოსთა ფოტოები, რამაც დარბაზი სიცილით დაანგრია, მქონდა ასევე ორი მუსიკალური ნომერი.

- კი ამბობენ, ხალხი პოლიტიკით დაიღალაო, მაგრამ პოლიტიკური ხუმრობები და შენი მონოლოგები ძალიან პოპულარული და რეზონანსული ხდება ხოლმე.

- ვერ ვიტყვით იმას, რომ ხალხი პოლიტიკით დაიღალა. ჩვენ ისეთი ქვეყანა ვართ, სადაც აუცილებლად პოლიტიკაზე უნდა ილაპარაკო, სხვანაირად შენი ცხოვრება, ზოგადად, ინტერესს კარგავს (იცინის). თუკი პოლიტიკაზე მსჯელობ, ლაპარაკობ, ამით რაღაცას იკმაყოფილებ, ოღონდ არ ვიცი, რას. რატომ მივაკვდით ასე ამ პოლიტიკას, ვერ გეტყვით. ხომ შეიძლება, ვილაპარაკოთ, როგორ აცვია რომელიმე ქართველ ცნობილ სახეს. თუკი სხვა რაღაცებზე ვილაპარაკებთ, ე.ი. პოლიტიკა აღარ იქნება ისეთი აქტუალური და ეს ნიშნავს, რომ ქვეყანა წინ მიდის.

რაც შეეხება ჩემს მონოლოგს, ის პოლიტიკურ სატირად გადაიქცა. ადრე ნაკლებად გვქონდა პოლიტიკა, შოუბიზნესზეც ვხუმრობდით. როცა შოუბიზნესის თემა მოკვდა, შემდეგ იძულებული გავხდით, მაყურებლის მოთხოვნა რაც იყო, იმაზე გვეხუმრა. აღმოჩნდა, რომ გამოდის იუმორისტულ-სატირული გადაცემა, ხალხს რატომღაც ეს მიმართულება მოსწონს.

- ეს, შენთვის, გარკვეულწილად, ბეწვის ხიდზე სიარულია?

- რა თქმა უნდა, ჩვენ ბეწვის ხიდზე ყოველი მონოლოგის დროს გავდივართ, ან ერთს არ მოეწონება, ან - მეორეს. ბევრი კარგი ხუმრობა არ ჩაგვირთავს მონოლოგში, რადგან ვიფიქრეთ, რომ ადრესატს ძალიან ეწყინებოდა. სცენარისტების დაწერილ ხუმრობებს ხუთი ადამიანი ვცხრილავთ, რომ იყოს კორექტული და ვინმემ თავი დამცირებულად და შეურაცხყოფილად არ იგრძნოს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"