ჰაკერებმა პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ისევ "გატეხეს"

ჰაკერებმა პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი ისევ "გატეხეს"

პარლამენტის ოფიციალური ვებ-გვერდი კვლავ ჰაკერული შეტევის ობიექტი გახდა. პარლამენტის საიტი მეორე დღეა გათიშულია და შესაბამისი სამსახური მის აღდგენას ამ დრომდე ცდილობს.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პარლამენტის აპარატის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის უფროსმა მერაბ გოცირიძემ განუცხადა, საიტი მთლიანად დაზიანებულია და ფაილური სისტემა "განულებულია". მისივე ცნობით, მიმდინარეობს ახალი ფაილური სისტემის შექმნა, რადგან ძველში ჩაწერილია ჰაკერების კოდი და იგივეს აღდგენის შემთხვევაში, საიტს ადვილად გატეხენ.

მერაბ გოცირიძის თქმით, პარლამენტის ვებგვერდის უსაფთხოება სათანადოდ უზრუნველყოფილი არ არის. "კონტროლ პანელი, რითაც პარლამენტის საიტი იმართება, საკმაოდ დაუცველია. ის ზურაბ ადეიშვილის დროს ძალით, მოვიდნენ და დაგვიყენეს", - აცხადებს პარლამენტის ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 10 დღეში პარლამენტს სრულიად ახალი საიტი ექნება, რომელიც სულ სხვა კონტროლ-პანელზე იქნება აწყობილი.

პარლამენტის ვებ-გვერდი ჰაკერებმა 31 დეკემბერსაც "გატეხეს".

"ინტერპრესნიუსი"

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ