სამართალი
სამხედრო

22

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 02:01-ზე, მთვარე კუროში – შეიძლება იყოს ზედმეტი აურზაური და ენერგიის ფლანგვა ლაპარაკზე. მეტად დაისვენეთ. იყავით შერჩევითი კონტაქტებში. მოუსმინეთ მეგობრების რჩევებს. კოლეგებთან იყავით ნეიტრალური. მოერიდეთ პროვოკაციებსა და ცდუნებებს. გზებზე განსაკუთრებით ფრთხილად იყავით. მოერიდეთ მძიმე საკვების მიღებას. გამოირიცხეთ პარკოსნები, მარცვლეული და მცენარეული ზეთები. ნებადართულია კარტოფილი, თევზი და მწვანილი. დაიცავით მარხვა. არ არის რეკომენდებული სერიოზული გადაწყვეტილებების მიღება.
პოლიტიკა
საზოგადოება
მოზაიკა
მეცნიერება
სპორტი
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მართლმადიდებლობა და გადაჭარბებული ქეიფი - რჩევები მოძღვრისგან

იან­ვა­რი სა­ე­რო თუ რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვეა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­ე­რო ახალ წელს, შო­ბას და ე.წ. ძვე­ლით ახალ წელს, რო­მელ­საც ხალ­ხ­ში "ნამ­დ­ვილ ახალ წელ­საც" ეძა­ხი­ან. რა­ტომ ვზე­ი­მობთ ორ­ჯერ შო­ბა-ახალ წე­ლი­წადს? - ამ და სხვა თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მ­სა­ხურს - ლე­ვან ალა­დაშ­ვილს მივ­მარ­თეთ:

- პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გითხ­რათ, რომ შო­ბას ორ­ჯერ არ აღ­ვ­ნიშ­ნავთ, მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი ამ დღე­სას­წა­ულს აღ­ვ­ნიშ­ნავთ ერ­თხელ, ანუ - 7 იან­ვარს. 7 იან­ვა­რი კი არის ძვე­ლი სტი­ლით 25 დე­კემ­ბე­რი. ქარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია შო­ბას აღ­ნიშ­ნავს იული­უ­სის კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ქრის­ტეს შო­ბამ­დე შე­იქ­მ­ნა. ამ კა­ლენ­დ­რით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, მაგ­რამ მას ჰქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი ცდო­მი­ლე­ბა: ის ზუს­ტი არ იყო, ამი­ტომ ის მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­ას­წო­რა რო­მის პაპ­მა გრი­გოლ­მა, რის შემ­დე­გაც ნელ-ნე­ლა ბევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო გა­და­ვი­და გრი­გო­ლის მი­ერ შედ­გე­ნილ კა­ლენ­დარ­ზე, თუმ­ცა, შემ­დეგ­ში იული­უ­სის კა­ლენ­დარ­ში არ­სე­ბუ­ლი ცდო­მი­ლე­ბაც შეს­წორ­და და მი­ვი­ღეთ ახა­ლი იული­უ­სის კა­ლენ­და­რი. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ეკ­ლე­სია გა­და­ვი­და ახალ კა­ლენ­დარ­ზე, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­აც, რაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მოხ­და, ამ ცვლი­ლე­ბის მომ­ხ­რე­ე­ბი იყ­ვ­ნენ წმინ­და ამ­ბ­რო­სი ხე­ლაია, პატ­რი­არ­ქი კა­ლის­ტ­რა­ტე და სხვე­ბიც, მაგ­რამ მრევ­ლ­მა ეს ცვლი­ლე­ბა არ მი­ი­ღო და ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ისევ ძველ კა­ლენ­დარს და­უბ­რუნ­და. დღე­საც ბევ­რი ეკ­ლე­სია შეს­წო­რე­ბუ­ლი იული­უ­სის კა­ლენ­დ­რით აღ­ნიშ­ნავს შო­ბას: მა­გა­ლი­თად, ან­ტი­ო­ქი­ის, ალექ­სან­დ­რი­ის, ელა­დის, რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის ეკ­ლე­სი­ე­ბი დღე­სას­წა­უ­ლებს სწო­რედ ახა­ლი კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნა­ვენ. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 25 დე­კემ­ბერს რომ ჩა­მო­დის ან­ტი­ო­ქი­ის, ელა­დის ან ალექ­სან­დ­რი­ის დე­ლე­გა­ცია, ისი­ნი უწ­მინ­დესს აღ­საყ­დ­რე­ბის დღეს ულო­ცა­ვენ, ჩვენ კი მათ შო­ბას ვუ­ლო­ცავთ, იმი­ტომ, რომ ქრის­ტე­შო­ბას 25 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ისი­ნიც ჩვენ­სა­ვით მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჩვენს ეკ­ლე­სი­ებს შო­რის არის, თუმ­ცა, ეს არ ეხე­ბა მოძ­რავ დღე­სას­წა­უ­ლებს: აღ­დ­გო­მას, მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ერთ რიცხ­ვ­ში ხვდე­ბა. ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა შო­ბის ძვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი აღ­ნიშ­ვ­ნა და ქარ­თ­ვე­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი შო­ბას ისე­ვე ხვდე­ბი­ან, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ. შო­ბის დღე­სას­წა­ულს ჩვენ­სა­ვით 7 იან­ვარს აღ­ნიშ­ნა­ვენ ათო­ნის მთა­ზე, რუ­სეთ­ში, სერ­ბეთ­ში და სხვა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ქვეყ­ნებ­შიც.

- ესე იგი, თა­რი­ღებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს?

- რა­საკ­ვირ­ვე­ლია. კა­ლენ­დარ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ბევ­რ­ჯერ მომ­ხ­და­რა. კა­ლენ­და­რი არის სა­შუ­ა­ლე­ბა, ის შე­იქ­მ­ნა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის და არა ადა­მი­ა­ნი - კა­ლენ­დ­რი­სათ­ვის. გა­ვიხ­სე­ნოთ, პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი სა­ერ­თოდ ებ­რა­უ­ლი კა­ლენ­დ­რით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. იმ დრო­შიც, და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სია სხვა დროს აღ­ნიშ­ნავ­და აღ­დ­გო­მას, ხო­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა - სხვა დროს, მარ­თა­ლია, ამ სა­კი­თხის გა­მო ცხა­რე კა­მა­თი მი­დი­ო­და, მაგ­რამ ეს არ გამ­ხ­და­რა ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის სა­ბა­ბი, რად­გან კა­ლენ­და­რი სუ­ლაც არ არის მთა­ვა­რი.

- შო­ბის მარ­ხ­ვა უკ­ვე დას­რულ­და და მო­დის ე.წ. ძვე­ლით ახა­ლი წე­ლი, რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ამ დღეს?

- ახალ წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ძი­რი­თა­დად 31 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ეს დღე მარ­ხ­ვის პე­რი­ოდს ემ­თხ­ვე­ვა. მარ­ხ­ვას არ შე­ე­ფე­რე­ბა ღრე­ო­ბა, თუმ­ცა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ქე­ი­ფი და ზედ­მე­ტი ჭა­მა-სმა ადა­მი­ანს მარ­ხ­ვა­ში კი არა, ხსნილ­შიც არ შე­ე­ფე­რე­ბა. ზედ­მე­ტი არა­ფე­რი ვარ­გა და ქრის­ტი­ანს ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბა ამ­შ­ვე­ნებს. ზო­მი­ე­რად და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ ეს თა­რი­ღიც. ქრის­ტი­ა­ნი­სათ­ვის კა­ლენ­დარს არა აქვს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. სა­ეკ­ლე­სიო ახა­ლი წე­ლი სექ­ტემ­ბერ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა დროს ახა­ლი წე­ლი მარ­ტ­შიც აღი­ნიშ­ნე­ბო­და. იმას, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო რო­დის და­ა­წე­სებს ახალ წელს, მორ­წ­მუ­ნი­სათ­ვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. სხვა­თა შო­რის, იული­უ­სის კა­ლენ­და­რიც წარ­მარ­თ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა შე­ად­გი­ნა წარ­მარ­თი სწავ­ლუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა დროს სხვა­დახ­ვა კა­ლენ­დარს იყე­ნებ­დ­ნენ. კა­ლენ­დ­რის მი­ღე­ბა, ან გას­წო­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის საქ­მეა, ეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს არ ევა­ლე­ბათ. ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია შო­ბას აღ­ნიშ­ნავს ისე, რო­გორც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, ანუ - 7 იან­ვარს. ძვე­ლით ახალ წელ­საც ისე­ვე ზო­მი­ე­რად უნ­და შევ­ხ­ვ­დეთ, რო­გორც 31 დე­კემ­ბერს ვხვდე­ბით, თუმ­ცა უკ­ვე სახ­ს­ნი­ლო სუფ­რით.

- მა­მაო, რა­ი­ო­ნებ­ში ძი­რი­თა­დად 7 იან­ვ­რამ­დე, ანუ მარ­ხ­ვის დროს კლა­ვენ საკ­ლავს, ალ­ბათ ესეც არ არის მო­სა­წო­ნი და მი­სა­ღე­ბი.

- სოფ­ლებ­ში ასე­თი წე­სი იყო - ცდი­ლობ­დ­ნენ შო­ბამ­დე და­ეკ­ლათ საკ­ლა­ვი, რომ გა­ეხ­ს­ნი­ლე­ბი­ნათ და შო­ბას ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვედ­როდ­ნენ. ვინც ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობს და მარ­ხუ­ლობს, ის ცდი­ლობს, რომ შო­ბის­თ­ვის სუ­ლი­ე­რად მო­ემ­ზა­დოს და მდიდ­რუ­ლი სუფ­რის გა­წყო­ბა­ზე სუ­ლაც არ ფიქ­რობს, ხო­ლო ვინც არა­ეკ­ლე­სი­უ­რია, ურ­ჩევ­ნია 1-ელ იან­ვ­რამ­დე დაკ­ლას საკ­ლა­ვი. რო­ცა ადა­მი­ა­ნი არ ლო­ცუ­ლობს, არ მარ­ხუ­ლობს, სა­ხა­რე­ბას არ კი­თხუ­ლობს და არ ეზი­ა­რე­ბა, ეს არის მი­სი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, თო­რემ საკ­ლავს რო­დის დაკ­ლავს, ეს სუ­ლაც არ ამ­ძი­მებს და არც ამ­სუ­ბუ­ქებს მის მდგო­მა­რე­ო­ბას.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

მართლმადიდებლობა და გადაჭარბებული ქეიფი - რჩევები მოძღვრისგან

მართლმადიდებლობა და გადაჭარბებული ქეიფი - რჩევები მოძღვრისგან

იან­ვა­რი სა­ე­რო თუ რე­ლი­გი­უ­რი დღე­სას­წა­უ­ლე­ბით დატ­ვირ­თუ­ლი თვეა: სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ერ­თი­მე­ო­რის მი­ყო­ლე­ბით აღ­ნიშ­ნა­ვენ სა­ე­რო ახალ წელს, შო­ბას და ე.წ. ძვე­ლით ახალ წელს, რო­მელ­საც ხალ­ხ­ში "ნამ­დ­ვილ ახალ წელ­საც" ეძა­ხი­ან. რა­ტომ ვზე­ი­მობთ ორ­ჯერ შო­ბა-ახალ წე­ლი­წადს? - ამ და სხვა თე­მებ­ზე სა­სა­უბ­როდ წმინ­და კვი­რი­კე­სა და ივ­ლი­ტას სა­ხე­ლო­ბის ტაძ­რის მღვდელ­მ­სა­ხურს - ლე­ვან ალა­დაშ­ვილს მივ­მარ­თეთ:

-  პირ­ველ რიგ­ში, უნ­და გითხ­რათ, რომ შო­ბას ორ­ჯერ არ აღ­ვ­ნიშ­ნავთ, მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი ამ დღე­სას­წა­ულს აღ­ვ­ნიშ­ნავთ ერ­თხელ, ანუ - 7 იან­ვარს. 7 იან­ვა­რი კი არის ძვე­ლი სტი­ლით 25 დე­კემ­ბე­რი. ქარ­თუ­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლუ­რი ეკ­ლე­სია შო­ბას აღ­ნიშ­ნავს იული­უ­სის კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით, რო­მე­ლიც ქრის­ტეს შო­ბამ­დე შე­იქ­მ­ნა. ამ კა­ლენ­დ­რით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ რო­მის იმ­პე­რი­ა­ში, მაგ­რამ მას ჰქონ­და გარ­კ­ვე­უ­ლი ცდო­მი­ლე­ბა: ის ზუს­ტი არ იყო, ამი­ტომ ის მე-16 სა­უ­კუ­ნე­ში ჩა­ას­წო­რა რო­მის პაპ­მა გრი­გოლ­მა, რის შემ­დე­გაც ნელ-ნე­ლა ბევ­რი სა­ხელ­მ­წი­ფო გა­და­ვი­და გრი­გო­ლის მი­ერ შედ­გე­ნილ კა­ლენ­დარ­ზე, თუმ­ცა, შემ­დეგ­ში იული­უ­სის კა­ლენ­დარ­ში არ­სე­ბუ­ლი ცდო­მი­ლე­ბაც შეს­წორ­და და მი­ვი­ღეთ ახა­ლი იული­უ­სის კა­ლენ­და­რი. სხვა­თა შო­რის, ბევ­რი ეკ­ლე­სია გა­და­ვი­და ახალ კა­ლენ­დარ­ზე, მათ შო­რის ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­აც, რაც მე­ო­ცე სა­უ­კუ­ნის 20-იან წლებ­ში მოხ­და, ამ ცვლი­ლე­ბის მომ­ხ­რე­ე­ბი იყ­ვ­ნენ წმინ­და ამ­ბ­რო­სი ხე­ლაია, პატ­რი­არ­ქი კა­ლის­ტ­რა­ტე და სხვე­ბიც, მაგ­რამ მრევ­ლ­მა ეს ცვლი­ლე­ბა არ მი­ი­ღო და ჩვე­ნი ეკ­ლე­სია ისევ ძველ კა­ლენ­დარს და­უბ­რუნ­და. დღე­საც ბევ­რი ეკ­ლე­სია შეს­წო­რე­ბუ­ლი იული­უ­სის კა­ლენ­დ­რით აღ­ნიშ­ნავს შო­ბას: მა­გა­ლი­თად, ან­ტი­ო­ქი­ის, ალექ­სან­დ­რი­ის, ელა­დის, რუ­მი­ნე­თის, ბულ­გა­რე­თის ეკ­ლე­სი­ე­ბი დღე­სას­წა­უ­ლებს სწო­რედ ახა­ლი კა­ლენ­დ­რის მი­ხედ­ვით აღ­ნიშ­ნა­ვენ. მა­გა­ლი­თად, სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში 25 დე­კემ­ბერს რომ ჩა­მო­დის ან­ტი­ო­ქი­ის, ელა­დის ან ალექ­სან­დ­რი­ის დე­ლე­გა­ცია, ისი­ნი უწ­მინ­დესს აღ­საყ­დ­რე­ბის დღეს ულო­ცა­ვენ, ჩვენ კი მათ შო­ბას ვუ­ლო­ცავთ, იმი­ტომ, რომ ქრის­ტე­შო­ბას 25 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ისი­ნიც ჩვენ­სა­ვით მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი არი­ან, მაგ­რამ ეს გან­ს­ხ­ვა­ვე­ბა ჩვენს ეკ­ლე­სი­ებს შო­რის არის, თუმ­ცა, ეს არ ეხე­ბა მოძ­რავ დღე­სას­წა­უ­ლებს: აღ­დ­გო­მას, მა­გა­ლი­თად, ყვე­ლა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სია ერთ რიცხ­ვ­ში ხვდე­ბა. ქარ­თულ­მა ეკ­ლე­სი­ამ შე­ი­ნარ­ჩუ­ნა შო­ბის ძვე­ლი, ტრა­დი­ცი­უ­ლი აღ­ნიშ­ვ­ნა და ქარ­თ­ვე­ლი მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლე­ბი შო­ბას ისე­ვე ხვდე­ბი­ან, რო­გორც სა­უ­კუ­ნე­ე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში ხვდე­ბოდ­ნენ. შო­ბის დღე­სას­წა­ულს ჩვენ­სა­ვით 7 იან­ვარს აღ­ნიშ­ნა­ვენ ათო­ნის მთა­ზე, რუ­სეთ­ში, სერ­ბეთ­ში და სხვა მარ­თ­ლ­მა­დი­დებ­ლურ ქვეყ­ნებ­შიც.

-  ესე იგი, თა­რი­ღებს შო­რის გან­ს­ხ­ვა­ვე­ბას გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს?

-  რა­საკ­ვირ­ვე­ლია. კა­ლენ­დარ­ში ცვლი­ლე­ბე­ბი ბევ­რ­ჯერ მომ­ხ­და­რა. კა­ლენ­და­რი არის სა­შუ­ა­ლე­ბა, ის შე­იქ­მ­ნა ადა­მი­ა­ნი­სათ­ვის და არა ადა­მი­ა­ნი - კა­ლენ­დ­რი­სათ­ვის. გა­ვიხ­სე­ნოთ, პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნე­ბი სა­ერ­თოდ ებ­რა­უ­ლი კა­ლენ­დ­რით სარ­გებ­ლობ­დ­ნენ. იმ დრო­შიც, და­სავ­ლე­თის ეკ­ლე­სია სხვა დროს აღ­ნიშ­ნავ­და აღ­დ­გო­მას, ხო­ლო აღ­მო­სავ­ლე­თი­სა - სხვა დროს, მარ­თა­ლია, ამ სა­კითხის გა­მო ცხა­რე კა­მა­თი მი­დი­ო­და, მაგ­რამ ეს არ გამ­ხ­და­რა ქრის­ტი­ა­ნებს შო­რის გან­ხეთ­ქი­ლე­ბის სა­ბა­ბი, რად­გან კა­ლენ­და­რი სუ­ლაც არ არის მთა­ვა­რი.

-  შო­ბის მარ­ხ­ვა უკ­ვე დას­რულ­და და მო­დის ე.წ. ძვე­ლით ახა­ლი წე­ლი, რო­გორ უნ­და შეხ­ვ­დეს მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი ამ დღეს?

-  ახალ წელს სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში, ისე­ვე, რო­გორც მთელ მსოფ­ლი­ო­ში, ძი­რი­თა­დად 31 დე­კემ­ბერს აღ­ნიშ­ნა­ვენ. ეს დღე მარ­ხ­ვის პე­რი­ოდს ემ­თხ­ვე­ვა. მარ­ხ­ვას არ შე­ე­ფე­რე­ბა ღრე­ო­ბა, თუმ­ცა გა­და­ჭარ­ბე­ბუ­ლი ქე­ი­ფი და ზედ­მე­ტი ჭა­მა-სმა ადა­მი­ანს მარ­ხ­ვა­ში კი არა, ხსნილ­შიც არ შე­ე­ფე­რე­ბა. ზედ­მე­ტი არა­ფე­რი ვარ­გა და ქრის­ტი­ანს ყვე­ლა­ფერ­ში ზო­მი­ე­რე­ბა ამ­შ­ვე­ნებს. ზო­მი­ე­რად და მოკ­რ­ძა­ლე­ბუ­ლად უნ­და აღ­ვ­ნიშ­ნოთ ეს თა­რი­ღიც. ქრის­ტი­ა­ნი­სათ­ვის კა­ლენ­დარს არა აქვს გა­დამ­წყ­ვე­ტი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა. სა­ეკ­ლე­სიო ახა­ლი წე­ლი სექ­ტემ­ბერ­ში აღი­ნიშ­ნე­ბა, სხვა­დას­ხ­ვა დროს ახა­ლი წე­ლი მარ­ტ­შიც აღი­ნიშ­ნე­ბო­და. იმას, თუ სა­ხელ­მ­წი­ფო რო­დის და­ა­წე­სებს ახალ წელს, მორ­წ­მუ­ნი­სათ­ვის არ­სე­ბი­თი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბა არა აქვს. სხვა­თა შო­რის, იული­უ­სის კა­ლენ­და­რიც წარ­მარ­თ­მა იმ­პე­რა­ტორ­მა შე­ად­გი­ნა წარ­მარ­თი სწავ­ლუ­ლე­ბის დახ­მა­რე­ბით. მორ­წ­მუ­ნე­ე­ბი სხვა­დას­ხ­ვა დროს სხვა­დახ­ვა კა­ლენ­დარს იყე­ნებ­დ­ნენ. კა­ლენ­დ­რის მი­ღე­ბა, ან გას­წო­რე­ბა სა­ხელ­მ­წი­ფო­სა და მეც­ნი­ე­რე­ბის საქ­მეა, ეს სა­სუ­ლი­ე­რო პი­რებს არ ევა­ლე­ბათ. ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სია შო­ბას აღ­ნიშ­ნავს ისე, რო­გორც ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი აღ­ნიშ­ნავ­დ­ნენ, ანუ - 7 იან­ვარს. ძვე­ლით ახალ წელ­საც ისე­ვე ზო­მი­ე­რად უნ­და შევ­ხ­ვ­დეთ, რო­გორც 31 დე­კემ­ბერს ვხვდე­ბით, თუმ­ცა უკ­ვე სახ­ს­ნი­ლო სუფ­რით.

-  მა­მაო, რა­ი­ო­ნებ­ში ძი­რი­თა­დად 7 იან­ვ­რამ­დე, ანუ მარ­ხ­ვის დროს კლა­ვენ საკ­ლავს, ალ­ბათ ესეც არ არის მო­სა­წო­ნი და მი­სა­ღე­ბი.

-  სოფ­ლებ­ში ასე­თი წე­სი იყო - ცდი­ლობ­დ­ნენ შო­ბამ­დე და­ეკ­ლათ საკ­ლა­ვი, რომ გა­ეხ­ს­ნი­ლე­ბი­ნათ და შო­ბას ღირ­სე­უ­ლად შეხ­ვედ­როდ­ნენ. ვინც ეკ­ლე­სი­უ­რად ცხოვ­რობს და მარ­ხუ­ლობს, ის ცდი­ლობს, რომ შო­ბის­თ­ვის სუ­ლი­ე­რად მო­ემ­ზა­დოს და მდიდ­რუ­ლი სუფ­რის გაწყო­ბა­ზე სუ­ლაც არ ფიქ­რობს, ხო­ლო ვინც არა­ეკ­ლე­სი­უ­რია, ურ­ჩევ­ნია 1-ელ იან­ვ­რამ­დე დაკ­ლას საკ­ლა­ვი. რო­ცა ადა­მი­ა­ნი არ ლო­ცუ­ლობს, არ მარ­ხუ­ლობს, სა­ხა­რე­ბას არ კითხუ­ლობს და არ ეზი­ა­რე­ბა, ეს არის მი­სი მთა­ვა­რი პრობ­ლე­მა, თო­რემ საკ­ლავს რო­დის დაკ­ლავს, ეს სუ­ლაც არ ამ­ძი­მებს და არც ამ­სუ­ბუ­ქებს მის მდგო­მა­რე­ო­ბას.

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია