სპორტი
კონფლიქტები
Faceამბები

27

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის მეორე დღე დაიწყება 04:56-ზე, მთვარე კირჩხიბში გადავა 21:36-ზე – კარგია ბიზნესის დაწყება. მუშაობა ინდივიდუალურადაც და გუნდურადაც. მოძებნეთ სპონსორები თქვენი პროექტებისთვის. შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საგნების სწავლა, ჩაირიცხოთ კურსებზე. მოგზაურობა, მივლინებები. ერთ-ერთი საუკეთესო დღეა ქორწინებისთვის. ამ დღეს შექმნილი ოჯახი ძლიერი და მეგობრული იქნება. კარგია მტვერსასრუტით სახლის დალაგება, სანტექნიკის გამოცვლა. აუცილებელია ნათურების, ჭაღების გაწმენდა, აგრეთვე ჭურჭლისა და სარეცხის გარეცხვა. კარგი დღეებია მცენარეების მორწყვისთვის.
პოლიტიკა
მსოფლიო
წიგნები
სამართალი
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რძის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლა­ვი?! - "ქართულ ბაზარზე 90% სულაც არ არის რძის პროდუქტი"
რძის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლა­ვი?! - "ქართულ ბაზარზე 90% სულაც არ არის რძის პროდუქტი"

"ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­მო­ტა­ნი­ლი რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, უფ­რო მე­ტიც, მა­თი 90 პრო­ცენ­ტი სუ­ლაც არ არის რძის პრო­დუქ­ტი" - ამ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვიდ­ნენ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­მოწ­მეს რძის ცხი­მის შემ­ც­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ტ­ში. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე:

- ჩე­მი აზ­რით, ისე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია, რო­გო­რიც რძეა, და­ნა­შა­უ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ის ბავ­შ­ვე­ბის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის საკ­ვე­ბი, მაგ­რამ ვერც ერ­თი პრო­დუქ­ტი ვერ ცვლის მას. რძე­ში შე­დის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლია. ის ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ ას­ზე მეტ კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავს. ადა­მი­ა­ნი ხარ­ჯავს თან­ხას, ჰგო­ნია, რომ იძენს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქტს და ამ დროს მის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლავს სთა­ვა­ზო­ბენ?

- სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის შემ­ც­ვე­ლი პრო­დუქ­ცია რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით არ უნ­და იყი­დე­ბო­დეს.

- გე­თან­ხ­მე­ბით, მარ­თ­ლაც ასეა და სწო­რედ ამი­ტომ და­ვი­წყეთ ხელ­მო­წე­რა პე­ტი­ცი­ა­ზე, გვინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს ვთხო­ვოთ მი­ი­ღონ კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც აიკ­რ­ძა­ლე­ბა რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით ისე­თი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი - ცხი­მი და ცი­ლა ცხო­ვე­ლის რძი­სა­გან კი არა, სულ სხვა ნედ­ლე­უ­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ რძეს, არა­მედ რძის პრო­დუქ­ტ­საც, მა­გა­ლი­თად, ნა­ღებს, ხა­ჭოს, არა­ჟანს... სა­ერ­თოდ, არა­ჟა­ნი რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, ჩვენ კი რას ვყი­დუ­ლობთ, არა­ჟა­ნი კი აწე­რია, მაგ­რამ დამ­ზა­დე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზე. კა­რა­ქი არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს პრო­დუქტს, რო­მელ­საც ერ­თ­დ­რო­უ­ლად აწე­რია კა­რა­ქი და სპრე­დი - ეს ორი, ერ­თ­მა­ნეთ­თან სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტერ­მი­ნია. სპრე­დი არის ნა­რე­ვი, შე­იძ­ლე­ბა ჯე­მე­ბის ნა­რევ­საც და­ვარ­ქ­ვათ ასე, ხო­ლო კა­რა­ქი არის რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, ასე რომ, მათ შო­რის დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა. იცით, რას გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რო­ცა მე­წარ­მე­ებს ამას ვუხ­სნი­დით? - სპრე­დი რომ და­ვა­წე­როთ, ვინ­ღა იყი­დი­სო? ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ხარ­ჯ­ზე ფუ­ლის კე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლია! ჩვენ სწო­რედ იმი­ტომ გვინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ დაგ­ვიც­ვას ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­სა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­წარ­მი­სა­გან. სწო­რედ ამი­ტომ, 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და პე­ტი­ცია "რძის პრო­დუქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ", რო­მელ­ზეც უკ­ვე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხე­ლი. დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტიც ჩა­ე­რე­ვა და ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­ი­ნერ­გე­ბა.

- მით უმე­ტეს, რომ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტის გარ­ჩე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი­სა­გან ძა­ლი­ან ძნე­ლია.

- ეს მარ­თ­ლაც ასეა და მომ­ხ­მა­რე­ბელს არც მო­ეთხო­ვე­ბა ამის ცოდ­ნა. რო­დე­საც პრო­დუქ­ტი არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის ცხიმ­ზე, ის და­ბალ ფას­ში უნ­და იყი­დე­ბო­დეს. ტერ­მი­ნე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ეს იგი­ვეა, ავად­მ­ყოფ­მა წამ­ლის ნაც­ვ­ლად შაქ­რის ფხვნი­ლი რომ შე­ი­ძი­ნოს. რა მოჰ­ყ­ვე­ბა ამას? ხა­ჭო, რო­მელ­საც შე­რე­უ­ლი აქვს ათას­გ­ვა­რი შე­მავ­სე­ბე­ლი, ან თუნ­დაც ქარ­თუ­ლი მა­წო­ნი, რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის მიკ­როფ­ლო­რის სამ­კურ­ნა­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, შე­იძ­ლე­ბა სხვა რა­მით შეც­ვა­ლო? ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს "მინ­დ­ვ­რი­დან თეფ­შამ­დე", ან "მინ­დ­ვ­რი­დან - ჩან­გ­ლამ­დე" არ­სე­ბუ­ლი ჯაჭ­ვის თი­თო­ე­ულ რგოლს.

- რა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბა უნ­და იყოს და­ცუ­ლი, პრო­დუქტს რომ რძის პრო­დუქ­ტი ვუ­წო­დოთ? ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თუ არ­სე­ბობს ამ ტი­პის რე­გუ­ლა­ცია?

- სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ ტი­პის კა­ნო­ნი და რე­გუ­ლა­ცია არ არ­სე­ბობს. 2005 წელს, რო­დე­საც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი შე­ჩერ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტი­დან ყვე­ლა გა­და­ვი­და სა­წარ­მოო სტან­დარ­ტებ­ზე და ვინ რას აკე­თებ­და, დღემ­დე არა­ვინ იცის. ყვე­ლა სა­წარ­მოს სა­კუ­თა­რი სტან­დარ­ტე­ბი აქვს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ სფე­როს ექ­ს­პერ­ტი ვარ, მეც არ შე­მიძ­ლია ეჭ­ვი შე­ვი­ტა­ნო რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხ­ში მი­სი გე­მოს, სუ­ნი­სა და ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად უმ­წეო და და­უც­ვე­ლია ამ მხრივ ქარ­თ­ვე­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი! რა­ღა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა, თუ­კი სპე­ცი­ა­ლის­ტი თვა­ლით, გე­მო­თი ან სუ­ნით გან­საზღ­ვ­რავ­და რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხ­სა და იდენ­ტუ­რო­ბას? ამი­ტო­მაც ეს სფე­რო უნ­და მო­წეს­რიგ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით, მკაც­რი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რო­ლით. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მარ­გა­რი­ნი თვე­ში ერ­თხელ მი­ი­ღოს, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან მას­ში არ­სე­ბუ­ლი ცხი­მი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის წარ­მოქ­მ­ნას. შე­იძ­ლე­ბა კა­რა­ქის ნაც­ვ­ლად ბავ­შვს ასე­თი რამ მი­ვა­წო­დოთ? ნამ­დ­ვილ კა­რაქ­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვი­სათ­ვის, იცავს მას ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა­გან, აუმ­ჯო­ბე­სებს მხედ­ვე­ლო­ბას, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მ­ზე. ასე­ვეა რძეც, მას­ში შე­მა­ვალ ამი­ნომ­ჟა­ვებს აქვთ უნა­რი გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყონ ორ­გა­ნიზ­მ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არის რძის მი­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი მავ­ნე პი­რო­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია? - არამც და არამც!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ვინ ხარჯავს ყველაზე მეტს თავდაცვაზე და როგორ გამოიყურება საქართველოს შეირაღებული ძალების შესაძლობები

რძის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლა­ვი?! - "ქართულ ბაზარზე 90% სულაც არ არის რძის პროდუქტი"

რძის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლა­ვი?! - "ქართულ ბაზარზე 90% სულაც არ არის რძის პროდუქტი"

"ჩვენს მა­ღა­ზი­ებ­ში სა­რე­ა­ლი­ზა­ცი­ოდ გა­მო­ტა­ნი­ლი რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხი ვე­რა­ნა­ირ კრი­ტი­კას ვერ უძ­ლებს, უფ­რო მე­ტიც, მა­თი 90 პრო­ცენ­ტი სუ­ლაც არ არის რძის პრო­დუქ­ტი" - ამ დას­კ­ვ­ნამ­დე მი­ვიდ­ნენ "სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის" წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი, რომ­ლებ­მაც მომ­ხ­მა­რე­ბელ­თა თხოვ­ნით რამ­დენ­ჯერ­მე შე­ა­მოწ­მეს რძის ცხი­მის შემ­ც­ვე­ლო­ბა სხვა­დას­ხ­ვა ფირ­მის მი­ერ წარ­მო­ე­ბულ პრო­დუქ­ტ­ში. სწო­რედ ამ პრობ­ლე­მა­ზე გვე­სა­უბ­რე­ბა სა­ქარ­თ­ვე­ლოს სტრა­ტე­გი­უ­ლი კვლე­ვე­ბი­სა და გან­ვი­თა­რე­ბის ცენ­ტ­რის ექ­ს­პერ­ტი, პრო­ფე­სო­რი ეთერ სარ­ჯ­ვე­ლა­ძე:

-  ჩე­მი აზ­რით, ისე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია, რო­გო­რიც რძეა, და­ნა­შა­უ­ლია, თუნ­დაც იმი­ტომ, რომ ის ბავ­შ­ვე­ბის მთა­ვა­რი საკ­ვე­ბია, რო­მელ­საც შე­უძ­ლია შეც­ვა­ლოს ნე­ბის­მი­ე­რი სხვა ტი­პის საკ­ვე­ბი, მაგ­რამ ვერც ერ­თი პრო­დუქ­ტი ვერ ცვლის მას. რძე­ში შე­დის ორ­გა­ნიზ­მის­თ­ვის აუცი­ლე­ბე­ლი ყვე­ლა ნივ­თი­ე­რე­ბა, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ასათ­ვი­სე­ბე­ლია. ის ადა­მი­ა­ნის ნორ­მა­ლუ­რი გან­ვი­თა­რე­ბის­თ­ვის აუცი­ლე­ბელ ას­ზე მეტ კომ­პო­ნენტს შე­ი­ცავს. ადა­მი­ა­ნი ხარ­ჯავს თან­ხას, ჰგო­ნია, რომ იძენს ძა­ლი­ან სა­სარ­გებ­ლო პრო­დუქტს და ამ დროს მის ნაც­ვ­ლად სა­წამ­ლავს სთა­ვა­ზო­ბენ?

-  სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტით, მცე­ნა­რე­უ­ლი ცხი­მის შემ­ც­ვე­ლი პრო­დუქ­ცია რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით არ უნ­და იყი­დე­ბო­დეს.

-  გე­თან­ხ­მე­ბით, მარ­თ­ლაც ასეა და სწო­რედ ამი­ტომ და­ვიწყეთ ხელ­მო­წე­რა პე­ტი­ცი­ა­ზე, გვინ­და სა­ქარ­თ­ვე­ლოს პარ­ლა­მენტს ვთხო­ვოთ მი­ი­ღონ კა­ნო­ნი, რომ­ლი­თაც აიკ­რ­ძა­ლე­ბა რძის პრო­დუქ­ტის და­სა­ხე­ლე­ბით ისე­თი სა­სურ­სა­თო პრო­დუქ­ტის რე­ა­ლი­ზა­ცია, რომ­ლის ძი­რი­თა­დი კომ­პო­ნენ­ტე­ბი - ცხი­მი და ცი­ლა ცხო­ვე­ლის რძი­სა­გან კი არა, სულ სხვა ნედ­ლე­უ­ლის­გან არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი. ეს ეხე­ბა არა მხო­ლოდ რძეს, არა­მედ რძის პრო­დუქ­ტ­საც, მა­გა­ლი­თად, ნა­ღებს, ხა­ჭოს, არა­ჟანს... სა­ერ­თოდ, არა­ჟა­ნი რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტია, ჩვენ კი რას ვყი­დუ­ლობთ, არა­ჟა­ნი კი აწე­რია, მაგ­რამ დამ­ზა­დე­ბუ­ლია მცე­ნა­რე­ულ ცხიმ­ზე. კა­რა­ქი არ შე­იძ­ლე­ბა ეწო­დოს პრო­დუქტს, რო­მელ­საც ერ­თ­დ­რო­უ­ლად აწე­რია კა­რა­ქი და სპრე­დი - ეს ორი, ერ­თ­მა­ნეთ­თან სრუ­ლი­ად შე­უ­თავ­სე­ბე­ლი ტერ­მი­ნია. სპრე­დი არის ნა­რე­ვი, შე­იძ­ლე­ბა ჯე­მე­ბის ნა­რევ­საც და­ვარ­ქ­ვათ ასე, ხო­ლო კა­რა­ქი არის რძის ცხი­მი­სა­გან მი­ღე­ბუ­ლი პრო­დუქ­ტი, ასე რომ, მათ შო­რის დი­დი გან­ს­ხ­ვა­ვე­ბაა. იცით, რას გვე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რო­ცა მე­წარ­მე­ებს ამას ვუხსნიდით? - სპრე­დი რომ და­ვა­წე­როთ, ვინ­ღა იყი­დი­სო? ადა­მი­ა­ნის ჯან­მ­რ­თე­ლო­ბის ხარ­ჯ­ზე ფუ­ლის კე­თე­ბა და­ნა­შა­უ­ლია! ჩვენ სწო­რედ იმი­ტომ გვინ­და ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რომ დაგ­ვიც­ვას ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­დუქ­ცი­ი­სა და არა­კე­თილ­სინ­დი­სი­ე­რი მე­წარ­მი­სა­გან. სწო­რედ ამი­ტომ, 2013 წლის დე­კემ­ბერ­ში ჩვე­ნი ინი­ცი­ა­ტი­ვით მომ­ზად­და პე­ტი­ცია "რძის პრო­დუქ­ტე­ბის ფალ­სი­ფი­კა­ცი­ის წი­ნა­აღ­მ­დეგ", რო­მელ­ზეც უკ­ვე ათა­სო­ბით ადა­მი­ან­მა მო­ა­წე­რა ხე­ლი. დი­დი იმე­დი გვაქვს, რომ პარ­ლა­მენ­ტიც ჩა­ე­რე­ვა და ეს სა­ერ­თა­შო­რი­სო სტან­დარ­ტი სა­ქარ­თ­ვე­ლო­შიც და­ი­ნერ­გე­ბა.

-  მით უმე­ტეს, რომ ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი რძის პრო­დუქ­ტის გარ­ჩე­ვა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი­სა­გან ძა­ლი­ან ძნე­ლია.

-  ეს მარ­თ­ლაც ასეა და მომ­ხ­მა­რე­ბელს არც მო­ეთხო­ვე­ბა ამის ცოდ­ნა. რო­დე­საც პრო­დუქ­ტი არ არის დამ­ზა­დე­ბუ­ლი რძის ცხიმ­ზე, ის და­ბალ ფას­ში უნ­და იყი­დე­ბო­დეს. ტერ­მი­ნე­ბის ფალ­სი­ფი­ცი­რე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, ეს იგი­ვეა, ავად­მ­ყოფ­მა წამ­ლის ნაც­ვ­ლად შაქ­რის ფხვნი­ლი რომ შე­ი­ძი­ნოს. რა მოჰ­ყ­ვე­ბა ამას? ხა­ჭო, რო­მელ­საც შე­რე­უ­ლი აქვს ათას­გ­ვა­რი შე­მავ­სე­ბე­ლი, ან თუნ­დაც ქარ­თუ­ლი მა­წო­ნი, რო­მე­ლიც კუჭ-ნაწ­ლა­ვის მიკ­როფ­ლო­რის სამ­კურ­ნა­ლო ნივ­თი­ე­რე­ბებს შე­ი­ცავს, შე­იძ­ლე­ბა სხვა რა­მით შეც­ვა­ლო? ევ­რო­პუ­ლი კა­ნონ­მ­დებ­ლო­ბა ით­ვა­ლის­წი­ნებს "მინ­დ­ვ­რი­დან თეფ­შამ­დე", ან "მინ­დ­ვ­რი­დან - ჩან­გ­ლამ­დე" არ­სე­ბუ­ლი ჯაჭ­ვის თი­თო­ე­ულ რგოლს.

-  რა პრო­ცენ­ტუ­ლო­ბა უნ­და იყოს და­ცუ­ლი, პრო­დუქტს რომ რძის პრო­დუქ­ტი ვუ­წო­დოთ? ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში თუ არ­სე­ბობს ამ ტი­პის რე­გუ­ლა­ცია?

-  სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ამ ტი­პის კა­ნო­ნი და რე­გუ­ლა­ცია არ არ­სე­ბობს. 2005 წელს, რო­დე­საც სურ­სა­თის უვ­ნებ­ლო­ბი­სა და ხა­რის­ხის შე­სა­ხებ კა­ნო­ნი შე­ჩერ­და, სა­ხელ­მ­წი­ფო სტან­დარ­ტი­დან ყვე­ლა გა­და­ვი­და სა­წარ­მოო სტან­დარ­ტებ­ზე და ვინ რას აკე­თებ­და, დღემ­დე არა­ვინ იცის. ყვე­ლა სა­წარ­მოს სა­კუ­თა­რი სტან­დარ­ტე­ბი აქვს, რაც აბ­სო­ლუ­ტუ­რად და­უშ­ვე­ბე­ლია. იმის მი­უ­ხე­და­ვად, რომ ამ სფე­როს ექ­ს­პერ­ტი ვარ, მეც არ შე­მიძ­ლია ეჭ­ვი შე­ვი­ტა­ნო რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხ­ში მი­სი გე­მოს, სუ­ნი­სა და ორ­გა­ნო­ლეპ­ტი­კუ­რი თვი­სე­ბე­ბის მი­ხედ­ვით და წარ­მო­იდ­გი­ნეთ, რამ­დე­ნად უმ­წეო და და­უც­ვე­ლია ამ მხრივ ქარ­თ­ვე­ლი მომ­ხ­მა­რე­ბე­ლი! რა­ღა სა­ჭი­რო იქ­ნე­ბო­და მი­ლი­ო­ნი­ა­ნი აპა­რა­ტუ­რის შე­ძე­ნა, თუ­კი სპე­ცი­ა­ლის­ტი თვა­ლით, გე­მო­თი ან სუ­ნით გან­საზღ­ვ­რავ­და რძის პრო­დუქ­ტის ხა­რის­ხ­სა და იდენ­ტუ­რო­ბას? ამიტომაც ეს სფე­რო უნ­და მო­წეს­რიგ­დეს სა­ხელ­მ­წი­ფო და სა­მო­ქა­ლა­ქო სექ­ტო­რე­ბის ერ­თობ­ლი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბით, მკაც­რი და სა­მარ­თ­ლი­ა­ნი კონ­ტ­რო­ლით. შე­იძ­ლე­ბა ადა­მი­ან­მა მარ­გა­რი­ნი თვე­ში ერ­თხელ მი­ი­ღოს, მაგ­რამ ყო­ველ­დღი­უ­რად მი­სი მი­ღე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია, რად­გან მას­ში არ­სე­ბუ­ლი ცხი­მი ხელს უწყობს ორ­გა­ნიზ­მ­ში თა­ვი­სუ­ფა­ლი რა­დი­კა­ლე­ბის წარ­მოქ­მ­ნას. შე­იძ­ლე­ბა კა­რა­ქის ნაც­ვ­ლად ბავშვს ასე­თი რამ მი­ვა­წო­დოთ? ნამ­დ­ვილ კა­რაქ­ში შე­მა­ვა­ლი ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი აუცი­ლე­ბე­ლია ბავ­შ­ვი­სათ­ვის, იცავს მას ინ­ფექ­ცი­ე­ბი­სა­გან, აუმ­ჯო­ბე­სებს მხედ­ვე­ლო­ბას, და­დე­ბი­თად მოქ­მე­დებს ორ­გა­ნიზ­მ­ზე. ასე­ვეა რძეც, მას­ში შე­მა­ვალ ამი­ნომ­ჟა­ვებს აქვთ უნა­რი გა­ა­უვ­ნე­ბელ­ყონ ორ­გა­ნიზ­მ­ში მოხ­ვედ­რი­ლი მავ­ნე ნივ­თი­ე­რე­ბე­ბი. სწო­რედ ამი­ტომ არის რძის მი­ღე­ბა აუცი­ლე­ბე­ლი მავ­ნე პი­რო­ბებ­ში მო­მუ­შა­ვე ადა­მი­ა­ნე­ბი­სათ­ვის. შე­იძ­ლე­ბა ასე­თი პრო­დუქ­ტის ფალ­სი­ფი­კა­ცია? - არამც და არამც!

ხა­თუ­ნა ჩი­გო­გი­ძე

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია