ლათინოამერიკელი ვარსკვლავი, ჯენიფერ ლოპესი თანახმაა, თავის ახალგაზრდა საყვარელს, კასპერ სმარტს ცოლად გაჰყვეს, თუმცა ერთი პირობით. მომღერალს უნდა, რომ საქმრომ ძვირადღირებული ნიშნობის ბეჭედი აჩუქოს, რომელიც 5-კარატიანი ბრილიანტით იქნება დამშვენებული და რომლის ფასიც 250 000 აშშ დოლარია. ეს ყველაფერი არ არის - ჯეი ლო კატეგორიულად ითხოვს, რომ ბეჭედი კასპერმა საკუთარი ფულით იყიდოს.
"ჯენიფერს კასპერის ცოლობა გადაწყვეტილი აქვს, მაგრამ მიაჩნია, რომ ნიშნობის ბეჭედი საქმრომ თავისი ფულით უნდა იყიდოს. სმარტს ახლა უკეთესი ანაზღაურება აქვს. ჯენიფერი დარწმუნებულია, რომ მოცეკვავე 5-კარატიანი ბრილიანტის შეძენას შეძლებს", - განაცხადა წყვილთან დაახლოებულმა წყარომ.
ფულს წყვილის ურთიერთობაში არც თუ უმნიშვნელო ადგილი უკავია, რადგან უდავოა, რომ მარჩენალი ჯენიფერია. იმავე ინფორმატორის ცნობით, კასპერი პანიკაშია, რადგან სინამდვილეში ამდენი ფული არ აქვს და არ იცის, გამოსავალი როგორ იპოვოს.
ჭორებს თუ დავუჯერებთ, ჯენიფერი სინამდვილეში მასთან დაშორების მიზეზს ეძებს, თუმცა გავრცელდა ფოტო, სადაც პიჟამაში გამოწყობილი კასპერი შობას ჯეი ლოს მშობლებთან ერთად აღნიშნავს.
მომზადებულია Daily Mail-ის მიხედვით.
Normal 0 false false false MicrosoftInternetExplorer4 BoxOfficeMojo