დასავლეთ ვირჯინიის თითქმის 800 მაცხოვრებელმა მდინარე ელკში ქიმიკატების გაჟონვის შემდეგ, საავადმყოფოს მიმართა. შტატის ცხრა ოლქში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ადგილობრივი მოსახლეობა უწლოდ დარჩა. მთავრობა არ აკონკრეტებს, როდის აღმოიფხვრება გაჟონვის შედეგები, ჯერჯერობით კი მომხდარით შეძრული ამერიკელები დასაბანად და ცხელი საკვების საჭმელად მეზობელ ოლქებში დადიან.
დასავლეთ ვირჯინიის ტოქსიკოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 11 იანვრის შუადღისთვის შტატის სამედიცინო დაწესებულებებს დასახმარებლად სულ მცირე 90-მა ადამიანმა მიმათა, 5 მათგანი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დანარჩენებს დახმარება არ დასჭირდათ.
"ყველა დაზარალებულს, გულისრევა, ღებინება, დიარეა, გამონაყარი და თაბრუსხვევა აწუხებთ", - ამბობს შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი, ელიზაბეტ შერმანი.
ინციდენტი 9 იანვარს დილით, ქალაქ ჩარლსტონში საწარმო Freedom Industries-ში მოხდა. მდინარე ელკში საშიში ქიმიური ნივთიერება მეთილციკლოგენი (4-Methylcyclohexane Methanol) მოხვდა.
ადგილობრივი მთავრობის ინფორმაციით, მდინარიდან წყალგაყვანილობის სისტემაში თითქმის 19 000 ლიტრი ქიმიური ნივთიერება ჩაიღვარა. მოსახლეობას დაბინძურების სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ონკანის წყლის დასაბანად და სასმელად გამოყენება აეკრძალათ. აკრძალვა დაახლოებით 300 000 ადამიანს შეეხო.
მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.