სპორტი
პოლიტიკა
მსოფლიო

26

მარტი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 06:43-ზე, მთვარე თევზებში გადავა 23:28-ზე კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები. კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის; უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის, მათგან რჩევის მიღება. ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ. კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად. კარგია მოგზაურობის დაწყება. მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ დიდი რაოდენობით სითხის, განსაკუთრებით ალკოჰოლის მიღებას. გაუფრთხილდით ფეხებს.
Faceამბები
სამხედრო
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
სამართალი
საზოგადოება
მეცნიერება
მოზაიკა
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცა
საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცა

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით სა­კუთ­რე­ბა­ში სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით რამ­დე­ნი­მე მი­წის ნაკ­ვე­თი გა­და­ე­ცა.

გან­კარ­გუ­ლე­ბის პრო­ექ­ტე­ბი სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის სა­ქარ­თვე­ლოს სა­მო­ცი­ქუ­ლო ავ­ტო­კე­ფა­ლუ­რი მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით პრი­ვა­ტი­ზე­ბის შე­სა­ხებ მთავ­რო­ბამ 10 იან­ვრის სხდო­მა­ზე და­ამ­ტკი­ცა.

გან­კარ­გუ­ლე­ბე­ბის თა­ნახ­მად, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა დაბა ქე­და­ში, შერ­ვა­ში­ძის ქ. #4-ში მდე­ბა­რე 5206 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და ყო­ფი­ლი სა­სა­ზღვრო პო­ლი­ცი­ის შე­ნო­ბა.

გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის­თვის გა­და­ცე­მის თხოვ­ნით სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს სხალ­თის ეპარ­ქი­ის მთა­ვა­რე­პის­კო­პოს­მა სპი­რი­დონ­მა მი­მარ­თა, მოგ­ვი­ა­ნე­ბით კი პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა აღ­ნიშ­ნულ მი­წის ნაკ­ვეთ­ზე ტაძ­რის მშე­ნებ­ლო­ბა და სხალ­თის ეპარ­ქი­ის გან­თავ­სე­ბა ითხო­ვა.

ეკ­ლე­სია აშენ­დე­ბა ადი­გე­ნის რა­ი­ო­ნის სო­ფელ მო­ხე­ში 1049 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვეთ­ზეც, რომ­ლის მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტოს ასე­ვე პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა ია­კობ­მა სთხო­ვა.

მთავ­რო­ბის გან­კარ­გუ­ლე­ბით, მარ­თლმა­დი­დე­ბელ ეკ­ლე­სი­ას სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა თი­ა­ნე­თის რა­ი­ო­ნის სო­ფელ სი­მო­ნი­ან­თხევ­ში მდე­ბა­რე 2030 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი.

გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში ნათ­ქვა­მია, რომ სა­ხელ­მწი­ფო სა­ხელ­მწი­ფო ქო­ნე­ბის ეროვ­ნულ სა­ა­გენ­ტო­ში ბა­ი­აშ­ვი­ლე­ბის საგ­ვა­რე­უ­ლო კავ­ში­რი­სა და მიტ­რო­პო­ლიტ თა­დე­ო­ზის მიერ წარ­დგე­ნი­ლი წე­რი­ლე­ბის თა­ნახ­მად, აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ის ყო­ფილ ტე­რი­ტო­რი­ას წარ­მო­ად­გენ­და, ამ­ჟა­მად კი სო­ფელ­ში ეკ­ლე­სია არ არის. პატ­რი­არ­ქის მდივ­ნის, დე­კა­ნოზ მი­ქა­ელ ბოტ­კო­ვე­ლის თხოვ­ნის სა­ფუძ­ველ­ზე აღ­ნიშ­ნუ­ლი ქო­ნე­ბა ეკ­ლე­სი­ას პირ­და­პი­რი მი­ყიდ­ვის ფორ­მით, სიმ­ბო­ლურ ფა­სად სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ე­ცა.

სა­ქარ­თვე­ლოს მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რე­ბა­შია ფოთ­ში, ნავ­სად­გუ­რის სა­რე­ჟი­მო ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე 77 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი, ასე­ვე 256 კვ.მ არა­სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ნაკ­ვე­თი და მას­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი შე­ნო­ბა-ნა­გე­ბო­ბე­ბი. აღ­ნიშ­ნუ­ლი უძ­რა­ვი ქო­ნე­ბა წარ­მო­ად­გენს ფო­თის ნავ­სად­გუ­რის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მდე­ბა­რე წმინ­და ნი­კო­ლო­ზის სა­ხე­ლო­ბის ტა­ძარს და დამ­ხმა­რე ნა­გე­ბო­ბას.

ქო­ნე­ბის ეკ­ლე­სი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში გა­და­ცე­მა კი ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე ეკა ბე­სე­ლი­ამ, წმინ­და ნი­კო­ლო­ზის ტაძ­რის წი­ნამ­ძღვარ­მა დე­კა­ნოზ­მა კონ­სტან­ტი­ნე ბურ­ჯა­ნა­ძემ, პატ­რი­არ­ქის ქო­რე­პის­კო­პოს­მა თე­ო­დო­რემ და ფო­თი­სა და ხო­ბის მიტ­რო­პო­ლი­ტის მდი­ვან­მა დე­კა­ნოზ­მა ამ­ბრო­სიმ ითხო­ვეს. გარ­და ამი­სა, მრევ­ლის ტა­ძარ­თან მის­ვლის უზ­რუნ­ველ­სა­ყო­ფად, ეკ­ლე­სი­ას­თან მი­სას­ვლე­ლი გზა, რო­მე­ლიც "ფო­თის სა­ზღვაო ნავ­სად­გუ­რის" სა­კუთ­რე­ბა­შია, გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა ახა­ლი მე­სა­კუთ­რის (მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ეკ­ლე­სი­ის) სა­სარ­გებ­ლოდ.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

????@@-ს
0

შენ რა დაგრჩება მერე?

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას 31 მარტს დაანონსებულ აქციაზე მისვლისკენ მოუწოდებს - რა პასუხი აქვს "ქართულ ოცნებას"

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცა

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცა

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით საკუთრებაში საქართველოს მასშტაბით რამდენიმე მიწის ნაკვეთი გადაეცა.

განკარგულების პროექტები სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიისთვის პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ მთავრობამ 10 იანვრის სხდომაზე დაამტკიცა.

განკარგულებების თანახმად, მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცა დაბა ქედაში, შერვაშიძის ქ. #4-ში მდებარე 5206 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და ყოფილი სასაზღვრო პოლიციის შენობა.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ აღნიშნული ქონების მართლმადიდებელი ეკლესიისთვის გადაცემის თხოვნით სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს სხალთის ეპარქიის მთავარეპისკოპოსმა სპირიდონმა მიმართა, მოგვიანებით კი პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა აღნიშნულ მიწის ნაკვეთზე ტაძრის მშენებლობა და სხალთის ეპარქიის განთავსება ითხოვა.

ეკლესია აშენდება ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში 1049 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზეც, რომლის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში გადაცემა სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს ასევე პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა სთხოვა.

მთავრობის განკარგულებით, მართლმადიდებელ ეკლესიას საკუთრებაში გადაეცა თიანეთის რაიონის სოფელ სიმონიანთხევში მდებარე 2030 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფო სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოში ბაიაშვილების საგვარეულო კავშირისა და მიტროპოლიტ თადეოზის მიერ წარდგენილი წერილების თანახმად, აღნიშნული უძრავი ქონება ეკლესიის ყოფილ ტერიტორიას წარმოადგენდა, ამჟამად კი სოფელში ეკლესია არ არის. პატრიარქის მდივნის, დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თხოვნის საფუძველზე აღნიშნული ქონება ეკლესიას პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად საკუთრებაში გადაეცა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაშია ფოთში, ნავსადგურის სარეჟიმო ტერიტორიაზე მდებარე 77 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, ასევე 256 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები. აღნიშნული უძრავი ქონება წარმოადგენს ფოთის ნავსადგურის ტერიტორიაზე მდებარე წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარს და დამხმარე ნაგებობას.

ქონების ეკლესიის საკუთრებაში გადაცემა კი ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა კონსტანტინე ბურჯანაძემ, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა თეოდორემ და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის მდივანმა დეკანოზმა ამბროსიმ ითხოვეს. გარდა ამისა, მრევლის ტაძართან მისვლის უზრუნველსაყოფად, ეკლესიასთან მისასვლელი გზა, რომელიც "ფოთის საზღვაო ნავსადგურის" საკუთრებაშია, გამოყენებული იქნება ახალი მესაკუთრის (მართლმადიდებელი ეკლესიის) სასარგებლოდ.

"ინტერპრესნიუსი"

"არც ფული მქონდა, არც გამორჩეული მოსწავლე ვიყავი, მაგრამ..." - 17 წლის ლუკა ბუსკივაძეს აშშ-ს უნივერსიტეტი სწავლას 320 000 დოლარით დაუფინანსებს

"18 წელია მომთაბარე ცხოვრებას ვეწევით, 5 შვილით ღია ცის ქვეშ ვრჩები..." - 34 წლის მრავალშვილიანი დედა დახმარებას ითხოვს

რა ქონებას ფლობს ირაკლი შოთაძე და ვინ არის მისი მეუღლე - გენპროკურორის ოჯახური ფოტოები

×
Live: ეთერშია გადაცემა "360 გრადუსი"