პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
მეცნიერება
სამხედრო
საზოგადოება
კულტურა/შოუბიზნესი
სპორტი
Faceამბები
მოზაიკა
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საახალწლო სურვილი ჩაიფიქრა იულია ქავთარაძემ და ვინ ენატრება თბილისში მყოფ სექსუალურ მომღერალს
რა საახალწლო სურვილი ჩაიფიქრა იულია ქავთარაძემ და ვინ ენატრება თბილისში მყოფ სექსუალურ მომღერალს

მარ­თა­ლია, იუ­ლია ქავ­თა­რა­ძემ "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბი" მო­უ­ლოდ­ნე­ლად და­ტო­ვა, მაგ­რამ ყვე­ლას თავი და­ა­მახ­სოვ­რა, ამი­ტო­მაც სა­ქარ­თვე­ლო­ში ბევ­რი შე­თა­ვა­ზე­ბა მი­ი­ღო. წი­ნა­სა­ა­ხალ­წლოდ ერთ-ერთი ბან­კის რეკ­ლა­მა­ში ფიფ­ქი­ას როლი მო­ირ­გო და იუ­ლი­ა­სა და რუს­კა მა­ყაშ­ვილს შო­რის სან­ტას გამო სე­რი­ო­ზუ­ლი კონ­კუ­რენ­ცი­აა გა­მარ­თუ­ლი. იუ­ლია ოთარ ტა­ტიშ­ვი­ლის შო­უ­ში თა­ნა­წამ­ყვა­ნიც იყო და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ქარ­თუ­ლი ჯერ ძა­ლი­ან ცუ­დად იცის, მა­ინც კარ­გად გა­არ­თვა თავი და­კის­რე­ბულ მო­ვა­ლე­ო­ბას. მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მი­ი­ღო "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" დას­კვნით კონ­ცერ­ტშიც. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ იუ­ლია ახა­ლი წლის დღე­ებ­ში ძა­ლი­ან და­კა­ვე­ბუ­ლი იყო, მა­ინც მო­ა­ხერ­ხა ჩვენ­თან შეხ­ვედ­რა.

- პირ­ვე­ლად შევ­ხვდი სა­ქარ­თვე­ლო­ში ახალ წელს. ყო­ველ­თვის ვოც­ნე­ბობ­დი თბი­ლის­ში ახა­ლი წლის შეხ­ვედ­რა­ზე და წელს ეს სურ­ვი­ლი შე­მის­რულ­და.

- უკ­რა­ი­ნა­ში ახალ წელს რო­გორ ხვდე­ბო­დით ხოლ­მე?

- კარ­გი იქ­ნე­ბო­და, ტრა­დი­ცი­უ­ლად ოჯახ­თან ერ­თად გა­მე­ტა­რე­ბი­ნა ეს დღე­სას­წა­უ­ლი, მაგ­რამ ბოლო თხუთ­მე­ტი წელი კონ­ცერ­ტებ­ზე ვხვდე­ბო­დი. უკ­რა­ი­ნის ქა­ლა­ქებ­ში სხვა­დას­ხვა კონ­ცერ­ტზე გა­მოვ­დი­ო­დი. ხან კი­ევ­ში მიწ­ვევ­დნენ კონ­ცერ­ტებ­ზე და ახალ წელს გამ­თე­ნი­ი­სას, და­ახ­ლო­ე­ბით ექვს სა­ათ­ზე მი­წევ­და სახ­ლში შეს­ვლა. არ­ტის­ტე­ბის ბედი ასე­თია. წელს პირ­ვე­ლად შევ­ხვდი ახალ წელს ძმას­თან ერ­თად. პრაქ­ტი­კუ­ლად, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ოჯა­ხურ წრე­ში ვი­ყა­ვი, მხო­ლოდ ბავ­შვი და მე­უღ­ლე არ მყავ­და გვერ­დით.

- ქარ­თვე­ლებს ახალ წელს აუ­ცი­ლებ­ლად გო­ზი­ნა­ყი უნდა გვქონ­დეს. რა უნდა იყოს უკ­რა­ი­ნა­ში სა­ა­ხალ­წლო სუფ­რა­ზე?

- უკ­რა­ი­ნა­ში ბოლო დროს ევ­რო­პულ სტილ­ზე გა­და­დი­ან, მაგ­რამ სუფ­რა­ზე მა­ინც აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს "ოლი­ვიე" და "შუბა".

- თქვენ რა გიყ­ვართ?

- მე ყვე­ლა­ფე­რი მიყ­ვარს (იცი­ნის). მარ­თლა - აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფე­რი... მიყ­ვარს, როცა ახალ წელს ყვე­ლა მხი­ა­რუ­ლობს და როცა ამ დღე­სას­წა­ულს ყვე­ლა­ნა­ი­რად გრძნობ. ძა­ლი­ან მომ­წონს ახა­ლი წლის ტრა­დი­ცი­უ­ლად შეხ­ვედ­რა, რო­დე­საც ოჯა­ხის წევ­რე­ბი იკ­რი­ბე­ბი­ან მა­გი­დას­თან და სვა­მენ შამ­პა­ნურს, ჩუქ­ნი­ან ერ­თმა­ნეთს სა­ჩუქ­რებს. ბავ­შვო­ბი­დან კი ჩემ­თვის ახალ წელს ნაძ­ვის ხისა და მან­და­რი­ნის სუნი აქვს. რო­გორც ჩანს, ეს ჩემი ბავ­შვო­ბის თბი­ლი მო­გო­ნე­ბე­ბია, რომ­ლე­ბიც ახალ წელს უკავ­შირ­დე­ბა.

- რო­დის­მე თოვ­ლის ბა­ბუ­ის არ­სე­ბო­ბის გჯე­რო­დათ?

- რა თქმა უნდა, ბავ­შვო­ბა­ში მჯე­რო­და თოვ­ლის ბა­ბუ­ის. სურ­ვილს ჩა­ვუთ­ქვამ­დი ხოლ­მე და რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ჩემს ყვე­ლა სურ­ვილს მშობ­ლე­ბი მის­რუ­ლებ­დნენ.

- შე­გიძ­ლი­ათ გაგ­ვიმ­ხი­ლოთ, ამ­ჯე­რად რა სურ­ვი­ლი ჩა­ი­ფიქ­რეთ?

- ძა­ლი­ან მინ­და, რომ ჩემი სა­ა­ხალ­წლო სურ­ვი­ლი ამის­რულ­დეს, ამი­ტომ მას სა­ი­დუმ­ლოდ შე­ვი­ნა­ხავ.

- ეს სურ­ვი­ლი თქვენს შე­მოქ­მე­დე­ბას უკავ­შირ­დე­ბა თუ პი­რა­დუ­ლია?

- სურ­ვი­ლი და­კავ­ში­რე­ბუ­ლია შე­მოქ­მე­დე­ბას­თა­ნაც, სა­ქარ­თვე­ლოს­თა­ნაც და პი­რა­დუ­ლიც არის. მოკ­ლედ, ძა­ლი­ან ძა­ლი­ან დიდი სურ­ვი­ლი მაქვს.

- გაქვთ სურ­ვი­ლის ჩა­ფიქ­რე­ბის ტრა­დი­ცია, რო­მე­ლიც ას­რუ­ლე­ბის გა­რან­ტია?

- სურ­ვი­ლი რამ­დენ­ჯერ­მე დავ­წე­რე ქა­ღალ­დზე, დავ­წვი, ჩავ­ყა­რე შამ­პა­ნურ­ში და ბო­ლომ­დე დავ­ლიე.

- შე­გიძ­ლი­ათ გა­იხ­სე­ნოთ ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი, რო­მე­ლიც ახალ წელს მი­გი­ღი­ათ და როცა ის სა­ჩუ­ქა­რი გახ­სენ­დე­ბათ, ყო­ველ­თვის კარგ გან­წყო­ბა­ზე დგე­ბით?

- ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დიდი სა­ჩუ­ქა­რი ისაა, რომ ოჯა­ხის წევ­რებ­თან ერ­თად ვიყო. ამას ვე­რას­დროს ვა­ხერ­ხებ. სულ კონ­ცერ­ტებ­სა და გას­ტრო­ლებ­ზე ვარ. რო­დე­საც ხე­დავ, რომ ყვე­ლა ახ­ლო­ბე­ლი ამ დღე­სას­წა­ულს ერ­თად აღ­ნიშ­ნავს და მე­გობ­რე­ბი ერ­თად იკ­რი­ბე­ბი­ან, შენც ძა­ლი­ან გინ­და, შენს მე­გობ­რებ­სა და ახ­ლობ­ლებ­თან ერ­თად იყო. ამ ყვე­ლა­ფერს სა­ჩუ­ქარს ვერც შე­ვა­და­რებ.

- გე­ხერ­ხე­ბათ კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა?

- რა თქმა უნდა. ბავ­შვო­ბი­დან დედა მას­წავ­ლი­და და ძა­ლი­ან მიყ­ვარს დღე­სას­წა­უ­ლის მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი პე­რი­ო­დი, რო­დე­საც დი­ა­სახ­ლი­სე­ბი თა­ვი­ანთ ბავ­შვებს ას­წავ­ლი­ან კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბას. ტრა­ბახს ვერ და­ვი­წყებ და ვერ ვი­ტყვი, რომ ყვე­ლა­ფერს კარ­გად ვამ­ზა­დებ, მაგ­რამ თუკი ხდე­ბა ასე­თი შემ­თხვე­ვა, ყვე­ლა მა­ქებს.

- რას ამ­ზა­დებთ ყვე­ლა­ზე კარ­გად?

- ახალ წელს ძა­ლი­ან მიყ­ვარს სა­ლა­თა "შუ­ბას" მომ­ზა­დე­ბა. "ოლი­ვი­ე­ზე" მე­ტად ჩემ­თვის "შუბა" ასო­ცირ­დე­ბა ახალ წელ­თან.

იხი­ლეთ ვრცლად

რა საახალწლო სურვილი ჩაიფიქრა იულია ქავთარაძემ და ვინ ენატრება თბილისში მყოფ სექსუალურ მომღერალს

რა საახალწლო სურვილი ჩაიფიქრა იულია ქავთარაძემ და ვინ ენატრება თბილისში მყოფ სექსუალურ მომღერალს

მართალია, იულია ქავთარაძემ ''ცეკვავენ ვარსკვლავები'' მოულოდნელად დატოვა, მაგრამ ყველას თავი დაამახსოვრა, ამიტომაც საქართველოში ბევრი შეთავაზება მიიღო. წინასაახალწლოდ ერთ-ერთი ბანკის რეკლამაში ფიფქიას როლი მოირგო და იულიასა და რუსკა მაყაშვილს შორის სანტას გამო სერიოზული კონკურენციაა გამართული. იულია ოთარ ტატიშვილის შოუში თანაწამყვანიც იყო და მიუხედავად იმისა, რომ ქართული ჯერ ძალიან ცუდად იცის, მაინც კარგად გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მონაწილეობა მიიღო ''ცეკვავენ ვარსკვლავების'' დასკვნით კონცერტშიც. მიუხედავად იმისა, რომ იულია ახალი წლის დღეებში ძალიან დაკავებული იყო, მაინც მოახერხა ჩვენთან შეხვედრა.

- პირველად შევხვდი საქართველოში ახალ წელს. ყოველთვის ვოცნებობდი თბილისში ახალი წლის შეხვედრაზე და წელს ეს სურვილი შემისრულდა.

- უკრაინაში ახალ წელს როგორ ხვდებოდით ხოლმე?

- კარგი იქნებოდა, ტრადიციულად ოჯახთან ერთად გამეტარებინა ეს დღესასწაული, მაგრამ ბოლო თხუთმეტი წელი კონცერტებზე ვხვდებოდი. უკრაინის ქალაქებში სხვადასხვა კონცერტზე გამოვდიოდი. ხან კიევში მიწვევდნენ კონცერტებზე და ახალ წელს გამთენიისას, დაახლოებით ექვს საათზე მიწევდა სახლში შესვლა. არტისტების ბედი ასეთია. წელს პირველად შევხვდი ახალ წელს ძმასთან ერთად. პრაქტიკულად, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახურ წრეში ვიყავი, მხოლოდ ბავშვი და მეუღლე არ მყავდა გვერდით.

- ქართველებს ახალ წელს აუცილებლად გოზინაყი უნდა გვქონდეს. რა უნდა იყოს უკრაინაში საახალწლო სუფრაზე?

- უკრაინაში ბოლო დროს ევროპულ სტილზე გადადიან, მაგრამ სუფრაზე მაინც აუცილებლად უნდა იყოს ''ოლივიე'' და ''შუბა".

- თქვენ რა გიყვართ?

- მე ყველაფერი მიყვარს (იცინის). მართლა - აბსოლუტურად ყველაფერი... მიყვარს, როცა ახალ წელს ყველა მხიარულობს და როცა ამ დღესასწაულს ყველანაირად გრძნობ. ძალიან მომწონს ახალი წლის ტრადიციულად შეხვედრა, როდესაც ოჯახის წევრები იკრიბებიან მაგიდასთან და სვამენ შამპანურს, ჩუქნიან ერთმანეთს საჩუქრებს. ბავშვობიდან კი ჩემთვის ახალ წელს ნაძვის ხისა და მანდარინის სუნი აქვს. როგორც ჩანს, ეს ჩემი ბავშვობის თბილი მოგონებებია, რომლებიც ახალ წელს უკავშირდება.

- როდისმე თოვლის ბაბუის არსებობის გჯეროდათ?

- რა თქმა უნდა, ბავშვობაში მჯეროდა თოვლის ბაბუის. სურვილს ჩავუთქვამდი ხოლმე და რასაკვირველია, ჩემს ყველა სურვილს მშობლები მისრულებდნენ.

- შეგიძლიათ გაგვიმხილოთ, ამჯერად რა სურვილი ჩაიფიქრეთ?

- ძალიან მინდა, რომ ჩემი საახალწლო სურვილი ამისრულდეს, ამიტომ მას საიდუმლოდ შევინახავ.

- ეს სურვილი თქვენს შემოქმედებას უკავშირდება თუ პირადულია?

- სურვილი დაკავშირებულია შემოქმედებასთანაც, საქართველოსთანაც და პირადულიც არის. მოკლედ, ძალიან ძალიან დიდი სურვილი მაქვს.

- გაქვთ სურვილის ჩაფიქრების ტრადიცია, რომელიც ასრულების გარანტია?

- სურვილი რამდენჯერმე დავწერე ქაღალდზე, დავწვი, ჩავყარე შამპანურში და ბოლომდე დავლიე.

- შეგიძლიათ გაიხსენოთ ყველაზე დიდი საჩუქარი, რომელიც ახალ წელს მიგიღიათ და როცა ის საჩუქარი გახსენდებათ, ყოველთვის კარგ განწყობაზე დგებით?

- ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ისაა, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ვიყო. ამას ვერასდროს ვახერხებ. სულ კონცერტებსა და გასტროლებზე ვარ. როდესაც ხედავ, რომ ყველა ახლობელი ამ დღესასწაულს ერთად აღნიშნავს და მეგობრები ერთად იკრიბებიან, შენც ძალიან გინდა, შენს მეგობრებსა და ახლობლებთან ერთად იყო. ამ ყველაფერს საჩუქარს ვერც შევადარებ.

- გეხერხებათ კერძების მომზადება?

- რა თქმა უნდა. ბავშვობიდან დედა მასწავლიდა და ძალიან მიყვარს დღესასწაულის მოსამზადებელი პერიოდი, როდესაც დიასახლისები თავიანთ ბავშვებს ასწავლიან კერძების მომზადებას. ტრაბახს ვერ დავიწყებ და ვერ ვიტყვი, რომ ყველაფერს კარგად ვამზადებ, მაგრამ თუკი ხდება ასეთი შემთხვევა, ყველა მაქებს.

- რას ამზადებთ ყველაზე კარგად?

- ახალ წელს ძალიან მიყვარს სალათა ''შუბას'' მომზადება. ''ოლივიეზე'' მეტად ჩემთვის ''შუბა'' ასოცირდება ახალ წელთან.

იხილეთ ვრცლად

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება