Faceამბები
კონფლიქტები

17

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

სამშაბათი, მთვარის ოცდამეერთე დღე დაიწყება 01:23-ზე, მთვარე თევზებშია – რეკომენდებულია ფინანსური საკითხების მოგვარება. კონტაქტი უფროსებთან და საზოგადო მოღვაწეებთან. იმუშავეთ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად, ერთობლივად გადაჭერით საინტერესო საკითხები. იყავით ყურადღებიანი კრეატიული იდეების მიმართ. კარგია ხელშეკრულებებისა და კონტრაქტების გაფორმება, მივლინებაში წასვლა. ჩაერთეთ შემოქმედებით საქმიანობაში მოაწყვეთ შემოქმედებითი საღამო, კონცერტი, გამოფენა. ყველაფერი შეიძლება მიირთვათ, მთავარია ღვიძლი არ გადაიტვირთოთ, აი, ტკბილეულს კი მოერიდეთ.
სამხედრო
პოლიტიკა
მსოფლიო
სპორტი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ეპისკოპოსი ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს
ეპისკოპოსი ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს

ჰე­რე­თი­სა და ხორ­ნა­ბუ­ჯის ეპის­კო­პო­სი მელ­ქი­სე­დეკ ხა­ჩი­ძე სო­ფელ სამ­რეკ­ლოს ეკ­ლე­სი­ი­დან 68 ლა­რის ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბუ­ლი 21 წლის ახალ­გაზ­რდის პა­ტიმ­რო­ბი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბას ითხოვს. ამის შე­სა­ხებ კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრს მამა ონოფ­რე წუ­ლა­ძემ გა­ნუ­ცხა­და.

"ეპარ­ქია როცა ცნეს და­ზა­რა­ლე­ბუ­ლად, მე­უ­ფეს­თან ჰქონ­დათ ამა­ზე სა­უ­ბა­რი, მა­შინ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ში მე­უ­ფემ გა­ა­კე­თე­ბი­ნა ჩა­ნა­წე­რი, რომ ეკ­ლე­სი­ას არ აქვს მო­თხოვ­ნა, პირი აუ­ცი­ლებ­ლად იყოს სის­ხლის სა­მარ­თლის პა­სუ­ხის­გე­ბა­ში მი­ცე­მუ­ლი ან აუ­ცი­ლებ­ლად გამ­წეს­დეს ის სა­პყრო­ბი­ლე­ში. ჩვენ გვინ­და, რომ ის სწორ ქრის­ტი­ა­ნულ გზა­ზე დად­გეს და თუ კი იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი, თუ კი ამას შე­სა­ბა­მი­სი ორ­გა­ნო­ე­ბი მი­აქ­ცე­ვენ ყუ­რა­დღე­ბას და გა­ით­ვა­ლის­წი­ნე­ბენ ეპარ­ქი­ის აზრს, მე­უ­ფეს კურ­თხე­ვით მე პი­რა­დად მო­ნას­ტერ­ში წა­ვიყ­ვან ამ ადა­მი­ანს და შე­ვეც­დე­ბით სი­ნა­ნუ­ლის გრძნო­ბით სწორ გზა­ზე და­ვა­ყე­ნოთ" , - აღ­ნიშ­ნა ონოფ­რე წუ­ლა­ძემ.

სიღ­ნა­ღის რა­ი­ო­ნულ პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში გან­მარ­ტეს, რომ სა­გა­მო­ძი­ე­ბო მა­სა­ლებ­ში აღ­ნიშ­ნუ­ლი ჩა­ნა­წე­რი მხო­ლოდ სა­სა­მარ­თლოს­თვის შე­იძ­ლე­ბა შე­მამ­სუ­ბუ­ქე­ბელ გა­რე­მო­ე­ბად ჩა­ით­ვა­ლოს.

ასე­ვე იხი­ლეთ: ეკ­ლე­სი­ი­დან 68 ლა­რის ქურ­დო­ბა­ში ბრალ­დე­ბულს 10 წლამ­დე პა­ტიმ­რო­ბა ემუქ­რე­ბა

იხი­ლეთ ვრცლად

კა­ხე­თის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ყირიმის ანექსიისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ეპისკოპოსი ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს

ეპისკოპოსი ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულის გათავისუფლებას ითხოვს

ჰერეთისა და ხორნაბუჯის ეპისკოპოსი მელქისედეკ ხაჩიძე სოფელ სამრეკლოს ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებული 21 წლის ახალგაზრდის პატიმრობიდან გათავისუფლებას ითხოვს. ამის შესახებ კახეთის საინფორმაციო ცენტრს მამა ონოფრე წულაძემ განუცხადა.

"ეპარქია როცა ცნეს დაზარალებულად, მეუფესთან ჰქონდათ ამაზე საუბარი, მაშინ საგამოძიებო მასალებში მეუფემ გააკეთებინა ჩანაწერი, რომ ეკლესიას არ აქვს მოთხოვნა, პირი აუცილებლად იყოს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული ან აუცილებლად გამწესდეს ის საპყრობილეში. ჩვენ გვინდა, რომ ის სწორ ქრისტიანულ გზაზე დადგეს და თუ კი იქნება შესაძლებელი, თუ კი ამას შესაბამისი ორგანოები მიაქცევენ ყურადღებას და გაითვალისწინებენ ეპარქიის აზრს, მეუფეს კურთხევით მე პირადად მონასტერში წავიყვან ამ ადამიანს და შევეცდებით სინანულის გრძნობით სწორ გზაზე დავაყენოთ" , - აღნიშნა ონოფრე წულაძემ.

სიღნაღის რაიონულ პროკურატურაში განმარტეს, რომ საგამოძიებო მასალებში აღნიშნული ჩანაწერი მხოლოდ სასამართლოსთვის შეიძლება შემამსუბუქებელ გარემოებად ჩაითვალოს.

ასევე იხილეთ: ეკლესიიდან 68 ლარის ქურდობაში ბრალდებულს 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება

იხილეთ ვრცლად

კახეთის საინფორმაციო ცენტრი

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ