პოლიტიკა
Faceამბები
მსოფლიო
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
საზოგადოება
მეცნიერება
წიგნები
სამხედრო
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ იყო გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში
ვინ იყო გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვებ-გვერ­დი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ის ცნო­ბით, ჯერ კი­დევ და­მუ­შა­ვე­ბის პრო­ცეს­შია, თუმ­ცა მას­ზე უკვე დევს ქვეყ­ნის პირ­ვე­ლი პი­რის ბი­ოგ­რა­ფია, რო­მელ­შიც რამ­დე­ნი­მე სა­ინ­ტე­რე­სო დე­ტა­ლი წე­რია. ეს დე­ტა­ლე­ბი რე­გი­ო­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა "გუ­რია ნი­უ­სის" ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში მო­ექ­ცა.

გან­სა­კუთ­რე­ბით თვალ­ში­სა­ცე­მი "მისი აღ­მა­ტე­ბუ­ლე­ბა გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლის" კა­რი­ე­რუ­ლი გზის ნა­წი­ლია, სა­დაც ვკი­თხუ­ლობთ: "მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის მმარ­თვე­ლო­ბის პე­რი­ოდ­ში ის იყო მთავ­რო­ბის ღია კრი­ტი­კო­სი და აფა­სებ­და მას კო­რუმ­პი­რე­ბულ და ავ­ტო­რი­ტა­რულ ხე­ლი­სუფ­ლე­ბად".

ოფი­ცი­ა­ლუ­რი გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია, პრე­ზი­დენ­ტის გა­ნათ­ლე­ბის, კა­რი­ე­რი­სა და პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ, სა­ზო­გა­დო­ე­ბის ფარ­თო მა­სე­ბის­თვის ისე­დაც კარ­გად ცნო­ბი­ლია.

მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი პო­ლი­ტი­კა­ში 2003 წელს ნო­ემ­ბრის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე ჩა­ერ­თო, რო­დე­საც ის შე­უ­ერ­თდა ოპო­ზი­ცი­ურ ბლოკს პარ­ლა­მენ­ტის ყო­ფი­ლი თავ­მჯდო­მა­რის, ზუ­რაბ ჟვა­ნი­ას ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით. ხოლო მომ­დევ­ნო ათი წელი მთავ­რო­ბის ღია კრი­ტი­კო­სი იყო. "ინარ­ჩუ­ნებ­და რა პო­ლი­ტი­კურ და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბას, გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი იყო ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მრჩე­ვე­ლი 2012 წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის წინ კო­ა­ლი­ცია "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" კამ­პა­ნი­ი­სას", - ნათ­ქვა­მია ოფი­ცი­ა­ლურ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ში.

მთე­ლი ცხოვ­რე­ბის მან­ძილ­ზე ალ­პი­ნიზ­მით და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, ად­რე­ულ 90-ია­ნებ­ში მუ­შა­ობ­და, რო­გორც მთამ­სვლელ­თა გიდი სხვა­დას­ხვა სა­მოგ­ზა­უ­რო კომ­პა­ნი­ის­თვის. ამას­თან, 2000 წლი­დან მომ­დევ­ნო 12 წელი, 2012 წლის ჩათ­ვლით, ის მუ­შა­ობ­და სხვა­დას­ხვა მმარ­თველ პო­ზი­ცი­ა­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტში (GIPA).

გარ­და ამი­სა, ახ­ლად გაპ­რე­ზი­დენ­ტე­ბუ­ლი ფი­ლო­სო­ფო­სის პი­რა­დი ცხოვ­რე­ბაც აქ­ტუ­ა­ლუ­რი თე­მაა. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 44 წლის პრე­ზი­დენტს ჰყავს მე­გო­ბა­რი ქალი, მაკა ჩი­ჩუა, რო­მე­ლიც მხატ­ვა­რი და მსა­ხი­ო­ბია. 20 წლის ქა­ლიშ­ვი­ლი ანა მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც არის სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზო­გა­დო­ებ­რივ საქ­მე­თა ინ­სტი­ტუ­ტის სტუ­დენ­ტი. თა­ვი­სუ­ფალ დროს გი­ორ­გი მარ­გვე­ლაშ­ვი­ლი უთ­მობს ფე­ხით სი­ა­რულს, ცხე­ნოს­ნო­ბას და მას­პინ­ძლობს მე­გობ­რებს დუ­შე­თის სახ­ლში.

იხი­ლეთ ვრცლად

"გუ­რია ნი­უ­სი"

ვინ იყო გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში

ვინ იყო გიორგი მარგველაშვილი მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში

საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის ოფიციალური ვებ-გვერდი, ადმინისტრაციის ცნობით, ჯერ კიდევ დამუშავების პროცესშია, თუმცა მასზე უკვე დევს ქვეყნის პირველი პირის ბიოგრაფია, რომელშიც რამდენიმე საინტერესო დეტალი წერია. ეს დეტალები რეგიონული გამოცემა "გურია ნიუსის" ყურადღების ცენტრში მოექცა.

განსაკუთრებით თვალშისაცემი "მისი აღმატებულება გიორგი მარგველაშვილის" კარიერული გზის ნაწილია, სადაც ვკითხულობთ: "მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში ის იყო მთავრობის ღია კრიტიკოსი და აფასებდა მას კორუმპირებულ და ავტორიტარულ ხელისუფლებად".

ოფიციალური გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაცია, პრეზიდენტის განათლების, კარიერისა და პირადი ცხოვრების შესახებ, საზოგადოების ფართო მასებისთვის ისედაც კარგად ცნობილია.

მარგველაშვილი პოლიტიკაში 2003 წელს ნოემბრის საპარლამენტო არჩევნებამდე ჩაერთო, როდესაც ის შეუერთდა ოპოზიციურ ბლოკს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ზურაბ ჟვანიას ხელმძღვანელობით. ხოლო მომდევნო ათი წელი მთავრობის ღია კრიტიკოსი იყო. "ინარჩუნებდა რა პოლიტიკურ დამოუკიდებლობას, გიორგი მარგველაშვილი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის მრჩეველი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ კოალიცია "ქართული ოცნების" კამპანიისას", - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.

მთელი ცხოვრების მანძილზე ალპინიზმით დაინტერესებული მარგველაშვილი, ადრეულ 90-იანებში მუშაობდა, როგორც მთამსვლელთა გიდი სხვადასხვა სამოგზაურო კომპანიისთვის. ამასთან, 2000 წლიდან მომდევნო 12 წელი, 2012 წლის ჩათვლით, ის მუშაობდა სხვადასხვა მმართველ პოზიციაზე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (GIPA).

გარდა ამისა, ახლად გაპრეზიდენტებული ფილოსოფოსის პირადი ცხოვრებაც აქტუალური თემაა. ოფიციალური ინფორმაციით, 44 წლის პრეზიდენტს ჰყავს მეგობარი ქალი, მაკა ჩიჩუა, რომელიც მხატვარი და მსახიობია. 20 წლის ქალიშვილი ანა მარგველაშვილი, რომელიც არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სტუდენტი. თავისუფალ დროს გიორგი მარგველაშვილი უთმობს ფეხით სიარულს, ცხენოსნობას და მასპინძლობს მეგობრებს დუშეთის სახლში.

იხილეთ ვრცლად

”გურია ნიუსი”

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა