მსოფლიო
პოლიტიკა
სამხედრო

30

მაისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

30 მაისი, პარასკევი, მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 07:23-ზე, მთვარე ლომში გადაბრძანდება 23:58-ზე – ნუ აჰყვებით პროვოკაციებს, მოერიდეთ კამათსა და კონფლიქტს. კარგია ახალი ინფორმაციის შეგროვება და დამუშავება. წარმოების გაზრდა. არ არის შესაფერისი დღე მოგზაურობის დასაწყებად ან მივლინებაში წასასვლელად. დღის ენერგიამ შეიძლება გამოიწვიოს გაურკვევლობა, ადამიანებში იმატებს კომპრომისზე წასვლის უუნარობა. ასევე, არ არის მიზანშეწონილი რომანტიკული პაემანი. კარგია ოთახების მოლამაზება. ინტერიერის განახლება. აგრეთვე სადილის მომზადება და ცხობა. საუკეთესოა თმის შეჭრა და შეღებვა. გაიკეთეთ თმისა და სახის ნიღაბი. მოუფრთხილდით გულს, სისხლის მიმოქცევის სისტემას, არტერიებს, ზურგს, დიაფრაგმას.
სამართალი
მოზაიკა
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
საზოგადოება
Faceამბები
წიგნები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება
უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

უკ­რა­ი­ნის ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფილ მი­ნისტრს იური ლუ­ცენ­კოს, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ოპო­ზი­ცი­ა­შია, ქალა-ტვი­ნის და­ხუ­რუ­ლი ტრავ­მა აქვს და რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა. ამის შე­სა­ხებ ლუ­ცენ­კოს პრესმდი­ვან­მა ლა­რი­სა სარ­გან­მა გა­ნა­ცხა­და.

ლა­რი­სა სარ­გა­ნის თქმით, ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრის ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა ამ­ჟა­მად სტა­ბი­ლუ­რია, თუმ­ცა ის კვლავ რე­ა­ნი­მა­ცი­ულ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში რჩე­ბა. ამას­თან, ლა­რი­სა სარ­გან­მა აქ­ტი­ვის­ტებს მო­უ­წო­და, არ მი­ი­ღონ ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბი და არ იფიქ­რონ შუ­რის­ძი­ე­ბა­ზე.

წუ­ხელ გვი­ან ღა­მით "ბერ­კუტ­სა" და კი­ე­ვის სა­სა­მარ­თლოს­თან შეკ­რე­ბილ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს შო­რის ძა­ლა­დობ­რი­ვი და­პი­რის­პი­რე­ბა მოხ­და, რომ­ლის შე­დე­გა­დაც სულ მცი­რე 15 ადა­მი­ა­ნი და­შავ­და. სპეც­რაზ­მე­ლე­ბი ფი­ზი­კუ­რად გა­უს­წორ­დნენ აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს.

კი­ე­ვის სა­სა­მარ­თლოს­თან შეკ­რე­ბი­ლე­ბი ეგ­რეთ წო­დე­ბულ "ვა­სილ­კოვ­სკოს საქ­მე­ზე" გა­მო­ტა­ნილ სა­სა­მარ­თლოს გა­ნა­ჩენს აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. კი­ე­ვის რა­ი­ო­ნულ­მა სა­სა­მარ­თლომ ამ საქ­მე­ზე და­კა­ვე­ბულ სამ დამ­ნა­შა­ვეს – სა­ქა­ლა­ქო საბ­ჭოს ორ დე­პუ­ტატს იგორ მო­სი­ჩუკ­სა და სერ­გეი ბევ­ზუს, ასე­ვე დე­პუ­ტა­ტის თა­ნა­შემ­წეს, ვლა­დი­მერ შპა­რეს 6 წლით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, 2011 წლის 22 აგ­ვის­ტოს უკ­რა­ი­ნის უსაფრ­თხო­ე­ბის სამ­სა­ხუ­რის თა­ნამ­შრომ­ლებ­მა და­კა­ვე­ბუ­ლებს ასე­ფეთ­ქე­ბე­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბა აღ­მო­უ­ჩი­ნეს და ისი­ნი ტე­რაქ­ტის მო­წყო­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლეს, კერ­ძოდ, ბო­რის­პოლ­ში ლე­ნი­ნის ძეგლის აფეთ­ქე­ბა­ში.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება

უკრაინის შინაგან საქმეთა ყოფილ მინისტრს იური ლუცენკოს, რომელიც ამჟამად ოპოზიციაშია, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა აქვს და რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება. ამის შესახებ ლუცენკოს პრესმდივანმა ლარისა სარგანმა განაცხადა.

ლარისა სარგანის თქმით, ყოფილი მინისტრის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია, თუმცა ის კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება. ამასთან, ლარისა სარგანმა აქტივისტებს მოუწოდა, არ მიიღონ ნაჩქარევი გადაწყვეტილებები და არ იფიქრონ შურისძიებაზე.

წუხელ გვიან ღამით "ბერკუტსა" და კიევის სასამართლოსთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს შორის ძალადობრივი დაპირისპირება მოხდა, რომლის შედეგადაც სულ მცირე 15 ადამიანი დაშავდა. სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს.

კიევის სასამართლოსთან შეკრებილები ეგრეთ წოდებულ "ვასილკოვსკოს საქმეზე" გამოტანილ სასამართლოს განაჩენს აპროტესტებდნენ. კიევის რაიონულმა სასამართლომ ამ საქმეზე დაკავებულ სამ დამნაშავეს – საქალაქო საბჭოს ორ დეპუტატს იგორ მოსიჩუკსა და სერგეი ბევზუს, ასევე დეპუტატის თანაშემწეს, ვლადიმერ შპარეს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გავრცელებული ინფორმაციით, 2011 წლის 22 აგვისტოს უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა დაკავებულებს ასეფეთქებელი მოწყობილობა აღმოუჩინეს და ისინი ტერაქტის მოწყობაში დაადანაშაულეს, კერძოდ, ბორისპოლში ლენინის ძეგლის აფეთქებაში.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა