მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

23

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ორშაბათი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 02:18-ზე, მთვარე ტყუპში გადავა 06:57-ზე – რეკომენდებულია საიდუმლო ცოდნის მიღება. რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა. იყავით ყურადღებიანი ყველა ფინანსურ საკითხზე. გადაიხადეთ ვალები. შუადღის შემდეგ გააფორმეთ კონტრაქტები და დაიწყეთ ახალი საქმე. მოაგვარეთ პრობლემები პარტნიორებთან, კოლეგებთან და უფროსებთან. გამოიჩინეთ ტოლერანტობა, გაგება, დიპლომატია. დრო დაუთმეთ სწავლას. არ დალიოთ ალკოჰოლი. მოერიდეთ ხორცის კერძებს. კარგი დღეა რომანტიკული პაემნისთვის. ასევე ხელსაყრელი პერიოდია ჩხუბისა და კონფლიქტის შემდეგ შერიგებისთვის.
სამხედრო
პოლიტიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა უნდა იცოდეს წყვილმა კონტრაცეფციის შესახებ
რა უნდა იცოდეს წყვილმა კონტრაცეფციის შესახებ

სა­ქარ­თვე­ლო­ში არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის აბორ­ტით შე­წყვე­ტა კვლა­ვაც ხში­რია, რაც კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ სა­ზო­გა­დო­ე­ბის არა­სა­თა­ნა­დო ცოდ­ნით არის გან­პი­რო­ბე­ბუ­ლი. რა უნდა იცო­დეს წყვილ­მა კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის შე­სა­ხებ - თე­მას­თან და­კავ­ში­რე­ბით, თქვენს კი­თხვებს გი­ნე­კო­ლო­გი, ნინო ია­მა­ნი­ძე პა­სუ­ხობს.

მკი­თხვე­ლი:

ვარ 18 წლის. მყავს ოთხი თვის შვი­ლი. ვიმ­შო­ბი­ა­რე სა­კე­ის­რო კვე­თით. მენსტრუ­ა­ცია მო­მი­ვი­და ერთი კვი­რის წინ და გე­ნო­კო­ლოგ­თან შე­თან­ხმე­ბით მხარ­ში ჩა­ვიდ­გი იმპლან­ტო­ნი. მა­ინ­ტე­რე­სებს რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა და მაქვს თუ არა ზუს­ტად 3 წლი­ა­ნი გა­რან­ტია.

-ინპ­ლან­ტა­ცი­უ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცი­უ­ლი სა­შუ­ა­ლე­ბე­ბი პირ­ველ რიგ­ში ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა მე­ძუ­ძურ დე­დებ­ში, თა­ვი­სი გვერ­დი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის სიმ­ცი­რის გამო. მინ­და გი­თხრათ, რომ იმპლა­ნო­ნი არის იმპლან­ტი რო­მე­ლიც იდ­გმე­ბა კან­ქვეშ და ახა­სი­ა­თებს კონ­ტრა­ცეფ­ცი­უ­ლი ძა­ლი­ან კარ­გი ეფექ­ტი. რაც შე­ე­ხე­ბა სამ წლი­ან გა­რან­ტი­ას არის სამი წლი­დან შვიდ წლამ­დე, გა­აჩ­ნია რო­მელ ფორ­მა­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი. რო­გორც კი­თხვის ავ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა მისი მოქ­მე­დე­ბა ნამ­დვი­ლად სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბა. დღეს­დღე­ი­სო­ბით მიმ­დი­ნა­რე­ობს კვლე­ვე­ბი, რათა გა­ი­ზარ­დოს მისი მოქ­მე­დე­ბის ვადა ოთხ წლამ­დე. მისი დამ­ცვე­ლო­ბი­თი მე­ქა­ნიზ­მი­დან გა­მომ­დი­ნა­რე პირ­ვე­ლი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში ეს გა­რან­ტია 99% უახ­ლოვ­დე­ბა, ერთი წლის შემ­დეგ კი შე­საძ­ლე­ბე­ლია ეფექ­ტის შემ­ცი­რე­ბა, ანუ 100 ქა­ლი­დან მხო­ლოდ ერთ შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლე­ბა დად­გეს არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბა.

ლალი:

რამ­დე­ნად სან­დოა ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცია და რა დე­დე­ბი­თი თვი­სე­ბე­ბით ხა­სი­ათ­დე­ბა ის?

-ჰორმ­ნო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცია მო­ი­ცავს სხვა­დას­ხვა სა­ხის კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას, რო­მე­ლიც ერ­თმა­ნე­თის­გან ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა. არ­სე­ბობს კონ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბის შე­ი­ცა­ვენ ორი სა­ხის ჰორ­მო­ნა­ლურ პრე­პა­რა­ტებს. ასე­ვე არ­სე­ბობს პრე­პა­რა­ტე­ბი, რომ­ლე­ბიც მხო­ლოდ ერთი სა­ხის პრე­პა­რა­ტებს შე­ი­ცა­ვენ. თი­თო­ე­ულ მათ­განს აქვს აბ­სო­ლუ­ტუ­რად გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი, გან­სხვა­ვე­ბუ­ლი გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე კი­თხვი ავ­ტორს უნდა და­ე­კონ­კრე­ტე­ბი­ნა რო­მელ ჰორ­მო­ნა­ლურ კონ­ტრა­ცეფ­ცი­ა­ზე აქვს კი­თხვა. მათი ეფექ­ტუ­რო­ბაც ძა­ლი­ან გან­სხვავ­დე­ბა, გა­მომ­დი­ნა­რე იქი­დან რო­მალ პრე­პა­რატ­ზე გვაქვს სა­უ­ბა­რი.

ნანა:

რო­გორც ცნო­ბი­ლია, დღე­ი­სათ­ვის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი პო­პუ­ლა­რო­ბით ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცია სარ­გებ­ლობს. თუ შე­იძ­ლე­ბა, რომ გან­მარ­ტოთ, რო­გო­რია მათი მოქ­მე­დე­ბის მე­ქა­ნიზ­მი?

-ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის მეტი წილი მოქ­მე­დე­ბენ ოვუ­ლა­ცი­ის დათ­რგუნ­ვა­ზე, ეს კი გა­ნა­ყო­ფი­ე­რე­ბის­თვის მთა­ვა­რი ჩამ­რთა­ვი მე­ქა­ნიზ­მია, სწო­რედ მისი დათ­რგუნ­ვის შე­დე­გად არ ხდე­ბა ორ­სუ­ლო­ბა. ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის რაც შე­ე­ხე­ბა, ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ის, რომ საშ­ვი­ლოს­ნოს ყელ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს გარ­კვე­უ­ლი ქი­მი­უ­რი ცვლი­ლე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც იწ­ვე­ვენ საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის ლორ­წოს სტრუქ­ტუ­რულ გარ­დაქ­მნას, რის გა­მოც შეღ­წე­ვა­დო­ბა სპერ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის ფერ­ხდე­ბა. სწო­რედ ეს არის ერთ-ერთი შე­მა­ფერ­ხე­ბე­ლი არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის­გან. არ­სე­ბობს კონ­ტრა­ცეფ­ტი­ვე­ბი, რომ­ლე­ბიც უშუ­ა­ლოდ სა­შო­ში მოქ­მე­დე­ბენ სპერ­მა­ტო­ზო­ი­დებ­ზე უარ­ყო­ფი­თად, ანუ იწ­ვე­ვენ მათ ინაქ­ტი­ვა­ცი­ას. საშ­ვი­ლოს­ნოს შიდა საშ­ვა­ლე­ბე­ბიც არის რო­გორც ინერ­ტუ­ლი, არა­ე­დი­კა­მენ­ტუ­რი, ასე­ვე არის მე­დი­კა­მენ­ტუ­რიც. ანუ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ას სხვა­დას­ხვა ეფექ­ტი აქვს, მაგ­რამ მთა­ვა­რი რის გა­მოც ვი­ყე­ნებთ არის ავო­ლა­ცი­ის დათ­რგუნ­ვა.

ნა­თია:

ახა­სი­ა­თებს თუ არა უკუჩ­ვენ­ბე­ბი ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმპლანტს და რა შემ­თხვე­ვა­ში შე­იძ­ლებ მისი გან­თავ­სე­ბა კან­ქვეშ?

-ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო იმპლან­ტის ჩა­ყე­ნე­ბის სურ­ვი­ლის შემ­თხვე­ვა­ში აუ­ცი­ლე­ბე­ლია კვა­ლი­ფი­ცი­უ­რი კონ­სულ­ტი­რე­ბა. ძი­რი­თა­დი უკუჩ­ვე­ნე­ბა ეს არის თრომ­ბო­ემ­ბუ­ლიზ­მი, ეს არის ღვიძ­ლის მწვა­ვე პა­თო­ლო­გი­ე­ბი. ასე­ვე გულ-სის­ხლძარ­ღვთა გარ­კვე­უ­ლი პა­თო­ლო­გი­ე­ბის დროს შე­საძ­ლე­ბე­ლია თა­ვის შე­კა­ვე­ბა იმპლან­ტის ჩა­ყე­ნე­ბის­გან. როცა და­დას­ტუ­რე­ბუ­ლია და დი­აგ­ნოს­ტი­რე­ბუ­ლია რომ ქალი ორ­სუ­ლად არ არის ამ შემ­თხვე­ვა­ში ვუ­ნიშ­ნავთ იმპლანტს, ასე­ვე თუ ქალს ანამ­ნიზ­ში აღე­ნიშ­ნე­ბა გა­ურ­კვე­ვე­ლი სის­ხლი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი სა­შო­დან, ჯერ უნდა და­ის­ვას დიზგ­ნო­ზე და შემ­დეგ უკვე შიძ­ლე­ბა ამ პრე­პა­რა­ტის გა­მო­ყე­ნე­ბა. თვი­თონ იმოპ­ლა­ნონს, რო­მე­ლიც გეს­ტა­გენს შე­ი­ცავს აქვს პე­რი­ო­დუ­ლი სის­ხლი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი სა­შო­დან, რო­მელ­მაც შე­იძ­ლე­ბა გარ­კვე­ულ­წი­ლად პა­თო­ლო­გი­ე­ბის წაშ­ლი­ლი სუ­რა­თი მოგ­ვცეს და ვერ გა­ვერ­კვეთ ზუს­ტად აღ­ნიშ­ნულ სი­ტუ­ა­ცი­ა­ში. იმპლან­ტი ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა 35-40 წლის ასა­კობ­რივ ჯგუფ­ში, იმ ადა­მი­ა­ნებ­ში, ვის­თა­ნაც ესტრო­გენ და­მო­კი­დე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა არის უარ­ყო­ფი­თი.

მკი­თხვე­ლი იკო:

გა­დახ­რი­ლი საშ­ვი­ლოს­ნოს შემ­თხვე­ვა­ში, რამ­დე­ნად ეფექ­ტუ­რია ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სან­თლის გა­მო­ყე­ნე­ბა?

-ეს ორი მდგო­მა­რე­ო­ბა არა­ნა­ი­რად არ არის ერ­თმა­ნეთ­თან კავ­შირ­ში. ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მია არის ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი და მსგავ­სი ანა­ტო­მი­უ­რი ცვლი­ლე­ბა პრონ­ციპ­ში არ მოქ­მე­დებს რეპ­რო­დუქ­ცი­ულ ფუნ­ქცი­ა­ზე. საშ­ვი­ლოს­ნო შე­იძ­ლე­ბა იყოს გა­დახ­რი­ლი ან წინ ან უკან, თუმ­ცა ამ შემ­თხვე­ვა­ში ამას კარ­დი­ნა­ლუ­რი მნიშ­ვნე­ლო­ბა არ აქვს და­ორ­სუ­ლე­ბის­თვის. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე შიძ­ლე­ბა ჩა­სახ­ვის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სან­თლის გა­მო­ყე­ნე­ბა. ეს ად­გი­ლობ­რი­ვი მოქ­მე­დე­ბის კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვია, მხო­ლოდ სა­შოს დო­ნე­ზე მოქ­მე­დებს და სპარ­მა­ტო­ზო­ი­დე­ბის ინაქ­ტი­ვა­ცი­ას იწ­ვევს.

სალო-სალო:

სექ­სუ­ა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბა ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი მაქვს და ძა­ლი­ან მე­ში­ნია, მირ­ჩი­ეთ რო­გორ ავი­ცი­ლო თა­ვი­დან მო­სა­ლოდ­ნე­ლი ორ­სუ­ლო­ბა. ვარ 31 წლის, 47 კგ. ციკ­ლი 28 დღი­ა­ნი დარ­ღვე­ვე­ბის გა­რე­შე.

-მსგავს კი­თხვა­ზე ზე­პირ­სი­ტყვი­ე­რად პა­სუ­ხის გა­ცე­მა ძა­ლი­ან რთუ­ლია და არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­უ­რი იქ­ნე­ბა. სა­ჭი­როა კონ­სულ­ტა­ცია და ამ დროს ძა­ლი­ან ბევ­რი რამ იქ­ნე­ბა გა­სათ­ვა­ლის­წი­ნე­ბე­ლი რათა შე­ირ­ჩეს პა­ცი­ენ­ტის­თვის შე­სა­ბა­მი­სი და სწო­რად მორ­გე­ბუ­ლი პრე­პა­რა­ტი. ამი­ტომ მე ვთხოვ­დი კი­თხვის ავ­ტორს პი­რა­დად გა­ე­სა­უბ­როს ექიმს, მი­ი­ღოს სრულ­ფა­სო­ვა­ნი ინ­ფორ­მა­ცია, რომ­ლის შემ­დგო­მაც შერ­ჩე­უ­ლი იქ­ნე­ბა გარ­კვე­უ­ლი პრე­პა­რა­ტი რო­მე­ლიც მორ­გე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა უშუ­ა­ლოდ მას­ზე.

ნა­თია:

უკვე ერთ წელ­ზე მე­ტია მაქვს ჩად­გმუ­ლი სპი­რა­ლი. მა­ინ­ტე­რე­სებს რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა, აქვს თუ არა უარ­ყო­ფი­თი მხა­რე­ე­ბი და რა უნდა ვი­ცო­დეთ ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით? სპი­რა­ლის ამო­ღე­ბის შემ­დეგ ხომ არ არის რის­კი, რომ და­ფეხ­მძი­მე­ბა­ში პრობ­ლე­მე­ბი შე­მექ­მნას?

-სპი­რალს გვერ­დი­თი ეფექ­ტე­ბი თით­ქმის არ აქვს, გარ­და იმი­სა, რომ შე­საძ­ლე­ბე­ლია პირ­ვე­ლი სამი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­იწ­ვი­ოს სის­ხლი­ა­ნი გა­მო­ნა­დე­ნი სა­შო­დან, რო­მე­ლიც დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში თა­ვი­სით ალაგ­დე­ბა. ეს ძი­რი­თა­დად გა­მოწ­ვე­უ­ლია მე­ქა­ნი­კუ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. თვი­თონ ფერ­ტი­ლო­ბას რაც შე­ე­ხე­ბა, ანუ მისი რეპ­რო­დუქ­ცი­უ­ლი სის­ტე­მა ამით არ ზი­ან­დე­ბა. რა თქმა უნდა სჭირ­დე­ბა მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა, მაგ­რამ სხვა კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვებ­თან შე­სა­რე­ბით მი­ნი­მა­ლუ­რი სა­ხის მეთ­ვალ­ყუ­რე­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ამ შემ­თხვე­ვა­ში მთხა­ვა­რია სა­შოს სი­სუფ­თა­ვის დაც­ვა, ვი­ნა­ი­დან სა­შო­ში არ­სე­ბუ­ლი ინ­ფექ­ცია არ გავ­რცელ­დეს საშ­ვი­ლოს­ნო­ში და ფა­ლო­ფი­ლო­სის მი­ლებ­ში.

მკი­თხვე­ლი თოზი:

საკ­მა­ოდ დიდი პე­რი­ო­დია ერთი და­სა­ხე­ლე­ბის კონ­ტრა­ცე­პცი­ას ვი­ყე­ნებ. გა­მი­გია რომ უნდა გა­მო­იც­ვა­ლოს რა­ღაც პე­რი­ოდ­ში, რად­გან ორ­გა­ნიზ­მი ეჩ­ვე­ვა, ეს მარ­თა­ლია? მინ­და ისევ არაჰორ­მო­ნა­ლუ­რი პრე­პა­რა­ტე­ბი მი­ღე­ბა და­ვი­წყო, რას მირ­ჩევთ?

-სა­ვა­რა­უ­დოდ კომ­ბი­ნი­რე­ბულ კონ­ტრა­ცე­პცი­ა­ზეა სა­უ­ბა­რი, ანუ ეს პრე­პა­რა­ტია, რო­მე­ლიც შე­ი­ცავს რო­გორც ესტრო­გენს, ასე­ვე პრო­გეს­ტე­რონს, ანუ მათ სინ­თე­ზურ ანა­ლოგს. ამ პრე­პა­რა­ტებს გა­აჩ­ნი­ათ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადაპ­ტა­ცი­უ­რი მოვ­ლე­ნა. და­ნიშ­ვნის შემ­თხვე­ვა­ში ჩვენ ყო­ველ­თვის ვაფრ­თხი­ლებთ პა­ცი­ენტს გარ­კვე­უ­ლი გვერ­დი­თი ჩვე­ნე­ბე­ბის შე­სა­ხებ. კომ­ბი­ნი­რე­ბულ კონ­ტრა­ცე­პცი­ას ახა­სი­ა­თებს გუ­ლის რევა, თავ­ბრუს­ხვე­ვა, სარ­ძე­ვე ჯირ­კვლე­ბის პე­რი­ო­დუ­ლი გამ­კვრი­ვე­ბა. თუმ­ცა ეს შე­იძ­ლე­ბა გაგ­რძელ­დეს პირ­ვე­ლი სამი თვის გან­მა­ვო­ბა­ში. შე­საძ­ლე­ბე­ლია მსგავ­სი პრე­პა­რა­ტი პა­ცი­ენ­ტმა სა­ერ­თოდ ვერ აი­ტა­ნოს და ჩვენ გა­დავ­დი­ვართ სხვა სა­ხის კონ­ტრა­ცე­პცი­ა­ზე. აღ­ნიშ­ნულ შემ­თხვე­ვა­ში მინ­და ვთქვა რომ პა­ცი­ენ­ტის ორ­გა­ნიზ­მი ადაპ­ტი­რე­ბუ­ლია ამ პრე­პა­რა­ტის მი­მართ და მე არ ვურ­ჩევ­დი მის შეც­ვლას. თუმ­ცა სა­ყუ­რე­დღე­ბოა თუ რამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ი­ყე­ვებს ამ პრე­პა­რატს. თუ ერთი და ორი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში იყ­ნებს თა­ვი­სუფ­ლად შე­უძ­ლია გა­აგ­რძე­ლოს მოხ­მა­რე­ბა ხუთ წლამ­დეც კი.

ნინო:

რამ­დე­ნად უსაფრ­თხოა ორ­გა­ნიზ­მის­თვის "ოვი­დონ რიხ­ტე­რი". ექ­ვსი თვის წინ და­ვი­წყე მი­ღე­ბა და რის შემ­დე­გაც და­მე­წყო სიყ­ვით­ლე, რას მირ­ჩევთ?

-"ოვი­დონ რიხ­ტე­რი" არის კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვი, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი თა­ო­ბი­საა და დიდი რა­ო­დე­ნო­ბით ესტრო­გენს შე­ი­ცავს. ესტრო­გენს აქვს ბევ­რი გვერ­დი­თი, უარ­ყო­ფი­თი გა­მოვ­ლი­ნე­ბა და ერთ-ერთი არის ღვიძლზე ზე­მოქ­მე­დე­ბა, რის შე­დე­გა­დაც სიყ­ვით­ლე ვი­თარ­დე­ბა. რაც უფრო მცი­რე დო­ზით არის ესტრო­გე­ნი, მით უფრო მცი­რე არის მისი უარ­ყო­ფი­თი გავ­ლე­ნა ორ­გა­ნიზ­მზე. ეს პრე­პა­რა­ტი დღეს­დღე­ი­სო­ბით ძა­ლი­ან ნაკ­ლე­ბად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა გი­ნე­კო­ლო­გი­ურ პრაქ­ტი­კა­ში. "ოვი­დო­ნის" შეც­ვლას ნამ­დვი­ლად ვურ­ჩევ­დი კი­თხვის ავ­ტორს, რა­ი­მე და­ბა­ლი დო­ზის ესტრო­გე­ნის პრე­პა­რა­ტით.

თა­მა­რი:

რო­გორ და­ვიც­ვათ თავი არა­სა­სურ­ვე­ლი ორ­სუ­ლო­ბის­გან, თუ არ გვაქვს ეს ძვი­რა­დღი­რე­ბუ­ლი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა, რას გვირ­ჩევთ სახ­ლის პი­რო­ბებ­ში "თა­ვის დაც­ვის" (სა­პო­ნის, ციტ­რა­მო­ნის, C ვი­ტა­მი­ნის) ეფექ­ტუ­რო­ბა­ზე, სა­მე­დი­ცი­ნო თვალ­საზ­რი­სით რას გვე­ტყვით?

-მა­პა­ტი­ეთ ფა­მი­ლი­ა­რო­ბის­თვის, მაგ­რამ ციტ­რა­მო­ნი ძა­ლი­ან კარ­გად გა­მო­ი­ყე­ნე­ბა თა­ვის ტკი­ვი­ლის დროს, ჩ ვი­ტა­მი­ნი გა­ცი­ე­ბის დროს, ხოლო სა­პო­ნი ჰი­გი­ე­ნურ სა­შუ­ა­ლე­ბად შეგ­ვიძ­ლია გა­მო­ვი­ყე­ნოთ. ეს არ­ცერ­თი არ არის კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვი. რაც შე­ე­ხე­ბა ძვი­რა­დღი­რე­ბულ პრე­პა­რა­ტებს, არ­სე­ბობს ბუ­ნებ­რი­ვი მე­თო­დე­ბი, რაც სახ­ლის პი­რო­ბებ­ში კეთ­დე­ბა. ეს არის კა­ლენ­და­რუ­ლი დღე­ე­ბი, ოვუ­ლა­ცი­უ­რი დღე­ე­ბის დაც­ვა, სქე­სობ­რი­ვი კონ­ტაქ­ტის შე­წყვე­ტა და ბევ­რი სხვა. ამა­ზე ესე ზო­გა­დად რთუ­ლია სა­უ­ბა­რი. ალ­ბათ მა­ინც ჯო­ბია კი­თხვის ავ­ტორ­მა სპე­ცი­ა­ლისტს მი­მარ­თოს და ფა­სი­დან გა­მომ­დი­ნა­რე ჩვენ შე­ვურ­ჩევთ და­ბალ­ფა­სია კონ­ტრა­ცეპ­ტივს.

მკი­თხვე­ლი მა­ი­კო:

რა კავ­შირ­შია პრე­ზერ­ვა­ტი­ვის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა საშ­ვი­ლოს­ნოს წყლუ­ლის გა­ჩე­ნას­თან, რამ­დე­ნად სწარ­ფად გან­ვი­თა­რე­ბა­დი და­ა­ვა­დე­ბაა და არის თუ არა საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კი­ბოს ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბის სა­შიშ­რო­ე­ბა მისი გარ­თუ­ლე­ბის შემ­თხვე­ვა­ში?

-პრე­ზერ­ვა­ტი­ვი კონ­ტრა­ცეფ­ცი­ის ბა­რი­ე­რუ­ლი სა­ხეა, მას აქვს ძა­ლი­ან დიდი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ფუნ­ქცია, სხვა კონ­ტრა­ცეპ­ტი­ვე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით სქე­სო­რი­ვი გზით გა­დამ­დე­ბი ინ­ფექ­ცი­ე­ბის პრე­ვენ­ცი­ას. სწო­რედ ეს ინ­ფექ­ცი­ე­ბია ძი­რი­თა­დათ საშ­ვი­ლოს­ნოს და­ა­ა­დე­ბე­ბის გა­მომ­წვე­ვი. მინ­და გი­თხრათ, რომ პრე­ზერ­ვა­ტი­ვის ხში­რი გა­მო­ყე­ნე­ბა არა­ნა­ირ კავ­შირ­ში არ არის საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის პა­თო­ლო­გი­ას­თან. საშ­ვი­ლოს­ნოს ყე­ლის კიბო ვი­თარ­დე­ბა პა­პი­ლო­მა ვირუ­სის ზე­მოქ­მე­დე­ბის შე­დე­გად. და­ინ­ფი­ცი­რე­ბი­დან გარ­კვე­უ­ლი დრო­ის შემ­დეგ წარ­მო­იშ­ვე­ბა სიმ­სიმ­ნე. საშ­ვი­ლოს­ნოს ყელ­ზე პრე­ზერ­ვა­ტივს უარ­ყო­ფი­თი ზე­გავ­ლე­ნა არ აქვს.

იხი­ლეთ ვი­დეო

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ისტორიული გამარჯვება - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

რა უნდა იცოდეს წყვილმა კონტრაცეფციის შესახებ

რა უნდა იცოდეს წყვილმა კონტრაცეფციის შესახებ

საქართველოში არასასურველი ორსულობის აბორტით შეწყვეტა კვლავაც ხშირია, რაც კონტრაცეფციის შესახებ საზოგადოების არასათანადო ცოდნით არის განპირობებული. რა უნდა იცოდეს წყვილმა კონტრაცეფციის შესახებ - თემასთან დაკავშირებით, თქვენს კითხვებს გინეკოლოგი, ნინო იამანიძე პასუხობს.

მკითხველი:

ვარ 18 წლის. მყავს ოთხი თვის შვილი. ვიმშობიარე საკეისრო კვეთით. მენსტრუაცია მომივიდა ერთი კვირის წინ და გენოკოლოგთან შეთანხმებით მხარში ჩავიდგი იმპლანტონი. მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა და მაქვს თუ არა ზუსტად 3 წლიანი გარანტია.

-ინპლანტაციური კონტრაცეფციული საშუალებები პირველ რიგში ძალიან კარგად გამოიყენება მეძუძურ დედებში, თავისი გვერდითი ჩვენებების სიმცირის გამო. მინდა გითხრათ, რომ იმპლანონი არის იმპლანტი რომელიც იდგმება კანქვეშ და ახასიათებს კონტრაცეფციული ძალიან კარგი ეფექტი. რაც შეეხება სამ წლიან გარანტიას არის სამი წლიდან შვიდ წლამდე, გააჩნია რომელ ფორმაზე გვაქვს საუბარი. როგორც კითხვის ავტორმა აღნიშნა მისი მოქმედება ნამდვილად სამი წლის განმავლობაში გრძელდება. დღესდღეისობით მიმდინარეობს კვლევები, რათა გაიზარდოს მისი მოქმედების ვადა ოთხ წლამდე. მისი დამცველობითი მექანიზმიდან გამომდინარე პირველი წლის განმავლობაში ეს გარანტია 99% უახლოვდება, ერთი წლის შემდეგ კი შესაძლებელია ეფექტის შემცირება, ანუ 100 ქალიდან მხოლოდ ერთ შემთხვევაში შეიძლება დადგეს არასასურველი ორსულობა.

ლალი:

რამდენად სანდოა ჰორმონალური კონტრაცეფცია და რა დედებითი თვისებებით ხასიათდება ის?

-ჰორმნონალური კონტრაცეფცია მოიცავს სხვადასხვა სახის კონტრაცეფციას, რომელიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. არსებობს კონბინირებული პრეპარატები, რომლების შეიცავენ ორი სახის ჰორმონალურ პრეპარატებს. ასევე არსებობს პრეპარატები, რომლებიც მხოლოდ ერთი სახის პრეპარატებს შეიცავენ. თითოეულ მათგანს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული ჩვენებები, განსხვავებული გვერდითი ეფექტები, აქედან გამომდინარე კითხვი ავტორს უნდა დაეკონკრეტებინა რომელ ჰორმონალურ კონტრაცეფციაზე აქვს კითხვა. მათი ეფექტურობაც ძალიან განსხვავდება, გამომდინარე იქიდან რომალ პრეპარატზე გვაქვს საუბარი.

ნანა:

როგორც ცნობილია, დღეისათვის განსაკუთრებული პოპულარობით ჰორმონალური კონტრაცეფცია სარგებლობს. თუ შეიძლება, რომ განმარტოთ, როგორია მათი მოქმედების მექანიზმი?

-ჰორმონალური კონტრაცეფციის მეტი წილი მოქმედებენ ოვულაციის დათრგუნვაზე, ეს კი განაყოფიერებისთვის მთავარი ჩამრთავი მექანიზმია, სწორედ მისი დათრგუნვის შედეგად არ ხდება ორსულობა. ჰორმონალური კონტრაცეფციის რაც შეეხება, ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ საშვილოსნოს ყელში მიმდინარეობს გარკვეული ქიმიური ცვლილებები, რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს ყელის ლორწოს სტრუქტურულ გარდაქმნას, რის გამოც შეღწევადობა სპერმატოზოიდების ფერხდება. სწორედ ეს არის ერთ-ერთი შემაფერხებელი არასასურველი ორსულობისგან. არსებობს კონტრაცეფტივები, რომლებიც უშუალოდ საშოში მოქმედებენ სპერმატოზოიდებზე უარყოფითად, ანუ იწვევენ მათ ინაქტივაციას. საშვილოსნოს შიდა საშვალებებიც არის როგორც ინერტული, არაედიკამენტური, ასევე არის მედიკამენტურიც. ანუ ჰორმონალური კონტრაცეფციას სხვადასხვა ეფექტი აქვს, მაგრამ მთავარი რის გამოც ვიყენებთ არის ავოლაციის დათრგუნვა.

ნათია:

ახასიათებს თუ არა უკუჩვენბები ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტს და რა შემთხვევაში შეიძლებ მისი განთავსება კანქვეშ?

-ჩასახვის საწინააღმდეგო იმპლანტის ჩაყენების სურვილის შემთხვევაში აუცილებელია კვალიფიციური კონსულტირება. ძირითადი უკუჩვენება ეს არის თრომბოემბულიზმი, ეს არის ღვიძლის მწვავე პათოლოგიები. ასევე გულ-სისხლძარღვთა გარკვეული პათოლოგიების დროს შესაძლებელია თავის შეკავება იმპლანტის ჩაყენებისგან. როცა დადასტურებულია და დიაგნოსტირებულია რომ ქალი ორსულად არ არის ამ შემთხვევაში ვუნიშნავთ იმპლანტს, ასევე თუ ქალს ანამნიზში აღენიშნება გაურკვეველი სისხლიანი გამონადენი საშოდან, ჯერ უნდა დაისვას დიზგნოზე და შემდეგ უკვე შიძლება ამ პრეპარატის გამოყენება. თვითონ იმოპლანონს, რომელიც გესტაგენს შეიცავს აქვს პერიოდული სისხლიანი გამონადენი საშოდან, რომელმაც შეიძლება გარკვეულწილად პათოლოგიების წაშლილი სურათი მოგვცეს და ვერ გავერკვეთ ზუსტად აღნიშნულ სიტუაციაში. იმპლანტი ძალიან კარგად გამოიყენება 35-40 წლის ასაკობრივ ჯგუფში, იმ ადამიანებში, ვისთანაც ესტროგენ დამოკიდებული მდგომარეობა არის უარყოფითი.

მკითხველი იკო:

გადახრილი საშვილოსნოს შემთხვევაში, რამდენად ეფექტურია ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლის გამოყენება?

-ეს ორი მდგომარეობა არანაირად არ არის ერთმანეთთან კავშირში. ადამიანის ანატომია არის ინდივიდუალური და მსგავსი ანატომიური ცვლილება პრონციპში არ მოქმედებს რეპროდუქციულ ფუნქციაზე. საშვილოსნო შეიძლება იყოს გადახრილი ან წინ ან უკან, თუმცა ამ შემთხვევაში ამას კარდინალური მნიშვნელობა არ აქვს დაორსულებისთვის. აქედან გამომდინარე შიძლება ჩასახვის საწინააღმდეგო სანთლის გამოყენება. ეს ადგილობრივი მოქმედების კონტრაცეპტივია, მხოლოდ საშოს დონეზე მოქმედებს და სპარმატოზოიდების ინაქტივაციას იწვევს.

სალო-სალო:

სექსუალური ცხოვრება ახალი დაწყებული მაქვს და ძალიან მეშინია, მირჩიეთ როგორ ავიცილო თავიდან მოსალოდნელი ორსულობა. ვარ 31 წლის, 47 კგ. ციკლი 28 დღიანი დარღვევების გარეშე.

-მსგავს კითხვაზე ზეპირსიტყვიერად პასუხის გაცემა ძალიან რთულია და არაკვალიფიციური იქნება. საჭიროა კონსულტაცია და ამ დროს ძალიან ბევრი რამ იქნება გასათვალისწინებელი რათა შეირჩეს პაციენტისთვის შესაბამისი და სწორად მორგებული პრეპარატი. ამიტომ მე ვთხოვდი კითხვის ავტორს პირადად გაესაუბროს ექიმს, მიიღოს სრულფასოვანი ინფორმაცია, რომლის შემდგომაც შერჩეული იქნება გარკვეული პრეპარატი რომელიც მორგებული იქნება უშუალოდ მასზე.

ნათია:

უკვე ერთ წელზე მეტია მაქვს ჩადგმული სპირალი. მაინტერესებს რამდენად უსაფრთხოა, აქვს თუ არა უარყოფითი მხარეები და რა უნდა ვიცოდეთ ამასთან დაკავშირებით? სპირალის ამოღების შემდეგ ხომ არ არის რისკი, რომ დაფეხმძიმებაში პრობლემები შემექმნას?

-სპირალს გვერდითი ეფექტები თითქმის არ აქვს, გარდა იმისა, რომ შესაძლებელია პირველი სამი თვის განმავლობაში გამოიწვიოს სისხლიანი გამონადენი საშოდან, რომელიც დროთა განმავლობაში თავისით ალაგდება. ეს ძირითადად გამოწვეულია მექანიკური ზემოქმედების შედეგად. თვითონ ფერტილობას რაც შეეხება, ანუ მისი რეპროდუქციული სისტემა ამით არ ზიანდება. რა თქმა უნდა სჭირდება მეთვალყურეობა, მაგრამ სხვა კონტრაცეპტივებთან შესარებით მინიმალური სახის მეთვალყურეობა სჭირდება. ამ შემთხვევაში მთხავარია საშოს სისუფთავის დაცვა, ვინაიდან საშოში არსებული ინფექცია არ გავრცელდეს საშვილოსნოში და ფალოფილოსის მილებში.

მკითხველი თოზი:

საკმაოდ დიდი პერიოდია ერთი დასახელების კონტრაცეპციას ვიყენებ. გამიგია რომ უნდა გამოიცვალოს რაღაც პერიოდში, რადგან ორგანიზმი ეჩვევა, ეს მართალია? მინდა ისევ არაჰორმონალური პრეპარატები მიღება დავიწყო, რას მირჩევთ?

-სავარაუდოდ კომბინირებულ კონტრაცეპციაზეა საუბარი, ანუ ეს პრეპარატია, რომელიც შეიცავს როგორც ესტროგენს, ასევე პროგესტერონს, ანუ მათ სინთეზურ ანალოგს. ამ პრეპარატებს გააჩნიათ ძალიან მნიშვნელოვანი ადაპტაციური მოვლენა. დანიშვნის შემთხვევაში ჩვენ ყოველთვის ვაფრთხილებთ პაციენტს გარკვეული გვერდითი ჩვენებების შესახებ. კომბინირებულ კონტრაცეპციას ახასიათებს გულის რევა, თავბრუსხვევა, სარძევე ჯირკვლების პერიოდული გამკვრივება. თუმცა ეს შეიძლება გაგრძელდეს პირველი სამი თვის განმავობაში. შესაძლებელია მსგავსი პრეპარატი პაციენტმა საერთოდ ვერ აიტანოს და ჩვენ გადავდივართ სხვა სახის კონტრაცეპციაზე. აღნიშნულ შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ პაციენტის ორგანიზმი ადაპტირებულია ამ პრეპარატის მიმართ და მე არ ვურჩევდი მის შეცვლას. თუმცა საყურედღებოა თუ რამდენი ხნის განმავლობაში გამოიყევებს ამ პრეპარატს. თუ ერთი და ორი წლის განმავლობაში იყნებს თავისუფლად შეუძლია გააგრძელოს მოხმარება ხუთ წლამდეც კი.

ნინო:

რამდენად უსაფრთხოა ორგანიზმისთვის "ოვიდონ რიხტერი". ექვსი თვის წინ დავიწყე მიღება და რის შემდეგაც დამეწყო სიყვითლე, რას მირჩევთ?

-"ოვიდონ რიხტერი" არის კომბინირებული კონტრაცეპტივი, რომელიც პირველი თაობისაა და დიდი რაოდენობით ესტროგენს შეიცავს. ესტროგენს აქვს ბევრი გვერდითი, უარყოფითი გამოვლინება და ერთ-ერთი არის ღვიძლზე ზემოქმედება, რის შედეგადაც სიყვითლე ვითარდება. რაც უფრო მცირე დოზით არის ესტროგენი, მით უფრო მცირე არის მისი უარყოფითი გავლენა ორგანიზმზე. ეს პრეპარატი დღესდღეისობით ძალიან ნაკლებად გამოიყენება გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. "ოვიდონის" შეცვლას ნამდვილად ვურჩევდი კითხვის ავტორს, რაიმე დაბალი დოზის ესტროგენის პრეპარატით.

თამარი:

როგორ დავიცვათ თავი არასასურველი ორსულობისგან, თუ არ გვაქვს ეს ძვირადღირებული კონტრაცეფციის შეძენის საშუალება, რას გვირჩევთ სახლის პირობებში "თავის დაცვის" (საპონის, ციტრამონის, C ვიტამინის) ეფექტურობაზე, სამედიცინო თვალსაზრისით რას გვეტყვით?

-მაპატიეთ ფამილიარობისთვის, მაგრამ ციტრამონი ძალიან კარგად გამოიყენება თავის ტკივილის დროს, ჩ ვიტამინი გაციების დროს, ხოლო საპონი ჰიგიენურ საშუალებად შეგვიძლია გამოვიყენოთ. ეს არცერთი არ არის კონტრაცეპტივი. რაც შეეხება ძვირადღირებულ პრეპარატებს, არსებობს ბუნებრივი მეთოდები, რაც სახლის პირობებში კეთდება. ეს არის კალენდარული დღეები, ოვულაციური დღეების დაცვა, სქესობრივი კონტაქტის შეწყვეტა და ბევრი სხვა. ამაზე ესე ზოგადად რთულია საუბარი. ალბათ მაინც ჯობია კითხვის ავტორმა სპეციალისტს მიმართოს და ფასიდან გამომდინარე ჩვენ შევურჩევთ დაბალფასია კონტრაცეპტივს.

მკითხველი მაიკო:

რა კავშირშია პრეზერვატივის ხშირი გამოყენება საშვილოსნოს წყლულის გაჩენასთან, რამდენად სწარფად განვითარებადი დაავადებაა და არის თუ არა საშვილოსნოს ყელის კიბოს ჩამოყალიბების საშიშროება მისი გართულების შემთხვევაში?

-პრეზერვატივი კონტრაცეფციის ბარიერული სახეა, მას აქვს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფუნქცია, სხვა კონტრაცეპტივებისგან განსხვავებით სქესორივი გზით გადამდები ინფექციების პრევენციას. სწორედ ეს ინფექციებია ძირითადათ საშვილოსნოს დააადებების გამომწვევი. მინდა გითხრათ, რომ პრეზერვატივის ხშირი გამოყენება არანაირ კავშირში არ არის საშვილოსნოს ყელის პათოლოგიასთან. საშვილოსნოს ყელის კიბო ვითარდება პაპილომა ვირუსის ზემოქმედების შედეგად. დაინფიცირებიდან გარკვეული დროის შემდეგ წარმოიშვება სიმსიმნე. საშვილოსნოს ყელზე პრეზერვატივს უარყოფითი ზეგავლენა არ აქვს.

იხილეთ ვიდეო

ალკოჰოლის მიღება და უზიარებლობა მარხვის დროს - რა უნდა იცოდეს მართლმადიდებელმა მარხვის შესახებ

რა არის აზიური ფაროსანა და უქმნის თუ არა ჯანმრთელობას საფრთხეს?

რა არის დეჰიდრატაცია და როგორ ვუმკურნალოთ მას