მსოფლიო
სამართალი
მოზაიკა

17

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ხუთშაბათი, მთვარის ოცდამესამე დღე დაიწყება 23:58-ზე, მთვარე ვერძშია – რეკომენდებულია: მონანიება, მიტევება, მარხვა. სახლის განწმენდა და დალოცვა. კარგია ყველაფერი ზედმეტის მოშორება. არ არის რეკომენდებული: მოლაპარაკებების წარმოება. აზრებისა და იდეების სხვებისთვის გაზიარება. გაუფრთხილდით ხერხემალს. უარი თქვით ხორცზე, ყავასა და ალკოჰოლზე. ჭარბმა კვებამ შესაძლოა კუჭ-ნაწლავის დაავადებები გამოიწვიოს. ამ დღეს გაწყვეტილი კავშირები არასოდეს აღდგება და ადამიანები ძალიან სწრაფად ივიწყებენ ერთმანეთს.
პოლიტიკა
საზოგადოება
Faceამბები
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მონიტორინგის დროს 10 გოგონა საპირფარეშოში ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ვნახე" - სკანდალი ბათუმის საბავშვო ბაღში
"მონიტორინგის დროს 10 გოგონა საპირფარეშოში ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ვნახე" - სკანდალი ბათუმის საბავშვო ბაღში

სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის არა­ჯე­როვ­ნად შეს­რუ­ლე­ბის მო­ტი­ვით, ბა­თუ­მის #2 სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გე და რამ­დე­ნი­მე თა­ნამ­შრო­მე­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან გა­ა­თა­ვი­სუფ­ლეს.

რო­გორც ბა­თუ­მის ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის დი­რექ­ტორ­მა, ნა­ტა­ლია ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი გა­ნა­ცხა­და, "მო­ნი­ტო­რინ­გის დროს 10 გო­გო­ნა სა­პირ­ფა­რე­შო­ში ნა­ხევ­რად­შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ნახა, რაც ბავ­შვთა სწო­რად აღ­ზრდის­თვის მი­უ­ღე­ბე­ლია".

"გუ­შინ, 16:00 სა­ათ­ზე ვეწ­ვიე მე­ო­რე სა­ბავ­შვო ბაღს და აღ­მო­ვა­ჩი­ნე დარ­ღვე­ვა. სა­პირ­ფა­რე­შო­ში და­ვი­ნა­ხე ათი გო­გო­ნა, რომ­ლებ­საც საც­ვლე­ბი ჩაძ­რო­ბი­ლი ჰქონ­დათ და იყ­ვნენ ნა­ხევ­რად შიშ­ვლე­ბი. მათ­თან პე­და­გო­გიც იყო. ეს არის მი­უ­ღე­ბე­ლი აღ­ზრდის­თვის. მი­ვი­ღე სა­თა­ნა­დო ზო­მე­ბი - ბა­ღის გამ­გე, მე­თო­დის­ტი და პე­და­გო­გი გა­ვა­თა­ვი­სუფ­ლე სამ­სა­ხუ­რი­დან", - აღ­ნიშ­ნა ნა­ტა­ლია ზა­ქა­რე­იშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, #2 სა­ბავ­შვო ბა­ღის გამ­გე ნანა ირე­მაშ­ვილს სამ­სა­ხუ­რი­დან წას­ვლის შე­სა­ხებ გან­ცხა­დე­ბა არ და­უ­წე­რია, რის გა­მოც მისი გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის შე­სა­ხებ ბრძა­ნე­ბას ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბა მო­ამ­ზა­დებს.

ნანა ირე­მაშ­ვი­ლი ბა­თუ­მის საკ­რე­ბუ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბა. ასე­ვე, საკ­რე­ბუ­ლო­ში იმ­ყო­ფე­ბო­და გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი პე­და­გო­გი თი­ნა­თინ გო­გი­ტი­ძე. რო­გორც მან გა­ნა­ცხა­და, სა­პირ­ფა­რე­შო­ში ოთხი გო­გო­ნა შე­იყ­ვა­ნა ერ­თდრო­უ­ლად, რად­გან მცი­რე ასა­კის ბავ­შვებს ბუ­ნებ­რი­ვი მო­თხოვ­ნი­ლე­ბის დაკ­მა­ყო­ფი­ლე­ბის სურ­ვი­ლის მოთ­მე­ნას ვერ აი­ძუ­ლებს. პე­და­გო­გი გან­მარ­ტავს, რომ იმ დღეს ჯგუფ­ში სულ 6 გო­გო­ნა იმ­ყო­ფე­ბო­და, რის და­მა­დას­ტუ­რებ­ლად საკ­რე­ბუ­ლოს აღ­რი­ცხვის ჟურ­ნა­ლი წა­რუდ­გი­ნა:

"10-12 გო­გო­ნა არ ყო­ფი­ლა. იმ დღეს ჯგუფ­ში სულ 6 გო­გო­ნა გვყავ­და. ამის შე­სა­ბა­მი­სი აღ­რი­ცხვის ჟურ­ნა­ლი წარ­ვუდ­გი­ნე საკ­რე­ბუ­ლოს. სა­უზ­მის შემ­დეგ ბავ­შვებს ერ­თდრო­უ­ლად უნ­დათ სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლა, ერთი რომ იტყვის, და­ნარ­ჩე­ნე­ბიც მი­ბა­ძა­ვენ. ჩვენ გუნ­დუ­რად ვმუ­შა­ობთ. აღ­მზრდე­ლი სხვა საქ­მეს აკე­თებ­და, ამი­ტომ ოთხი გო­გო­ნა შე­ვიყ­ვა­ნე ერ­თდრო­უ­ლად სა­პირ­ფა­რე­შო­ში", - აღ­ნიშ­ნა თი­ნა­თინ გო­გი­ტი­ძემ.

#2 ბა­ღის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი აცხა­დე­ბენ, რომ ბა­ღის გამ­გე, პე­და­გო­გი და მე­თო­დის­ტი უსა­მარ­თლოდ არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი. რო­გორც პე­და­გოგ­მა ია ჯა­ფა­რი­ძემ გა­ნა­ცხა­და, სა­კი­თხი კომ­პე­ტენ­ტურ­მა ორ­გა­ნო­ებ­მა უნდა გა­მო­ი­ძი­ონ:

"უსა­მარ­თლოდ არი­ან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი სამ­სა­ხუ­რი­დან, ასეთ უსა­მარ­თლო­ბა­ში ჩვენც რო­გორ უნდა ვი­მუ­შა­ოთ. მას­წავ­ლე­ბელს სა­უზ­მის შემ­დეგ სა­პირ­ფა­რე­შო­ში შეს­ვლა რომ მო­თხო­ვეს, მან ოთხი გო­გო­ნა ერ­თდრო­უ­ლად შე­იყ­ვა­ნა. სამი ქო­თან­ზე დას­ვა და ერთი უნი­ტაჟ­ზე. ამ დროს შე­მო­ვი­და გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი და და­ი­ნა­ხა ეს სი­ტუ­ა­ცია. შეგ­ვიძ­ლია ხატ­ზე, ჯვარ­ზე და­ვი­ფი­ცოთ, რომ ეს არის უსა­მარ­თლო­ბა და ან­გა­რიშს­წო­რე­ბა. ამის უკან რა­ღაც დგას, უნდა გა­მო­ი­ძი­ონ", - აღ­ნიშ­ნა ია ჯა­ფა­რი­ძემ.

ბა­თუ­მის ბა­ღე­ბის გა­ერ­თი­ა­ნე­ბის ახა­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ნა­ტა­ლია ზა­ქა­რე­იშ­ვი­ლი აღ­ნიშ­ნულ პო­ზი­ცი­ა­ზე 2014 წლის1 იან­ვრი­დან მუ­შა­ობს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ხელოვნური ინტელექტი - მინუსები და პლუსები

"მონიტორინგის დროს 10 გოგონა საპირფარეშოში ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ვნახე" - სკანდალი ბათუმის საბავშვო ბაღში

"მონიტორინგის დროს 10 გოგონა საპირფარეშოში ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ვნახე" - სკანდალი ბათუმის საბავშვო ბაღში

სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების მოტივით, ბათუმის #2 საბავშვო ბაღის გამგე და რამდენიმე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს.

როგორც ბათუმის ბაღების გაერთიანების დირექტორმა, ნატალია ზაქარეიშვილი განაცხადა, "მონიტორინგის დროს 10 გოგონა საპირფარეშოში ნახევრადშიშველ მდგომარეობაში ნახა, რაც ბავშვთა სწორად აღზრდისთვის მიუღებელია".

"გუშინ, 16:00 საათზე ვეწვიე მეორე საბავშვო ბაღს და აღმოვაჩინე დარღვევა. საპირფარეშოში დავინახე ათი გოგონა, რომლებსაც საცვლები ჩაძრობილი ჰქონდათ და იყვნენ ნახევრად შიშვლები. მათთან პედაგოგიც იყო. ეს არის მიუღებელი აღზრდისთვის. მივიღე სათანადო ზომები - ბაღის გამგე, მეთოდისტი და პედაგოგი გავათავისუფლე სამსახურიდან", - აღნიშნა ნატალია ზაქარეიშვილმა.

მისივე განმარტებით, #2 საბავშვო ბაღის გამგე ნანა ირემაშვილს სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება არ დაუწერია, რის გამოც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანებას ბაღების გაერთიანება მოამზადებს.

ნანა ირემაშვილი ბათუმის საკრებულოში იმყოფება. ასევე, საკრებულოში იმყოფებოდა გათავისუფლებული პედაგოგი თინათინ გოგიტიძე. როგორც მან განაცხადა, საპირფარეშოში ოთხი გოგონა შეიყვანა ერთდროულად, რადგან მცირე ასაკის ბავშვებს ბუნებრივი მოთხოვნილების დაკმაყოფილების სურვილის მოთმენას ვერ აიძულებს. პედაგოგი განმარტავს, რომ იმ დღეს ჯგუფში სულ 6 გოგონა იმყოფებოდა, რის დამადასტურებლად საკრებულოს აღრიცხვის ჟურნალი წარუდგინა:

"10-12 გოგონა არ ყოფილა. იმ დღეს ჯგუფში სულ 6 გოგონა გვყავდა. ამის შესაბამისი აღრიცხვის ჟურნალი წარვუდგინე საკრებულოს. საუზმის შემდეგ ბავშვებს ერთდროულად უნდათ საპირფარეშოში შესვლა, ერთი რომ იტყვის, დანარჩენებიც მიბაძავენ. ჩვენ გუნდურად ვმუშაობთ. აღმზრდელი სხვა საქმეს აკეთებდა, ამიტომ ოთხი გოგონა შევიყვანე ერთდროულად საპირფარეშოში", - აღნიშნა თინათინ გოგიტიძემ.

#2 ბაღის თანამშრომლები აცხადებენ, რომ ბაღის გამგე, პედაგოგი და მეთოდისტი უსამართლოდ არიან გათავისუფლებული. როგორც პედაგოგმა ია ჯაფარიძემ განაცხადა, საკითხი კომპეტენტურმა ორგანოებმა უნდა გამოიძიონ:

"უსამართლოდ არიან გათავისუფლებული სამსახურიდან, ასეთ უსამართლობაში ჩვენც როგორ უნდა ვიმუშაოთ. მასწავლებელს საუზმის შემდეგ საპირფარეშოში შესვლა რომ მოთხოვეს, მან ოთხი გოგონა ერთდროულად შეიყვანა. სამი ქოთანზე დასვა და ერთი უნიტაჟზე. ამ დროს შემოვიდა გაერთიანების ხელმძღვანელი და დაინახა ეს სიტუაცია. შეგვიძლია ხატზე, ჯვარზე დავიფიცოთ, რომ ეს არის უსამართლობა და ანგარიშსწორება. ამის უკან რაღაც დგას, უნდა გამოიძიონ", - აღნიშნა ია ჯაფარიძემ.

ბათუმის ბაღების გაერთიანების ახალი ხელმძღვანელი ნატალია ზაქარეიშვილი აღნიშნულ პოზიციაზე 2014 წლის1 იანვრიდან მუშაობს.

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია