პოლიტიკა
სამართალი

6

ივნისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

პარასკევი, მთვარის მეთერთმეტე დღე დაიწყება 17:02-ზე, მთვარე სასწორშია – ერთ-ერთი ყველაზე ენერგიული, წარმატებული და ძლიერი დღეა. ნებისმიერი დავალების შესრულებისას საჭიროა სიფრთხილე და ყურადღება. იმოქმედეთ გადამწყვეტად, ბიზნესში თუ სამსახურში. განხორციელდეთ ის, რაც ჩაფიქრებული გქონდათ. გააფორმეთ კონტრაქტები, დაიკავეთ ახალი პოზიცია. დაასრულეთ რაც დაიწყეთ. დღის საუკეთესო საკვებად ითვლება წვენები და ხილი. გამოიჩინეთ მზრუნველობა და სიყვარული საყვარელი ადამიანის მიმართ, მიართვათ საჩუქარი.
Faceამბები
საზოგადოება
მოზაიკა
სპორტი
მეცნიერება
კულტურა/შოუბიზნესი
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
კანონი, რომელზეც ღარიბაშვილი მინისტრებს გაუბრაზდა, პარლამენტში მისივე ხელმოწერით არის წარდგენილი
კანონი, რომელზეც ღარიბაშვილი მინისტრებს გაუბრაზდა, პარლამენტში მისივე ხელმოწერით არის წარდგენილი

პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე გაბ­რა­ზე­ბა და გაკ­ვირ­ვე­ბა იმ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით გა­მო­ხა­ტა, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენ­ტში მი­სი­ვე ხელ­მო­წე­რით არის წარ­დგე­ნი­ლი. შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ფი­ნანსთა მი­ნის­ტრი ნო­დარ ხა­დუ­რი და ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის მი­ნის­ტრი და­ვით და­რახვე­ლი­ძე დღეს სულ ტყუ­ი­ლად და­ი­ტუქ­სნენ.

"თემა მო­ვის­მი­ნე, თით­ქოს "სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში" ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დი­სო... რა ცვლი­ლე­ბე­ბი შე­დის? რა ხდე­ბა? გამ­ჭირ­ვა­ლო­ბა მო­უ­თხო­ვი­ათ, თუ რა­ღაც", - ამ კი­თხვა­ზე პა­სუხს მთავ­რო­ბის დღე­ვან­დელ სხდო­მა­ზე ღა­რი­ბაშ­ვი­ლი მი­ნის­ტრე­ბის­გან იმ კა­ნონპ­რო­ექტთან და­კავ­ში­რე­ბით ითხოვ­და, რო­მე­ლიც პარ­ლა­მენტს მთავ­რო­ბამ, პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის ხელ­მო­წე­რით 12 დე­კემ­ბერს გა­და­უგ­ზავ­ნა. კა­ნონპ­რო­ექ­ტზე თან­დარ­თუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი­დან კი ირ­კვე­ვა, რომ სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვა მთავ­რო­ბას თა­ვის დრო­ზე მო­წო­ნე­ბუ­ლი აქვს.

რო­გორც წესი, სა­კა­ნონ­მდებ­ლო ინი­ცი­ა­ტი­ვით პარ­ლა­მენ­ტში შე­დის არა კონ­კრე­ტუ­ლი სა­მი­ნის­ტრო, არა­მედ მთავ­რო­ბა და ვერც ხა­დუ­რის და ვერც და­რახვე­ლი­ძის უწყე­ბა ამას მთავ­რო­ბის გვერ­დის ავ­ლით და მისი თან­ხმო­ბის გა­რე­შე ვერ გა­ა­კე­თებ­და.

ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლის დღე­ვან­დე­ლი გან­ცხა­დე­ბა სა­ინ­ტე­რე­სო იყო "სა­გა­და­სა­ხა­დო კო­დექსში" და­გეგ­მი­ლი ცვლი­ლე­ბე­ბის არ­სობ­რი­ვი ნა­წი­ლის კრი­ტი­კის კუ­თხი­თაც. რო­გორც პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა გა­ნა­ცხა­და, უწყე­ბას, რო­მელ­საც ინ­ფორ­მა­ცია სჭირ­დე­ბა, ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტრომ უნდა მი­ა­წო­დოს. არა­და, სა­უ­ბა­რია სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცველ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე, რო­მელ­ზეც წვდო­მა, მოქ­მე­დი კა­ნო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, შე­ზღუ­დულ პირ­თა წრეს აქვს და ისიც მხო­ლოდ კა­ნო­ნით დად­გე­ნილ შემ­თხვე­ვებ­ში.

"რა, არ აძ­ლევთ ინ­ფორ­მა­ცი­ას, თუ რა ხდე­ბა?! ამის­თვის კა­ნო­ნი უნდა შეც­ვა­ლოთ, თუ რა ხდე­ბა?! ვი­საც სჭირ­დე­ბათ, მი­ა­წო­დეთ ინ­ფორ­მა­ცია და თუ არ სჭირ­დე­ბათ, ნუ მი­აწ­ვდით!... ერ­თმა­ნეთს შე­უ­თანხდით ხოლ­მე და მერე გა­ა­კე­თეთ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა, ვი­საც არ ეზა­რე­ბა, კა­ნონპ­რო­ექ­ტის ცვლი­ლე­ბას აკე­თებს", - გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მა­ზე.

საქ­მე ის არის, რომ სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნოს მიერ გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის შე­სა­ხებ მი­ღე­ბუ­ლი ნე­ბის­მი­ე­რი ინ­ფორ­მა­ცია, გარ­და გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის სტა­ტუ­სი­სა, სა­ხელ­წო­დე­ბი­სა, მი­სა­მარ­თი­სა, სა­ი­დენ­ტი­ფი­კა­ციო ნომ­რი­სა, სა­გა­და­სა­ხა­დო და­ვა­ლი­ა­ნე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, მე­წარ­მე­თა და არა­სა­მე­წარ­მეო იუ­რი­დი­უ­ლი პი­რე­ბის რე­ესტრში რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი სა­ჯა­რო ინ­ფორ­მა­ცი­ი­სა, სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას გა­ნე­კუთ­ვნე­ბა. სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნო და მისი თა­ნამ­შრო­მე­ლი ვალ­დე­ბუ­ლია, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა და­იც­ვას. ამას­თან, კა­ნო­ნი ად­გენს იმ გა­მო­ნაკ­ლის პირ­თა წრეს, ვის­თვი­საც შე­საძ­ლე­ბე­ლია გარ­კვე­ულ შემ­თხვე­ვებ­ში ასე­თი ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა. მა­გა­ლი­თად, მოქ­მე­დი კა­ნო­ნის თა­ნახ­მად, სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნოს უფ­ლე­ბა აქვს, ცალ­კე­უ­ლი გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის შე­სა­ხებ იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გა­დას­ცეს ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს სის­ტე­მის თა­ნამ­შრომ­ლებს და ფი­ნანსთა სა­მი­ნის­ტროს­თან არ­სე­ბუ­ლი და­ვე­ბის გან­ხილ­ვის საბ­ჭოს წევ­რებს - ამ პირ­თა მიერ სამ­სა­ხუ­რებ­რი­ვი მო­ვა­ლე­ო­ბის შეს­რუ­ლე­ბის მიზ­ნით, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნო­ებს - მათ წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ებ­თან და­კავ­ში­რე­ბით, სა­სა­მარ­თლოს - სა­სა­მარ­თლოს წარ­მო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ საქ­მეს­თან და­კავ­ში­რე­ბით, გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის სა­გა­და­სა­ხა­დო ვალ­დე­ბუ­ლე­ბე­ბის ან პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გან­სა­ზღვრის მიზ­ნით, აღ­სრუ­ლე­ბის ეროვ­ნულ ბი­უ­როს - "სა­აღ­სრუ­ლე­ბო წარ­მო­ე­ბა­თა შე­სა­ხებ" კა­ნო­ნით გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის აღ­სრუ­ლე­ბის პრო­ცეს­ში და ასე შემ­დეგ. იმ სუ­ბი­ექტთა წრე კი, რო­მელ­საც შე­იძ­ლე­ბა სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან წვდო­მა ჰქონ­დეს, დღეს საკ­მა­ოდ შე­ზღუ­დუ­ლია.

პარ­ლა­მენ­ტში ინი­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, ეს წრე ფარ­თოვ­დე­ბა და სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი მუხ­ლი მთლი­ა­ნად ახა­ლი რე­დაქ­ცი­ით ყა­ლიბ­დე­ბა.

რო­გორც კა­ნონპ­რო­ექ­ტით ირ­კვე­ვა, სა­გა­და­სახ­დო ორ­გა­ნოს უფ­ლე­ბა ეძ­ლე­ვა გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის შე­სა­ხებ სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცია სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის, ან გა­და­სა­ხა­დის გა­დამ­ხდე­ლის თან­ხმო­ბის გა­რე­შე გა­დას­ცეს მთავ­რო­ბას, ყვე­ლა სა­მი­ნის­ტროს, სა­მარ­თალ­დამ­ცავ ორ­გა­ნოს, სა­ხალ­ხო დამ­ცველს და მთელ რიგ სუ­ბი­ექ­ტებს, რაც პრო­ექ­ტის მი­ხედ­ვით, "კა­ნონ­მდებ­ლო­ბით გან­სა­ზღვრუ­ლი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის" შე­იძ­ლე­ბა მოხ­დეს.

სა­გა­და­სა­ხა­დო სა­ი­დუმ­ლო­ე­ბა­ზე წვდო­მის უფ­ლე­ბის მქო­ნე სუ­ბი­ექტთა წრის გა­ფარ­თო­ე­ბის და სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის­თვის ამ შე­საძ­ლებ­ლო­ბის მი­ცე­მის ინი­ცი­ა­ტო­რი ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროა. რო­გორც უწყე­ბის პირ­ვე­ლი პი­რის­გან გახ­და ცნო­ბი­ლი, თა­ვის მხრივ, მათ სა­გა­და­სა­ხა­დო ორ­გა­ნოს­გან მი­ღე­ბულ ინ­ფორ­მა­ცი­ა­ზე დაყ­რდნო­ბით იმის და­ზუს­ტე­ბა სურთ, რა შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ კონ­კრე­ტულ დევ­ნი­ლებს და ვინ შე­იძ­ლე­ბა იყოს დევ­ნილ­თა შემ­წე­ო­ბის მიმ­ღე­ბი და ვინ - არა.

თუკი ნო­დარ ხა­დუ­რი პრე­მი­ერ-მი­ნისტრს და­უ­ჯე­რებს და ასეთ ინ­ფორ­მა­ცი­ას ლტოლ­ვილ­თა და გან­სახ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტროს გა­დას­ცემს, ამით მოქ­მედ კა­ნონს და­არ­ღვევს.

ნა­თია ინა­უ­რი, Ambebi.ge

ასე­ვე იხი­ლეთ: ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მი­ნის­ტრე­ბი და­ტუქ­სა

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
ქართულ კომერციულ ბანკებში დაახლოებით 2 მილიარდი რუსული რუბლი ინახება

კანონი, რომელზეც ღარიბაშვილი მინისტრებს გაუბრაზდა, პარლამენტში მისივე ხელმოწერით არის წარდგენილი

კანონი, რომელზეც ღარიბაშვილი მინისტრებს გაუბრაზდა, პარლამენტში მისივე ხელმოწერით არის წარდგენილი

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გაბრაზება და გაკვირვება იმ კანონპროექტთან დაკავშირებით გამოხატა, რომელიც პარლამენტში მისივე ხელმოწერით არის წარდგენილი. შეიძლება ითქვას, რომ ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი დავით დარახველიძე დღეს სულ ტყუილად დაიტუქსნენ.

"თემა მოვისმინე, თითქოს "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები შედისო... რა ცვლილებები შედის? რა ხდება? გამჭირვალობა მოუთხოვიათ, თუ რაღაც", - ამ კითხვაზე პასუხს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ღარიბაშვილი მინისტრებისგან იმ კანონპროექტთან დაკავშირებით ითხოვდა, რომელიც პარლამენტს მთავრობამ, პრემიერ-მინისტრის ხელმოწერით 12 დეკემბერს გადაუგზავნა. კანონპროექტზე თანდართული დოკუმენტებიდან კი ირკვევა, რომ საკანონმდებლო ინიციატივა მთავრობას თავის დროზე მოწონებული აქვს.

როგორც წესი, საკანონმდებლო ინიციატივით პარლამენტში შედის არა კონკრეტული სამინისტრო, არამედ მთავრობა და ვერც ხადურის და ვერც დარახველიძის უწყება ამას მთავრობის გვერდის ავლით და მისი თანხმობის გარეშე ვერ გააკეთებდა.

ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადება საინტერესო იყო "საგადასახადო კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების არსობრივი ნაწილის კრიტიკის კუთხითაც. როგორც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, უწყებას, რომელსაც ინფორმაცია სჭირდება, ფინანსთა სამინისტრომ უნდა მიაწოდოს. არადა, საუბარია საგადასახადო საიდუმლოების შემცველ ინფორმაციაზე, რომელზეც წვდომა, მოქმედი კანონის გათვალისწინებით, შეზღუდულ პირთა წრეს აქვს და ისიც მხოლოდ კანონით დადგენილ შემთხვევებში.

"რა, არ აძლევთ ინფორმაციას, თუ რა ხდება?! ამისთვის კანონი უნდა შეცვალოთ, თუ რა ხდება?! ვისაც სჭირდებათ, მიაწოდეთ ინფორმაცია და თუ არ სჭირდებათ, ნუ მიაწვდით!... ერთმანეთს შეუთანხდით ხოლმე და მერე გააკეთეთ კანონპროექტის ინიცირება, ვისაც არ ეზარება, კანონპროექტის ცვლილებას აკეთებს", - განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

საქმე ის არის, რომ საგადასახადო ორგანოს მიერ გადასახადის გადამხდელის შესახებ მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია, გარდა გადასახადის გადამხდელის სტატუსისა, სახელწოდებისა, მისამართისა, საიდენტიფიკაციო ნომრისა, საგადასახადო დავალიანების შესახებ ინფორმაციისა, მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებული საჯარო ინფორმაციისა, საგადასახადო საიდუმლოებას განეკუთვნება. საგადასახადო ორგანო და მისი თანამშრომელი ვალდებულია, გადასახადის გადამხდელის შესახებ ინფორმაციის საიდუმლოება დაიცვას. ამასთან, კანონი ადგენს იმ გამონაკლის პირთა წრეს, ვისთვისაც შესაძლებელია გარკვეულ შემთხვევებში ასეთი ინფორმაციის მიწოდება. მაგალითად, მოქმედი კანონის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, ცალკეული გადასახადის გადამხდელის შესახებ იდენტიფიცირებული ინფორმაცია გადასცეს ფინანსთა სამინისტროს სისტემის თანამშრომლებს და ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს წევრებს - ამ პირთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზნით, სამართალდამცავ ორგანოებს - მათ წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, სასამართლოს - სასამართლოს წარმოებაში არსებულ საქმესთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულებების ან პასუხისმგებლობის განსაზღვრის მიზნით, აღსრულების ეროვნულ ბიუროს - "სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" კანონით გათვალისწინებული გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესში და ასე შემდეგ. იმ სუბიექტთა წრე კი, რომელსაც შეიძლება საგადასახადო საიდუმლოებასთან წვდომა ჰქონდეს, დღეს საკმაოდ შეზღუდულია.

პარლამენტში ინიცირებული პროექტის მიხედვით, ეს წრე ფართოვდება და საგადასახადო საიდუმლოებასთან დაკავშირებული მუხლი მთლიანად ახალი რედაქციით ყალიბდება.

როგორც კანონპროექტით ირკვევა, საგადასახდო ორგანოს უფლება ეძლევა გადასახადის გადამხდელის შესახებ საგადასახადო საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია სასამართლოს გადაწყვეტილების, ან გადასახადის გადამხდელის თანხმობის გარეშე გადასცეს მთავრობას, ყველა სამინისტროს, სამართალდამცავ ორგანოს, სახალხო დამცველს და მთელ რიგ სუბიექტებს, რაც პროექტის მიხედვით, "კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებისთვის" შეიძლება მოხდეს.

საგადასახადო საიდუმლოებაზე წვდომის უფლების მქონე სუბიექტთა წრის გაფართოების და სამინისტროებისთვის ამ შესაძლებლობის მიცემის ინიციატორი ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროა. როგორც უწყების პირველი პირისგან გახდა ცნობილი, თავის მხრივ, მათ საგადასახადო ორგანოსგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით იმის დაზუსტება სურთ, რა შემოსავალი აქვთ კონკრეტულ დევნილებს და ვინ შეიძლება იყოს დევნილთა შემწეობის მიმღები და ვინ - არა.

თუკი ნოდარ ხადური პრემიერ-მინისტრს დაუჯერებს და ასეთ ინფორმაციას ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს გადასცემს, ამით მოქმედ კანონს დაარღვევს.

ნათია ინაური, Ambebi.ge

ასევე იხილეთ: ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრები დატუქსა

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა