საზოგადოება
პოლიტიკა
მსოფლიო

15

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

ოთხშაბათი, მთვარის ოცდამეორე დღე დაიწყება 23:52-ზე, მთვარე ვერძში გადავა 08:31-ზე – გაზარდეთ თქვენი ცოდნის დონე. შეისწავლეთ ახალი. იმუშავეთ მნიშვნელოვან დოკუმენტებთან. ხელი მოაწერე კონტრაქტებს. დაალაგეთ არქივი. დაუთმეთ დღე განათლებას და სწავლას. მოაგვარეთ მარტივი საკითხები და არ მიიღოთ სერიოზული გადაწყვეტილებები. არ არის რეკომენდებული: ახალი და სერიოზული საქმეების დაწყება. ბევრი მუშაობა. ვაჭრობა. სიზარმაცე. იყავით ყურადღებიანი ბარძაყების, ქვედა ხერხემლის მიმართ. არ არის რეკომენდებული მარხვა ან შიმშილი. კარგია ტანსაცმლის გაუთოება და შენახვა; ზამთრისთვის ხილის გაყინვა და კონსერვაცია.
სამართალი
Faceამბები
მოზაიკა
მეცნიერება
კონფლიქტები
სამხედრო
სპორტი
წიგნები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ხმაურიანი საპროტესტო აქცია-კონცერტი მერიასთან ვაკის პარკის გადასარჩენად (+ფოტორეპორტაჟი)
ხმაურიანი საპროტესტო აქცია-კონცერტი მერიასთან ვაკის პარკის გადასარჩენად (+ფოტორეპორტაჟი)

"გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ვა­კის პარ­კი" - ამ ლო­ზუნ­გმა დღეს მე­რი­ას­თან სა­მო­ქა­ლა­ქო სა­ზო­გა­დო­ე­ბა და ცნო­ბი­ლი სა­ხე­ე­ბი გა­ა­ერ­თი­ა­ნა. აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ვა­კის პარკში, ჭავ­ჭა­ვა­ძის #68-ში და­გეგ­მილ სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას აპ­რო­ტეს­ტებ­დნენ. მშვი­დო­ბი­ა­ნი აქ­ცია-კონ­ცერ­ტი 13 სა­ათ­ზე და­ი­წყო და ჩემ­და გა­საკ­ვი­რად, და­ახ­ლო­ე­ბით თხუთ­მეტ წუთ­ში მე­რი­ის მიმ­დე­ბა­რე ტე­რო­ტი­ო­რია ხალ­ხით აივ­სო. ყვე­ლა­ზე მე­ტად კი მოძ­რა­ო­ბა "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბის" წევ­რე­ბი აქ­ტი­უ­რობ­დნენ.

აქ­ცი­ის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებს შე­ნო­ბის კედ­ლე­ბი ბა­ნე­რე­ბით აუჭ­რე­ლე­ბი­ათ: "მე­რია მე­ტას­ტა­ზია, მე­რია ჩვე­ნი მტე­რია", სას­ტუმ­რო ჟანგბადს არ გა­მო­ყოფს", "ფულს ვერ ისუნ­თქებ", "ხერ­ხს ჟან­გი, ხალ­ხს ჟანგბა­დი"...

იყო არა­ე­თი­კუ­რი ლო­ზუნ­გე­ბიც...

ვი­ღა­ცას კი ლექ­სის წე­რის მუზა მოს­ვლია: "გა­ნა­პი­რო­ბებს ჩვენს რე­აქ­ცი­ას, ის რომ გვი­ზღუ­დავთ რეკ­რე­ა­ცი­ას".

იქვე მე­რი­ის ეზო­ში მა­გი­დას­თან მო­ფუს­ფუ­სე ხალ­ხი იქ­ცევს ყუ­რა­დღე­ბას. "პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი" მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ხე­მო­წე­რებს მე­რი­ა­ში წარ­სად­გე­ნად ამ­ზა­დე­ბენ.

მო­წო­დე­ბა ერ­თა­დერ­თია - "ბო­ი­კო­ტი მწვა­ნე სა­ფა­რის გა­მა­ნად­გუ­რებ­ლებს". პარ­ტი­ზა­ნი მე­ბა­ღე­ე­ბი მხო­ლოდ შვიდ­სარ­თუ­ლი­ა­ნი სას­ტუმ­როს მშე­ნებ­ლო­ბას არ გა­უბ­რა­ზე­ბია.

ხელ­მო­წე­რე­ბის პა­რა­ლე­ლუ­რად მე­რი­ის წინ საპ­რო­ტეს­ტო აქ­ცია-კონ­ცერ­ტი მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. მუ­სი­კო­სებს შო­რის იყ­ვე­ნენ: სა­მო­რი ბალ­დე, Z for Zulu, ბა­კურ ბურ­დუ­ლი, Giorgi Marr(ZurGi, Str!ng), Gravity, Juno Q Beat, DJ Grotask, Kozmana, Jorjick, შოთა ადა­მაშ­ვი­ლი, რა­მაზ ჩხიკ­ვა­ძე, Me and My Monkey.

სა­ლო­მე ში­ხაშ­ვი­ლი, Ambebi.ge

იხი­ლეთ ვი­დეო

ასე­ვე და­გა­ინ­ტე­რე­სებთ | ვა­კის პარ­კის ნა­წილს გა­ჩეხ­ვა ემუქ­რე­ბა - ხუთ­ვარ­სკვლა­ვი­ა­ნი სას­ტუმ­რო მწვა­ნე ნარ­გა­ვე­ბის ნაც­ვლად

იხი­ლეთ ფო­ტო­რე­პორ­ტა­ჟი

ხმაურიანი საპროტესტო აქცია-კონცერტი მერიასთან ვაკის პარკის გადასარჩენად (+ფოტორეპორტაჟი)

ხმაურიანი საპროტესტო აქცია-კონცერტი მერიასთან ვაკის პარკის გადასარჩენად (+ფოტორეპორტაჟი)

"გადავარჩინოთ ვაკის პარკი" - ამ ლოზუნგმა დღეს მერიასთან სამოქალაქო საზოგადოება და ცნობილი სახეები გააერთიანა. აქციის მონაწილეები ვაკის პარკში, ჭავჭავაძის #68-ში დაგეგმილ სასტუმროს მშენებლობას აპროტესტებდნენ. მშვიდობიანი აქცია-კონცერტი 13 საათზე დაიწყო და ჩემდა გასაკვირად, დაახლოებით თხუთმეტ წუთში მერიის მიმდებარე ტეროტიორია ხალხით აივსო. ყველაზე მეტად კი მოძრაობა "პარტიზანი მებაღეების" წევრები აქტიურობდნენ.

აქციის ორგანიზატორებს შენობის კედლები ბანერებით აუჭრელებიათ: "მერია მეტასტაზია, მერია ჩვენი მტერია", სასტუმრო ჟანგბადს არ გამოყოფს", "ფულს ვერ ისუნთქებ", "ხერხს ჟანგი, ხალხს ჟანგბადი"...

იყო არაეთიკური ლოზუნგებიც...

ვიღაცას კი ლექსის წერის მუზა მოსვლია: "განაპირობებს ჩვენს რეაქციას, ის რომ გვიზღუდავთ რეკრეაციას".

იქვე მერიის ეზოში მაგიდასთან მოფუსფუსე ხალხი იქცევს ყურადღებას. "პარტიზანი მებაღეები" მოქალაქეების ხემოწერებს მერიაში წარსადგენად ამზადებენ.

მოწოდება ერთადერთია - "ბოიკოტი მწვანე საფარის გამანადგურებლებს". პარტიზანი მებაღეები მხოლოდ შვიდსართულიანი სასტუმროს მშენებლობას არ გაუბრაზებია.

ხელმოწერების პარალელურად მერიის წინ საპროტესტო აქცია-კონცერტი მიმდინარეობდა. მუსიკოსებს შორის იყვენენ: სამორი ბალდე, Z for Zulu, ბაკურ ბურდული, Giorgi Marr(ZurGi, Str!ng), Gravity, Juno Q Beat, DJ Grotask, Kozmana, Jorjick, შოთა ადამაშვილი, რამაზ ჩხიკვაძე, Me and My Monkey.

სალომე შიხაშვილი, Ambebi.ge

იხილეთ ვიდეო

ასევე დაგაინტერესებთ | ვაკის პარკის ნაწილს გაჩეხვა ემუქრება - ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო მწვანე ნარგავების ნაცვლად

იხილეთ ფოტორეპორტაჟი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია