პოლიტიკა
მსოფლიო
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მეცნიერება
საზოგადოება
სპორტი
მოზაიკა
Faceამბები
სამხედრო
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ქეთი ხატიაშვილი: "ბინა ჯერ არ მინახავს, თუმცა "იმედისგან" საქმიანი წინადადებები მივიღე"
ქეთი ხატიაშვილი: "ბინა ჯერ არ მინახავს, თუმცა "იმედისგან" საქმიანი წინადადებები მივიღე"

ქეთი ხა­ტი­აშ­ვი­ლი "ცეკ­ვა­ვენ ვარ­სკვლა­ვე­ბის" III სე­ზო­ნის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლია. რო­გორც "ხალ­ხის რჩე­ულ­მა" და პრო­ექ­ტის მე-13 არაც­ნო­ბილ­მა მო­ნა­წი­ლემ და­ამ­ტკი­ცა, რომ ვარ­სკვლა­ვუ­რი მე­გა­შო­უს მო­გე­ბა რი­გით და ნი­ჭი­ერ ადა­მი­ან­საც შე­უძ­ლია... ქე­თიმ უკან ჩა­მო­ი­ტო­ვა საკ­მა­ოდ ძლი­ე­რი კონ­კუ­რენ­ტე­ბი, პირ­ვე­ლი ად­გი­ლი და­ი­კა­ვა და შე­სა­ბა­მი­სად, ბი­ნით და­ა­სა­ჩუქ­რეს. იმის შე­სა­ტყო­ბად, შოუს დას­რუ­ლე­ბის შემ­დეგ თავს რო­გორ გრძნობს და ნახა თუ არა სა­ჩუქ­რად გა­და­ცე­მუ­ლი ბინა, "ამ­ბე­ბი.გე" ქე­თის და­უ­კავ­შირ­და.

- ქეთი, თუ მო­ი­ნა­ხუ­ლე შენი ბინა?

- ჯერ არა, უნდა შე­ვეხ­მი­ა­ნო იმ ადა­მი­ა­ნებს, ანუ "არქი-ჯგუფს", რო­მე­ლიც ბი­ნას მთა­ვა­ზობს. უნდა მაჩ­ვე­ნონ ყვე­ლა ის ად­გი­ლი, სა­დაც ბი­ნებს აშე­ნე­ბენ და იქი­დან შე­ვარ­ჩევ. მოკ­ლედ, მო­ლო­დინ­ში ვარ. ვნა­ხოთ.

- ამ ეტაპ­ზე რა გეგ­მე­ბი გაქვს და რას საქ­მი­ა­ნობ?

- ჯერ­ჯე­რო­ბით ვის­ვე­ნებ, მაგ­რამ ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმე­დის­გან" სი­ახ­ლე­ებს ვე­ლო­დე­ბი. რა­ღაც შე­მო­თა­ვა­ზე­ბე­ბიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! მაქვს და მოკ­ლედ, მო­ლო­დინ­ში ვარ. წი­ნას­წარ კი არ მინ­და ყვე­ლაფ­რის თქმა. ჯერ გა­მო­ვი­დეს და ყვე­ლა გა­ი­გებს. ამას­თან, მეც მაქვს ჩემი რა­ღაც იდეა. ამ პრო­ექ­ტმა სა­ერ­თოდ არა­ერ­თი იდეა გა­მი­ჩი­ნა.

- იდე­ე­ბი შენს სფე­როს, სპორ­ტს ეხე­ბა?

- არა, არა...

- რო­გორც ვიცი, ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რად მუ­შა­ობ­დი. იმ საქ­მი­ა­ნო­ბას აგ­რძე­ლებ?

- ვნა­ხოთ, "იმე­დის" შო­მო­თა­ვა­ზე­ბი­დან რაზე შე­ვა­ჩე­რებ არ­ჩე­ვანს და იმის მი­ხედ­ვით ვი­მოქ­მე­დებ. თუმ­ცა ფიტ­ნეს-ინ­სტრუქ­ტო­რო­ბას გა­ვაგ­რძე­ლებ. ეს გარ­და იმი­სა, რომ ჩემი საყ­ვა­რე­ლი საქ­მი­ა­ნო­ბაა, ასე­ვე შე­მო­სავ­ლის წყა­როც არის.

- 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უს­ვე­ნებ­ლივ ცეკ­ვავ­დი. რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი ხომ არ მო­გე­ნატ­რა?

- მო­ნატ­რე­ბა არა, მაგ­რამ გა­მი­ხარ­და, რომ მე და გი­ორ­გის "მის სა­ქარ­თვე­ლო 2014"-ს შო­უ­ზე ცეკ­ვა გვთხო­ვეს. სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­ცეკ­ვებ. ასე­თი რა­ღა­ცე­ბი, ალ­ბათ, სულ იქ­ნე­ბა და მე და გი­ორ­გის კი­დევ მოგ­ვი­წევს რე­პე­ტი­ცი­ებ­ზე სი­ა­რუ­ლი, მაგ­რამ ცეკ­ვის სფე­რო­ში მთლი­ა­ნად გა­და­ბარ­გე­ბას ნამ­დვი­ლად არ ვა­პი­რებ.

- ე.ი. და­უბ­რუნ­დი სახ­ლს...

- ყვე­ლა­ფერს თა­ვის ხიბ­ლი აქვს და ვგრძნობ, სახ­ლიც მომ­ნატ­რე­ბია. ნაძ­ვის ხე ახლა მოვ­რთე ნორ­მა­ლუ­რად (სი­ცი­ლით ამ­ბობს). ახა­ლი წლის წინა დღე­ებ­ში მა­გის დრო არ მქონ­და...

- 4 თვის გან­მავ­ლო­ბა­ში შენს შვილს ვინ უვ­ლი­და?

- ბავ­შვიsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბისsalesland.ge - ფას­დაკ­ლე­ბე­ბის სამ­ყა­რო! სამ­ყა­რო! ბაღ­ში და­დი­ო­და და ძი­რი­თა­დად ბე­ბია-ბა­ბუ­ე­ბი უვ­ლიდ­ნენ. ახლა კი უკვე დე­დი­კოს­თან არის...

ლალი ფა­ცია

სპე­ცი­ა­ლუ­რად "ამ­ბე­ბი.გე"-სთვის

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
გიორგი ბაჩიაშვილი - საქართველოს წარმომადგენლებმა, ივანიშვილის დავალებით, მიმართეს ბანდიტურ გზას და მოტაცებით ჩამომიყვანეს საქართველოში

ქეთი ხატიაშვილი: "ბინა ჯერ არ მინახავს, თუმცა "იმედისგან" საქმიანი წინადადებები მივიღე"

ქეთი ხატიაშვილი: "ბინა ჯერ არ მინახავს, თუმცა "იმედისგან" საქმიანი წინადადებები მივიღე"

ქეთი ხატიაშვილი "ცეკვავენ ვარსკვლავების" III სეზონის გამარჯვებულია. როგორც "ხალხის რჩეულმა" და პროექტის მე-13 არაცნობილმა მონაწილემ დაამტკიცა, რომ ვარსკვლავური მეგაშოუს მოგება რიგით და ნიჭიერ ადამიანსაც შეუძლია... ქეთიმ უკან ჩამოიტოვა საკმაოდ ძლიერი კონკურენტები, პირველი ადგილი დაიკავა და შესაბამისად, ბინით დაასაჩუქრეს. იმის შესატყობად, შოუს დასრულების შემდეგ თავს როგორ გრძნობს და ნახა თუ არა საჩუქრად გადაცემული ბინა, "ამბები.გე" ქეთის დაუკავშირდა.

- ქეთი, თუ მოინახულე შენი ბინა?

- ჯერ არა, უნდა შევეხმიანო იმ ადამიანებს, ანუ "არქი-ჯგუფს", რომელიც ბინას მთავაზობს. უნდა მაჩვენონ ყველა ის ადგილი, სადაც ბინებს აშენებენ და იქიდან შევარჩევ. მოკლედ, მოლოდინში ვარ. ვნახოთ.

- ამ ეტაპზე რა გეგმები გაქვს და რას საქმიანობ?

- ჯერჯერობით ვისვენებ, მაგრამ ტელეკომპანია "იმედისგან" სიახლეებს ველოდები. რაღაც შემოთავაზებებიsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მაქვს და მოკლედ, მოლოდინში ვარ. წინასწარ კი არ მინდა ყველაფრის თქმა. ჯერ გამოვიდეს და ყველა გაიგებს. ამასთან, მეც მაქვს ჩემი რაღაც იდეა. ამ პროექტმა საერთოდ არაერთი იდეა გამიჩინა.

- იდეები შენს სფეროს, სპორტს ეხება?

- არა, არა...

- როგორც ვიცი, ფიტნეს-ინსტრუქტორად მუშაობდი. იმ საქმიანობას აგრძელებ?

- ვნახოთ, "იმედის" შომოთავაზებიდან რაზე შევაჩერებ არჩევანს და იმის მიხედვით ვიმოქმედებ. თუმცა ფიტნეს-ინსტრუქტორობას გავაგრძელებ. ეს გარდა იმისა, რომ ჩემი საყვარელი საქმიანობაა, ასევე შემოსავლის წყაროც არის.

- 4 თვის განმავლობაში შეუსვენებლივ ცეკვავდი. რეპეტიციებზე სიარული ხომ არ მოგენატრა?

- მონატრება არა, მაგრამ გამიხარდა, რომ მე და გიორგის "მის საქართველო 2014"-ს შოუზე ცეკვა გვთხოვეს. სიამოვნებით ვიცეკვებ. ასეთი რაღაცები, ალბათ, სულ იქნება და მე და გიორგის კიდევ მოგვიწევს რეპეტიციებზე სიარული, მაგრამ ცეკვის სფეროში მთლიანად გადაბარგებას ნამდვილად არ ვაპირებ.

- ე.ი. დაუბრუნდი სახლს...

- ყველაფერს თავის ხიბლი აქვს და ვგრძნობ, სახლიც მომნატრებია. ნაძვის ხე ახლა მოვრთე ნორმალურად (სიცილით ამბობს). ახალი წლის წინა დღეებში მაგის დრო არ მქონდა...

- 4 თვის განმავლობაში შენს შვილს ვინ უვლიდა?

- ბავშვიsalesland.ge - ფასდაკლებებისsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! სამყარო! ბაღში დადიოდა და ძირითადად ბებია-ბაბუები უვლიდნენ. ახლა კი უკვე დედიკოსთან არის...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება