ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრის მსახიობი, ვალერიან კანთელაძე ტრაგიკულად დაიღუპა. 57 წლის მსახიობი საკუთარ სახლში ხანძრის შედეგად მიყენებული დამწვრობისგან გარდაიცვალა.
"სამწუხარო ამბავია. ზუსტად არ ვიცით, რა მოხდა და რამ გააჩინა ხანძარი" , - აცხადებს თეატრის მმართველი ზაზა ჯინჭარაძე.
ვალერიან კანთელაძემ საზოგადოებას თავი შემდეგი როლებით დაამახსოვრა: ზურიკელა (”მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”), სოსოია (”მე ვხედავ მზეს”), მეფე დახტინგური (”ნაცარქექია”), ოსიკო (”დარისპანის გასაჭირი”), თეიმურაზ ხევისთავი (”ჯაყოს ხიზნები”).