სპორტი
Faceამბები

6

ივლისი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის მეთორმეტე დღე დაიწყება 18:45-ზე, მთვარე მორიელშია – რეკომენდებულია მოლაპარაკებების წარმოება. დახმარების თხოვნა. გამოიჩინეთ ნებისყოფა, გამძლეობა, სიმტკიცე და პატიოსნება სამსახურში. გამოავლინეთ საკამათო საკითხების გადაჭრის, კონფლიქტების მოგვარების და კომპრომისებზე წასვლის უნარი. არ არის რეკომენდებული გადაჭარბებული ზრუნვა. ახალი წამოწყებები. აჩქარების და აურზაურის გამოვლინება. საუკეთესო დღეა ოჯახის შესაქმნელად. თავი უნდა შეიკავოთ უხეში საკვებისგან, კვერცხისგან, თევზისა და ხორცისგან. მთლიანად გამორიცხეთ ალკოჰოლი და ნიკოტინი. ზედა სასუნთქი გზების, გულის, ფილტვების და ღვიძლის გაწმენდის დღეა. მოუსმინეთ გულს.
მოზაიკა
სამხედრო
საზოგადოება
მსოფლიო
სამართალი
მეცნიერება
კონფლიქტები
კულტურა/შოუბიზნესი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მოდელ ტრანსგენდერს "მის მსოფლიოს" ტიტულის მოპოვება სურს
მოდელ ტრანსგენდერს "მის მსოფლიოს" ტიტულის მოპოვება სურს

ბან­გლა­დე­შელ მო­დელ ტრანსგენ­დერს "მის მსოფ­ლი­ოს" ტი­ტუ­ლის მო­პო­ვე­ბა უნდა. 23 წლის ამე­ლია მალ­ტე­პემ, რო­მე­ლიც ამ­ჟა­მად ტო­რონ­ტო­ში ცხოვ­რობს, გა­ნა­ცხა­და, რომ სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მა­გა­ლი­თი მას ჯენა ტა­ლა­კო­ვამ მის­ცა, რო­მელ­მაც 2012 წელს სი­ლა­მა­ზის კონ­კურს "მის სამ­ყა­როს" კა­ნა­დის ეტაპ­ზე მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მო­ი­პო­ვა.

რო­დის აპი­რებს სი­ლა­მა­ზის დე­დოფ­ლის გვირ­გვი­ნის­თვის ბრძო­ლას მალ­ტე­პე უც­ნო­ბია. ასე­ვე არ ვრცელ­დე­ბა ინ­ფორ­მა­ცია იმის შე­სა­ხებ, რო­მე­ლი კონ­კურ­სით აპი­რებს იგი ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბას - "მის მსოფ­ლი­ოს" სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­სა და კა­ნა­დის რე­გი­ო­ნა­ლურ კონ­კურ­სებ­ზე მის გან­ცხა­დე­ბა­ზე კო­მენ­ტა­რი ჯერ არ გა­უ­კე­თე­ბი­ათ.

მალ­ტე­პეს მო­დე­ლად მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბა უკვე აქვს: მისი ფო­ტო­ე­ბი რამ­დე­ნი­მე გა­მო­ცე­მა­ში და­ი­ბეჭ­და, მათ შო­რის Toronto Sun-ში. ამ პუბ­ლი­კა­ცი­ის შემ­დეგ მკი­თხვე­ლებ­მა მო­დე­ლი ტრანსგენ­დე­რის ფო­ტო­ე­ბი გა­აპ­რო­ტეს­ტეს.

ამე­ლი­ას ადრე ადე­ში ერ­ქვა და ბან­გლა­დეშ­ში მუს­ლი­მა­ნე­ბის ოჯახ­ში იზ­რდე­ბო­და. 2009 წელს იგი სა­ცხოვ­რებ­ლად კა­ნა­და­ში გა­და­ვი­და. იქ ახალ­გაზ­რდამ ჰორ­მო­ნა­ლუ­რი თე­რა­პი­ის კურ­სის გავ­ლა გა­და­წყვი­ტა, შემ­დეგ მკერ­დის იმპლან­ტან­ტი ჩა­იდ­გა და სა­ხი­დან თმა მო­ი­ცი­ლა. ამე­ლი­ას სქე­სი ჯერ არ შე­უც­ვლია, ამას­თან მისი მე­გო­ბა­რი მა­მა­კა­ცი ამას მშვი­დად ეკი­დე­ბა.

ჯენა ტა­ლა­კო­ვა პირ­ვე­ლი ტრანსგენ­დე­რია, რო­მე­ლიც სი­ლა­მა­ზის კონ­კურ­ზე და­უშ­ვეს. 2012 წლის აპ­რილ­ში "მის სამ­ყა­როს" სა­ორ­გა­ნი­ზა­ციო კო­მი­ტეტ­მა წეს­დე­ბა­ში ცვლი­ლე­ბა შე­ი­ტა­ნა, რომ­ლი­თაც ყო­ფილ მა­მა­კა­ცებს გა­მარ­ჯვე­ბის­თვის ბრძო­ლის უფ­ლე­ბა მი­ე­ცათ. 2012 წლის მა­ის­ში კონ­კურს "მის სამ­ყა­როს" შე­სარ­ჩევ ტურ­ში მოხ­ვდა, მაგ­რამ ფი­ნალ­ში ვერ გა­ვი­და. ამის­თვის იგი პირ­ველ ხუ­თე­ულ­ში უნდა აღ­მოჩ­ნი­ლი­ყო, ხოლო ჯენა 12 სა­უ­კე­თე­სო­თა შო­რის მოხ­ვდა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Orange News-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
როგორ ცვლის ხელოვნური ინტელექტი ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების წესს?

მოდელ ტრანსგენდერს "მის მსოფლიოს" ტიტულის მოპოვება სურს

მოდელ ტრანსგენდერს "მის მსოფლიოს" ტიტულის მოპოვება სურს

ბანგლადეშელ მოდელ ტრანსგენდერს "მის მსოფლიოს" ტიტულის მოპოვება უნდა. 23 წლის ამელია მალტეპემ, რომელიც ამჟამად ტორონტოში ცხოვრობს, განაცხადა, რომ სილამაზის კონკურსში მონაწილეობის მაგალითი მას ჯენა ტალაკოვამ მისცა, რომელმაც 2012 წელს სილამაზის კონკურს "მის სამყაროს" კანადის ეტაპზე მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

როდის აპირებს სილამაზის დედოფლის გვირგვინისთვის ბრძოლას მალტეპე უცნობია. ასევე არ ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომელი კონკურსით აპირებს იგი ოცნების ასრულებას - "მის მსოფლიოს" საორგანიზაციო კომიტეტსა და კანადის რეგიონალურ კონკურსებზე მის განცხადებაზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

მალტეპეს მოდელად მუშაობის გამოცდილება უკვე აქვს: მისი ფოტოები რამდენიმე გამოცემაში დაიბეჭდა, მათ შორის Toronto Sun-ში. ამ პუბლიკაციის შემდეგ მკითხველებმა მოდელი ტრანსგენდერის ფოტოები გააპროტესტეს.

ამელიას ადრე ადეში ერქვა და ბანგლადეშში მუსლიმანების ოჯახში იზრდებოდა. 2009 წელს იგი საცხოვრებლად კანადაში გადავიდა. იქ ახალგაზრდამ ჰორმონალური თერაპიის კურსის გავლა გადაწყვიტა, შემდეგ მკერდის იმპლანტანტი ჩაიდგა და სახიდან თმა მოიცილა. ამელიას სქესი ჯერ არ შეუცვლია, ამასთან მისი მეგობარი მამაკაცი ამას მშვიდად ეკიდება.

ჯენა ტალაკოვა პირველი ტრანსგენდერია, რომელიც სილამაზის კონკურზე დაუშვეს. 2012 წლის აპრილში "მის სამყაროს" საორგანიზაციო კომიტეტმა წესდებაში ცვლილება შეიტანა, რომლითაც ყოფილ მამაკაცებს გამარჯვებისთვის ბრძოლის უფლება მიეცათ. 2012 წლის მაისში კონკურს "მის სამყაროს" შესარჩევ ტურში მოხვდა, მაგრამ ფინალში ვერ გავიდა. ამისთვის იგი პირველ ხუთეულში უნდა აღმოჩნილიყო, ხოლო ჯენა 12 საუკეთესოთა შორის მოხვდა.

მომზადებულია Orange News-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება